ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„მე მინდა, რომ დედიკომ იცოცხლოს!“

სიღარიბე, ნახევრად მშიერი და უმწეო მდგომარეობა, სამწუხაროდ, დედა-შვილის ცხოვრების თანამგზავრი გახდა!
7,365.93 ₾
480
დონორები
შეგროვებულია

ონკოლოგიური სენით დაავადებული მარტოხელა დედა იბრძვის სიცოცხლისთვის. ახალგაზრდა ქალი სასოწარკვეთამ მოიცვა. მას მოსვენებას არ ძლევს ფიქრი იმაზე, თუ რა ეშველება მის 10 წლის ბიჭუნას.
სიღარიბე, ნახევრად მშიერი და უმწეო მდგომარეობა, სამწუხაროდ,   დედა-შვილის ცხოვრების თანამგზავრი გახდა! 
33 წლის ლელა ალადაშვილი - მარტოხელა დედაა. მეუღლემ იგი მიატოვა როდესაც 5 თვის ორსული იყო. მისი მშობლები გარდაცვლილნი არიან, ხოლო ნათესავები არ ეკონტაქტებიან. 10 წელია, რაც იგი მარტო ზრდის შოთიკოს, რომელიც ეხმარება დედას შეძლებისდაგვარად და ლოცულობს, რომ მან დიდხანს იცოცხლოს. ბოლო დროს, ბიჭუნასაც გაუჩნდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქუსლების ტკივილი აწუხებს. დედა-შვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მათ თბილისში წასასვლელი ფულიც არ აქვთ, რომ გამოკვლევა ჩაიტარონ. 
ლელას და მის შვილს მეზობლები პერიოდულად ეხმარებიან, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის გამო, ყოველთვის არ აქვთ დახმარების შესაძლებლობა; ადგილობრივი ხელისუფლება კი სდუმს. 
ჩვენ ვესაუბრეთ ლელა ალადაშვილს:
-როდის შეიტყვეთ ონკოლოგიური დაავადების შესახებ?
ლელა ალადაშვილი: შარშან მითხრეს, რომ მეორე სტადია მაქვს და გამიკეთეს ოპერაცია, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა. ბოლო პერიოდში ისევ დამეწყო ტკივილები, ხშირად მიწევს „სასწრაფო დახმარების“ გამოძახება, რომელიც გამაყუჩებელს გამიკეთებს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი მწარე ტკივილებია, რომ ვერ გავუძლებ. 
-გამოკვლევის ფინანსური საშუალება არ გაქვთ, არა? 
ლელა ალადაშვილი:  დიაგნოსტიკას სახელმწიფო არ აფინანსებს, ხოლო მე სად უნდა ვიშოვო თანხა? თბილისშიც კი ვერ მივდივარ, რომ კლინიკაში გამოკვლევის კალკულაცია გავაკეთო. სოფლის ექიმმა მითხრა, რომ გამოკვლევა 2000 ლარი ჯდებაო. იცით, ჩემს ჯანმრთელობაზე მეტად მაღელვებს ჩემი ბიჭის მდგომარეობა. ძალიან ტკივა სახსრები, ფეხის ქუსლები... ხანდახან ერთად  ვტირით ტკივილისგან. 
-როგორია თქვენი შემოსავალი?
ლელა ალადაშვილი: სოციალური შემწეობა - 150 ლარი. მეზობლები მეხმარებიან, ზოგი ლობიოს შემოგვიტანს, ზოგი - პურს და ვართ ასე...
-რატომ არ მიმართავთ დახმარებისთვის დეპუტატს. ეს ხომ მისი მოვალეობაა. ჩვენ აუცილებლად ვაცნობებთ თქვენი ოჯახის მდგომარეობის შესახებ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ თქვენც უნდა იყოთ აქტიური ამ საკითხში. 
ლელა ალადაშვილი: დიდი მადლობა თქვენს ფონდს, რომ ჩამოდით და ჩვენი პრობლემებით დაინტერესდით. 
-ეს თქვენი სახლია?
 ლელა ალადაშვილი: ეს მშობლების სახლია. ქვედა სართულზე 2 ოთახია, ზემო სართული - სრულიად გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ჭერიდან წყალი ჩამოდის, ირგვლივ სინესტეა, არც კარია მწყობრში და არც ფანჯრები. ავეჯი არ  გვაქვს, თუ არ ჩავთვლით პლასტმასის 2 სკამს, ძველ საწოლს და პატარა მაგიდას. დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ, მაგრამ ...ტუალეტიც არ არის ეზოში და მეზობლებთან დავდივართ. 
-ახლა შოთიკოს გავესაუბრები. რომელ კლასში სწავლობ და რაზე ოცნებობ?   
შოთიკო: მე-5 კლასში ვსწავლობ. ჩემი ოცნებაა, რომ დედიკომ იცოცხლოს.
-ვინ გინდა გამოხვიდე?
შოთიკო: ჯარისკაცი, რომ სამშობლო დავიცვა.
-რაში ეხმარები დედას?
შოთიკო: დალაგებაში ვეხმარები, შეშას ვაპობ, წყალი მომაქვს...
-ფეხები ძალიან გტკივა?
შოთიკო: ხანდახან ძალიან მტკივა ქუსლები, სიარულიც კი არ შემიძლია. 
-რომელი ნივთი გაგახარებს ყველაზე მეტად?
შოთიკო: ჩვენი ტელევიზორი ძველია და არ მუშაობს...დიდი პლაზმური ტელევიზორი კი გამახარებს!
მეგობრებო, ლელას და მის შვილს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ! გაერთიანებული ძალებით ჩვენ ეს შეგვიძლია! 
მოდით ვაჩუქოთ მათ მომავლის იმედი და დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! 
თუ გაქვთ სურვილი, რომ პირადად მოინახულოთ ისინი, გაცნობებთ მათ მისამართს: თელავის რაიონი, სოფელი კონდოლი, ტელ.: 599 32 68 01. 
თქვენ ასევე შეგიძლიათ მათ დასახმარებლად გადარიცხოთ თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლელა ალადაშვილი). 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
    „და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61). 

მსგავსი პროექტები: