ორი პატარა ულამაზესი ანგელოზის ცხოვრების სამი ყველაზე საშინელი თვე, სრულ სიბნელეში, ყოფილი საზოგადოებრივი საპირფარეშოს ნანგრევებში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ორი პატარა ულამაზესი ანგელოზის ცხოვრების სამი ყველაზე საშინელი თვე, სრულ სიბნელეში, ყოფილი საზოგადოებრივი საპირფარეშოს ნანგრევებში!

page info icon
2022 ოქტომბერი 18
ადრე, აქ საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო, თეამ კი, ოთახად გადააკეთა. რას არ იზამ, როდესაც სამ შვილთან ერთად ქუჩაში რჩები! მისი თხოვნით, ტაქსის მძღოლმა ისინი ბარგით, გვიან ღამით, უკაცრიელ ადგილას, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ასეთ უდაბურ ადგილას, შეიძლება ადამიანს დანა დაარტყან ან მოკლან კიდეც. ქალმა კი, პირჯვარი გადაიწერა და ჩვილ გაბრიელთან, 5 წლის შიოსთან და 9 წლის თეკლასთან ერთად შევიდა ამ ცარიელ, ბნელ შენობაში. სამი თვე დენის გარეშე, ფარნის შუქზე ცხოვრობდნენ, ამ შენობაში მოსახვედრად კი, ჭაობის გავლა უწევდათ.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,332.58 ₾
( 200 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ორი პატარა ულამაზესი ანგელოზის ცხოვრების სამი ყველაზე საშინელი თვე, სრულ სიბნელეში, ყოფილი საზოგადოებრივი საპირფარეშოს ნანგრევებში!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
პატარა გაბრიელი მოკლებულია ყველაზე უბრალოს - სითბოს და მედიკამენტებს
        ადრე, აქ საზოგადოებრივი საპირფარეშო იყო, თეამ კი, ოთახად გადააკეთა. რას არ იზამ, როდესაც სამ შვილთან ერთად ქუჩაში რჩები! მისი თხოვნით, ტაქსის მძღოლმა ისინი ბარგით, გვიან ღამით, უკაცრიელ ადგილას, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ასეთ უდაბურ ადგილას, შეიძლება ადამიანს დანა დაარტყან ან მოკლან კიდეც. ქალმა კი, პირჯვარი გადაიწერა და ჩვილ გაბრიელთან, 5 წლის შიოსთან და 9 წლის თეკლასთან ერთად შევიდა ამ ცარიელ, ბნელ შენობაში. სამი თვე დენის გარეშე, ფარნის შუქზე ცხოვრობდნენ, ამ შენობაში მოსახვედრად კი, ჭაობის გავლა უწევდათ.
         მერე, სხვა აქ შემოსახლდნენ უბედური ოჯახებიც, რომლებმაც პანდემიას ვერ გაუძლეს, ვინც სესხი ვერ დაფარა... ღმერთო, რამდენმა შეჭირვებულმა ადამიანმა მოიყარა აქ თავი! ის, ვინც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და ბედნიერების ინდექსზე საუბრობს, აქ უნდა მობრძანდეს!
        ჩახედეთ თვალებში გაბრიელს, რომელსაც საბავშვო მოედნის ნაცვლად, დანგრეული გზა და ნაგვითა და ეკლებით სავსე ეზო აქვს. ჩახედეთ თვალებში თეკლას და შიოს, რომლებმაც „ფეის-კონტროლი“ ვერ გაიარეს, ახლოს მდებარე პრესტიჟულ სკოლაში და ძველ სკოლაში უწევთ სიარული, მთელი ქალაქის გავლით. მათთან ერთად გაითოშეთ, დააგემოვნეთ მათი უშაქრო ჩაი. დაცალეთ მათი ტანჯვის ფიალა.
თუ აქამდე არ გინახავთ, ნახეთ, როგორ გამოიყურება გაჭირვება საქართველოში - თეა და მისი შვილები, ყოფილ საზოგადოებრივ საპირფარეშოში ცხოვრობენ!
          - ძაღლების ნუ შეგეშინდებათ - შემოგვეგება თეკლა. (რვა ძაღლმა მოიყარა თავი ნაგვის ბაკებთან.) პირიქით, ისინი გვიცავენ. - გადი, ჩორნა (ძაღლს ეუბნება.) - ძალიან თხლად გაცვიათ, გაიყინებით ჩვენთან. შემიძლია რამე გათხოვოთ, თუ არ გეთაკილებათ. მხოლოდ მეორადი ტანსაცმელი მაქვს, ნორმალურია ჩემთვის.
          - მომეცი, საყვარელო. ჩემთვისაც ნორმალურია.
          თეკლა (12 წლის): ვიცი, ცუდად ვცხოვრობთ. მაგრამ საქართველოში, არავინ ცხოვრობს ზღაპრულად. თავს განსაკუთრებულად ნურავინ ჩათვლის! ბევრს უჭირს. გაცვეთილი ტანსაცმელი კი, სულაც არაა სამარცხვინო. დედიკო ჩვენთვის წვალობს, ცდილობს რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს. საპირფარეშოში საკუთარი ხელით ანგრევდა კაფელის ფილებს, ჩვენთვის ოთახი რომ მოეწყო. ლოდებით სავსე სათლებსაც ათრევდა, სად გვქონდა მუშების ფული... ამის მერე კი, დედიკოს სისხლდენა დაეწყო, ქალურად...
 „გაცვეთილი ტანსაცმლით სიარული სულაც არ არის სამარცხვინო! არავინაა გამორჩეული! ასეთ დღეში შეიძლება ყველა ჩავარდეს“
          თეა: ოქროს გოგო მყავს. თეკლა ჩემი მარჯვენა ხელია. მისი დახმარების გარეშე, ვერაფერს მოვახერხებდი აქ.
          - კი, მაგრამ ამ მიტოვებულ ადგილას როგორ აღმოჩნდით, რატომ?
           თეა: ბინის გირაობა მინდოდა, თაღლითი შემხვდა და ათი ათასი დოლარი დავკარგე. იმ ბინაში ერთი დღეც არ გვიცხოვრია, სამაგიეროდ დიდი უბედურება გამოვიარეთ. ბანკის სესხი დაგვრჩა გადასახდელი (კრედიტი ავიღე ბანკში), ქირა გადასახდელი დაგვრჩა, ბავშვებსაც საჭმელი უნდოდათ. ბანკში, მეც და ჩემი მეუღლეც „შავ სიაში“ ვართ. უფულობის გამო, სულ ჩხუბი და ხოცვა-ჟლეტა მიდიოდა ოჯახში. დავჭამეთ და დავტანჯეთ ერთმანეთი! მეუღლემ შეცდომა ვერ მაპატია, რამდენჯერაც ვიჩხუბებდით, სულ ყვიროდა: „ყველანი დაგვღუპე!“
         ვიცი, დამნაშავე ვარ, სისულელე გავაკეთე. მაგრამ, ყოველ წამს შეხსენება როგორ შეიძლება. თანადგომა მჭირდებოდა.
          მერე, პანდემიის დროს, ბინის პატრონმა ქირა 400 ლარამდე გაზარდა და ჩვენს ოჯახურ ცხოვრებასაც ბოლო მოეღო. მესამე ბავშვს ველოდებოდი, მეუღლემ რომ გაიგო, ჭკუიდან შეიშალა. მეუბნებოდა: „ახლავე წადი და მოიშორეო!“ ხომ ხვდებით, ქალისთვის რამდენად მტკივნეულია ასეთი სიტყვების მოსმენა.
         ეს შენობა კი, დიდი ხნის წინ შევნიშნე, როდესაც დიღომში ვიყავი. ბავშვებთან ერთად მარტო რომ დავრჩი, გადაწყვეტილება მივიღე.
