რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სიცოცხლეს დავემშვიდობე, თქვენ კი ყავარჯნები მომაწოდეთ და სიარული ხელახლა მასწავლეთ!

ორსულობის პერიოდში მაიას ფეხები წაერთვა. ულამაზესი ბიჭუნა გააჩინა, საბა, თავად კი სიარული ვეღარ შეძლო. აღმოჩნდა, რომ ზურგის ტვინის ანთება იყო მიზეზი. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი საბა იზრდებოდა, მე კი დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემეძლო, ამბობს მაია. ფეხზე წინდასაც კი ვერ ვისწორებდი. წამოდგომა არ შემეძლო, არც საპირფარეშომდე მისვლა. უბრალოდ, ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი. კაპიკია ასეთი სიცოცხლის ფასი!“ გაჩვენებთ, რა შედეგი მოიტანა გამოკვლევებმა და მკურნალობამ, რომელიც მაიამ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან მიიღო საჩუქრად. მაიას ყავარჯნების მეშვეობით შეუძლია სიარული, ვარჯიში, მარტივი საქმის კეთება სახლში. მაია გათავისუფლდა შავბნელი პესიმიზმისგან და სჯერა, რომ შეძლებს, შვილი ბაღში თავად წაიყვანოს! მკურნალობის შედეგად მაიამ ბევრს მიაღწია. გმადლობთ, რომ დაეხმარეთ, გაამხნევეთ და პრობლემის წარმატებულად გადაჭრის შესაძლებლობაში დაარწმუნეთ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია პრობლემა და მას კვლავაც სჭირდება თქვენი დახმარება. მაიას არ აქვს იმის საშუალება, რომ აჭამოს და ჩააცვას თავის პატარა შვილს. საწოლების გარდა, სახლში ავეჯი არ დგას, არ არის კომფორტული საცხოვრებელი პირობები. შენც შეუერთდი პროექტის მუდმივ მხარდამჭერებს!

შემოწირულია

₾5,293.53

დონორი

369

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

იმედი ბოლოს კვდება! 33 წლის ზაქროს მთელი გულით სწამს, რომ მას ფეხზე წამოდგომაში დავეხმარებით! მან ხომ თავის პატარა გოგონას და დედას შეჰფიცა, რომ მათზე იზრუნებდა!!!

ზაქრო ცოცხალი რომ არის, ნამდვილი სასწაულია! უზარმაზარი ანევრიზმის გასკდომის შემდეგ, რასაც ტვინში სისხლის ჩაქცევა მოჰყვა, ახალგაზრდა მამაკაცი ეტლში აღმოჩნდა. მან ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, ქირურგები იძულებული გახდნენ, ნახევარი თავის ქალა ამოეკვეთათ, მერე კი სპეციალური ბადე გადააკრეს თავის ტვინს. დიდი ხნის განმავლობაში ზაქრო კომაში იყო, მხოლოდ დედის ლოცვითა და უფლის წყალობით გადაურჩა სიკვდილს! გთხოვთ შეიბრალეთ დედა, რომელიც 12 წელია იტანჯება თავის მძიმედ დაავადებულ შვილთან ერთად! ის ევედრება უფალს, დღეები გაუხანგრძლივოს და ანახოს, მისი შვილი პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლად როგორ გადადგამს! თუ წავა, ზაქრო მარტო დარჩება ამქვეყნად და არავინ ეყოლება, რომ ერთი ჭიქა წყალი მაინც მიაწოდოს! თუ პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ, აუცილებლად დაეხმარეთ ამ ოჯახს! უბრალოდ შეუძლებელია არ დაეხმაროთ მას შემდეგ, რაც ამხელა ადამიანური უბედურების შესახებ გაიგებთ! ილოცეთ ზაქროს ჯანმრთელობისთვის! ღმერთო, გადაარჩინე და დაიფარე!

შემოწირულია

₾4,787.96

დონორი

267

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

უბედურება, უდიდესი ადამიანური სიმწარე!!! მეოთხე სტადიის სიმსივნე… ახალგაზრდა მამის სიცოცხლის საათები დათვლილია

სიცოცხლის წამზომი ჩართულია! ახალგაზრდა მამას თავის ტვინის პარკუჭების ავთვისებიანი სიმსივნე, მე-4 სტადიის გლიომა აქვს. საწყალი კაცი გერმანიაში იყო სამუშაოდ წასული, რომ მის ოჯახს ლუკმაპური არ მოკლებოდა. მუხლჩაუხრელად შრომობდა. ბოლო პერიოდში კაცი უჩვეულო სისუსტეს გრძნობდა, მაგრამ მუშაობას თავს არ ანებებდა, რადგან საქართველოში ოჯახს რჩენა სჭირდებოდა. მთასავით კაცს ფეხები ასე დაუწვრილდა. აი, როგორ ჭამს სიმსივნე ცოცხლად… გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეგობრებო, და დროულად მიმართეთ ექიმებს ან ჩვენს ფონდს დახმარებისთვის! ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ! სამწუხაროდ, ირაკლის მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს. ექიმები ოჯახს გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ. 7 წლის გოგონა ხვდება, რომ მამა ზეცაში უნდა გაფრინდეს და ამიტომ წამითაც არ ტოვებს საყვარელ მამიკოს. ამჟამად ოჯახს ფული სჭირდება. ძალიან სჭირდება პირდაპირი გაგებით ყველაფრისთვის! დავეხმაროთ, რომ ადამიანურად დაემშვიდობოს ქალიშვილი მამას და ქალი ქმარს! და შემდეგ ჩვენი მუდმივი მზრუნველობის ქვეშ ავიყვანოთ ეს ოჯახი, რომელიც ახლო მომავალში დაობლდება! ამ პატარამ და დედამისმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ადამიანები არ ტოვებენ ერთმანეთს გასაჭირში! კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს ირაკლი და როგორ პირობებში იქნებიან ის და მისი ოჯახის წევრები – მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

შემოწირულია

₾4,413.70

დონორი

299

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მტანჯველი და სწრაფი სიკვდილი თუ ბედნიერი ცხოვრება ქართველი გმირი ჯარისკაცისთვის, რომელიც მზად იყო, ნებისმიერ წუთს საკუთარი სიცოცხლე დაეთმო ჩვენთვის და საყვარელი საქართველოსთვის!

ყოველთვის ვოცნებობდი, სამხედრო ვყოფილიყავი, სამშობლო დამეცვა! უფალმა ასეთი შესაძლებლობა მაჩუქა! მაგრამ დღეს, ავტომატსაც ვერ ვიჭერ ხელში! გთხოვთ, დამიბრუნეთ სიცოცხლე! მწყობრში უნდა ვიყო, ჩემი საყვარელი ოჯახის გვერდით! მხოლოდ თურქეთში ჩატარებული ოპერაციის იმედად ვცოცხლობ ამქვეყნად! ჩემი მეუღლე სოფიკო და ჩემი ულამაზესი გოგონა კი მმატებენ ძალას, თურქეთში წასვლამდე ვიცოცხლო. წამლების საყიდელი ფული რომ არ მაქვს, კრუნჩხვებში ვვარდები და ღმერთს ვთხოვ, ტანჯვისგან მიხსნას და თავისთან წამიყვანოს! ჩემი სისუსტე მომიტევეთ! მაგრამ წამლების გარეშე, ოპერაციას რომ ველოდები, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ, ტკივილის გარდა!

შემოწირულია

₾4,112.98

დონორი

290

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

თუ ლეილა მოკვდება, მასთან ერთად დაიღუპება მისი ორი მძიმედ დაავადებული ვაჟი! მესამე კი დაობლდება! ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მისი გადარჩენა!!! მაგრამ დრო ძალიან, ძალიან ცოტა დარჩა! მან აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა თურქეთში! 

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მომაკვდავი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 41 წლის ქალი, სიკვდილის პირას მუდმივი 39–40 გრადუსი ტემპერატურით, საწოლიდან წამოდგომას თუ ახერხებს, ჯართის შესაგროვებლად მიდის, რათა წამლები და სულ ცოტა საკვები მაინც უყიდოს თავის მძიმედ დაავადებულ შვილებს?.. მათთვის, ბავშვებისთვის მაინც იყიდოს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს! ამ საშინელების გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია! ნუ დაუშვებ, ღმერთო, რომ მსგავსი რამ გადავიტანოთ რომელიმემ!!! ფონდის მეგობრებო, გვხოვთ, გამოეხმაუროთ და გაითავისოთ ამ ოჯახის უბედურება! ყველაზე მთავარი, რაც ღმერთმა მოგვცა ამ ცხოვრებაში, ხომ ისაა, რომ გვერდი არ ავუაროთ სხვის გასაჭირს! უპირველესად, ვიზრუნოთ დედაზე, რადგან მას, ღმერთმა არ ქნას და რამე თუ დაემართა, საკუთარ თავს არ ვაპატიებთ! წარმოდგენაც კი რთულია, როგორ გაიტანენ თავს ავადმყოფი ბავშვები თავს დედის გარეშე. დედა მათთვის წმინდაა, ის ყველაფერია, რაც მათ გააჩნიათ. 

შემოწირულია

₾3,788.46

დონორი

267

მინდა დავეხმარო
25 - 30 of 40 items
1 3 4 5 6 7

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მსოფლიოში ყველაზე კეთილი დედიკო!

„ზაქარია მქვია. 31 წლის ვარ. მესმის, რომ ზრდასრული მამაკაცი ვარ, მაგრამ ისე ვარ დამოკიდებული ახლა დედაზე, როგორც ჩემი ცხოვრების პირველ წლებში. მე ინვალიდი ვარ, ეს სიტყვა რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს. დიახ, ეს ასეა. უკვე 10 წელია, რაც ნახევარი ადამიანი ვარ. დედა რომ არა, ალბათ, დიდი ხნის წინ დავკარგავდი განძრევის უნარს. ვერ ვხვდები, საიდან აქვს ამდენი ენერგია. მეუბნება: „შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ შენს ნაცვლად, მე ვერ ვივარჯიშებ“. და აი, უკვე 10 წლის მანძილზე, ჩემს მძიმე ხასიათს უძლებს. ეგუება ყველა ჩემს დამარცხებას. მხოლოდ მისი დამსახურება გახლავთ თითოეული ჩემი პატარა გამარჯვება, ის, რომ დღეს ფეხზე დგომა შემიძლია, დამოუკიდებლად ჭამა, ლაპარაკი…

შემოწირულია

₾5,292.85

დონორი

258

პროექტი დასრულდა
25 - 30 of 177 items
1 3 4 5 6 7 30