რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ამ საბრალო ქართული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი 11 წლის სანდროა.
როდესაც საჭმელი საერთოდ აღარ აქვთ და მისი პატარა და-ძმა აკრუსუნდება, ოჯახის უფროსი სამუშაოდ გადის: იწყებს ჯართის, ან ქილების შეგროვებას. თუ გაუმართლა, შესაძლოა ნაგვის ურნასთან პურიც იპოვოს პარკით, რომელიც კეთილმა ადამიანებმა ურნაში არ ჩააგდეს და გვერდით დაკიდეს მშიერი ძაღლებისთვის… ან ბავშვებისთვის.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ამ საბრალო ქართული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი 11 წლის სანდროა.
როდესაც საჭმელი საერთოდ აღარ აქვთ და მისი პატარა და-ძმა აკრუსუნდება, ოჯახის უფროსი სამუშაოდ გადის: იწყებს ჯართის, ან ქილების შეგროვებას. თუ გაუმართლა, შესაძლოა ნაგვის ურნასთან პურიც იპოვოს პარკით, რომელიც კეთილმა ადამიანებმა ურნაში არ ჩააგდეს და გვერდით დაკიდეს მშიერი ძაღლებისთვის… ან ბავშვებისთვის.
ის თერთმეტი წლისაა. მისი ყველაზე დიდი ოცნებაა – იცეკვოს ქართული ცეკვები. მას ხომ არაერთხელ უთხრეს: „ძალიან ნიჭიერი ხარო“. მაგრამ მისი ოცნებები, ყოველდღე ბინძურ სანაგვეებთან იმსხვრევა…
სანდროს უნდა, რომ მალე გაიზარდოს, რომ სანაგვეებში კი არ იქექოს, არამედ უფროსებივით იმუშავოს. მაგრამ ჯერჯერობით არც მშენებლობაზე და არც მტვირთავად არ აჰყავთ. „პატარა ხარო“ – ეუბნებიან. მათ ის არ ესმით, რომ ჭამა პატარებსაც უნდათ და პატარებიც იძულებულები არიან, იზრუნონ ოჯახის წევრებზე.
ეს არ ესმით იმათაც, ვინც ვალდებულია გაიგოს და ვინც პირობა დადო, რომ იზრუნებს. ვინც თქვა, რომ ბავშვები ქვეყნის მომავალია და ისინი უნდა დავიცვათ. საკითხავია: დავიცვათ ვისგან? ან რისგან?
„სად მცალია დასაჯდომად, მე მათ საჭმელი უნდა მოვუტანო!“
სანდრო (11 წლის): მუშაობა არ მიჭირს, შევძლებდი, მართლა. ვფიქრობ, ღონიერი ბიჭი ვარ და მშენებლობაზეც ვიმუშავებდი. ჯართისა და ქილების შეგროვება, რა საქმეა? მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არა გვაქვს. მამას მუშაობა არ შეუძლია. ის ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ამის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა ცხოვრება.
– და სანამ მამა ჯანმრთელად იყო, კარგად ცხოვრობდით?
სანდრო: კი! ის მწყემსია. ბევრს მუშაობდა. იცით როგორი ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა? მეც მასწავლა: თუ არ იშრომე, არფერი გამოდის. მერე ცხენიდან გადმოვარდა, ერთი წელი იწვა და ვერ ინძრეოდა. დედა, როგორც პატარას, ისე უვლიდა. მერე, ფეხზე ადგომა როცა შეძლო, ერთად ვაგროვებდით ჯართს. წამოდი რაღაც გაჩვენო.
– იქნებ ჯერ დედიკოს დაველაპარაკოთ?
სანდრო: კარგი, მაგრამ ის ბევრს ვერაფერს გეტყვით, ძალიან სრცხვენია, ასეთ დღეში რომ ვართ.
„ვიცი, არსებობენ დედები, ვისაც ჩემზე მეტად უჭირს, მაგრამ ჩვენ ახლა დაღუპვის პირას ვართ“
ეთერი: ის, რასაც ახლა მოგიყვებით, ალბათ მრავალჯერ გსმენიათ. ჩემი ოჯახის ტკივილი და პრობლემები ძალიან ჰგავს იმ საბრალო ოჯახების ისტორიებს, რომელიც თქვენი ფონდის ფეისბუქის გვერდზე წამიკითხავს. ვერაფრით გაგაკვირვებთ.
– ეთერი, ჩვენ აქ მოვედით არა იმისთვის, რამე რომ გაგვიკვირდეს, არამედ იმისთვის, მთელ საქართველოს რომ ვანახოთ და ვუამბოთ, თუ როგორ გიჭირთ.
ეთერი: კი ბატონო. ისედაც ხელმომჭირნედ ვცხოვრობდით, მაგრამ, სანამ მეუღლე მუშაობდა, არ ვშიმშილობდით მაინც. მერე კი, როგორც სანდრომ უკვე გიამბოთ, ედიშერმა, ჩვენმა მამიკომ, ფეხი მოიტეხა. და მორჩა…
– უსახსროდ დარჩით?
ეთერი: მხოლოდ უსახსროდ კი არა, ყოველგვარი საყრდენისა და იმედის გარეშე. იცით, როცა ოჯახში მამაკაცია, რომელსაც როგორც კლდეს ისე ამოეფარები – ცხოვრებაც ბევრად მარტივია. ტრავმის შემდეგ კი ედიშერი ვერ ინძრეოდა. მე მას ვაჭმევდი, საპირფარეშოში გამყავდა, ერთი სიტყვით, როგორც პატარას, ისე ვუვლიდი. ფული კი, უფრო სწორად უფულობა… სახლიც, როცა ვერ უვლი, თავზე გენგრევა.
„გუშინაც კედლიდან ააააი ამხელა ნაჭერი ჩამოინგრა! ფრთხილად, იქ არ მიხვიდე!“
– და რით არსებობდით? მშობლები, ან ნათესავები არ გეხმარებიან?
ეთერი: დედაჩემი და მამაჩემი მხარში ძალიან დაგვიდგნენ, ახლა ცოცხლები რომ ვართ, მხოლოდ მათი დამსახურებაა. ისინი სოფელში ცხოვრობენ, ხან ბოსტნეულს გამოგვიგზავნიან, ხან ბურღულეულს. საჭმლის ფული საერთოდ არ გვრჩებოდა, ყველაფერი წამლებსა და მკურნალობაში მიდიოდა.
– ასე რამდენ ხანს გაგრძელდა?
ეთერი: ორ წელიწადზე მეტხანს, სანამ ედიშერმა ყავარჯნებით არ შეძლო გაადგილება. სიარული ახლაც უჭირს, მაგრამ სანდროსთან ერთად, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ.
– თქვენ ფონდში მოგვმართეთ და მხოლოდ პროდუქტი ითხოვეთ.
ეთერი: დიახ. ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენზე უარეს პირობებში უწევს ცხოვრება. მაგრამ მე ახლა მართლა ძალიან მიჭირს. არ მაქვს სხვა გამოსავალი, შიმშილმა გვაიძულა კეთილი ხალხისთვის დახმარება რომ გვეთხოვა. ყველაფერი გვჭირდება! მაგრამ პირველ რიგში, პროდუქტი! უკვე ვერც წარმომიდგენია, როგორია დაძინებისას არ იდარდო იმაზე, ბავშვებს საჭმელი რომ არ აქვთ ხვალისთვის. კიდევ საწოლები გვჭირდება, რამდენიმე სკამი მაინც და კარადა.
– ეს სახლი თქვენია?
ეთერი: სახლს, უფრო სწორედ შენობას, ვქირაობთ 100 ლარად. ზამთარში აქ ძალიან ცივა, ზაფხულში კი საშინელი სიცხეა! დაბზარული კედლებიდან რაღაც მწერები მოძვრებიან – ბავშვებს კბენენ. სახურავიდან წყალი ჩამოდის. ძალიან უბერავს. სახლში ისედაც ძალიან ცივა, ჩვენ კი წესიერად ვერც ვათბობთ, შეშა რომ გამოვიზოგოთ.
„სახურავს აგურებით ვამაგრებთ“
– კი, მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ სოციალური დახმარება თქვენი ერთადერთი შემოსავალია.
ეთერი: დიახ, 360 ლარი.
– და თუ 100 ლარს ქირაში იხდით…
ეთერი: გაგიკვირდათ, არა? რაში უნდა გვეყოს 260 ლარი, როცა ოჯახში ავადმყოფია და სამი პატარა მშიერი ბავშვი? გული მიკვდება, როცა სანდრო მეუბნება: „ნუ გეშინია, დედა, მოვიტან საჭმელს“.
„უკვე დიდი ვარ და დროა ვიმუშავო!“
– ნამდვილი მამაკაცია.
ეთერი: ეს დიდი ტკივილია… მან არ იცის, რა არის ბავშვობა. მე კი გული მტკივა, როცა ვუყურებ, ჩვენს გამო, როგორ ტანჯვაში ატარებს თავის ყველაზე უდარდელ წლებს. ეს უსამართლობაა.
სანდრო: აიიი, დაიწყო! გეყოფა, დედა, ხომ გეუბნები, ძნელი არ არის. ილია წამოიზრდება და მომეხმარება. თუმცა არა! უკეთესი იქნება, თუ მას არ მოუწევს ამის კეთება.
– რაზე ოცნებობ, სანდრო?
სანდრო: არც კი ვიცი. მინდა ფული შევაგროვო და ჩემთვის ველოსიპედი ვიყიდო, ილიასთვის და ელენესთვის კი სათამაშოები.
– მისმინე, რა უნდა გკითხო: სკოლაში მოგწონს…
სანდრო (მაწყვეტინებს): კი, მიყვარს სკოლაში სიარული. ლამაზია იქაურობა და საინტერესო. იქ მეგობარიც მყავს – გიო.
– შენ არ დამასრულებინე. მინდოდა მეკითხა, სკოლაში ვინმე თუ მოგწონს
სანდრო: გოგოებისთვის სად მცალია? ოჯახს უნდა დავეხმარო. თუმცა ვაღიარებ, ერთი გოგო ძალიან სიმპატიურია. ძალიან მომწონს, მაგრამ, ჯერ ვერ გავიცანი. არ მაქვს დრო, მართლა, ასე ნუ მიყურებ!
– კაი, მჯერა, მჯერა. მომიყევი ილიაზე და ელენეზე. თორემ ძალიან ჩუმები არიან.
სანდრო: ტყუპებივით არიან, იცი? განუყრელები. შეხედე, რა სასაცილოდ დაჯდნენ. ჩქარა გადაუღე სურათი! ხშირად კი არ სხედან ასე მშვიდად.
– ესე იგი, ცელქები არიან?
სანდრო: ილია საერთოდ არ არის დამჯერი, დაიკო კი კარგი მყავს, ყოველთვის მიჯერებს.
– დედა და მამა დამჯერები არიან?
სანდრო: კიიიი, ძალიან! მე რომ გავიზრდები ასეთივე კარგი მშობელი ვიქნები, როგორც ისინი!
ელენე (4 წლის): მე კი პატარა ვარ! აააარ ვიცი ლაპარაკი.
პატარა ელენე დიდი პრობლემებით
ეთერი: ელენეს ძალიან უჭირს ლაპარაკი, ილიაც არ ჩქარობს ენის ადგმას. ჩუმია. მართალია, სექტემბერში სკოლაში უნდა წავიდეს. უი, სულ დამავიწყდა, თქვენთვის რომ მეთქვა, ახლახან ელენეს ხორხის ოპერაცია გაუკეთეს. კისტა ჰქონდა, ამოკვეთეს. გადავრჩით, ღმერთის წყალობით.
– საუბრის დროს უფალს ხშირად ახსენებთ.
ეთერი: მხოლოდ მისი წყალობის იმედი მაქვს! ვიცი, შიმშილისთვის არ გაგვწირავს! სიმართლე გითხრათ, დახმარებისთვის მიმართვა ძალიან მერიდებოდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „ალბათ ბევრი ჩვენზე უარეს დღეშია. იმ დედებმა რა ქნან, ვისაც ავადმყოფი შვილები ჰყავს?“ მაგრამ მერე ვიფიქრე: იქნებ თქვენი ფონდი, სწორედ ის ხსნაა, რომელსაც უფალს ვევედრები? ის ხომ სწორედ ასე გვეხმარება, კეთილი ადამიანების მეშვეობით!
– მართალი ხართ, ეთერი! ის, რომ თქვენ შიმშილობთ, ელემენტარული წამლის ფული არ გაქვთ, თქვენს 11 წლის შვილს კი სანაგვეებზე უწევს საკვების ძებნა, – თქვენი ბრალი ნამდვილად არაა! ჩვენ ვირჩევთ მმართველებს, ვინც ვალდებულია იზრუნოს მათზე, ვისაც საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი არ შესწევს!
ეთერი: დახმარებას მხოლოდ იმ დრომდე გთხოვთ, მეუღლე სანამ დადგება ფეხზე, და თავის შენახვას შევძლებთ. სხვისი არაფერი მჭირდება!
„გთხოვთ, გადაარჩინეთ ჩემი შვილები! ჩემთვის არაფერს ვითხოვ!“
***
სამმა პატარა ანგელოზმა, არ იცის, უკეთესი ცხოვრება რა არის. მათ არასდროს ჰქონიათ საკუთარი სახლი, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის უსაფრთხოდ ყოფნა. ბავშვები შიმშილობენ, არ აქვთ სათამაშოები, მამა კი ავად არის. ყოველ დილით, ისინი იმის მოლოდინში იღვიძებენ, რომ მათ გარშემო სამყარო შეიცვლება… მაგრამ სამწუხაროდ, ის ისეთივე ნაცრისფერია. ერთად, ჩვენ შეგვიძლია მათი სამყაროს შეცვლა! ბავშვები ვიღაცის გადაყრილი საჭმლით არ უნდა იკვებებოდნენ!
მეგობრებო, მოგიწოდებთ, ნუ დარჩებით გულგრილი! როგორც ხედავთ, ნიპარიშვილების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. როგორ შეიძლება, არ დავეხმაროთ? ძალიან სჭირდებათ პროდუქტი, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი. გამოვიჩინოთ გულისხმიერება, დავეხმაროთ, მივცეთ ბავშვებს ნორმალურად ცხოვრების შანსი. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა წარმოიდგინოს, რომ შესაძლოა, ეს ჩვენი შვილები იყვნენ, რომლებსაც საჭმელი აკლიათ და სძინავთ დანგრეულ საწოლებზე, ცივ სახლში.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეთერი და მისი მშვენიერი ბავშვები, და გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: კასპი, ჯავახიშვილის ქ. 34
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას უკეთესობისკენ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება. თქვენმა მეგობრებმაც რომ შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გამოიჩინეთ ღვთისნიერება და მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნიპარიშვილების ოჯახი).
ასევე შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
თანხის ჩარიცხვა აგრეთვე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
,,რა მაგარია-ა-ა-ა… ამაღამ რბილად დავიძინებთ“
„ვაშა-ა-ა-ა, აქ ბევრი ნამცხვარია, ყველას გვეყოფა“
,,დედიკო, გემრიელი მოვამზადოთ? მოგეხმარები“
,,ძალიან გემრიელია, მაგრამ ბევრს არ შევჭამ… ხომ უნდა შევინახოთ?!“
„რამხელა მაცივარია-ა-ა! მაგრამ, ბავშვებისთვისაც არის, დაბლა აქვს სახელური, რომ მივწვდე“
,,დღეიდან, აი ასე, ტკბილად დავიძინებ ხოლმე!“
სულ ხარჯები:
3013.87₾დატოვა:
0₾