ძველ, ღრიჭინა მაგიდასთან, გატეხილ სკამზე, გაცვეთილი და დახეული ტანსაცმლის გროვაში, თბილად შეფუთული ბავშვი ზის, პურის ნამცეცებს, თავისი პატარა თითებით აგროვებს და ხარბად ყლაპავს. ძირს, არც ერთი ნამცეცი არ უნდა დავარდეს… ოქროს ტოლფასია! ხან ყნოსავს თავის პურის ნაჭერს, ხან ლოყას ადებს… თითქოს, ამაზე გემრიელი, არასდროს არაფერი უჭამია. და ეს მართლაც ასეა, პურზე გემრიელი, მხოლოდ მაღაზიის ერთჯერადი სუპია, მაგრამ, ძვირი ღირს – მთელი 70 თეთრი!