რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ქვის გული უნდა ჰქონდეს ადამიანს, მარიამის ცრემლებმა და ლეილას კვნესამ რომ არ შეძრას

calendar ოქტომბერი 13, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ვუყურებ ჩემს თავს და ვფიქრობ, ნეტა, საერთოდ რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე? ავადმყოფობის, ტკივილის და შიმშილის გარდა, არაფერი მინახავს ცხოვრებაში… დედა! აბორტი მაინც გაგეკეთებინა, შენ ხომ მამასგანაც კარგი არაფერი გახსოვს?! რატომ გამაჩინე, რატომ?“ – აი, ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი მერიმ და თვალებიდან ცრემლის ნიაღვარი წასკდა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ქვის გული უნდა ჰქონდეს ადამიანს, მარიამის ცრემლებმა და ლეილას კვნესამ რომ არ შეძრას

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          „ვუყურებ ჩემს თავს და ვფიქრობ, ნეტა, საერთოდ რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე? ავადმყოფობის, ტკივილის და შიმშილის გარდა, არაფერი მინახავს ცხოვრებაში… დედა! აბორტი მაინც გაგეკეთებინა, შენ ხომ მამასგანაც კარგი არაფერი გახსოვს?! რატომ გამაჩინე, რატომ?“ – აი, ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი მერიმ და თვალებიდან ცრემლის ნიაღვარი წასკდა.

„იმდენი რამ მაწუხებს, მიკვირს, ცოცხალი როგორ ვარ…“

           შეუძლებელია, ამ ოჯახში მისული ადამიანი უმწეო დედა-შვილის დანახვაზე არ ატირდეს, არ გაუჩნდეს ნუგეშისცემის და დახმარების სურვილი. ქვა უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც მერის ცრემლები და ლეილას კვნესა გულს არ მოუკლავს.
            მერი უმეკაშვილი 34 წლისაა, დაბადებიდან  ეპილეფსია აქვს. 19 წლის ასაკში, ტრავმის შედეგად გაუსკდა მარცხენა თირკმელი, საჭირო გახდა მისი ამპუტირება. მარჯვენა თირკმელის ოპერაციაც მალევე ჩაუტარდა, რადგან ზედმეტ დატვირთვას ვერ გაუძლო და ახლა, მხოლოდ მისი მეოთხედი ასრულებს ორგანოს ფუნქციას. გარდა ამისა, მერის აქვს B ჰეპატიტი და ასციტი. მისი მუცელი სისტემატიურად ივსება სითხით, რომლის  პერიოდულად ამოღებაა საჭირო. ახლაც, 7 ლიტრამდე წყალია დაგროვილი მერის მუცელში. დიახ, ბავშვი არ გეგონოთ! ეს მკვლელი სითხეა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გაგუდოს ქალი.

„ჩემი სხეული დაფარულია ნაიარევებით,  მუცელი სავსეა წყლით, ცხოვრება კი – ტანჯვით“

         ორ თვეში ერთხელ, მერი 15 დღეს ატარებს საავადმყოფოში. ეს დღეები ჯოჯოხეთია მისთვის. არის შემთხვევები, როდესაც დედას არ აქვს იმის საშუალება, რომ მერი საავადმყოფოში წაიყვანოს და იქ უპატრონოს, თანხის ის ნაწილი გადაიხადოს, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. ახლა კი, დედაც ავადაა. თვეც არაა გასული, რაც ოპერაცია გაუკეთეს. წამლებს ვერ ყიდულობენ. თუმცა, რომელ წამლებზეა საუბარი, როდესაც დედა-შვილი ფაქტობრივად შიმშილობს. 
          მერი: ერთი თვეა, რაც დედაც ჩაწვა და ჩვენი უბედურება მეასე ხარისხში ავიდა. მისი იმედით, ჯერ კიდევ ვარსებობდი. ახლა კი, ხედავთ,  თავადაც მოსავლელია. ორი თვეა, ქირა არ გადაგვიხდია. აქედან რომ გაგვყარონ, სად უნდა წავიდეთ? საქათმეც კი არ გვაქვს, თორემ იქ შევაფარებდით თავს…

„დედის გარეშე როგორ ვიცოცხლებ?“

  – დედას რა დაემართა? 
           ლეილა (მერის დედა): ღმერთმა იცის, აქამდე არანაირ შრომას არ ვთაკილობდი, მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი, რომ ჩემი უბედური გოგონასთვის წამლები მაინც მეყიდა. ხომ გესმით, სულ წამლებზეა, უამრავი მედიკამენტი სჭირდება. მაგრამ აი, მორჩა! დამთავრდა ჩემი გამძლეობა! ხედავთ ჩემს გაფატრულ მუცელს? ნაწლავების გადახლართვა დამემართა. მერწმუნეთ, კარგი არაფერია შიგნით… თიაქარიც მქონდა… ქალური პრობლემებიც, უხვად. კიდევ მაქვს გასაკეთებელი ოპერაცია. ვერ დავდივარ. ადგომაც მიჭირს. არანაირი საშუალება არ გვაქვს, ქირა რომ გადავიხადოთ. ქირა კი არა, და… დღეს მერიმ ორი ცალი კარტოფილი ამოიტანა, უკანასკნელი ხურდებით. მე მაჭამა. თავად არც უჭამია… მომატყუა… მოუკვდეს დედა, ეს რომ მცოდნოდა, პირს როგორ დავაკარებდი?  (ტირის.)

ორი ცალი კარტოფილი დედისთვის…

          მერი: დღეს მხოლოდ ნიორი ვჭამე. ისღა ვიპოვე მოვძებნე შემორჩენილი. პურიც არ მქონდა, რომ მიმეყოლებინა. დედამ ძალები უნდა აღიდგინოს, მისთვის შიმშილი არაფრით არ შეიძლება. დიაბეტიც აქვს. დედას რამე რომ მოუვიდეს, მე ვინ მომხედავს? დედის გარეშე მაინც ვერ ვიცოცხლებ, რა აზრი აქვს?
          ლეილა: შვილო, დედა უნდა იყოს მშიერი და შვილს უნდა აძლევდეს თავის წილ საჭმელს. მე ახლა, რა მომასვენებს?! 

„ჩემს გოგონას თუ ვერ დავეხმარები, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?!“

         – მერი, შენი მდგომარეობაც საკმაოდ რთულია. კვება შენც გჭირდება…
         მერი: ჰო, ჩემი მდგომარეობა ძალიან რთულია. ჩემი ტანჯვა დაუსრულებელი… ეჰ, დარჩა კიდევ რამე, რაც მე არ მაწუხებს? ეპილეფსიური შეტევები, ხანდახან დღეში 4-5 ჯერ მიმეორდება. თირკმელის მეოთხედიღა დამრჩა, ასეთ პირობებში, როდემდე გამიძლებს, არ ვიცი. მუცელი სავსე მაქვს წყლით. წინა თვეში უნდა მივსულიყავი ექიმთან, მე კი ახლაც ვერ მივდივარ.

„აღარც საჭმელი გვაქვს, აღარც წამლები…“
          ლეილა: მერის მუცლიდან სითხე სასწრაფოდ არის ამოსაღები. შეიძლება, ყოველ წუთს დამძიმდეს მისი მდგომარეობა და შვილი მომიგუდოს წყალმა… შეიძლება, ეს ძილის დროსაც მოხდეს. ჩემი მერი ცდილობს დღისით დაიძინოს, მე რომ ვუდარაჯო. ღამით კი, თავად ფხიზლობს. 

„ღამით რომ არ ჩამეძინოს, ვქსოვ. წუთიერად მავიწყდება ჩემი ტკივილი.“

         არ ვიცი, ორივე ავადმყოფი, როგორ შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას? არ ვიცი, არ ვიცი, ასეთ გასაჭირში რა გვეშველება… ექიმმა ორივეს დიეტა დაგვინიშნა. მოხარშული ხორცი მიირთვითო… ხორცის სუნიც კი არ მახსოვს… მოხარშულ კარტოფილზე და წიწიბურაზე ვოცნებობთ… აწყობილი ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ ახლა, ნამდვილად არ გვაქვს გზა თქვენს იქით, ჩემო კეთილო ადამიანებო… შეგვეწიეთ უბედურ, ავადმყოფ დედა-შვილს. 
         მერი: დედას შაქარიც „მაღლა უვარდება“ ხოლმე, ამას მაშინ ვიგებთ, როდესაც საავადმყოფოში გადაჰყავთ. სახლში არც შაქრის საზომი აპარატი გვაქვს, არც წნევის. არადა, ჰაერივით სჭირდება ორივე. წნევაც აწუხებს. 
         – ქირით  ცხოვრობთ ამ ბინაში?
         ლეილა: უკვე ორი წელია, აქ ვცხოვრობთ. აქ არაფერია ჩვენი, იმ რკინის საწოლის გარდა…  სანამ მუშაობა შემეძლო, როგორღაც ვიხდიდით ბინის ქირას. 300 ლარი ჩვენნაირი გაჭირვებული ოჯახისთვის, ძალიან ძნელი გადასახდელია. ახლა, ორი თვეა არ გადაგვიხდია, აბა, როგორ, რანაირად?  მხოლოდ სოციალური შემწეობა და მერის პენსიაა ჩვენი შემოსავალი. ამ პენსიიდან 100 ლარი, სესხის გამო ბანკშივე რჩება. სესხი კარგი საქმისთვის არ აგვიღია, მკურნალობისთვის და წამლებისთვის დაგვჭირდა.  თვიური შემოსავალი, სულ 295 ლარი გამოგვდის, რომლითაც წამლები უნდა ვიყიდოთ, საკვები, თუ ქირა გადავიხადოთ? მხოლოდ ერთისთვისაც არაა საკმარისი. დიასახლისმა ბინის დაცლა გვთხოვა. მესმის მისიც. შემოსავალი სჭირდება, ოჯახი რომ გამოკვებოს. ჩვენ კი, წასასვლელი არსად გვაქვს. სიარულიც არ შემიძლია, რომ ავდგე და წავიდე…

„ამ სახლში ჩვენი არაფერია, რკინის საწოლის გარდა…“

        – ყოველთვის ქირით ცხოვრობდით?
        ლეილა:  უმძიმესი ცხოვრება გამოვიარე. სოფელში მქონდა სახლი, რომელიც მერის ავადმყოფობის გამო გავყიდე. სოფელში ასეთ ავადმყოფს მაინც ვერ მოვუვლიდი. მას შეიძლება ყოველ წუთს დასჭირდეს დახმარება და საავადმყოფოში „გაქანება“. იქ, სოფელში ნაკლებია გადარჩენის შანსი. ამიტომ, 16 წლის წინ, როდესაც თირკმელზე პრობლემა შეექმნა დედაქალაქში ჩამოვედით. თავიდან ვცხოვრობდით იმ საცხობის გარაჟში, სადაც ვმუშაობდი. მერე, ერთ მიტოვებულ სახლს შევაფარეთ თავი. მისი მეპატრონე საზღვარგარეთ ცხოვრობდა. კარი გატეხილი იყო და მეზობლები იქ სხვადასხვა უსარგებლო ნივთებს ინახავდნენ. ყველას შევეცოდეთ და გვითხრეს, რომ შევძლებდით  იქ დარჩენას მანამ, სანამ მესაკუთრე გამოჩნდებოდა. სახლი სულ ჩამოქცეული იყო. როგორც შემეძლო, მოვაწესრიგე. ყველა რაღაცას მაძლევდა, ზოგი ფანჯარას, ზოგი კარს, ზოგიც – საწოლს… მერე, რა თქმა უნდა, მეპატრონემ ჩამოაკითხა და იძულებულები გავხდით ახალი საცხოვრებელი გვენახა. ჰოდა, იმის შემდეგ, ვიხდით სიმწრით ნაშოვნ გროშებს ქირაში. ახლა, ესეც აღარ გვაქვს. ხვალ რა გველის, არ ვიცი… ალბათ, დავიღუპებით…
          – მეუღლე არ გეხმარებოდათ?
           ლეილა: მეუღლე შვიდი წლის წინ დამეღუპა. მაგრამ ცოცხალი რომ იყო, მაშინაც კარგი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის. სულ ჩხუბობდა, ძალადობდა ჩემზე… დანებით დაგვსდევდა… გარკვეული დროის მერე, დავცილდით ერთმანეთს…  აღარ მინდა ამის გახსენება… ახლა, ის უკვე მკვდარია…ხომ გესმით?!
           მერი: მამისგან კარგი არაფერი მახსოვს, მაგრამ მამა იყო მაინც… რომ გარდაიცვალა, ერთი კვირის მერე ძლივს ვიპოვნეთ მორგში, ეს ძალიან მტკივნეული იყო… მაშინ დედა და მამა უკვე აღარ ცხოვრობდნენ ერთად. მე ბევრი ვიტირე. მერე ცუდად გავხდი და საავადმყოფოში გადამიყვანეს. 
            – ნათესავები თუ გეხმარებიან რამით?
            ლეილა: კიდევ ორი შვილი მყავს, სოფელში ცხოვრობენ. უფროსი ქალიშვილი მრავალშვილიანი დედაა და თავი როგორ გაიტანოს, იმაზე ფიქრობს. მაინც მომაწვდის ხოლმე თითო ლუკმას, მოუკვდეს დედა. უმცროსი ვაჟი სულ მეხმარებოდა, სანამ პრობლემები შეექმნებოდა. ახლახან, ოჯახი დაენგრა. ალიმენტს ძლივს იხდის თავისი შვილებისთვის. ფიზიკურად შრომობს სოფელში, მაგრამ ხომ იცით, იქ როგორ უხდიან მუშას? პურს თუ იყიდი, შავ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანი, იმაზეც მადლობა უნდა თქვა.
          – ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?
          მერი: თბილისში არ ვართ რეგისტრირებულები, ამიტომ, სოფელში გადაგვამისამართეს. იქ ჩასვლა მე არ შემიძლია, მგზავრობას ვერ შევძლებ. არც მჯერა, ვინმე რომ შეიწუხებს თავს ჩვენს გამო…
         – მერი, ხელისუფლების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი ფონდის მეგობრები აუცილებლად შეწუხდებიან თქვენი უმძიმესი მდგომარეობის გამო და მჯერა, დაგიდგებიან გვერდში. მათ არაერთხელ მოახერხეს ადამიანების გადარჩენა.
          ლეილა: ჩემს უბედურ შვილს დაეხმარეთ, შვილო. მას წამლები სჭირდება. წამლების გარეშე, დიდხანს ვერ გაძლებს. ის აუცილებლად უნდა დაწვეს კლინიკაში, რომ ეს სითხე ამოუღონ მუცლიდან. ნაღმზე ზის. გევედრებით, ასეთ მძიმე წუთებში ნუ მიგვატოვებთ. თქვენზე ვილოცებ. უფალთან რომ წავალ, მაშინაც… (ტირის.) შეგვეხიდეთ და შეგვიბრალეთ.
***
         მეგობრებო, ეს ოჯახი ნამდვილად უკიდურეს მდგომარეობაშია. მერის სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიღუპება! ლეილას სჭირდება გამოკვლევები. ქირის დავალიანებას თუ არ დაფარავენ, ქუჩაში აღმოჩნდებიან! დედა-შვილს არ აქვს საკვები. თუ შეძლებთ, მათ მონახულებას და რაიმეს გაკეთებას, ეს  დიდი სიკეთე იქნება. სიკეთე კი, არასოდეს იკარგება!
          მერი უმეკაშვილის მისამართია:  თბილისი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქ. კორპუსი 1/6. ბინა 4.
            თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
           მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
          ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
          მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: უმეკაშვილების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
         შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
          თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
         დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ნოე 03
პროდუქტები
100.00₾
2022 ნოე 29
პროდუქტები
100.00₾
2022 ნოე 29
მედიკამენტები
389.96₾
2022 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
735.00₾
2023 იან 23
პროდუქტები
200.00₾
2023 იან 31
სარეცხი მანქანა
600.00₾
2023 თებ 14
მედიკამენტები
323.30₾
2023 თებ 21
პროდუქტები
299.96₾
2023 მარ 11
პროდუქტები
200.00₾
2023 მარ 11
მედიკამენტები
175.55₾
2023 მარ 11
გაზქურა
465.00₾
2023 აპრ 10
პროდუქტები
106.03₾

სულ ხარჯები:

3694.80₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მარიამი ვარდოსანიძე
22.01.2023 20:00:00
₾1.00
გიორგი შალამბერიძე
21.01.2023 20:00:00
₾5.00
ლევან დათუკიშვილი,
18.01.2023 20:00:00
₾5.00
ბუჯიაშვილი ივანე
18.01.2023 20:00:00
₾10.00
დიასამიძე ქეთევან
05.01.2023 20:00:00
₾1.00
შანშაშვილი მაკა
29.12.2022 20:00:00
₾5.00
ირინა სტანოვოვა
25.12.2022 20:00:00
₾10.00
ირინა სტანოვოვა
25.12.2022 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
19.12.2022 19:59:59
₾20.00
ბაიაშვილი გიორგი
13.12.2022 20:00:00
₾5.00
მარიტა დანელია,
11.12.2022 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
08.12.2022 07:05:36
₾20.00
სალამაძე ილია
02.12.2022 20:00:00
₾10.00
ნათია სიჭინავა
29.11.2022 20:00:00
₾5.00
ზვიადი კელენჯერიძე
29.11.2022 20:00:00
₾10.00
კელენჯერიძე ზვიადი
29.11.2022 20:00:00
₾5.00
მაია გელაშვილი
27.11.2022 20:00:00
₾30.00
მარგალიტაძე ნინო
27.11.2022 20:00:00
₾1.00
გიგა ციხელაშვილი
26.11.2022 20:00:00
₾3.00
ჭაღალიძე სალომე
26.11.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,694.01

325 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,694.01

325 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება