ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ფრთხილად იყავით!!! საქართველოში ძალიან გახშირებულია შემთხვევები ე.წ. ფონდების საქმიანობისა, როდესაც საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ, მძიმედ დაავადებული და მომაკვდავი ბავშვების სამკურნალოდ შეგროვებულ თანხებს ითვისებენ. სინამდვილეში, ისინი მკვლელობას სჩადიან! რადგან მოტყუებული ოჯახები ძვირფას დროს კარგავენ და სიკვდილისთვის წირავენ საყვარელ ადამიანებს. აქ, ორი საშიში დანაშაულია ჩადენილი: თაღლითური გზით თანხის მითვისება და მკვლელობის მცდელობა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე არც აღიძვრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თაღლითობა საშიში დანაშაულია. მაგრამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი დეპარტამენტიც არ არსებობს, რომელიც ასეთ საქმეებს გამოიძიებს. ერთ–ერთი მსხვერპლი, ოთხი წლის გურამი აღმოჩნდა. ბავშვის საფრანგეთში გადაყვანის და ყველანაირი საბუთის მოწესრიგებაში დახმარების ნაცვლად, ერთ–ერთმა ასეთმა თაღლითმა ფონდმა ბავშვის ოჯახს ცამეტი ათასი ლარი მოტყუებით გამოართვა, რადგან ფონდში შეგროვებული თანხა, მათი თქმით, საკმარისი არ იყო. აეროპორტში მისულმა საბრალო დედამ კი, რომელსაც სნეული შვილი ეჭირა ხელში და იმედით ელოდებოდა საფრანგეთის რეისს, საბოლოო ჯამში შეიტყო, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი თაღლითების მიერ, რომლებიც ამოფარებული იყვნენ საქველმოქმედო ფონდის სახელს. მას შემდეგ, რაც დედამ ბავშვის გადასარჩენად, ბანკიდან სესხად გამოტანილი ცამეტი ათასი ლარი თაღლით ქალს გადასცა, ოჯახს ბავშვისთვის საკვების საყიდელი ფულიც კი აღარ დარჩა. ამასობაში, გურამიკოს მდგომარეობა დამძიმდა. ახლა, მისი გადარჩენა ბევრად უფრო რთული იქნება. ღვთისნიერო ადამიანებო, მოდით, თაღლითების გამო დაკარგული რწმენა აღვუდგინოთ საბრალო დედას. მოდით, გადავარჩინოთ გურამიკო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გურამიკოს, დაბადებიდან მალევე, საშინელი დაავადება, ჰიდროცეფალია დაუდგინდა. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ თავის ქალაში თავ–ზურგტვინის სითხე ჭარბი რაოდენობით გროვდება. ბავშვს გაფართოებული აქვს ტვინის პარკუჭები, ტვინის ნივთიერება კი, თხელდება. ნამდვილი ჯოჯოხეთია ბავშვისთვის ეს ყოველივე.
გურამიკოს არც ლაპარაკი, არც სიარული შეუძლია და, რაც ძალიან გულსატკენია, დაჯდომასაც ვერ ახერხებს. კრუნჩხვების დროს კი, ბავშვი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
იმდენად დეფორმირებულია ბავშვის ფეხები, რომ ფეხსაცმელსაც კი ვერ აცმევენ.
მამა, ბავშვს საკუთარი ხელით აბანავებს. მზად არის, შვილის გამო, საკუთარი სიცოცხლეც დათმოს.
საბრალო კაცი დღისით ვერ გადის სამუშაოდ, რადგან მის მეუღლეს, 24 წლის სალომეს, ხერხემალზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და მისთვის, სიმძიმის აწევა არ შეიძლება. გურამიკოს კი, კრუნჩხვები აქვს ყოველდღე. ამ დროს, ბავშვის ლოგინიდან სასწრაფოდ გადმოყვანა და შესაბამისი პროცედურების ჩატარება არის საჭირო. სალომე მეუღლის გარეშე ამას ვერ შეძლებს.
გურამიკოს მამა მთელ ზუგდიდში არის ცნობილი, როგორც ძალიან ალალი, პატიოსანი და ღირსეული ადამიანი.
კრუნჩხვების დროს, ბავშვი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა
ეს კი, გურამის დაიკოა, ერთი წლის ლიზი.
გოგონას ფაფა გამოელია.
ის შიმშილისგან ტირის. ეს, საშინელებაზე უარესია!
მოხუცი ბაბუა კი, პენსიას ელოდება, გოგონას ფაფა რომ უყიდოს, გურამიკოს კი – პამპერსი.
საბრალო კაცს, გაუმწარდა სიბერის წლები.
გურამიკოს დედა, ყოველდღე მუხლებზე ემხობა ხატების წინ და უფალს შვილის სიცოცხლეს ავედრებს.
სალომე, გურამის დედა: „კეთილო ადამიანებო, თქვენი იმედი მაქვს! ჩვენი გურამიკოს გადარჩენაში დაგვეხმარეთ! მუდამ მემახსოვრებით ყველანი, ვინც ჩემი შვილისთვის ერთ თეთრს მაინც გაიმეტებს. ყველასთვის ვილოცებ!“
სალომე: „დედა დამიძახე, გთხოვ. მზად ვარ მოვკვდე, გურამიკო, ოღონდ ეს ერთი სიტყვა გავიგო შენგან…“
„მხოლოდ 24 წლის ვარ, მაგრამ ყველაზე უბედური დედა ვარ. დიახ, თავს ამქვეყნად ყველაზე უბედურ დედად ვგრძნობ, მართლა.“
ყოველთვიურად, ბავშვს დაახლოებით 1 000 ლარის მედიკამენტები ესაჭიროება. საქართველოში მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. უარესი კი ისაა, რომ წლების წინ, მედიკოსებმა დედას უთხრეს, რომ ოპერაციის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, როდესაც ბავშვი შვიდი წლის გახდება. ახლა კი ეუბნებიან, რომ უკვე დაგვიანებულია ოპერაცია. ღმერთო, ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი, ზოგიერთი ექიმი კი, უბრალოდ „მკითხაობს“! ეს დანაშაულია! ეს უნდა ისჯებოდეს!
რა დააშავა ამ საბრალო ბავშვმა, რომ ჯერ თაღლითმა, რომელიც თავს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლად ასაღებდა, მისი მკურნალობისთვის განკუთვნილი თანხა მიითვისა, ახლა კი, ექიმებიც ურთიერთსაწინააღმდეგო რამეებს ამბობენ?
მას შემდეგ, რაც ბავშვის გადასარჩენად, ბანკიდან სესხად გამოტანილი ცამეტი ათასი ლარი თაღლითმა ქალმა მიითვისა, ბავშვისთვის საკვების საყიდელი ფულიც არ დარჩა ოჯახს. ამასობაში კი, პატარა გურამის მდგომარეობა მძიმდება.
ხვიჩა, გურამის მამა: „13 ათასი ლარი გადავრიცხეთ და აეროპორტში მივედით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალი უკვე გაქცეულიყო. მძიმედ დაავადებული ბავშვი გვყავდა ხელში, სიმწარისა და ტკივილის ცრემლები მახრჩობდა. სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვის სამკურნალოდ განკუთვნილი თანხა, როგორ შეიძლება მიითვისოს ადამიანმა? ნუთუ, ღმერთის ეშინიათ? გარდა ამისა, მაინტერესებს, სახელმწიფო სად არის ამ დროს? რატომ აქვთ თაღლითებს შესაძლებლობა, საქველმოქმედო ორგანიზაციების სახელით იმოქმედონ და მიითვისონ სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვების კუთვნილი თანხა? საქართველოში არსებობენ სხვა ფონდებიც, რომლებიც თაღლითურად მოქმედებენ. ერთადერთი ფონდი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი, ჩერნოვეცკის ფონდია. დიახ, თქვენ და თქვენს ერთგულ მეგობრებს ჩემი შვილის სიცოცხლეს ვანდობ. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა კეთილი საქმისთვის, რასაც აკეთებთ!“
ღვთისნიერო ადამიანებო, ალბათ, თავადაც გესმით, რომ გურამიკო საზღვარგარეთ სასწრაფოდ არის გადასაყვანი, სანამ გვიანი არ არის. რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ ამ კეთილთვალება ბიჭმა გაიაროს და ლაპარაკი შეძლოს. მაგრამ, სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თუკი, არ დროულად გავუწვდით დახმარების ხელს, მერე, აღარ ექნება აზრი. რადგან დაგვიანებული მკურნალობა ან ოპერაცია შედეგს ვეღარ გამოიღებს. მოდით, ბავშვს ერთად დავეხმაროთ! ის სიტყვიერად ვერაფერს გვეუბნება, მაგრამ თვალებით გვევედრება შველას.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ზუგდიდი, ჩიქობავას ქუჩა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ „სხვის“ გასაჭირი! თქვენი მეშვეობით რომ პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ, ხშირად გაიხსენოთ სხვის გასაჭირი და მოინახულოთ შეჭირვებულები. სწორედ ამ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლაბჟანიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: