ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ახლა ისე ვატარებ დროს, როგორც მინდოდა! წინ, ჩემო ახალო ეტლო!

calendar დეკემბერი 3, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

Merabiko feels so confident in his new electric wheelchair that he’s now the leader among his peers: “Follow me, my royal court!”
He presses the remote, and with a happy smile, moves full speed ahead! Everyone’s happy, and no one minds being part of Merabiko’s “court,” chasing after his wheelchair along the beautiful autumn path. Merabiko stops his wheelchair to show the kids: “They built me a new house!” And this isn’t just play—it’s the pure truth! Friends of the Chernovetskyi Fund not only brought the boy an electric wheelchair so he could enjoy being outside but are also building him a new home almost from scratch!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მოსიყვარულე დედისთვის არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ექიმებისგან იმის მოსმენა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასოდეს იქნება! და იმაზე უფრო დიდი სიყვარულიც არ არსებობს, ვიდრე დედის, რომელიც მძიმედ დაავადებული შვილის ცხოვრებით ცხოვრობს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 

მერაბი ყოველ საღამოს ეხვეწება დედას, წამალი დაალევინოს. 

ვერ ხსნის, რა სტკივა, ამბობს, რომ ფეხებზე ცეცხლი ეკიდება! უკვე 14 წელია, დედა შვილთან ერთად იტანჯება, სულ ხელით დაჰყავს. ხანდახან, ეტლში ჯდომისას, ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, დედას ეშინია, ძვლები არ დაემტვრეს.

მადონა: მერაბი დღენაკლული დაიბადა, შვიდთვიანი, ორ კილოგრამსაც არ იწონიდა. ინკუბატორში დააწვინეს და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე კი, რატომღაც მეფიქრებოდა, რომ არაფერი გველოდა კარგი წინ. წლამდე გაუჩერებლად ტიროდა! ექიმებიც კი ვერ იგებდნენ, რა სჭირდა, რა აწუხებდა. მერე კი, დაუსვეს ყველაზე საშინელი დიაგნოზი – ბავშვთა ცერებრული დამბლა. აქ დაგვაიმედეს, რომ ოპერაცია უშველიდა, თურქეთში კი გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ დაამძიმებდა მდგომარეობას, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება. ჩვენც შევეგუეთ ბედს…

 

 

 „დედა კვდება იმ მომენტში, როდესაც იგებს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასდროს იქნება. მერე კი, ხელახლა იბადება მხოლოდ იმისთვის, რათა იზრუნოს მასზე“

– რა იგრძენით იმ მომენტში, როდესაც მიხვდით, რომ თქვენი შვილი ვერასდროს იქნება ჯანმრთელი, რომ ფეხზე ვერასდროს გაივლის?

მადონა: ყველა დედა კვდება იმ მომენტში, როდესაც იგებს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასდროს იქნება. მერე კი, ხელახლა იბადება მხოლოდ იმისთვის, რომ იზრუნოს მასზე. მეც რამდენიმე დღე ვტიროდი. მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა, მერე კი მივხვდი, რომ ჩემი შვილიც მოკვდება, დარდით თუ მოვიკლავ თავს! ამიტომ, თავი ხელში ავიყვანე და ღმერთს შევპირდი, რომ ჩემი ბიჭი სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს, რომ სახლში არ გამოვკეტავ და მისი ტარება ზურგითაც რომ მომიწიოს, ეს აუცილებლად უნდა შევძლო.

 

 „რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თანატოლებთან იმეგობროს და დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი.“

– როგორ ვითარდებოდა მერაბი?

მადონა: ყოველთვის სჭირდებოდა განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება. მისი პატარა სხეული ყველაზე უბრალო მოძრაობებსაც კი ვერ აკეთებს. მერაბი მისი თანატოლებივით ვერ დადიოდა, ვერ ჭამდა, ვერ თამაშობდა. პატარაობიდან დამოკიდებულია ჩემზე და ეტლზე. ჩემს გარეშე, ვერ იცოცხლებს ერთ დღესაც კი. ბაღში  დამყავდა, სკოლაშიც მივიყვანე. ჩვეულებრივ სკოლაში, უნარშეზღუდული ბავშვებისთვის კი არა. ძალიან მიჭირს მისი ეტლით ტარება ყოველდღე, მერე ლოდინი და წამოყვანა გაკვეთილების შემდეგ, მაგრამ ჩემს შვილს მეგობრებთან ურთიერთობას და თანატოლებთან ერთად ყოფნის შესაძლებლობას ვერ მოვაკლებ.

 

 „ხანდახან მგონია, რომ მე და დედას რაღაც გვაკავშირებს ერთმანეთთან.“

მერაბი (13 წლის): სკოლა, დედიკო და ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს. არასდროს არაფერი უწყენინებიათ ჩემთვის და ყოველთვის ვუყვარდი!

მადონა: კარგი თანაკლასელები ჰყავს მერაბს, მის გარეშე არ ჩაივლის არცერთი ღონისძიება. ექსკურსიაზეც კი მიჰყავთ და ზრუნავენ მასზე. ეხმარებიან გაკვეთილების შემდეგ.

– ალბათ, ყველა დედა ვერ შეძლებს, მთლიანად შვილის აღზრდას რომ მიუძღვნას თავი!

მადონა: საოცარ ძალას გვაძლევს უფალი. ყველაფერზე მზად ვარ, მისთვის განსაკუთრებული რომ გავხადო ყოველი დღე! არ დაიჯერებთ, ვმუშაობ კიდეც. გვიჭირს და შემწეობა არ გვყოფნის მერაბისთვის პამპერსისა და წამლების საყიდლად. მე და ჩემი მეუღლე სოციალური პროგრამის ფარგლებში ვმუშაობთ. როდესაც სახლში არ ვარ, მერაბს ჩემი მეუღლე უვლის, სამსახურშიც ძალიან მეხმარებიან გოგოები.

 

 

 „ჩემი შვილისთვის ვიცოცხლებ, მისი ფეხები მე უნდა ვიყო.“

 

 

 „მისი ხელებიც მე უნდა ვიყო.“

 – რომელი მედიკამენტები სჭირდება მერაბს?

 მადონა: ჩემი ბიჭი ძალიან იტანჯება სახსრებისა და ძვლების ტკივილით. დეფორმირებული აქვს ფეხები. დაძინების ეშინია. ძილის წინ თუ არ დავალევინე წამალი, საშინელი ტკივილი აღვიძებს. ყვირის: „დედა, ძვლები მეწვის, ფეხი მომტყდება ახლა!“ სხვაგვარად ვერ ხსნის თავის მდგომარებას. ჩემი შვილისთვის მხოლოდ დედა კი არა, ექთანიც ვარ, ფიზიოთერაპევტიც და საუკეთესო მეგობარიც. ერთხელაც არ შემისვენია, მისი ტკივილი ჩემი ტკივილია, მისი სიხარული კი, ჩემი სიხარული.

 

 

 

 „სპეციალური სავარძელი, რომელშიც მერაბს ჯდომა შეუძლია, საშინელ მდგომარეობაშია. იმის მაგივრად, რომ ბავშვს შეუმსუბუქოს ისედაც რთული მდგომარეობა, უარეს დისკომფორტს უქმნის.“

– მადონა, ასაკის მატებასთან ერთად, წონაშიც იმატებს მერაბი და ალბათ, მისი ხელით ტარებაც სულ უფრო გიჭირთ.

მადონა: დიახ, ხერხემალი ძალიან მტკივა. მაგრამ, მე მზად ვარ ჩემი შვილი სიცოცხლის ბოლომდე ვატარო ხელით და ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის, ეს ქმედებაა, ჩემი დედობრივი სიყვარულის სიმბოლო. დედებს ხომ, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მუდამ დაჰყავთ შვილები ხელით?

 მერაბი: მგონია, რომ რაღაც გვაკავშირებს მე და დედიკოს! მუდამ ერთად ვართ, მაგრამ მაინც მენატრება. 

 – მერაბ, რა გინდა გქონდეს, დედა ასე ძალიან რომ არ გენატრებოდეს?

 მერაბი: არ ვიცი. როდესაც ტელევიზორი მქონდა, მულტფილმებს ვუყურებდი ხოლმე. პლანშეტიც გვქონდა. დედიკო მეხმარებოდა, ვთხოვდი ხოლმე: „ჩამირთე თოფზე.“ და მირთავდა. ხელებს ვერ ვამოძრავებ. დედაა ჩემი ხელები. ვერც ფეხებს ვამოძრავებ, ჩემი ფეხებიც დედაა.

 

 

 

 „სიარული არ შემიძლია, მაგრამ მეც მაქვს ოცნებები სხვა ბავშვებივით.“

მადონა: ისეთი კარგი ბიჭი მყავს. ყველაფრისთვის მადლობას მიხდის. წამალს რომ დავალევინებ მადლობას მეუბნება, სკოლაში რომ მიმყავს, მაშინაც. ბავშვი კი არა, ნამდვილი ანგელოზია!

– მადონა, ამ ანგელოზსა და მის ფრთებს, ანუ თქვენ, რით შეგვიძლია შევუმსუბუქოთ ცხოვრება?

მადონა: მერაბს სჭირდება ახალი ეტლი. ძველში ჯდომა წამებად ექცა. ისედაც ყველაფერი სტკივა, ეს დანგრეული ეტლი კი, მხოლოდ დისკომფორტს უმატებს. კიდევ პამპერსი და მედიკამენტები სჭირდება. სოციალური შემწეობისა და პენსიის თანხა პროდუქტებზე მაქვს გათვლილი. ეკონომიურად ვყიდულობ ყველაფერს, მერე მთელი თვე შიმშილობა რომ არ მოგვიწიოს. რა თქმა უნდა, არ გვაქვს გემრიელი და ჯანსაღი კვება, მაგრამ არ ვშიმშილობთ. კიდევ მინდა, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის მოხერხებული საწოლი რომ გთხოვოთ, სულ ეს არის!

 

 

 „მერაბს სასიცოცხლოდ სჭირდება მოხერხებული ეტლი და წამლები.“

მერაბი: შეიძლება, პლანშეტი და ტელევიზორი რომ გთხოვოთ? წინააღმდეგი თუ არ იქნება დედა. სხვა არაფერი შემიძლია. სათამაშოებით ვერ ვთამაშობ, ველოსიპედსაც ვერ ვატარებ, ვერც ვხატავ. მხოლოდ ყურება შემიძლია, ისიც, დედიკოს დახმარებით.

 

 

დედა-შვილს ამ გასაშლელ ტახტზე სძინავთ. უნარშეზღუდული ბიჭისთვის ეს წარმოუდგენლად რთულია 

მოგიწოდებთ, გვერდში დავუდგეთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ერთად, ჩვენ შეგვიძლია მათ ცხოვრებას ნათელი მოვფინოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ ის. მოყვასის კეთილდღეობაზე პასუხს ყველანი ვაგებთ და ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია, მათი ტკივილი იმედად ვაქციოთ. როდესაც ჩვენი გულები სავსეა სიყვარულით და თანაგრძნობით, ეს არის გადარჩენის ჭეშმარიტი გზა. ბიბლიაში ხომ, ნათქვამია: „ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.“ (იგავნი 19:17) სწორედ ეს არის ჩვენი მისიის არსი – ვაჩუქოთ სითბო და სიყვარული მათ, ვისაც სჭირდება და შესაბამისად, საკუთარი სულის ხსნის შესაძლებლობა მოვიპოვოთ.

მოყვასის დახმარება საკუთარი სულის ხსნის გზაა. სიყვარულითა და თანადგომით, ჩვენ ვქმნით სინათლეს, იმედს ვჩუქნით მათ, ვინც იტანჯება და ვიხსნით საკუთარ სულს.

თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ეწერი.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მერაბ ციმინტია)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 

ახლა ისე ვატარებ დროს, როგორც მინდოდა! წინ, ჩემო ახალო ეტლო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ელექტროეტლი მაგარია! გაჩვენო, როგორ ვატარებ?! წავედით!“

ახალი ეტლით ბზრიალი მიყვარს! ძველზე კი ჯდომაც შეუძლებელი იყო!“

მერაბიკო იმდენად თავდაჯერებულად გრძნობს თავს ახალ ელექტროეტლში, რომ თანატოლებსაც კი წინამძღოლობს:

მომყევით, ჩემო ამალავ!

პულტს აჭერს და ბედნიერი ღიმილით მიდისწინ, მთელი სისწრაფით! ყველა ბედნიერია და არავინ არის წინააღმდეგი, მერაბიკოს ამალაში რომ იყოს და შემოდგომის ლამაზ გზაზე ეტლს სირბილით გაეკიდოს. მერაბიკო ამუხრუჭებს და ბავშვებს აჩვენებს:

  ახალი სახლი ამიშენეს!

თამაში არ არის, ნამდვილად ასეა! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ბიჭს არა მხოლოდ ელექტროეტლი აჩუქეს, გარეთ გასვლა რომ შეძლოს, არამედ, ფაქტობრივად, ნულიდან აუშენეს ახალი სახლი!

მადონა:აი, ჩერნოვეცკის ფონდის დამსახურებით, რამხელა წინსვლა გვაქვს! ვდგავარ და ვუყურებ ოცნებას, რომელიც თითქმის ასრულდა!“

მერაბიკო, როგორ მოახერხე საკითხის ისე დაყენება, რომ ყველა შენი მეგობარი გიჯერებს და თანახმაა, შენს ამალაში შევიდეს?

მერაბი: ვუყვარვარ, მხიარულობენ ჩემთან ერთად. კარგი ბიჭი ვარ. ფონდის მეგობრებსაც შევუყვარდი. ყველაფერი ამისრულეს, რაც ვთხოვე.

თანაც, როგორ შეუყვარდი! შეგიძლია მაჩვენო, ეტლს როგორ მართავ? წინ და უკან სიარულის გარდა, კიდევ რა შეგიძლია?

მერაბი: ყველაზე მეტად ეტლით ბზრიალი მიყვარს! აბა, დამეწიე, დეიდა!

ვაიმე, მოიცა, გაჩერდი, გთხოვ, ჩემი კამერა ვერ დაგეწევა!

მერაბი: ხედავ, დეიდა, უკვე თავბრუ დაგეხვა ჩემ გამო. ხომ გეუბნები, ყველას ვუყვარვარ (იცინის). არა უშავს, დეიდა, ახლა ჩემი მანანა ბებო ყავას მოგართმევს და აღარ გამიბრაზდები, რომ გარბენინე. ჩემი ახალი ტელევიზორის საყურებლად გეპატიჟები. ოღონდ, ნება მომეცი, ეტლით კიდევ ერთი წუთი მაინც ვიბზრიალო. ძალიან მომწონსსახლს, ეზოს, ცას, მთებს, ძაღლს, ყველაფერს ერთად ვხედავ!

მერაბიკო:ახლა ისე ვატარებ დროს, როგორც მინდოდა! მიხარია, ვცელქობ და გარშემო ყველაფერს ვხედავ!“

მადონა, დედა: ჩვენი მერაბიკო იუმორის გრძნობას და მჭერმეტყველებას ნამდვილად არ არის მოკლებული. ჩემი შვილი ძალიან ბედნიერია, ახალი ეტლი რომ აქვს. ძველს, მექანიკურს, ბორბლები გაუფუჭდა, კისრის ბალიში გაუცვდა, ფეხები ეღლებოდა ჩემს შვილს.

მერაბი: მადონა დედიკო, ყველაფერი უთხარი. ჩემი ძველი ეტლით მხოლოდ სახლის წინ მზეზე ჯდომა შემეძლო. ჯერ ხომ პატარა ვარ და მხოლოდ მზეზე ჯდომა რატომ უნდა შემეძლოს?! ამ ეტლით კი სტუმრად ან მაღაზიაში წასვლა და სეირნობაც შემიძლია! ის ეტლი კი გარეთ დავდგი, მინდა იცოდეს, რომ არ მომწონს.

მერაბიკო:ამ ეტლით ბევრი რამის კეთება შემიძლიასტუმრად ან მაღაზიაში წასვლა და სეირნობაც!“

 – უსაზღვროდ ქარიზმატული ხარ, მერაბიკო!

მერაბი: მადონა დედიკო, ქარიზმატული რას ნიშნავს? არ ვიცი, რა არის ქარიზმატული, დეიდა. ტელევიზორთან ყავა მოგართვეს, გადადე შენი კამერა, დაისვენე! (დედა და ბებია იცინიანრედ.).ტურბოზავრებიჩავურთოთ დეიდას, ხომ უნდა იცოდეს, რას ვუყურებ ხოლმე. კიდევ, „მაშას და დათვსვუყურებ ხოლმე, მაგრამ დეიდასთვის, ალბათ, არ იქნება საინტერესო. დავიღალე ლაპარაკით, ჩემს სათვალეზეც უამბეთ ვინმემ.

მერაბიკო:დეიდა ყავაზე გეპატიჟები, მოდი, ახალ ტელევიზორშიტურბოზავრებსვუყუროთ ერთად“

მადონა, დედა: დიახ, ახლავე გიამბობთ ყველაფერს, და არა მხოლოდ სათვალეზე. როდესაც გავიგეთ, რომ ჩერნოვეცკის ფონდიდან მოდიოდნენ მერაბიკოს შესახებ პროექტის მოსამზადებლად, ძალიან გაგვიხარდა! იმიტომ რომ მერაბიკოსთვის ეტლი დიდი ხანია, ოცნებად გვქონდა ქცეული. ასეთია საქართველოში ცხოვრება, ეტლი საოცნებო რომ გაგიხდება. არაჩვეულებრივი საჩუქარია, რისთვისაც მთელი ჩვენი ოჯახი ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს მადლობას უხდის!

მერე კი წარმოუდგენელი რამ მოხდა! ვუამბეთ და ვაჩვენეთ ფონდს, როგორ ვცხოვრობთ ერთ ოთახში მთელი ოჯახი. ამ ოთახში შიშველი ქვის იატაკია, ძველი ფანჯრებია, დიდი ღრიჭოებით, დღისით ნათურას თუ არ აანთებ, ბნელა. სამზარეულოც ეს არის და საძინებელიც. რამდენი წელიწადია ასე ვცხოვრობთ ავადმყოფ ბავშვთან ერთად! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებო, ჩვენო მშვენიერო მეგობრებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება!

მთელი ოჯახი ერთ ოთახში იყო შეყუჟული, ახლა კი საკუთარი დიდი სახლი ექნება მერაბიკოს!

ოდესღაც მე და ჩემმა მეუღლემ ახალ სახლს ჩავუყარეთ საძირკველი, აშენება კი ვეღარ მოვახერხეთ. ჩვენს მაგივრად, ფონდმა ააშენა ეს სახლი! დაახლოებით 26 500 ლარის სამშენებლო მასალა შეგვიძინეს! გაგიჟება შეიძლება, რამხელა ხარჯი გაწიეს ჩვენთვის! ჩვენი სახლისთვის არმატურა, სახურავის მასალა, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძინეს! საკუთარი დიდი სახლი გვექნება! ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბედნიერების ტკბილ მოლოდინში ვარ! ჩვენი ოცნების ასრულებასთან უკვე ძალიან ახლოს ვართ!

მადონა: „ფონდმა ჩვენთვის დაახლოებით 26 500 ლარის სამშენებლო მასალა შეიძინა!“

ამდენი წლის განმავლობაში საძირკველს ვერ გავცდით, ხალხის დახმარების გარეშე, ვერაფერს ავაშენებდით!“

სახლი, ეტლი, ტელევიზორიდახმარების შეთავაზებით შემოსული ზარები რომ დავითვალოთსათვალე, რომელსაც ახლა ატარებს ჩემი შვილი, ასევე ნაჩუქარია. ჩერნოვეცკის ფონდის მეგობარმა გამოგვიგზავნა, ოპტიკის თანამშრომელმა.

მერაბიკომ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრისგან ახალი, თანამედროვე სათვალე მიიღო საჩუქრად

მერაბი: სათვალისა და ეტლის გამოგზავნა ბევრს სურდა, ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ უკვე გვაქვს, მაგრამ მაინც მადლობელი ვართ მათი.

მადონა: პროდუქტი და წამლები გამოგვიგზავნეს. საყოფაცხოვრებო ნივთებითაც უნდოდათ დახმარება, მაგრამ ჯერ ადგილი არ გვაქვს, რომ დავალაგოთ. ჩვენს ახალ სახლში კი ყველაფრის შეტანა შეიძლება და მადლიერებით მივიღებ. ფართომასშტაბიანი დახმარება მივიღეთ როგორც საქართველოს მაცხოვრებლებისგან, ასევე ემიგრანტებისგან. ფონდის დახმარებამ გაგვაოცა, აღფრთოვანებულია მთელი ჩვენი სოფელი ეწერი!

ამ ახალ წელს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სიხარულს და წარმატებას ვუსურვებ ყველას! ბედნიერ, მშვიდ, აყვავებულ საქართველოში გვეცხოვროს.

მერაბი: ახლა შენ უთხარი, მანანა ბებო, მოდი! მოემზადე და ისე თქვი, რომ ხალხს მოეწონოს.

მანანა ბებია: ყველას გლოცავთ ჩემი მერაბიკოს ასეთი თანადგომისთვის! ღმერთმა მოგცეთ ძალა, ენერგია, ბედნიერება და ჯანმრთელობა! დიდხანს სიცოცხლე! ტკბილ და ლამაზ ცხოვრებას ვუსურვებ ყველას!

მერაბი: ახლა მე გეტყვით. მიხარია, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვარ. მეც მიყვარს ისინი და ძია ლეონიდიც. ბებიაჩემი ხშირად უსმენს მის გადაცემებს და ასე კარგად იმიტომ ლაპარაკობს.

 – კიდევ რა დახმარება გჭირდებათ?

მადონა: ჩვენი სახლისთვის კარფანჯარა გვჭირდება, მერაბიკოსთვის კიპამპერსი. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი და უდიდეს მადლობას გიხდით!

მერაბი: ეჰ, მადონა დედიკოგასაგებია, რომ პამპერსის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. მაგრამ მე პამპერსზე კი არა, კომპიუტერზე ვოცნებობ.

მეგობრებო, ყველამ მოისმინეთ, რაზე ოცნებობს არაჩვეულებრივად ქარიზმატული ბიჭუნა მერაბიკო. და ისიც, რაზე არ ოცნებობს, მაგრამ ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს მისთვის.

მადლობას ვუხდით ჩერნოვეცკის ფონდის ყველა მეგობარს ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენსფეისბუქისპოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთანთუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
 (დანიშნულება: ციმინტიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლებამოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
კორ: მედეა

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 დეკ 22
ეტლი
5053.00₾
2024 იან 04
ტელევიზორი
874.00₾
2024 იან 04
ეტლის აქსესუარები
780.00₾
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
8125.00₾
2024 მარ 20
სამშენებლო მასალა
8750.00₾
2024 მარ 20
სამშენებლო მასალა
8750.00₾
2024 აპრ 20
სახურავის მასალა
7694.14₾
05.07.2024
Სამშენებლო მასალები
1380.00₾

სულ ხარჯები:

41406.14₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2024 10:12:41
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2024 00:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾41,402.88

2874 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾41,402.88

2874 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება