ამ საბრალო ადამიანებს ღია ცის ქვეშ სძინავთ! ჩვენ თუ არ დავეხმარეთ, ეს ზამთარი შეიძლება მათთვის უკანასკნელი გახდეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ამ საბრალო ადამიანებს ღია ცის ქვეშ სძინავთ! ჩვენ თუ არ დავეხმარეთ, ეს ზამთარი შეიძლება მათთვის უკანასკნელი გახდეს!

page info icon
2022 ნოემბერი 17
„სანამ თბილოდა, გარეთ გვეძინა - ეზოში. გვეშინოდა, ჩვენი დანგრეული სახლის სახურავი თავზე არ დაგვმხობოდა. უკვე აცივდა. ახლა, შეუძლებელია ღამით გარეთ დარჩენა... რომელი მოგვკლავს სიცივე, თუ ეს სახლი, მნიშვნელობა აღარ აქვს! ქარის დროს ზანზარებს, უცნაურ ხმებს გამოსცემს. ამ ზამთარს ვერ გაუძლებს. ჩვენც ვერ გავუძლებთ - სიცივისგან დავიხოცებით“ - თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს ოთხმოცდასამი წლის მოხუცი ლიუნინა. მერე, დანაოჭებული ხელებით გაჭირვებით ეყრდნობა ხისგან გამოჩორკნილ ჯოხს და წინ მიგვიძღვის - „ერთ ოთახში ვართ შეყუჟულები, არც შეშა გვაქვს ზამთრისთვის და არც საკვები. მწარე სიბერე მაქვს, მწარე... თუმცა, ამ ქვეყანაში ჩემნაირი ადამიანებისთვის ტკბილი არაფერია... მხოლოდ სიკვდილი!“
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,525.96 ₾
( 92 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ამ საბრალო ადამიანებს ღია ცის ქვეშ სძინავთ! ჩვენ თუ არ დავეხმარეთ, ეს ზამთარი შეიძლება მათთვის უკანასკნელი გახდეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          „სანამ თბილოდა, გარეთ გვეძინა - ეზოში.  გვეშინოდა,  ჩვენი დანგრეული სახლის სახურავი თავზე არ დაგვმხობოდა. უკვე აცივდა. ახლა, შეუძლებელია ღამით გარეთ დარჩენა... რომელი მოგვკლავს სიცივე, თუ ეს სახლი, მნიშვნელობა აღარ აქვს!  ქარის დროს ზანზარებს, უცნაურ ხმებს გამოსცემს. ამ ზამთარს ვერ გაუძლებს. ჩვენც ვერ გავუძლებთ - სიცივისგან დავიხოცებით“ - თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს ოთხმოცდასამი წლის მოხუცი ლიუნინა. მერე, დანაოჭებული ხელებით გაჭირვებით ეყრდნობა ხისგან გამოჩორკნილ ჯოხს და წინ მიგვიძღვის - „ერთ ოთახში ვართ შეყუჟულები, არც შეშა გვაქვს ზამთრისთვის და არც საკვები.  მწარე სიბერე მაქვს, მწარე...  თუმცა, ამ ქვეყანაში ჩემნაირი ადამიანებისთვის ტკბილი არაფერია... მხოლოდ სიკვდილი!“
„ასეთ მწარე სიბერეს, ნაადრევად სიკვდილი მერჩივნა!“
         ლიუნინა კონჯარია ქალიშვილთან და ოლიგოფრენიით დაავადებულ ერთადერთ შვილიშვილთან ერთად უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ლიუნინას ქალიშვილს მზევინარს უჭირს ავადმყოფი ვაჟის და მოხუცი დედის რჩენა და მოვლა. ის კაციცაა ოჯახში და ქალიც. ყანაშიც არ თაკილობს მუშაობას, მაგრამ ეს სეზონურია, გასამრჯელო კი მცირე. მთელი სოფლის ყანებიც რომ გათიბოს, იმდენ ფულს მაინც ვერ შეაგროვებს, საკვებიც რომ იყიდოს, წამლებიც და სახლიც შეაკეთოს.
„ასეთ პირობებში, ალბათ, აღარსად ცხოვრობენ...“
         - მზევინარ, უამბეთ ჩვენს მკითხველს თქვენს შესახებ. რამ განაპირობა ის, რომ მოგვმართეთ, რა გაწუხებთ? როგორ ცხოვრობთ?
        მზევინარი (ლიუნინას ქალიშვილი 50 წლის): საშინელ პირობებში ვცხოვრობთ. უკიდურესად გვიჭირს.  სახლი ავარიულია. ღამით ჩაცმულები ვწევართ, გვეშინია... თითქოს, ასე მზად ვართ და თუ სახურავმა ხმაური დაიწყო, მის ჩამოვარდნამდე,  გაქცევას მოვასწრებთ.
„ეს ძველი დივანი მეზობელმა მოგვცა. ჩვენს სახლში  რასაც ხედავთ, ყველა ნივთი სხვის მოცემულია.“
„სახლი ქვემოდან ლპება, ზემოდან იშლება. ამ ზამთარს ვეღარ გაუძლებს!“
         ძალიან დავიღალე, ყოველი დღე წინაზე უარესია. კარგი ცხოვრება არც არასდროს მქონია, ახალგაზრდობა სულ ტანჯვაში გავატარე. უსიყვარულოდ გავთხოვდი, როგორც მაშინ ხდებოდა... გასულ საუკუნეში... ქმარი და დედამთილი ძალიან ცუდად მექცეოდნენ - საჭმელს არ მაჭმევდნენ. ეზოში ხილის მოკრეფასაც კი მიშლიდნენ. ორსულს მცემდნენ. სწორედ ამ ცემის შედეგია, ბექა ასეთი რომ გაჩნდა.
         - როგორ, დედამთილიც ძალადობდა?
          მზევინარი: ერთხელ ნათესავებისთვის უთქვამს, ამ ავადმყოფ ბავშვს ფანჯრიდან გადავისვრი და მზევინარს დავაბრალებ,  ვითომ შვილი მან მოკლაო. ბექა მაშინ მთლად ჩვილი იყო. ჩავალაგე ჩვენი ნივთები და წამოვედი. მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა აღარ მქონია ყოფილი მეუღლის ოჯახთან. იმ დღიდან დედასთან ერთად ვცხოვრობ.
„ბექას გონებრივ ჩამორჩენილობასთან ერთად, ნერვული აშლილობაც აწუხებს, წამლები მუდმივად სჭირდება...“
          - ბექას მდგომარეობის შესახებ გვიამბეთ.
          მზევინარი: მას გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს. სკოლაში სულ თან დავყვებოდი. მარტო ვერ დადიოდა. ვერაფერს ითვისებდა, თუმცა ვცდილობდი, ანბანი მაინც რომ ესწავლა...  აი, ასე სამუდამოდ დაღუპეს მისმა მამამ და ბებიამ... ბექას ხშირად აწუხებს თავის ტკივილი. წნევა დაბლა უვარდება და მერე თავის თავს აღარ ჰგავს. ამ დროს აგრესიულია. ის რეგულარულად უნდა იღებდეს წამლებს. მაგრამ მხოლოდ ერთი წამალი ფინანსდება. დანარჩენი მე უნდა შევუძინო. ამის საშუალება კი, არ გვაქვს. წამლები დედასაც სჭირდება...
          ლიუნინა: ფეხები მისივდება, შვილო. მაღალი წნევა მაწუხებს. თირკმელებში კენჭები მაქვს და ხანდახან ისეთ დღეში ვვარდები... მაგრამ, მე რა საფიქრალი ვარ?! ჩემი ნაშიერი მედარდება. სანამ შემეძლო ვეხმარებოდი მაცაცოს (მზევინარს), მაგრამ ახლა აღარაფერი შემიძლია, ტვირთად ვაწევარ. მალე მოვკვდები და ჩემი დასასვენებელი ადგილიც არ აქვთ, სამუდამო გზაზე ადამიანურად რომ გამაცილონ.
„საქართველოს მოხუცები,  ყველაზე უბედური მოხუცები ვართ!“
          - კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლოთ, სიკვდილზე ნუ ფიქრობთ...
          ლიუნინა: ჩემი ხნის ადამიანი მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობს, მითუმეტეს, როდესაც უნდა, მწარე სიბერეს და გაჭირვებას რომ გაექცეს. აბა, ეს რა ცხოვრებაა, როცა საჭმელი გენატრება და ნისიიდან ნისიამდე ძლივს გაგაქვს თავი?! პენსიით, მაღაზიაში აღებულ ვალებსაც რომ ვერ ისტუმრებ და თითქმის მშიერი რჩები?! ეს სახლი? შეხედეთ, განა ეს ადამიანების საცხოვრებელია?! ქართველი მოხუცები, ალბათ, ყველაზე უბედური მოხუცები ვართ! საცოდავ „კაპიკებზე“  გვიწევს ცხოვრება, როგორც მათხოვრებს. რამე თუ წამოგტკივდა, დამთავრებულია შენი საქმე!
          - თქვენი პენსიის გარდა, კიდევ რა არის ოჯახის შემოსავალი?
          მზევინარი: ბექას ინვალიდობის პენსია 200 ლარი, სოციალური დახმარება 50 ლარი, რომელსაც მხოლოდ ბექა და დედაჩემი იღებენ. მე არ მაძლევენ და დღემდე ვერ გავარკვიე, რატომ... ჩინოვნიკები ათასებს იღებენ, ათი ათასებს იპარავენ და ჩემნაირი ღატაკისთვის, 50 ლარიც კი ენანებათ!
           - ნათესავები თუ გეხმარებიან?
           ლიუნინა:  მათ რა აქვთ, ჩვენ რომ დაგვეხმარონ? კიდევ ერთი ქალიშვილი მყავს. გალში ცხოვრობს, მეუღლე ავად ჰყავს, სახლი სამჯერ დაუწვეს. კონფლიქტის ზონაა და რთულია იქ ცხოვრება. ისიც უკიდურესად გაჭირვებულია, მაგრამ ვინ არის პატრონი?!  ძალიან მედარდებიან ჩემი შვილები. ყოველდღე დავტირი ჩემს უბედურ ცხოვრებას.
           - ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაინტერესდა თქვენი მდგომარეობით?
           მზევინარი: ორი წლის წინ, ნახევრად გაკეთებული საქმით „გვცეს პატივი“.  ამ პატარა მოშენებისთვის ბლოკი მოგვცეს. მაგრამ სახურავი ვერ დავახურეთ და არის ასე უსარგებლოდ.
„ამ პატარა ოთახის დასრულება მაინც რომ მოგვეხერხებინა, ზამთარში თავს შევაფარებდით.“
       - რა არის თქვენი მთავარი პრობლემა, ყველაზე მეტად რის მოგვარებას ისურვებდით?
       ლიუნინა: მე არაფერი მინდა. მშიერი ვიქნები. ოღონდ ეს ბავშვი წაგვაყვანინა ექიმთან, გვაყიდინა წამლები, რომ დაწყნარდეს. კიდევ ეს სახურავი შეგვაკეთებინა ან სახლი გაგვამაგრებინა ისე, რომ ღამით დავიძინოთ ადამიანურად. სიმშვიდე მენატრება, ჩემო კეთილო ხალხო. თქვენი და უფლის იმედითღა ვარ. მჯერა, რომ გულთან ახლოს მიიტანთ ჩემს ვედრებას, როგორც საკუთარი ბებიის თხოვნა-მუდარას და მომეხმარებით.
***
          მეგობრებო, ამ საბრალო ოჯახს ესაჭიროება დახმარება. თქვენ თავად შეგიძლიათ ესტუმროთ და ადგილზე ნახოთ, თუ რა მძიმე პირობებში უწევთ ამ ადამიანებს არსებობა. დიახ, არსებობა, რადგან ამას  ნამდვილად ვერ დავარქმევთ ცხოვრებას. ეს არის არსებობა  და ბრძოლა გადარჩენისთვის!
          თუ თქვენ გადაწყვეტთ ესტუმროთ ლიუნინა ბებოს, მას უბრალოდ ძალიან გაახარებთ. არ დაგავიწყდეთ ჩაინიშნოთ მისი მისამართი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი შუახორგა.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კონჯარიების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
         შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
         თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!


აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help