ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს – 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი

ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს საამაყო შვილი იყო. გამორჩეულად ნიჭიერ ბიჭს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 2023 წლის 3 ივლისს, სამეგრელოს ცა ჩამობნელდა. მეხის გავარდნასავით გაისმა – ,,რომა ავარიაში მოყვა და მგონი, დაიღუპა“. დედის და ბებიების განწირული კივილი ცას აღწევდა. კლდებიიც კი ტიროდნენ ობლობაში გაზრდილი ბიჭის ცოდვით.

შემოწირულია

₾22,613.35

დონორი

1431

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!

ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ მოვახერხებ. ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და ფაქტობრივად, ვერსად გავდივარ. ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა თქვენს ფონდში. იმდენი მეგობარი გყავთ, მინდა, მათ დავუმეგობრდე და მათი დახმარების იმედი მაქვს!

შემოწირულია

₾9,222.92

დონორი

514

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!

მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო! ძალიან რთული შემთხვევაა! 21 წლის გიორგი დაუნის სინდრომით დაიბადა. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, გონებრივი განვითარება კი, დაახლოებით სამი წლის ბავშვის აქვს. ბიჭის საცხოვრებელი ნესტიანი სარდაფია, სადაც ვირთხები ბუდობენ. მისი საწოლი კი ისეთია, რომ ქუჩის ძაღლიც არ დაწვებოდა. ჟანგიანი საწოლიდან ამოშვერილი მავთულები ტკივილს აყენებს გიორგის. ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი ასველებს, როდესაც სძინავს.

შემოწირულია

₾8,502.80

დონორი

520

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება… ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა! 

ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის ხიდზე დავდივართ ყოველდღე და ჩვენზე საერთოდ არაფერია დამოკიდებული! ალექსი: ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო. როგორც ყოველთვის, მინდორში წავედი. თურმე საშინელი განსაცდელი მელოდა წინ. გადარეული ხარი სრულიად მოულოდნელად დამესხა თავს. პირუტყვმა ცხენიდან გადმომაგდო და ჰაერში მათამაშებდა, ჩემს გათელვას ლამობდა თავისი უზარმაზარი ჩლიქებით. მეორედ დავიბადე იმ დღეს. მოდით, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ალექსი დიმიტრიშვილის ოჯახს. რადგან, სხვებს როცა ვეხმარებით, საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით ღმერთს.

შემოწირულია

₾24,299.03

დონორი

1167

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები

მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ჩააბარეთ. ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად. მაინც ვერ გადარჩება…“ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქალის ლამაზი და უდარდელი ცხოვრების ნგრევა. და აი, უკვე 25 წელია, ტკივილი და უსაზღვრო დარდი გულს უკლავს. ელისო: „აქ დატოვეთ, კვლევით ინსტიტუტში“ — ასე მირჩიეს, ჩემს შვილზე ექსპერიმენტების ჩატარების იმედი ჰქონდათ. მე კი ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი ბიჭი საცდელ ბაჭიად ექციათ. მას შემდეგ სახლი გავყიდე, თანხა ვისესხე, სად არ დამყავდა ბავშვი! იმ ექიმების კი, ვინც მეუბნებოდა, რომ გიორგის მდგომარეობა უიმედო იყო, ყურსაც არ ვუგდებდი. მაგრამ, როდესაც სახსრები ამოგვეწურა, ექიმებმა გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება! მათი განაჩენი ასეთი იყო! ახლა ის 25 წლისაა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს დღემდე. იმასაც ვერ მაგებინებს, რა სტკივა!

შემოწირულია

₾8,145.53

დონორი

577

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

დედის გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვას და სამუდამოდ შეწყვიტა ცემა. სრულიად პარალიზებულ ახალგაზრდას მამა გმირულად უვლის — პატარა ოჯახის დიდი ტრაგედია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.

მშობლებისთვის აუტანელი იყო ერთადერთი ვაჟის ტანჯვის ყურება. ბავშვი იზრდებოდა და თანდათან კარგავდა მოძრაობის უნარს. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ პატარა ლუკასთვის არაფერი იცვლებოდა. მისი სამყარო ისეთივე პატარა იყო, როგორც მანძილი საწოლიდან ფანჯრამდე. დადგა 1 სექტემბერი, დღე, როცა ლუკას თანატოლებმა სკოლის კარი პირველად შეაღეს. ლუკა კი მზაკვარი ავადმყოფობის გამო ისევ საწოლს იყო მიჯაჭვული და მოძრაობაც კი არ შეეძლო. დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბიჭმა თვალზე მომდგარი ცრემლებით ჰკითხა მშობლებს, რა დააშავა, რატომ არ ჰგავდა სხვა ბავშვებს. ეს კითხვა ხანჯალივით მოხვდა მშობლებს გულზე. ასე გავიდა წლები. ჩვენი პატარა ბიჭი გაიზარდა. უკვე 4 წელია, მამა გმირულად ზრუნავს ლოგინს მიჯაჭვულ, პარალიზებულ შვილზე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან ისწავლა, როგორ მოამზადოს საჭმელი და როგორ აბანაოს ერთადერთი ვაჟი. დღეს ლუკა უკვე 35 წლისაა. ახლა ის იმ ასაკშია, როცა ცოლ-შვილით უნდა ტკბებოდეს. ოჰ, დედამიწავ!!! ნუთუ ამ ბიჭის უბედურება არ გამძიმებს?!

შემოწირულია

₾22,511.97

დონორი

1438

დიახ! მსურს დახმარება!
31 - 36 of 50 items
1 4 5 6 7 8 9
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

„ყოველდღე ვუყურებ, როგორ კვდება ნელ-ნელა ჩემი სხეული.“ ლიას სჭირდება შანსი ახალი ცხოვრების დასაწყებად

„ძალიან მწარე ყოფილა იმის ცქერა, თუ როგორ კვდება ნელ-ნელა შენი სხეული. მე ხომ ყველაფერს ვაცნობიერებ, ტვინი მუშაობს, ყველაფერი დანარჩენი კი – არა. ყოველდღე დავტირი საკუთარ თავს. მეჩხუბებიან, მეუბნებიან, რომ ასე არ შეიძლება, რომ იმედი არ უნდა დავკარგო… რის იმედი? ფეხები წამერთვა, ხელებიც, ახლა ხმასაც ვკარგავ. ხანდახან, საერთოდ ვერ ვლაპარაკობ. მინდა, რომ ვინმეს რამე თვალებით ავუხსნა, მაგრამ ჩემი არავის ესმის. სწორედ ამას ჰქვია ჯოჯოხეთური ცხოვრება! მე ხომ, ჯერ ახალგაზრდა ვარ, მხოლოდ 45 წლის. წელიწადნახევრის წინ ვმუშაობდი, სიცოცხლე მიხაროდა. ვოცნებობდი, ას წლამდე მეცხოვრა! იმის მერე კი, ჩემი დიაგნოზის, გაფანტული სკლეროზის შესახებ რაც შევიტყვე, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობ.“

შემოწირულია

₾2,098.11

დონორი

154

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ასეთია 83 წლის ლიუნინა ბებოს საშინელი ცხოვრება და არაადამიანური ტანჯვა. სიცივე, შიმშილი, საშინელი ტკივილი, არეულობა. მეგობრებო, კეთილ მოხუც ქალბატონს და მის ერთადერთ მძიმედ დაავადებულ შვილიშვილს ძალიან სჭირდებათ წამლები. ამ საბრალო ოჯახის ისტორია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

როგორი სიკვდილი ჯობია? სიცივით? ავადმყოფობით? თუ სახურავის ნანგრევების ქვეშ? ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი არჩევანის წინაშე დგომა!„სანამ თბილოდა, გარეთ გვეძინა – ეზოში. გვეშინოდა, ჩვენი დანგრეული სახლის სახურავი თავზე არ დაგვმხობოდა. უკვე აცივდა. ახლა, შეუძლებელია ღამით გარეთ დარჩენა… რომელი მოგვკლავს სიცივე, თუ ეს სახლი, მნიშვნელობა აღარ აქვს! ქარის დროს ზანზარებს, უცნაურ ხმებს გამოსცემს. ამ ზამთარს ვერ გაუძლებს. ჩვენც ვერ გავუძლებთ – სიცივისგან დავიხოცებით“ – თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს ოთხმოცდასამი წლის მოხუცი ლიუნინა. მერე, დანაოჭებული ხელებით გაჭირვებით ეყრდნობა ხისგან გამოჩორკნილ ჯოხს და წინ მიგვიძღვის – „ერთ ოთახში ვართ შეყუჟულები, არც შეშა გვაქვს ზამთრისთვის და არც საკვები. მწარე სიბერე მაქვს, მწარე… თუმცა, ამ ქვეყანაში ჩემნაირი ადამიანებისთვის ტკბილი არაფერია… მხოლოდ სიკვდილი!“

შემოწირულია

₾3,162.67

დონორი

180

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
31 - 36 of 186 items
1 4 5 6 7 8 31