რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„რა გემრიელი ხარ, პურო, არ გაგიშვებ ხელს!“

calendar მარტი 9, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ძველ, ღრიჭინა მაგიდასთან, გატეხილ სკამზე, გაცვეთილი და დახეული ტანსაცმლის გროვაში, თბილად შეფუთული ბავშვი ზის, პურის ნამცეცებს, თავისი პატარა თითებით აგროვებს და ხარბად ყლაპავს. ძირს, არც ერთი ნამცეცი არ უნდა დავარდეს… ოქროს ტოლფასია! ხან ყნოსავს თავის პურის ნაჭერს, ხან ლოყას ადებს… თითქოს, ამაზე გემრიელი, არასდროს არაფერი უჭამია. და ეს მართლაც ასეა, პურზე გემრიელი, მხოლოდ მაღაზიის ერთჯერადი სუპია, მაგრამ, ძვირი ღირს – მთელი 70 თეთრი!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„რა გემრიელი ხარ, პურო, არ გაგიშვებ ხელს!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

         ძველ, ღრიჭინა მაგიდასთან, გატეხილ სკამზე, გაცვეთილი და დახეული ტანსაცმლის გროვაში, თბილად შეფუთული ბავშვი ზის, პურის ნამცეცებს, თავისი პატარა თითებით აგროვებს და ხარბად ყლაპავს. ძირს, არც ერთი ნამცეცი არ უნდა დავარდეს… ოქროს ტოლფასია! ხან ყნოსავს თავის პურის ნაჭერს, ხან ლოყას ადებს… თითქოს, ამაზე გემრიელი, არასდროს არაფერი უჭამია. და ეს მართლაც ასეა, პურზე გემრიელი, მხოლოდ მაღაზიის ერთჯერადი სუპია, მაგრამ, ძვირი ღირს – მთელი 70 თეთრი!

 „მხოლოდ ჩემია ნაჭერია! არავის არ მივცემ! შენც ნუ მიყურებ  ასე, დეიდა! მაინც არ მოგცემ…“ 

„არ მოუსმინოთ, დეიდა. მაიმუნობს! ისე, ძალიან კეთილია! მოგცემს! მე კი, წყალს გაგინაწილებთ. შემიძლია, ბევრი წყალი რომ მოვიტანო…“

         ხუთი წლის სანდროს უნდა, რომ გვაჩვენოს, როგორი ძლიერია! აი, რა ყოჩაღი ვარ, დედიკოს ვეხმარები. სახლში წყალი მოვიტანე, ჩემი დედიკოსთვის და დაიკოებისთვის. „დავიმსახურე კანფეტი?“ – მეკითხება. ჩემს კითხვას კი, კანფეტის გარდა კიდევ რა სჭირდება, ასე უპასუხა: „არ ვიცი ლაპარაკი, უბრალოდ მშია“.

„ცხრა წლის შაკომაც არ იცის, რა უნდა. ბავშვები ოცნებას გადაეჩვივნენ. უბრალოდ არ იციან, რას ნიშნავს ეს.“
          „ჩემთვის არაფერს ვითხოვ, უბრალოდ ბავშვებს საჭმელი მოუტანეთ“ – ამბობს ის ხმადაბლა. რცხვენია იმის, რომ იძულებულია ითხოვოს, რომ ცხოვრებამ აქცია მათხოვრებად. „თბილი ტანსაცმელიც კი არ გვაქვს, როდესაც სკოლაში წავალთ, გზაში რომ არ გავიყინოთ… არც ფეხსაცმელი. აი, ზაფხულის ჩუსტებით დავდივართ. ხანდახან ისე მრცხვენია, არ ვიცი, სად დავიმალო.“
არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში რა ვუპასუხო ბავშვებს, როგორ გავამხნევო. არ ვიცი, როგორ შევარჩიო სიტყვები, როგორ დავაჯერო, რომ არ არიან ზედმეტი ამ სამყაროში. რა უნდა ვუთხრა ბავშვებს, როდესაც მათთვის ისიც კი ფუფუნებაა, ონკანიდან წყალი რომ მოდის?

ეს სასმელი წყალია

ეს კი – იმისთვის, რომ იბანაონ. პირდაპირ ოთახში… პირდაპირ პატარა ტაშტში

– შორენა, რატომ გაქვთ ოთახში ამდენი წლით სავსე ბოთლი?
შორენა: რა ვქნა, აბა? სახლში, არც საპირფარეშო გვაქვს, არც წყალი მოდის. გარედან მოგვაქვს. როგორ მოვინდომო ამაზე მეტი, როდესაც, ამ ოთახს თვეში 50 ლარად ვქირაობთ და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენთვის ეს უზარმაზარი თანხაა! ექვსი თვის დავალიანება მაქვს დაგროვილი ბინის პატრონთან ძალიან გულკეთილი ქალია, ჯერჯერობით ითმენს. მაგრამ, ისიც ვიცი, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება და ქუჩაში აღმოვჩნდები.
          – ნათესავები არ გყავთ? დროებით მაინც რომ შეგიფარონ?
         შორენა: სამწუხაროდ, არა. მშობლების სახლში ჩემი ძმა ცხოვრობს, თავის ოჯახთან ერთად. ისედაც ძალიან უჭირთ. ასე, ოთხი შვილით, ვის უნდა მივადგე? სულაც დალხენილად რომ ცხოვრობდნენ… ხომ გესმით ჩემი?
         – რა არის თქვენი საარსებო წყარო? ბავშვების მამა სად არის?
          შორენა: ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს. ხანდახან ნახულობს ბავშვებს, მაგრამ აზრადაც არ მოსდის, ფინანსურად რომ დაგვეხმაროს. სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 700 ლარის ოდენობით. დიდი თანხა ჩანს თითქოს, მაგრამ, ჩვენ არაფერში არ გვყოფნის. ვალები უნდა გადავიხადო, რომელიც მთელი თვის მანძილზე გროვდება. მერე კი, ფულიც აღარ გვრჩება. ქირასაც კი ვერ ვიხდი. ბავშვებს სულ შიათ. სოციალური სასადილო რომ არა, ალბათ შიმშილით დავიხოცებოდით. მაგრამ, ბავშვებს ის საჭმელი დიდად არ უყვართ.

 „მართლა მოგვიტანთ გემრიელ სოსისს? რამდენ ცალს? ყველას გვეყოფა?“
         ბარბარე (3 წლის): მე სოსისი მიყვარს! მაგრამ, მხოლოდ თითო-თითო გვხვდება ყოველთვის!
          სანდრო (5 წლის): ოჰ, ახლა ალბათ, ერთი ორას ცალ ხინკალს შევჭამდი!
          შაკო (9 წლის): არ ჩაგეტევა ამდენი მუცელში!
         სანდრო: შევჭამ, ცოტას ვირბენ, მერე კი, კიდევ შევჭამ! მერე, მთელი წელი აღარაფერს შევჭამ!
        შორენა: აი, ასე რომ დაიწყებენ ლაპარაკს, სიკვდილი მინდა. ცრემლები თავისით მომდის. იძულებული ვარ, ყველაფერზე უარი ვუთხრა. იქნებ, თანხას არასწორად ვანაწილებ? 700 ლარი, თითქოს არ არის პატარა ფული?
         – ხუმრობთ? თვეში 700 ლარი 5 ადამიანისთვის? ეს ხომ დღეში 5 ლარია ადამიანზე. ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს  და ვალებსაც თუ დაფარავთ, რანაირად უნდა იმყოფინოთ?
       შორენა: კი, არ დავფიქრებულვარ… თანაც ძალიან გაძვირდა ყველაფერი. ბავშვებისთვის ფეხსაცმლის ყიდვაზე ვერც ვიოცნებებ.
     – მაგრამ, როგორც ვხედავ, თქვენი პრობლემა მხოლოდ შიმშილი და ტანსაცმლის არქონა არ არის. ავეჯიც კი არ გაქვთ. ერთი საწოლი, პარკებში ჩალაგებული ტანსაცმელი…
      შორენა: ამას პრობლემად აღარც ვთვლი. კი, ერთი საწოლი გვაქვს. ამ საწოლზე ბავშვებს ვაწვენ. მე კი, ხან დამჯდარს, ხან იატაკზე მძინავს. კარადებიც არ გვაქს. არც ტანსაცმელი.

 „ბავშვებს ამ საწოლზე სძინავთ. ალბათ, თავადაც უსიტყვოდ მიხვდებით, რამდენად მოუხერხებელია.“

 „მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმლის შესანახი ადგილი არ აქვთ, ყველაფერი სუფთად და ლამაზად აქვთ დაწყობილი. წარმოუდგენელია, დედას რამხელა ძალისხმევის ფასად უჯდება, ამ ოთახში სისუფთავის შენარჩუნება.

„შაკო სკამის შეკეთებას ცდილობს…“

 „მაგრამ, სანდრო სხვანაირად ფიქრობს… მან სკამს სხვა დანიშნულება გამოუძებნა და… თითქოს მხიარულობს კიდეც“

 „ასე სწრაფად როგორ გავიზარდე? ამ საწოლში ხომ ვეტეოდი“ 
         – შორენა, განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. მიმართეთ დახმარების თხოვნით ადამიანებს, ვისაც არ იცნობთ, მაგრამ ძალიან უნდათ, რომ დაგეხმარონ!
         შორენა: დამეხმარეთ, კეთილო ადამიანებო. ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მხოლოდ ამ პატარებისთვის. პროდუქტი გვჭირდება და ფეხსაცმელი. თბილი ტანსაცმელიც არ აქვთ. ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. გარდა ამისა, არც პლანშეტები აქვთ, არც ტელეფონები, გაკვეთილებს დისტანციურად რომ დაესწრონ. 
        – პროდუქტის გარდა, ალბათ, საწოლი და კარადა გჭირდებათ.
         შორენა: ვაიმე, რა თქმა უნდა. არ ვიცოდი, ამის თხოვნაც თუ შეიძლებოდა.
           – ყველაფრის თხოვნა შეგიძლიათ!
           შორენა: იქნებ, ქირის გადახდაშიც მომეხმაროს ვინმე? ეს შესაძლებელია?
           – ფონდის მეგობრებისთვის, შეუძლებელი არაფერია! 
* * *
          აი, კიდევ ერთი ისტორია, რომელიც სხვებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. აი ოჯახი, რომელიც იღუპება უხმოდ და უსიტყვოდ. შორენა ტკივილისგან ყვირის, უიმედობისგან ტირის, მაგრამ სამწუხაროდ, არავის ესმის მისი ხმა. მას, როგორც ძველ რადიომიმღებს, „ხმა აქვს გაფუჭებული“. ჩვენ კი მივედით და ბოლომდე ავუწიეთ ხმას! საბრალო, მარტოხელა დედის ძახილი, ყველამ რომ გაიგოს!
         შორენა ზაზაძის ოჯახს, ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება. ყველაფრისთვის მადლობელი იქნებიან. მაგრამ, პირველ რიგში, მათ პროდუქტი, საწოლები, კარადა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, და ასევე ქირის დავალიანების გადახდა სჭირდებათ. ამ ბინიდან რომ გამოასახლონ, არსად აქვთ წასასვლელი. პატრონი გულკეთილი კი არის, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის მოთმინებას აქვს საზღვარი. 
          იქნებ, ეს ამბავი ისეთმა ადამიანებმა წაიკითხონ, ვინც მოახერხებს, დაეხმარება ამ ოჯახს  და  არ დატოვებს ქუჩაში? იქნებ, შეძლოს ვინმემ, და ქირის გადახდა საკუთარ თავზე აიღოს?
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქალაქი წნორი, ალაზნის ქ. მეორე შესახვევი №12.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ზაზაძეების ოჯახს, რომ სასწაულები ხდება, მათ ხომ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შორენა ზაზაძე).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა უკვე შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!

