დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ფრთხილად იყავით!!! საქართველოში ძალიან გახშირებულია შემთხვევები ე.წ. ფონდების საქმიანობისა, როდესაც საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ, მძიმედ დაავადებული და მომაკვდავი ბავშვების სამკურნალოდ შეგროვებულ თანხებს ითვისებენ. სინამდვილეში, ისინი მკვლელობას სჩადიან! რადგან მოტყუებული ოჯახები ძვირფას დროს კარგავენ და სიკვდილისთვის წირავენ საყვარელ ადამიანებს. აქ, ორი საშიში დანაშაულია ჩადენილი: თაღლითური გზით თანხის მითვისება და მკვლელობის მცდელობა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე არც აღიძვრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თაღლითობა საშიში დანაშაულია. მაგრამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი დეპარტამენტიც არ არსებობს, რომელიც ასეთ საქმეებს გამოიძიებს. ერთ-ერთი მსხვერპლი, ოთხი წლის გურამი აღმოჩნდა. ბავშვის საფრანგეთში გადაყვანის და ყველანაირი საბუთის მოწესრიგებაში დახმარების ნაცვლად, ერთ-ერთმა ასეთმა თაღლითმა ფონდმა ბავშვის ოჯახს ცამეტი ათასი ლარი მოტყუებით გამოართვა, რადგან ფონდში შეგროვებული თანხა, მათი თქმით, საკმარისი არ იყო. აეროპორტში მისულმა საბრალო დედამ კი, რომელსაც სნეული შვილი ეჭირა ხელში და იმედით ელოდებოდა საფრანგეთის რეისს, საბოლოო ჯამში შეიტყო, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი თაღლითების მიერ, რომლებიც ამოფარებული იყვნენ საქველმოქმედო ფონდის სახელს. მას შემდეგ, რაც დედამ ბავშვის გადასარჩენად, ბანკიდან სესხად გამოტანილი ცამეტი ათასი ლარი თაღლით ქალს გადასცა, ოჯახს ბავშვისთვის საკვების საყიდელი ფულიც კი აღარ დარჩა. ამასობაში, გურამიკოს მდგომარეობა დამძიმდა. ახლა, მისი გადარჩენა ბევრად უფრო რთული იქნება. ღვთისნიერო ადამიანებო, მოდით, თაღლითების გამო დაკარგული რწმენა აღვუდგინოთ საბრალო დედას. მოდით, გადავარჩინოთ გურამიკო!

შემოწირულია

₾2,305.12

დონორი

216

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

გაიცანით, მეგობრებო, საქართველოს ორი გმირი: ანა, დედა, რომელმაც საკუთარი სილამაზე, ახალგაზრდობა და ბედნიერება ოჯახის ბედნიერებასა და ერთგულებას შესწირა. მეუღლემ კი, სრულიად პარალიზებული ვაჟის, მათეს მიმართ უსაზღვრო სიყვარულის გამო მიატოვა საბრალო ქალი. მათეს ლაპარაკიც კი არ შეუძლია და მხოლოდ თვალებით დახმარების თხოვნა ისწავლა! ღმერთო, ღმერთო, ბიჭს ყოველი დღე უთენდება და უღამდება დაჟანგებულ ეტლში, რომელსაც თავის მისაყუდებელიც კი არ აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იტანჯება მათე. ამას ხომ, მტერსაც არ უსურვებ!

შემოწირულია

₾3,220.23

დონორი

217

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 2

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის