ისე მოხდა, რომ ჩვენ, მეგობრებო, ამ მარტოხელა ცოლ-ქმრისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ვართ. მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ, სხვა არავის. მძიმედ დაავადებულ დალის და აკაკის არც სახლი აქვთ, არც წამლები და არც საკვები. ყველაფერი რაც გააჩნდათ, მკურნალობისთვის გაყიდეს. იძულებული გახდნენ, ერთი სახლიდან მეორეში იხეტიალონ, რომ არ იხადონ ქირა. დალი (60 წლის): „ჩვენი მეზობლები რომ არა, დიდი ხანია აღარ ვიარსებებდით ამქვეყნად, შიმშილით ან სიცივით დავიხოცებოდით. ყველაზე გულკეთილი ქალია თეა, ლუკმა პურსა და შეშას გვიზიარებს. არადა, თავადაც ხომ ოჯახი ჰყავს, მრავალშვილიანი დედაა. ძალიან მადლობელი ვართ მისი. ღმერთმა დალოცოს! საკუთარი შვილები არ გვყავს, საერთოდ არავინ გვყავს, ვინც იზრუნებს ჩვენზე.“ განა, რამდენ ტკივილს და განსაცდელს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?