რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ერთადერთი შვილის ტანჯვის ყურება ოცდათორმეტი წლის განმავლობაში — უმძიმესი განაჩენია მოსიყვარულე დედისთვის!

 „ჩემი ერთადერთი შვილი ფილტვების ანთებით კინაღამ დაიღუპა. ოთხთვე-ნახევრის განმავლობაში საავადმყოფოში ვცხოვრობდით, მამუკას ერთი წუთითაც გვერდიდან არ მოვშორებივარ. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. ექიმები მომაკვდავი პაციენტებისთვის განკუთვნილ პალიატიურ განყოფილებაში მირჩევდნენ მის გადაყვანას, მაგრამ უარი ვთქვი“. ჩვენ წინაშეა უბრალო ქართველი ქალის თავგანწირული სიყვარულისა და გმირობის — ნამდვილი დედის მაგალითი. ცხარე ცრემლებით ტირის საკუთარი უმწეობის გამო. რცხვენია, დახმარებას რომ ითხოვს, მაგრამ მას არავინ ჰყავს ჩვენ გარდა. დაეხმარეთ ლალის ერთადერთი შვილის გადარჩენაში, რომელსაც მთლიანად მიუძღვნა თავი! მეგობრებო, მამუკას სიცოცხლე ჩვენს ხელთაა! თითოეული თქვენგანის დახმარებას შეუძლია, სიცოცხლე გაუხანგრძლივოს მას!

შემოწირულია

₾18,461.89

დონორი

949

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მძიმედ დაავადებული რვა წლის ზაური სიკვდილის პირას არის იმის გამო, რომ უკვე (წარმოგიდგენიათ?!) სამი თვეა წამლებს ვერ იღებს და ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით იტანჯება!

მეგობრებო, დიდი უბედურება ხდება! რვა წლის ზაურს ეპილეფსია აქვს. წარმოგიდგენიათ, ბავშვს უკვე სამი თვეა წამლები არ მიუღია!!! მის საბრალო მშობლებს არც აბების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და ახლა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რადგან არ იციან, ზაურს კრუნჩხვები როდის დაეწყება და უსიცოცხლოდ ძირს როდის დაეცემა. პირადად ჩემი და ფონდის სახელით თხოვნით მოგმართავთ: მოდი ამ ოჯახს გავუზიაროთ ჩვენი გულების სითბო და დავანახვოთ, როგორ შეუძლიათ საქართველოში სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა! დიდსულოვნების ძალა ხომ სწორედ ეს არის — სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხმარებით და სამაგიეროდ არაფერს ველით!

შემოწირულია

₾7,824.96

დონორი

449

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

SOS! SOS! SOS!!! 11 წლის ხათუნას ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ესაჭიროება სასწრაფოდ! გულმოკლული დედის ვედრებაა, მისი გოგონა ტანჯვისგან ვიხსნათ!

ეს  11 წლის ხათუნაა. ბავშვს  ცერებრული დამბლა და ეპილეფსია აქვს.  არ შეუძლია სიარული, ლაპარაკი. საწყალ გოგონას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ღმერთო, ღმერთო, ეს პატარა ნაზი არსება როგორ იტანჯება!  თანაც ხათუნა ხომ სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ერთი თვის ასაკში ექიმებმა აცრა გაუკეთეს და მას შემდეგ გართულდა ბავშვის მდგომარეობა. საქართველოში უამრავი ასეთი შემთხვევა ხდება, როდესაც ანგელოზივით გოგო-ბიჭები ექიმების დაუდევრობას და უცოდინრობას ეწირებიან. პასუხს ვინ მოსთხოვს? მათი „სასჯელი“ მხოლოდ 1-თვიანი ლიცენზიის ჩამორთმევით შემოიფარგლება. მერე კი კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი ბავშვის ცხოვრებას აქცევენ ჯოჯოხეთად. კეთილო  ადამიანებო, გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ღეროვანი უჯრედის გადანერგვა და სპეციალური ეტლი! ამ ოპერაციის შედეგად კი იცით, რა მოხდება?  დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვმა ლაპარაკი და სიარული თანდათან შეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ანგელოზი გოგონა მეორედ დაიბადება, თქვენ კი დამსახურებულად შეგიძლიათ უწოდოთ საკუთარ თავს მისი ნამდვილი მხსნელი!  ჩვენი ჭეშმარიტი მაცხოვარი კი არის უფალი! როგორც ყოველთვის, ბრძნული ციტატა მოგვყავს ბიბლიიდან: ღმერთი საიმედო ხელს გამოგიწვდის, როდესაც ურთულეს ვითარებაში იქნები! ეს სასწაული რომ მოხდეს, უბრალოდ გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ საბრალო ბავშვისა და მისი დედის გასაჭირი და ტკივილი!

შემოწირულია

₾6,494.85

დონორი

410

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

არ დაიჯერებთ, რა აღელვებული ვუყურებდი თქვენს სიუჟეტებს უბედური და ავადმყოფი ადამიანების შესახებ და ძალიან მიხაროდა! ახლა კი ჩვენც გაგვიმართლა!

მეგობრებო, მადლობას გიხდით ზურაბიშვილების ოჯახის თანადგომისთვის. დაე, ამ პოსტის დასასრულმა თქვენს გულებში სევდა კი არა, დახმარების სურვილი აღძრას. გასაჭირს ცრემლის ღვრა ვერაფერს უშველის. თანაგრძნობის განცდა არის მნიშვნელოვანი და საოცარი, მაგრამ ჩვენი ქმედებები უფრო მნიშვნელოვანია. დალოცვილები ყოფილიყავით!თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

შემოწირულია

₾8,739.54

დონორი

462

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

მოკრძალებულ, გონიერ და წარმატებით უნივერსიტეტდამთავრებულ 21 წლის ხულოელ ანას ხელზე მაჯა და მტევანი არა აქვს. წარმოიდგინეთ გოგონას ემოციური განცდები! თანაც ის ხომ ცოლიც უნდა გახდეს და დედაც!

წარმოიდგინეთ გოგონას ემოციური განცდები! თანთც ის ხომ ცოლიც უნდა გახდეს და დედაც! ქალისთვის ინვალიდობა ყველაზე დიდი სასჯელია ამქვეყნად! ვინც ახლა კითხულობთ ამ პოსტს, ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორ დაიტანჯებოდა თქვენი საყვარელი ქალიშვილი ასეთი საშინელი ფიზიკური დეფექტის გამო! მადლობა ღმერთს, თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლიათ ეს მშვენიერი გოგონა უნაკლო გახადონ! მაგრამ ამისთვის საჭიროა დასავლური ექიმები და ძალიან ძვირადღირებული მასალები. ანის ერიდება პროთეზირებისთვის დახმარების თხოვნა. „როგორ შევაწუხო უცხო ადამიანები?“ – წაიჩურჩულა გოგონამ და თავი დახარა, რომ მე, კორესპონდენტს, არ დამენახა მის თვალებზე მომდგარი ცრემლი. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ, ფონდში, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ გულკეთილი ადამიანები ამ სასიამოვნო გოგონაში საკუთარ ქალიშვილს, დას ან შვილიშვილსაც კი დაინახავენ. თუ გულმოწყალებას გამოვავლენთ, გადაჭარბების გარეშე ვამბობთ, ჩვენ სიცოცხლეს ვაჩუქებთ ან ლამაზ და მორცხვ ქართველ გოგონას! ის კი თავის შვილებს მოუყვება, რა კეთილი თანამემამულეები ჰყავს და, რაც ყველაზე მთავარია, უფალთან ხომ მხოლოდ კეთილი საქმეები მიგვიყვანს. ამაზე მეტს მთელ ქვეყნიერებაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს ღვთისთვის! დაეხმარე, ღმერთო!

შემოწირულია

₾2,540.41

დონორი

160

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

გიო: „კეთილმა ადამიანებმა ყველაფერი მაჩუქეს, რაც სხვა ბავშვებს აქვთ!“

თქვენ დაეხმარეთ დაქვრივებულ ქალს და მის ორ შვილს და საგრძნობლად გააუმჯობესეთ მათი საცხოვრებელი პირობები. გიო და ნინო ბედნიერები არიან და საჩუქრების დღეს ზეიმობენ! თეონას კი კვლავაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, შვილის ავადმყოფობის გამო ვერ იმუშავებს. იმისთვის, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ, მადლობას გიხდით და გლოცავთ! თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენი ფეისბუქის პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ. მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

შემოწირულია

₾17,779.93

დონორი

1167

დიახ! მსურს დახმარება!
49 - 54 of 133 items
1 7 8 9 10 11 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

გაჭირვებულები

You helped

დაეხმარეთ საქართველოს ობოლ ბავშვებს! სამი ბიჭი მამის გარეშე დარჩა!

შეგვიძლია დავეხმაროთ, „მენაღმეები“ გამოვიძახოთ. მაგრამ, მათი მომსახურება ძვირი ღირს და უფასოდ ნამდვილად არ მოვლენ! – რა მიზეზით გარდაიცვალა? მელანო: 16 აპრილს, დილით ადრე დღიურ სამუშაოზე მიდიოდა, გვაკოცა მე და მძინარე ბავშვებს და გავიდა. ვაცილებდი… ღმერთო, უეცრად, გულზე იტაცა ხელი და ჩემს ფეხებთან ჩაიკეცა. ის ჩვენი მარჩენალი იყო და მსოფლიოში საუკეთესო მამა! ახლა კი, ყველაფერი მე დამაწვა მხრებზე! ბავშვებს ხომ, ჩაცმა და ჭამა სჭირდებათ, კიდევ, ნიკოლოზის ეს საშინელი დაავადება! ყოველდღე ვიღვიძებ და ღმერთს ვთხოვ გადაგვაგორებინოს კიდევ ერთი დღე. თითქოს, ნაღმზე ვსხედვართ. არ ვიცი, როდის რა მოგვკლავს – წუხს მელანო! მე ხომ, სრულიად მარტო ვარ ამქვეყნად! ნიკოლოზს კი, თუ ძვირადღირებულ მედიკამენტებს არ მიიღებს, კრუნჩხვები ემართება ყოველ 15-20 წუთში.

შემოწირულია

₾9,224.57

დონორი

646

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

თქვენი დამსახურებით, ჩემი შვილი ხელახლა დაიბადა! ის თავიდან სწავლობს სიარულს!

ციალა (დედა): „ოპერაციის წინ, ექიმმა თქვა: „მიმყავს და გაითვალისწინეთ, რომ სიმაღლეში ორჯერ გაზრდილი დაგიბრუნდებათ“. საოცარი შეგრძნებაა, ჩემს შვილს წელში გამართულს რომ ვხედავ!“ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, 17 წელი, ცერებრული დამბლის გამო შალვა ნახევრად მოხრილი ფეხებით დადიოდა. მთელი 17 წელი იმაზე ოცნებობდა, რომ ოდესმე, წელში გამართული, სწორი ფეხებით სიარულს შეძლებდა. რამდენიმე დღის წინ ეს ამაღელვებელი, ნანატრი მომენტი დადგა ამ ოჯახისთვის. დედამ, ბებიამ, მთელმა ოჯახმა შალვა ისეთი დაინახა, როგორიც უფალმა ჩაიფიქრა — მაღალი, ალვის ხესავით ტანადი ყმაწვილი, უბედნიერესი ღიმილით. მთელი ჩვენი ქვეყნის დამსახურებით, შალვამ ფეხზე დადგომა შეძლო! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ერევანში ჩატარებული ოპერაციის საფასური გადაიხადეს. „ახლა ჩემზეც და დედაზეც უფრო მაღალია! — ამბობს მანანა ბებო. — ეს უდიდესი დღეა ჩვენს ცხოვრებაში!“

შემოწირულია

₾28,020.95

დონორი

1995

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ეპილეფსიის ერთი შეტევის გამო, შეიძლება ცოცხლად დაიწვას მთელი ოჯახი! ჩვენს სამ გოგონას თუ არ ვუმკურნალებთ და არ ვასწავლით ლაპარაკს, სასწრაფოს ან სახანძროს გამოძახებას ვერავინ შეძლებს!

მათ მშობლებს, საავადმყოფომდე მისვლაც კი არ შეუძლიათ – თავადაც მძიმედ ავად არიან! მაგრამ, ბავშვების გადარჩენა, ჯერ კიდევ შეიძლება! იმისთვის, რომ გავიგოთ, რა დაავადებები აწუხებთ, სჭირდებათ ექიმების დახმარება, გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი თანხები! და რაც მთავარია, თანაგრძნობა! ერთად, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ!
„თოჯინა, საწოლი და „კუბიკა“… ლობიო, მაგიდა…“ – გაუთავებლად იმეორებს პატარა მარი და თითებს კეცავს, რომ არაფერი დაავიწყდეს. მან მხოლოდ თავისთვის კი არა, მისი დაიკოებისთვისაც უნდა გვთხოვოს – მათ ხომ, ლაპარაკი არ შეუძლიათ.

გულსაკლავად შეჭირვებულები და უმწეოები არიან! მეგობრებო, მათზე ჩვენს გარდა ვერავინ იზრუნებს!

შემოწირულია

₾2,541.81

დონორი

187

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

ეპილეფსიის მძიმე შეტევები იოსების დაუძლურებულ სხეულს ანადგურებს. ღმერთო, როგორ იტანჯება ეს ბავშვი. ერთხელ თვალი რომ მოჰკრათ მის სატანჯველს, ვერასოდეს დაივიწყებთ! რომ არ მოკვდეს, მას წამლები სჭირდება, მის და-ძმებს კი – პური. დედას კი, ორივეს ყიდვის საშუალება არ გააჩნია! ბავშვები უნდა გადავარჩინოთ!!!

კრუნჩხვის დროს, პატარა იოსებს ძვლები ემტვრევა! ახლავე თუ არ დავეხმარებით, ამდენი ტანჯვის შემხედვარე, მისი ოჯახიც ყველაზე უბედური იქნება ამ ქვეყნად!
საბრალო იოსები საშინლად იტანჯება ეპილეფსიის შეტევის დროს. წელიწადნახევრის წინ კი, კრუნჩხვის მომენტში კუნთები იმდენად დაეჭიმა, რომ ფეხიც კი მოსტყდა… წარმოგიდგენიათ, რამხელა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს პატარა ბიჭუნა! ამას ხომ, ზოგი დიდიც ვერ აიტანდა! ისე ეჭიმება კუნთები, თითქოს „სურთ“, ყველა ძვალი რომ დაემტვრეს.
მისი ტანჯვის შემხედვარე კი, მისი დედიკო განიცდის ყველაზე საშინელ ტკივილს! ეს ხომ, არა მხოლოდ იოსების, არამედ დედის ტკივილიც არის! ამის ყურება უდიდესი სასჯელია ამ ქვეყნად!

შემოწირულია

₾20,455.72

დონორი

1329

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

მოსიყვარულე დედისთვის არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ექიმებისგან იმის მოსმენა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასოდეს იქნება! და იმაზე უფრო დიდი სიყვარულიც არ არსებობს, ვიდრე დედის, რომელიც მძიმედ დაავადებული შვილის ცხოვრებით ცხოვრობს!

მერაბი ყოველ საღამოს ეხვეწება დედას, წამალი დაალევინოს. ვერ ხსნის, რა სტკივა, ამბობს, რომ ფეხებზე ცეცხლი ეკიდება! უკვე 14 წელია, დედა შვილთან ერთად იტანჯება, სულ ხელით დაჰყავს. ხანდახან, ეტლში ჯდომისას, ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, დედას ეშინია, ძვლები არ დაემტვრეს.
მადონა: მერაბი დღენაკლული დაიბადა, შვიდთვიანი, ორ კილოგრამსაც არ იწონიდა. ინკუბატორში დააწვინეს და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე კი, რატომღაც მეფიქრებოდა, რომ არაფერი გველოდა კარგი წინ. წლამდე გაუჩერებლად ტიროდა! ექიმებიც კი ვერ იგებდნენ, რა სჭირდა, რა აწუხებდა. მერე კი, დაუსვეს ყველაზე საშინელი დიაგნოზი – ბავშვთა ცერებრული დამბლა. აქ დაგვაიმედეს, რომ ოპერაცია უშველიდა, თურქეთში კი გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ დაამძიმებდა მდგომარეობას, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება. ჩვენც შევეგუეთ ბედს…

შემოწირულია

₾41,397.88

დონორი

2873

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
49 - 54 of 944 items
1 7 8 9 10 11 158