რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ბავშვები
ყველა მშობელი დამეთანხმება: საკუთარი შვილის ავადმყოფობაზე უარესი არაფერია ამქვეყნად. გაუსაძლისია, უყურო იმას, თუ როგორ იტანჯება შენი პატარა და დახმარება არ შეგეძლოს. ძალიან გთხოვთ, დაეხმაროთ, შეისმინოთ სულის ძახილი დედისა, რომელიც დახმარებას ითხოვს, რადგან დედაშვილობაზე უფრო ძლიერი კავშირი არ არსებობს ამქვეყნად. გვერდს ნუ აუვლით. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება. თქვენი მონაწილეობა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. დავეხმაროთ ახალგაზრდა, მოსიყვარულე ოჯახს! მოდი, ლაზარეს ცხოვრებაში სასწაული ერთად მოვახდინოთ, რომ საკუთარი ფეხით გაიაროს!
შემოწირულია
₾3,758.43
დონორი
226
ავადმყოფი ზრდასრულები
გული დაგეწვებათ, როდესაც გაიგებთ, რა შეემთხვა ამ ახალგაზრდა ქალს: ირმა ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა, ძიძად მუშაობდა. ერთ ავბედით დღეს ჩვეულებისამებრ დაიძინა, მაგრამ, რომ გაიღვიძა, განძრევა ვეღარ შეძლო. დამბლა დაეცა. საბრალო! 9 თვის განმავლობაში ქალი საწოლს იყო მიჯაჭვული. ლამის კივილი დაეწყო საშინელი ტკივილისა და უძლურებისგან… ექიმებმა სპონდილოზი – ხერხემლის დაზიანება დაუდგინეს. მისმა მეუღლემ ყველაფერი გაყიდა, რომ ოპერაცია გაეკეთებინა მისთვის. ქალის ცხოვრება დაუსრულებელ ტანჯვად და ტკივილად არის ქცეული, მამაკაცმა კი მთელი ცხოვრება მიუძღვნა მას. ღმერთმა ირმას არა მხოლოდ მძიმე განსაცდელი, არამედ მფარველი ანგელოზიც გამოუგზავნა — მეუღლე, ავთანდილი. მისი თავგანწირვა მართლაც პატივისცემას იმსახურებს. საწოლზე მიჯაჭვული, მძიმედ დაავადებული მეუღლის მოვლა, წამლების დაუსრულებლად მიღება, რეაბილიტაცია, უძილო ღამეები… უკვე ოთხი წელიწადია გრძელდება ასე. უსაზღვროა მისი სიყვარულის ძალა, როგორც ჩანს… ამჟამად, ოთახის ოთხი კედლით შემოიფარგლება ირმას სამყარო. მაგრამ, თუ დაეხმარებით, შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს! ქალის მდგომარეობა რომ შემსუბუქდეს, აუცილებლად სჭირდება გამოკვლევების ჩატარება და დამხმარე თერაპია ძვირადღირებული მედიკამენტებით. სიარული რომ შეძლოს, რეგულარულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ირმას შეუძლია ტკივილის გარეშე ცხოვრება. აჩუქე იმედი მას!
₾1,080.26
89
გაჭირვებულები
კახეთში, ჯავარაშვილების ოჯახში, დიდი უბედურება ტრიალებდა წლების განმავლობაში. ბნელ კედლებში სიკვდილი დააბიჯებდა და ცდილობდა, ანგელოზი დები წაეყვანა. სამი ლურჯთვალება გოგონა ავადმყოფობისა და შიმშილისგან ისე იყო დაუძლურებული, რომ სამარიდან ამოღებულს ჰგავდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ, ბავშვების ბებომ თანასოფლელებს სთხოვა, რომ ჩერნოვეცკის ფონდთან დაეკავშირებინათ ის, რათა კეთილი ადამაინების ყურამდე მისულიყო ბავშვების გასაჭირი. თქვენ კი, კეთილო ადამიანებო, იმაზე ბევრად დიდი სასწაული მოახდინეთ, ვიდრე წარმოვიდგენდით. ახლა კი ფოტოებით გიამბობთ იმას, რასაც ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს. თავად დარწმუნდებით, რომ ბავშვების ბედნიერებას ჰორიზონტი არ აქვს.
₾8,715.67
571
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც ფეხზე ძლივს დგას, საყვარელი შვილის ფეხების დაჭერას უკანასკნელი ძალებით ცდილობს! გაიცანით, მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი ადამიანი! 41 წლის ბათუმელ ნათიას მოხუცი დედის გარდა, ამქვეყნად არავინ ჰყავს! ახალგაზრდა ქალის სხეულზე ღრმული იმდენად დიდია, რომ ძვალიც კი ჩანს. “ღრმული” სავსეა ჩირქით, შიგნით კი ჭიებია. ზეცაში იყურება ცრემლიანი თვალებით და შვილის გამოჯანმრთელებას სთხოვს უფალს. ამისთვის კი, ერთადერთი ოპერაცია არის საჭირო. ნათიას „ძვლის გაყინვის“ ოპერაცია ესაჭიროება. მაგრამ, მისი ღირებულება არის დაახლოებით 20 000 დოლარი და ახლა, საჭირო საბუთებს ვამზადებთ ამ საბრალო ადამიანების თურქეთში გადასაყვანად!
₾14,935.81
1101
მირაიდა მხოლოდ 14 წლისაა, მის ცხოვრებაში რთული განსაცდელები ერთი მეორეს ენაცვლებოდა. ჯერ მამა დაეღუპა და დაობლდა. ახლა კი დაემართა ეს საშინელი დაავადება — კუჭის კიბო. მირაიდა მოთმინებით იტანს ყველაფერს: წვეთოვანი გადასხმები, ნემსები და უსიამოვნო გადახვევები. ნეტავ, სად აქვს ამ ტანჯულ სხეულში საბრძოლველად ამდენი ძალა?! გოგონას საქართველოში მკურნალობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, იქ უტარდება ქიმიოთერაპიის კურსი. გოგონა დაღლილია საავადმყოფოში წოლით და ოცნებობს, რომ ერთ დღესაც სხვა ბავშვებივით შეძლებს ცხოვრებას. მირაიდა იმდენად სუსტად არის, რომ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარიც კი ვერ შეძლო. აცრემლებულმა დედამ კი გვიამბო, რომ გოგონას რთულად გადააქვს ქიმიოთერაპია: ვერ ჭამს და ვერ სვამს.
₾9,879.25
628
ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა გოგონას ფილტვები გაუგლიჯოს. გატანჯული ანა (24 წლის): არაადამიანური ტკივილი ღამითაც არ მაძლევს თვალის დახუჭვის საშუალებას! არ მეძინება, მაგრამ როცა თვალებს ოდნავ ვხუჭავ, ვიგუდები! ხერხემალი გამუდმებით მრუდდება და მრუდდება, დღეს კი წყლის ყლუპსაც ვეღარ ვსვამ დამოუკიდებლად! მთელი ჩემი სხეული იმდენად დეფორმირებული გახდა მთელი ჩემი წამების წლების განმავლობაში, რომ ხერხემალი შეიძლება გადატყდეს და ნეკნებმა, სასიკვდილო შუბებივით, ფილტვები და გული გამიხვრიტოს. და ამქვეყნად, ოპერაციის გარდა, ვერაფერი ვერ დააყუჩებს ამ ტკივილს და დამიბრუნებს სიცოცხლეს! თორემ ფონდს და მის მეგობრებს არ დავუკავშირდებოდი! ჩემ გარდა, საქართველოში ისედაც ბევრი იტანჯება. ანას დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლია.
₾12,418.48
998
მრავალშვილიანი ოჯახები
ჩახედეთ თვალებში ამ ბავშვებს, შეძლებენ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას? ნორმალური განვითარების შანსი თუ აქვთ?
₾980.00
69
– მე ჯანმრთელი და ძლიერი უნდა ვიყო, რადგან ჩემ გარეშე დედაჩემი დაიღუპება! – „გამარჯობის“ ნაცვლად, სახლის ეზოში ჩვენი დანახვისთანავე განაცხადა 11 წლის მშვენიერმა ბიჭმა, რომელიც ლაშად გაგვეცნო.
₾1,046.48
68
2 წლის ბავშვის ხმამაღალმა ტირილმა ოჯახი ხანძრის დროს მტანჯველ სიკვდილს გადაარჩინა! „დიდება შენდა, ღმერთო, – მოთქვამს მრავალშვილიანი დედა, ინეზა, – რომ ჩემს მარიამს ხელი შეახე და გააღვიძე. ეს ხომ ნამდვილი სასწაულია… საშინელ სიკვდილს, – ცოცხლად დაწვას, – მხოლოდ ერთი-ორი წუთი გვაშორებდა და უცებ… ჩემი გოგონას ხმამაღალი ტირილი სახანძრო საყვირივით გაისმა! ისედაც ღარიბები ვართ, ახლა კი… ახლა მთელი ჩვენი ცხოვრება ნაცრის გროვად და ნანგრევებად იქცა!“
₾4,186.27
265
ამ საბრალო ქართული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი 11 წლის სანდროა. როდესაც საჭმელი საერთოდ აღარ აქვთ და მისი პატარა და-ძმა აკრუსუნდება, ოჯახის უფროსი სამუშაოდ გადის: იწყებს ჯართის, ან ქილების შეგროვებას. თუ გაუმართლა, შესაძლოა ნაგვის ურნასთან პურიც იპოვოს პარკით, რომელიც კეთილმა ადამიანებმა ურნაში არ ჩააგდეს და გვერდით დაკიდეს მშიერი ძაღლებისთვის… ან ბავშვებისთვის.
₾3,013.86
218
მარტოხელა მოხუცები
81 წლის ქეთო სუხაშვილი დამოუკიდებლად უკვე წლებია ვერ გადაადგილდება, ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომაც უჭირს
₾290.03
11
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ერთად გავუხალისოთ და გავუხაროთ პატარებს გულები
₾230.00
16