დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

1 2

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ცამეტი წლის მარიამს არც ლაპარაკი შეუძლია, არც მოძრაობა. დიდება უფალს, ბავშვმა არ იცის, რომ ყოველი დღე, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის! მარიამის სრულად განკურნება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, თუმცა, საქართველოში რა ვიცით მედიცინის უახლესი მიღწევების შესახებ? და ახლა, ჩვენ ფონდში, ყველამ ერთად უნდა ვეძიოთ სასწაული! ეს ულამაზესი გოგონა კი, უბედურმა შემთხვევამ რომ არ შეიწიროს, სახლში მრავალი უბრალო საყოფაცხოვრებო მოწყობილობა და ნივთია საჭირო. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

შემოწირულია

₾4,767.05

დონორი

332

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

27 წლის გვანცა ახალგაზრდა დედაა, ის ცხრა თვის ორსულია, ბავშვს ელოდება. ის მძიმედ შრომობს ბოსტანში! ახალ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს! რა საშინელებაა! მთელი საქართველო ხომ, მის ჯანმრთელ შვილს ელოდება! მაგრამ, დანარჩენ ბავშვებს და ოჯახს ხომ, საკვები სჭირდებათ… დავეხმაროთ, მეგობრებო, ახალი სიცოცხლე რომ დაიბადოს!.. ქალი ილოცებს თქვენთვის, ჩვენ კი, ფონდში აღარ დავუშვებთ, რომ იმუშაოს… ყველა საჭირო პროდუქტს მივაწვდით, სანამ თქვენი გულები მის დასახმარებლად გაიხსნება… ამგვარად, ჩვენ ვიზრუნებთ მასზე და ყველას გვჯერა, რომ ეს ჩვენი მისიაა და უფლის ნება!

შემოწირულია

₾4,714.49

დონორი

347

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

გადაარჩინეთ, მეგობრებო, გადაარჩინეთ ადამიანი – მარტოხელა ირინა! სხვა ვერავინ გადაარჩენს! სასტიკ ტანჯვას ბოლო არ უჩანს! და ჩვენს გარდა ეს პრობლემა არავის აწუხებს! ის თურქეთშია გამოსაკვლევი, რადგან საქართველოში უარი განაცხადეს მარტოხელა და მატერიალურად ღარიბი ქალბატონის გამოკვლევაზე! ესენი ადამიანები არიან? თუ მათ დაავიწყდათ რომ ადამიანის სიცოცხლე ღმერთისგან არის ნაბოძები! ძალიან გთხოვთ, ნუ გაიკეთებთ რთულ ოპერაციებს ადგილობრივ კლინიკებში ასეთი შედეგი რომ არ დადგეს! და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფული გაქვთ! მთელი ცხოვრების განმავლობაში სამკურნალოდ მაინც არ გეყოფათ! „სირთულეებისა და თავის ოპერაციების შემდეგ ქართულ კლინიკებში, ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს! და კარგია, რომ დღეს საქართველოში ასობით ათასი ვართ! ისე კი – გარწმუნებთ, საერთო დახმარების გარეშე, არც მდიდარს ეყოფა ფული მკურნალობისთვის!“ ახლა საუბარია, სულ მცირე, გამოკვლევაზე მაინც, რადგან საქართველოში ირინას სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს მტკივნეული სიკვდილი და საშინელი ტანჯვა! ვის სჭირდება ის აქ? – ასე განსაჯეს მაღალ კაბინეტებში მჯდომმა ჩინოვნიკებმა! ხოლო ის, საბრალო, ისევ იბრძვის და იბრძვის სიკვდილთან! სიცოცხლე ძალიან უნდა! არ შეიძლება არ დაეხმარო! არ შეიძლება!

შემოწირულია

₾4,702.82

დონორი

388

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
355 - 360 of 1261 items
1 58 59 60 61 62 211

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის