ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ერთი ლოცვა, დასახმარებლად გადადგმული ერთი ნაბიჯიც კი, არა მხოლოდ ხატიას, არამედ ჩვენც გადაგვარჩენს! დავეხმაროთ საბრალო ქალს, ბოლოს და ბოლოს შეძლოს ტაძარში მისვლა, რათა ლოცვით მიმართოს უფალს, სთხოვოს ჩვენი ცოდვების მიტევება და დახმარება, ცხოვრება რომ გააგრძელოს!

კარის ზღურბლზე ფონდის კორესპონდენტი რომ დაინახა, ხატიამ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა: „საწოლიდან ადგომა მინდა! დამეხმარე, გთხოვ, დამეხმარე! ყოველდღე მუხლებზე დაჩოქილი ვილოცებ შენთვის“. მეგობრებო, თქვენთვის ნათელი რომ იყოს, ქალი უკვე ერთი წელია, სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს და საწოლს არის მიჯაჭვული, რადგან მის მოხუც მშობლებს ძალა არ შესწევთ, რომ შვილი ხელში აიყვანონ და ეტლში ჩასვან. საგრძნობლად გაიზარდა ოჯახის ხარჯებიც – საწოლს მიჯაჭვული შვილის ყოველდღიური მოვლა, ნაწოლების პროფილაქტიკა, პამპერსი, საფენები, მალამოები… ესაა სიტუაცია, რომელთანაც შეუძლებელია დამოუკიდებლად გამკლავება.

შემოწირულია

₾3,447.21

დონორი

239

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ერთადერთი შვილის ტანჯვის ყურება ოცდათორმეტი წლის განმავლობაში — უმძიმესი განაჩენია მოსიყვარულე დედისთვის!

„ჩემი ერთადერთი შვილი ფილტვების ანთებით კინაღამ დაიღუპა. ოთხთვე-ნახევრის განმავლობაში საავადმყოფოში ვცხოვრობდით, მამუკას ერთი წუთითაც გვერდიდან არ მოვშორებივარ. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. ექიმები მომაკვდავი პაციენტებისთვის განკუთვნილ პალიატიურ განყოფილებაში მირჩევდნენ მის გადაყვანას, მაგრამ უარი ვთქვი“. ჩვენ წინაშეა უბრალო ქართველი ქალის თავგანწირული სიყვარულისა და გმირობის — ნამდვილი დედის მაგალითი. ცხარე ცრემლებით ტირის საკუთარი უმწეობის გამო. რცხვენია, დახმარებას რომ ითხოვს, მაგრამ მას არავინ ჰყავს ჩვენ გარდა. დაეხმარეთ ლალის ერთადერთი შვილის გადარჩენაში, რომელსაც მთლიანად მიუძღვნა თავი! მეგობრებო, მამუკას სიცოცხლე ჩვენს ხელთაა! თითოეული თქვენგანის დახმარებას შეუძლია, სიცოცხლე გაუხანგრძლივოს მას!

შემოწირულია

₾18,469.89

დონორი

951

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.

მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა ლუკასთვის არაფერი იცვლებოდა. მისი სამყარო ისეთივე პატარა იყო, როგორც მანძილი საწოლიდან ფანჯრამდე. დადგა 1 სექტემბერი, დღე, როცა ლუკას თანატოლებმა სკოლის კარი პირველად შეაღეს. ლუკა კი მზაკვარი ავადმყოფობის გამო ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მოძრაობაც კი არ შეეძლო. დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბიჭმა თვალზე მომდგარი ცრემლებით ჰკითხა მშობლებს, რა დააშავა, რატომ არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. ეს კითხვა ხანჯალივით მოხვდა მშობლებს გულზე. ასე გავიდა წლები. ჩვენი პატარა ბიჭი გაიზარდა. უკვე 4 წელია, მამა გმირულად ზრუნავს ლოგინს მიჯაჭვულ, პარალიზებულ შვილზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ისწავლა, როგორ მოამზადოს საჭმელი და როგორ აბანაოს ერთადერთი ვაჟი. დღეს ლუკა უკვე 35 წლისაა. ახლა ის იმ ასაკშია, როცა ცოლ-შვილით უნდა ტკბებოდეს. ოჰ, დედამიწავ!!! ნუთუ ამ ბიჭის უბედურება არ გამძიმებს?!

შემოწირულია

₾22,581.97

დონორი

1439

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

დედაჩემი საშინელი ტანჯვით კვდება! დაეხმარეთ, ადამიანებო! გთხოვთ, მისი სიცოცხლის გადარჩენაში დამეხმარეთ! მკურნალობის გაგრძელება ჯერ კიდევ არ არის გვიანი, მაგრამ თქვენ გარდა, არავის დახმარების იმედი აღარ მაქვს. ჯანდაცვის სამინისტროში არავის ვჭირდებით!

რიმას ჰიდროცეფალია აქვს. მან თავის ტვინის ოთხი უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა, მეხუთე თურქეთში ჩაუტარდა. თავში ჩაუდგეს შუნტი — სპეციალური მოწყობილობა, მისი მეშვეობით სითხის რაოდენობის რეგულირება ხდება, რომელიც მუდმივად გროვდება თავში. დარდით დატანჯულმა 26 წლის მარიამმა ჩვენს ფონდს მიმართა დახმარებისთვის. მდგომარეობა მართლაც საშინელია! ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება დედასთან ერთად, მაგრამ თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ. ადმინისტრატორები დღეში რამდენჯერმე შედიან პალატაში და ითხოვენ: „გადაიხადეთ, გადაიხადეთ, გადაიხადეთ“. კლინიკაში ერთი დღის ღირებულება დაახლოებით 1 000 ლარია. სად უნდა იშოვოს თანხა ღარიბმა ობოლმა გოგომ, რომელმაც ერთი წლის წინ დაასაფლავა ავტოკატასტროფაში დაღუპული მამა.

შემოწირულია

₾0.00

დონორი

0

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

დაუსრულებელი უბედურება!!! ჯერ ერთი შვილი დაეღუპათ, ცოტა ხნის წინ კი ვერაგმა სიკვდილმა მეორე, გაზრდილი ვაჟიც წაართვა. ტკივილისგან პარალიზებული მამა, მისი გულმოკლული მეუღლე და დამწვარი სახლი! ჯანელიძეების ოჯახში გლოვის ზარი არ ჩერდება

აი, ასეთი საყვარელი და ტკბილი ბავშვები მოუვლინა უფალმა ჯანელიძეების ოჯახს. დედის, ელიზას, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამა კი, გერონტი, ყველგან სიამაყით ამბობდა: „მე ორ ვაჟკაც შვილს ვუზრდი ჩემს სამშობლოს“. მართლაც, წლები გადიოდა, ბიჭები სულ უფრო კარგი შესახედაობის ხდებოდნენ და, რაც მთავარია, აბაშის რაიონში ყველამ იცოდა, როგორი ზრდილობიანი და თავაზიანი ძმები იზრდებოდნენ ჯანელიძეების ოჯახში. ადამიანების უმეტესობა სიკეთით იყო განწყობილი ამ კეთილი ოჯახის მიმართ. მაგრამ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის უსაზღვრო სიყვარულის და მათი ბედნიერი ცხოვრების შურდა. ბოროტი ადამიანების ავმა თვალმა და ღვარძლმა ბოლოს მაინც გამოიღო შედეგი და… ძალიან მძიმეა ამ სიტყვების წერა, მაგრამ ამ ვაჟკაცებიდან დღეს არცერთი არ არის ცოცხალი. განგრენა და ღვიძლის ციროზი — ამ ორმა ვერაგმა დაავადებამ ძმების სიცოცხლე შეიწირა და მას შემდეგ თითოეული გათენებული დღე ჯოჯოხეთად არის ქცეული საბრალო მშობლებისთვის. საბრალო დედა ასე იხუტებს გულში გარდაცვლილი შვილების ბავშვობის ფოტოებს. მგლოვიარე ქალს გული შუაზე აქვს გაგლეჯილი. ვერავინ, ვერავინ გაიგებს უბედური დედის გულში როგორი მწველი ცეცხლი გიზგიზებს. ელიზას სული სტკივა, მაგრამ ამ ტკივილს მხოლოდ შვილმკვდარი დედები თუ გაიგებენ. სხვა ვერავინ…

შემოწირულია

₾1,007.00

დონორი

82

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

დალის განგრენა დაემართა და ფეხი მოჰკვეთეს, მხედველობა თითქმის დაკარგა და ეტლს არის მიჯაჭვული. აკაკი ყავარჯნებით დადის ინფარქტის შემდეგ. მეზობლები რომ არა, შიმშილის, სიცივისა და წამლების უქონლობის გამო, დიდი ხნის წინ დაიღუპებოდა ეს ცოლ-ქმარი. მეგობრებო, ისინი პატარა ბავშვებივით, აბსოლუტურად უსუსურები არიან!

ისე მოხდა, რომ ჩვენ, მეგობრებო, ამ მარტოხელა ცოლ-ქმრისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ვართ. მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ, სხვა არავის. მძიმედ დაავადებულ დალის და აკაკის არც სახლი აქვთ, არც წამლები და არც საკვები. ყველაფერი რაც გააჩნდათ, მკურნალობისთვის გაყიდეს. იძულებული გახდნენ, ერთი სახლიდან მეორეში იხეტიალონ, რომ არ იხადონ ქირა. დალი (60 წლის): „ჩვენი მეზობლები რომ არა, დიდი ხანია აღარ ვიარსებებდით ამქვეყნად, შიმშილით ან სიცივით დავიხოცებოდით. ყველაზე გულკეთილი ქალია თეა, ლუკმა პურსა და შეშას გვიზიარებს. არადა, თავადაც ხომ ოჯახი ჰყავს, მრავალშვილიანი დედაა. ძალიან მადლობელი ვართ მისი. ღმერთმა დალოცოს! საკუთარი შვილები არ გვყავს, საერთოდ არავინ გვყავს, ვინც იზრუნებს ჩვენზე.“ განა, რამდენ ტკივილს და განსაცდელს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?

შემოწირულია

₾3,709.16

დონორი

303

დიახ! მსურს დახმარება!
25 - 30 of 45 items
1 3 4 5 6 7 8
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ყველა დაავადება ერთდროულად მკლავს, წამლის ფული არ მაქვს… მიშველეთ, გთხოვთ…

„ადამიანების ცხოვრება, თეთრი და შავი ზოლებისგან შედგება. ჩემი ცხოვრება კი, ერთიანად შავია. ეპილეფსიით დაავადებული შვილი, წლების წინ, მშობელმა დედამ სახლიდან გამომაგდო. ამის შემდეგ, მარტო ვებრძვი გაჭირვებას, ავადმყოფობას, შიმშილს! ეპილეფსიასთან ერთად, სხვა უამრავი დაავადებაც დამემართა. სოციალური დახმარება, ჩემი ერთადერთი შემოსავალია, რომელიც ექიმთან მხოლოდ ერთ ვიზიტს არ ჰყოფნის“ – გვეუბნება ქალბატონი კარინა. „როგორ? ნუთუ, თქვენს ცხოვრებაში ერთი პატარა გამონათებაც კი არ ყოფილა?“ – მინდა, რომ რაიმე კარგი გვიამბოს. „კი, როგორ არა… ეს გამონათება, მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც უფალმა გამომიგზავნა… რომელთა წყალობითაც გადავრჩი… აი, თქვენი თავიც უფალმა გამომიგზავნა – მე მჯერა ამის!

შემოწირულია

₾1,711.00

დონორი

91

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
25 - 30 of 197 items
1 3 4 5 6 7 33