თეა ტირილს იწყებს, როდესაც იხსენებს, რამხელა ტანჯვა გამოიარა
        - კი მაგრამ, თეა, ჩვილი ბავშვთან ერთად!.. როგორ გარისკეთ?!
        თეა: ავადმყოფ ჩვილ ბავშვთან ერთად. (გაჩუმდა, ფრთხილად ამოისუნთქა.) გაბრიელზე ცრემლის გარეშე ვერ ვლაპარაკობ... ჯერ გვითხრეს, რომ ასფიქსიით დაიბადა, მერე მთლად უარესი - გულის მანკი. ექთნები მეუბნებოდნენ: „მონათლე“. ვეკითხებოდი: „რატომ?“ - „ახალშობილია, რა მეჩქარება?“ ასე მითხრეს: „შეიძლება ვერ მოასწრო, ყოველი შემთხვევისთვის, ყველაფრისთვის იყავი მზად“. ეს რომ გავიაზრე, ღრიალი მოვრთე! ეს ყველაზე საშინელი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. ყოველ წამს ვლოცულობდი და ვტიროდი: „როგორ იქნება ჩემი გაბრიელი? ღმერთო, გევედრები, გადამირჩინე!“
        24 საათი იქცა 48-ად. ვიცოდი, სად იყო, სულ მივდიოდი და ვუყურებდი რეანიმაციის ფანჯრებს. ღმერთმა უშველა, ნელ-ნელა გამოძვრა. უფალს ვეხვეწებოდი, ჩემი ბიჭი მომაკვდავიდან უმძიმეს პაციენტად ქცეულიყო, შემდეგ მძიმედ, შემდეგ - სტაბილურად მძიმედ. მიდი, შვილო, ცოტაც! (ტირის.)
 „ასე მითხრეს, მონათლე და ყველაფრისთვის მზად იყავიო“
        საოცარი ექიმები მუშაობენ ციციშვილის კლინიკაში, ღმერთმა ნურავის დააჭირვოს, მაგრამ ეს მართლა ასეა. 1,5 თვის განმავლობაში, გაბრიელი აპარატზე იყო შეერთებული. ახლა, ნახევარი წლით ჩამორჩენილია განვითარებაში. სენსორული დარღვევები აქვს. ვერ ლაპარაკობს. რეაგირებს მხოლოდ ჩემს ხმაზე. სხვა თუ ეძახის - არა. აუტიზმის დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ, აკვირდებიან... ბევრი პრობლემა გვაქვს. მე კი, ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალია.
გაბრიელი გულის მანკით არის დაბადებული. სუსტია და მუდმივად სჭირდება დახმარება
       ეს შენობა კი... დედა, შვილების გამო ყველანაირ სიგიჟეზეა წამსვლელი. აქ, ღამურებიც კი იყვნენ, ყველგან დამტვრეული შუშები ეყარა. კედლებზე - ობობის აბლაბუდები. ის საშინელი სუნიც ჯერ კიდევ დგას. თქვენც ხომ გრძნობთ? და კიდევ, ქარი! საშინლად ცივი, ძვლებში რომ ატანს, უბერავს ყველა სართულსა და დერეფანში...
თეა სამ შვილთან ერთად პირველი დასახლდა ამ მიტოვებულ შენობაში
ამ შენობაში მუდამ ქარი უბერავს
„ვაიმე-ე-ე-ე! როგორ ყინავს!“
        - ახლაც, გეგონება, ოკეანის ქარი უბერავს!
         თეა: ჩემი გაბრიელისთვის, გაციება არაფრით არ შეიძება. მაშინვე ემართება ბრონქიტი, სურდო. ისედაც სუსტია, ძალიან ცუდად ხდება. რა გავაკეთო? პანდემიის დროს, სკოლის მოსწავლეებს 200-ლარიანი დახმარება რომ დაურიგეს, მაშინვე გავიქეცი და ეს ორი ფანჯარა ჩავსვი. მაგრამ, კედელს იქით, უზარმაზარი ფანჯრებია, შუშების გარეშე, საკუჭნაოში ცხვირსაც ვერ გაჰყოფ. ადრე, იქაც საპირფარეშო იყო. ახლა კი, ძველ ნივთებს ვინახავ.
საცხოვრებელ ოთახსა და ამ საყინულეს ერთი კედელი ჰყოფს! ქურთუკის გარეშე ვერ გახვალ!
ჭერიდან წყალი მუდმივად ჩამოდის. ასეთი მიტოვებული შენობები სტალკერებს უყვართ, აქ კი, ბავშვები ცხოვრობენ!
        ძალიან გთხოვთ, დაგვეხარეთ ამ ფანჯრების ჩასმაში. ზამთარი მოდის, ბავშვები სითბოში რომ მყავდეს. გაზიც კი არ გვაქვს. გაზის კომპანიას არ შემოჰყავს. მაგრამ, რადგან უკვე აქ ვცხოვრობთ, და ვითომ, ჯერჯერობით არავინ გვაგდებს, რაღაც ხომ უნდა ვჭამოთ და გავთბეთ. საჭმელს გაზის ბალონზე ვამზადებ, იქვე ნაწილ-ნაწილ დასაბანად ვაცხელებ წყალს. ვთბებით დენის ძველი გამათბობლით.
ეს არის „გაზქურაც“ და „წყლის გამაცხელებელიც“
           - შუქი? ისე ბჟუტავს, თვალები ამიჭრელდა.
          თეა: არ დაგვღუპოთ, „ლევად“ გვაქვს შემოყვანილი. რომ მოვიდნენ და ჩაგვიჭრან? ასე, ჩუმად ვცხოვრობთ, ვცდილობთ, თვალში არავის მოვხვდეთ. მე არაფერზე არ მაქვს პრეტენზია. მაგრამ, ბავშვები?.. (ტუჩები მოკუმა, ცრემლებს იკავებს). ჩემი „სამშენებლო გმირობის“ შემდეგ, ყველა ქალური ორგანო ამომკვეთეს, წელში გავწყდი. საკვერცხეც და შარდის ბუშტიც, ნახევარ-ნახევარი მაქვს. სამაგიეროდ, ბავშვებს ოთახი მოვუწყვე. ნაწილ-ნაწილ ვაგროვებდით მასალას ნაგვის ბაკებთან. ჩვენს ბედზე, აქ ნარჩენები იყრება ცეხებიდან, ხან ლინოლეუმის ნაჭერი შეგვხვდება, ხან ნახევარი შეკვრა ბათქაში.
ეს ოთახი თეას ჯანმრთელობის ფასად გაკეთდა. დიზაინი კი - შიოს და თეკლას ხელის გულებით შეიქმნა.
         შიო (8 წლის): ნეტავ გაბრიელის წამლებსაც ვინმე ყრიდეს, არა დე? ბევრს მოვაგროვებდი და აღარ იტირებდა.
         თეა: მართლაც, ნეტავ... (იღიმის.) გაბრიელს ყოველდღიურად სჭირდება ინჰალაცია. ხსნარის ერთი ამპულის ფასი კი - 8,5 ლარია. B ჯგუფის ვიტამინები სჭირდება. ამ თვეში კი, სოციალური დახმარების 680 ლარს, სარეცხი მანქანის შეკეთების თანხა მოაკლდა. ჩვენ ხომ ყველაფერი მეორადი გვაქვს, მალ-მალე ფუჭდება. ძველი ნაწილებით რომ აკეთებენ, ორი კვირა მუშაობს მერე კი, გაჩერებულია ოთხი თვე.
        შიო: ამ მანქანამ ჩემი ტორტი შეჭამა!
        - რანაირად?
        შიო: დედამ სარეცხ მანქანას იმდენი ფული დაახარჯა, რომ ჩემი დაბადების დღისთვის აღარაფერი დარჩა.
       - შეიძლება, ტორტი ჩვენ გაჩუქოთ, ცოტა დაგვიანებით? როგორიც მოგინდება.
       შიო: ანუ, მომავალ წელს? (წარბები შეკრა.)
       - არა, წელს.
       შიო: კარგი, მაჩუქეთ. და კიდევ, სპაიდერმენი.
       თეა: ძალიან კარგი და მოკრძალებული შვილები მაჩუქა უფალმა. იციან, რომ ფული არ მაქვს, რომ გაბრიელის გამო სამსახურში ვერ გავდივარ, და არც მაწუხებენ. მისცემ მეორადს - ჩაიცმევენ, აჭმევ კარტოფილს - შეჭამენ. ერთს არ დაიწუწუნებენ. (ტირის.)და მე რას ვგრძნობ ამ დროს?
        - ბავშვების მამა თუ მოდის? ჩვენს შორის დარჩეს, გულახდილად მითხარით, თეა, ნახვის უფლებას აძლევთ?
        თეა: მოდის, რა ქნას? მისი შვილები არიან. თავადაც უბედურია, ქირით ცხოვრობს, ვერ ამოვიდა ვალებიდან. ხან შოკოლადს მოუტანს, ხან კანფეტს. ბავშვებს ვარიგებ, ხელებში არ უყურონ. მოდის - კარგია. მამაა. მეზობლები ძალიან მიდგანან გვერდში. აქ ყველას უჭირს. ერთ დღეში ვართ ყველა, ვინც ბედმა გაგვწირა. რაც შეგვიძლია, ერთმანეთს ვუნაწილებთ - ტანსაცმელს, საკვებს. აქ „ფეის კონტროლის“ გავლა საჭირო არ არის.
         - „ფეის კონტროლის“ გავლა სად მოგიწიათ? 
         თეა: აქ ახლოს, არის ახალი ექსპერიმენტული სკოლა, მაგრამ, თეკლა და შიო არ მიიღეს. კონკრეტული მიზეზიც არ გვითხრეს. საძაგლად გვაგრძნობინეს, რომ შეუფერებლები ვართ. ამიტომ, ბავშვები დადიან დიღმიდან პლეხანოვზე.
         საბავშვო ბაღშიც, გაბრიელის მასწავლებლები შეწუხებულები არიან იმით, რომ სხვა ბავშვებს „ხელს უშლის“. ხანდახან, შეიძლება განუწყვეტლივ წელოს რაიმე ბგერა. მწყინს, მაგრამ ვცდილობ, მათ ძალიან მშვიდად ავუხსნა, რომ საბავშვო ბაღი გვჭირდება. რომ ამის გარეშე, ბავშვი ვერ წავა წინ. რომ ხელი არ უნდა გვკრან. რა საჭიროა ადამიანურ ურთიერთობაში ეს „ფეის კონტროლი“?
***
          გულსაკლავია ასეთი ამბების მოსმენა. გული გტკივა ბავშვების გამო, რომლებიც არ უნდა არც სკოლას, არც ბაღს, არც გაზის კომპანიას... ისინი კი, ჩუმად აგრძელებენ ცხოვრებას, მიუხედავად ამ ყველაფრისა. მტკივნეულია, რომ არ ჩივიან, არაფერს ითხოვენ. არ იციან, რომ არსებობს რაიმე სხვა, უკეთესი, ვიდრე ეს საშინელი შენობა, ძველმანები და კარტოფილი. თეკლა, შიო და გაბრიელი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ, იმსახურებენ სრულიად უბრალო ნივთებს! საჭმელს, ახალ ტანსაცმელს, მედიკამენტებს, ნორმალურ სარეცხ მანქანასა და მაცივარს. ფანჯრებს! ნებისმიერი სახის დახმარება მნიშვნელოვანია! საქართველოში, ბავშვები არ უნდა იყვნენ მიტოვებულნი!
         გინდათ, ეს ბავშვები გაიცნოთ? თუკი გადაწყვეტთ მოინახულოთ და პაპიძეების ოჯახს დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართი ეს არის: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, მიწათმოქმედების ლაბორატორიის ყოფილი შენობა.
        ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, და რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: პაპიძეების ოჯახი)
 თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help