დედა ელენე: ბოდიშს გიხდით, ამდენი თხოვნით რომ გაწუხებთ, მაგრამ ეს ხომ ჩვენი საერთო საქმეა. არ დაგიმალავთ, თქვენი იმედი მაქვს. (იღიმის.) ყოველთვის გვჭირდება წამლები, პამპერსი, სველი ხელსახოცები, ასევე აბაზანისა და საპირფარეშოს საწმენდი საშუალებები. სამი მწოლიარე ბებიის მოსავლელად სპეციალურ გამწმენდ ქაფს ვიყენებ. იქნებ, ვინმეს მოუნდეს, ფორტეპიანო რომ აჩუქოს თავშესაფარს? შესაძლოა, ახალი არა, მაგრამ კარგ მდგომარეობაში. მეტი დადებითი ემოცია სჭირდებათ ბებიებს და ძალიან გაახარებდათ. ან იქნებ, ვინმემ კონცერტი ჩაატაროს? აი, ისეთი, ქართულ–გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეებმა რომ ჩაატარეს. ოჰ, რა ლამაზი დღე იყო! გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ის სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ჩვენი თავშესაფრის მაცხოვრებლები სხედან, წვიმისა და ქარისგან დაცული უნდა იყოს. მეტალოპლასტმასი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ამ საკითხის მოგვარებაშიც გთხოვთ დახმარებას. თავშესაფარ „ლაზარეთს“ რეგულარულად ესაჭიროება მედიკამენტები, პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები და ქიმიკატები. ბებიების პირადად მონახულება ასევე შესანიშნავი აზრია! ძალიან გაუხარდებათ და დიდხანს ემახსოვრებათ ასეთი დღე!