ამ ყუთში, ოთხივე დავეტევით მეც, ბარბარეც, შალვაც და ნინოც!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მსოფლიოში არავის აქვს ასეთი უზარმაზარი ტელევიზორი!!! 
         „ძალიან თუ შევეცდებით, ამ უზარმაზარ ყუთში, რომელშიც ტელევიზორი ცხოვრობდა, შეგვიძია მოვაწყოთ სახლი! ნუ იცინი, წამოდი, განახო, რამხელაა! ამხელა ტელევიზორი ცხოვრებაში არ მინახავს! მოდი დავნიძლავდეთ, შენც არ გაქვს ასეთი  სახლში!“ – 9 წლის შალვა აღფრთოვანებულია ახალი ტელევიზორით. ეს იყო მისი, თავის 5 წლის ძამიკო სანდროს და დაიკოების, ნინოს და ბარბარეს ოცნება. მაგრამ, ვერ წარმოედგინათ, რომ ტელევიზორი შეიძლება იყოს ასეთი დიდი, ლამაზი და ფერადი.
        – რა თქმა უნდა, არა, სახლში ამხელა ტელევიზორი არ მაქვს.
         სანდრო (5 წლის): ჩვენთან მოდი ხოლმე, ერთად ვუყუროთ მულტფილმებს!
         როდესაც ჩვენ ზაზაძეების ოჯახის ისტორია გიამბეთ, https://chernovetskyifund.ge/ge/projects/845-zazadze/ ვერც კი წარმოვიდგენდით, როგორ შეიძლება შეცვალოს ბავშვების სახეები სრულიად ჩვეულებრივმა ნივთებმა. გვეგონა რომ ძალიან რთული იქნება ამ ბავშვების გახარება, რომლებსაც უკვე აღარ სჯეროდათ სასწაულების. მაგრამ, უბრალოდ შეხედეთ! როგორ შეიცვალნენ ისინი, სახეები უბრწყინავთ! 
         – შორენა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ გაიგო თქვენი პრობლემების შესახებ?
         შორენა: მადლობას გეუბნებით… ხუთ დიდ მადლობას… ერთს ჩემგან, დანარჩენს კი, ჩემი ოთხი შვილისგან. ვიღაც იფიქრებს, სარეცხმა მანქანამ და ტელევიზორმა ასე როგორ გაახარაო, მაგრამ როდესაც არ გაქვს და გჩუქნიან, იმ ნივთებთან ერთად ყურადღებაც გიხარია. სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ ვიღაცამ შენზე იფიქრა, ვიღაცამ აგრძნობინა შენს შვილებს, რომ მათაც აქვთ ბედნიერების უფლება და მათი პაწაწინა გულები გაახარა. ჩვენ, ღარიბ და გაჭირვებულ ადამიანებს, სულ მცირედიც კი გვაბედნიერებს. ის სახლი კი, სადაც ბავშვებს შიათ, სცივათ და მოწყენილები არიან, სახლი არ არის.
         – შორენა, ჩვენი ფონდის მეშვეობით, ახალი მეგობრები თუ გაიჩინეთ?
         შორენა: პოსტს იმდენი გულკეთილი ადამიანი გამოეხმაურა, ჩვენმა ოჯახმა იმხელა სიყვარული მიიღო, რომ არც კი ვიცი, რა დავარქვა ამ ადამიანებს… მეგობრები, თუ უბრალოდ კეთილი ჯადოქრები, რომლებმაც უკეთესობისკენ შეცვალეს ჩვენი ცხოვრება… ეს ხომ ნამდვილი ჯადოქრობაა, როდესაც შენს გამო, ერთიანდება და გეხმარება ამდენი ადამიანი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ერთი მამაკაცი, რომელმაც პირადად მოგვინახულა. მოგვიტანა პროდუქტი, ტანსაცმელი, წიგნები, ტკბილეული, სათამაშოები და მითხრა ასეთი სიტყვები: „ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება“. თქვა და წავიდა. მოვიდა მფარველი ანგელოზივით და იმედი დაგვიტოვა. უცნობი ადამიანები რომ გავსებენ ყურადღებითა და სიყვარულით, ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა ამაზე ფასეული. ღმერთმა თითოეული თქვენგანი დალოცოს!!! 

„ეს კანფეტები ათასი წელი გვეყოფა!“

         – ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რეაგირება თუ მოახდინეს?
         შორენა: კი, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი დავით სონღულაშვილი პირადად გვესტუმრა. პროდუქტი ჩამოგვიტანა, ასევე ერთჯერადი დახმარება გადმოგვცა – 200 ლარი. გარდა ამისა, შეგვპირდა, რომ ბინის ქირას გადაგვიხდის, თუ მეპატრონე სპეციალურ საბუთებს მოაწერს ხელს. მართალი გითხრათ არ ველოდებოდი ხელისუფლების მხრიდან ასეთ ქმედებას და ყურადღებას, და ძალიან გამიხარდა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და პირადად ბატონ დავითს დიდი მადლობა ვუთხრა ყურადღებისთვის.

„გინდა გაგასინჯო, ასეთი გემრიელი ჯერ არ გექნება ნაჭამი“

        – შორენა, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
       შორენა: ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დახმარება. აქამდე, უბრალოდ ვარსებობდით. თქვენი გამოჩენის შემდეგ კი, შედარებით ამოვისუნთქეთ. გაგვიჩნდა ხვალინდელი დღის იმედი. ხალხის თანადგომამ მომიხსნა სტრესი, თითქოს უფრო ძლიერი და კეთილი გავხდი. ბავშვებიც უფრო მხიარულად ატარებენ დროს სახლში, ტელევიზორთან. ერთად ვუყურებთ ხან შემეცნებით გადაცემებს, ხან საბავშვო არხებს და ისე ვატარებთ დროს… თქვენ სიხარული შემოიტანეთ ჩვენს სახლში. დათესეთ რაღაც ახალი და ეს ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე მეტია…

აი აქ, თითს რომ მიაჭერ, ჩვენი „ქიხი“ ტანსაცმელი სუფთა გახდება!

        ნინო (12 წლის): მე ყველაზე მეტად საჭმელი გამიხარდა. როდესაც ვიცი, რომ სახლში საჭმელი არის, უფრო მშვიდად მძინავს. ჩემი პატარა ძმებიც და დაიკოც აღარ ტირიან და აღარ ვჩხუბობთ ერთი ცალი კანფეტის გამო. სარეცხი მანქანა კი, საუკეთესო გამოგონებაა! წყალიც აღარ გვაქვს ხელით სათრევი, ჩვენი დედიკოც აღარ დაიღლება და უკეთესი განწყობა ექნება.
          სანდრო (5 წლის): მე ყველაზე მეტად ტელევიზორი გამიხარდა… წამოდი, გაჩვენო… აი!!! შენც გაქვს ასეთი? გინდა „სიმბა“ ჩაგირთო და ერთად ვუყუროთ? ეს ჩვენი ტელევიზორია, ასეთი მხოლოდ ჩვენ გვაქვს… ადრე, მულტფილმებს მხოლოდ მეზობლის ტელევიზორში ვუყურებდი. ახლა კი, ყველანი სახლში ვრჩებით და რამდენსაც გვინდა, იმდენს ვუყურებთ…
        შალვა (9 წლის): დედაც აღარ გვეძახის ხოლმე, სახლში შემოდით, მეზობლებს ნუ აწუხებთო. რომ გავიზრდები, მეც გამოვალ ხოლმე ტელევიზორში, მომწონს, როდესაც ძიები ტელევიზორში ლაპარაკობენ და თან კარგად აცვიათ. აი ნახავ, რომ გავიზრდები, აღარ მექნება დახეული ტანსაცმელი და ლამაზი ძია ვიქნები!

„ასე ნუ მიყურებ, მაინც არ მოგცემ… ეს პატარებისთვის არ არის…“

         – შორენა, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ? 
         შორენა: პრობლემები?.. ე-ე-ეჰ-ჰ-ჰ… ამ სიტყვის გაგონებაც აღარ შემიძლია, გონებაში მაქვს ჩაბეჭდილი ეს სიტყვა, იმდენად გამჯდარია ჩვენს ოჯახში ეს მდგომარეობა. თქვენ რომ არა, დაუსრულებელი ტანჯვა ტყვიასავით გახვრეტდა გულს. ამ პრობლემების დიდი ნაწილი თქვენ უკვე მოაგვარეთ და სიმსუბუქე შემოიტანეთ ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, არის, რა თქმა უნდა, საკითხები, რომელშიც კვლავ შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს და რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ. მაგალითად, გვაქვს საწოლის პრობლემა. ოთხივე ბავშვს ერთ საწოლში სძინავს. ძილში, გადაბრუნებაც კი უჭირთ… იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვისაც ძველი საწოლი მაინც ექნება, ისეთი, რომელიც აღარ სჭირდება. მოკლედ, ნებისმიერი სახის  დახმარებას მივიღებთ, ტექნიკა იქნება, ტანსაცმელი, თუ საკვები, მთავარია, კეთილი გულით იყოს მოწოდებული…
***
        მეგობრებო, ზაზაძეების ოჯახს თქვენი იმედი აქვს. თქვენს ერთიანობას შეუძლია კიდევ ერთი ოჯახის გადარჩენა. მოდით, კიდევ ერთხელ გავუხაროთ გული და ბედნიერების ჩირაღდანი გავაჩაღოთ მათ თვალებში. სიყვარული და ერთმანეთის თანადგომა გადაგვარჩენს… სიკეთე კი, არ გაქრება უკვლოდ…
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
          სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 
         მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
             თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
             მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
         ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზაზაძეების ოჯახი)
         თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/845-zazadze/ 
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
          დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 მარ 28
პროდუქტები
99.78₾
2022 აპრ 11
სარეცხი მანქანა
668.00₾
2022 მაი 18
პროდუქტები
99.95₾
2022 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
355.00₾
2022 ივნ 20
ტელევიზორი
615.00₾
2022 ივნ 22
პროდუქტები
78.84₾
2022 ოქტ 01
პროდუქტები
120.02₾

სულ ხარჯები:

2036.59₾

დატოვა:

0.05₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მელიქიშვილი ხვიჩა
28.09.2022 20:00:00
₾5.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
28.09.2022 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
25.09.2022 10:56:54
₾55.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
22.09.2022 20:00:00
₾1.50
'ი/მ თემურ გიორგაძე
21.09.2022 20:00:00
₾1.65
'ი/მ თემურ გიორგაძე
19.09.2022 20:00:00
₾2.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
18.09.2022 20:00:00
₾1.55
'ი/მ თემურ გიორგაძე
18.09.2022 20:00:00
₾3.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
17.09.2022 20:00:00
₾2.25
'ი/მ თემურ გიორგაძე
16.09.2022 20:00:00
₾2.10
გიორგი ამირაჯები
07.09.2022 20:00:00
₾5.00
გიორგი ამირაჯები
04.09.2022 20:00:00
₾5.00
ბერიკა მემანიშვილი
04.09.2022 20:00:00
₾2.00
ტარიელ უსტიაშვილი
03.09.2022 20:00:00
₾10.00
პაპუნა პაპუნაშვილი
03.09.2022 20:00:00
₾30.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
03.09.2022 20:00:00
₾1.00
თეიმურაზ მაჩაბელი
02.09.2022 20:00:00
₾1.00
გურანდა შუბითიძე
30.08.2022 20:00:00
₾1.00
ჯინჭარაშვილი ვენერა
20.07.2022 20:00:00
₾2.00
ხურციძე ინა
20.07.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,036.64

225 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,036.64

225 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება