რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

 „ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.

ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი წამიც არ შეუძლია დგომა. რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა, ასე რომ იტანჯება?

საბა სამყაროს მოწყვეტილია. დიახ, სამყაროს მოწყვეტილია ბავშვი…. ოჰ, რა საშინლად ჟღერს ეს ორი სიტყვა. ცხოვრობ ამ სამყაროში, მაგრამ სამყაროსგან გარიყული ხარ. ამის წარმოდგენაზეც კი ადამიანს თითქოს ძარღვებში სისხლი ეყინება.

შემოწირულია

₾6,653.27

დონორი

443

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ნაკლებად უზრუნველყოფილი

ჩემი ოცნებაა, ეთხელ მაინც დავიძინო ადამიანურად, საწოლზე, ლეიბით, საბნით და ბალიშით!

საბრალო მოხუცი ქალი ეზოში დადის და ლოყაში ირტყამს ხელს. ღმერთო, როგორ იტანჯება! ორ სიტყვას იტყვის და ტირილს იწყებს, კიდევ რაღაცას იტყვის და ისევ ცრემლები ახრჩობს.„ხანდახან მგონია, რომ ფასი არ აქვს ჩემს სიცოცხლეს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობს ამ წყეულ ვაგონში დავიწვა. აი, რა დღეში ჩავვარდი სიბერის ჟამს! ბედის ანაბარა ვარ დარჩენილი“. – ამბობს ასიატი. „აი, აქ იდგა ჩვენი სახლი, ჩემი მეუღლე დადიოდა ამ ეზოში, ის იყო ჩემი ცხოვრების ბედნიერება… ყველაფერი, რაც მიყვარდა, დავკარგე. მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ისიც, ძალიან მძიმე. ვერ ვსუნთქავ, ვერ ვიძინებ… თვალწინ სულ ცეცხლი მიდგას, რომელმაც ჩემი ცხოვრება შთანთქა!“ ხანძრის მერე, ასიატი ამ ნაგებობაში დასახლდა. მაგრამ, განა საცხოვრებლად გამოსადეგია? ზამთარში კი, ხან ერთმა ნათესავმა შეიკედლა, ხან მეორემ. „კარგია, რომ გულკეთილი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად, – ამბობს საბრალო მოხუცი. – ზოგს შეუძლია, უსახლკარო ცხოველებიც კი შეიფაროს. მეც გავხდი ერთერთი მათგანი.“

შემოწირულია

₾4,364.32

დონორი

282

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება… ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა! 

ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის ხიდზე დავდივართ ყოველდღე და ჩვენზე საერთოდ არაფერია დამოკიდებული! ალექსი: ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო. როგორც ყოველთვის, მინდორში წავედი. თურმე საშინელი განსაცდელი მელოდა წინ. გადარეული ხარი სრულიად მოულოდნელად დამესხა თავს. პირუტყვმა ცხენიდან გადმომაგდო და ჰაერში მათამაშებდა, ჩემს გათელვას ლამობდა თავისი უზარმაზარი ჩლიქებით. მეორედ დავიბადე იმ დღეს. მოდით, გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ალექსი დიმიტრიშვილის ოჯახს. რადგან, სხვებს როცა ვეხმარებით, საკუთარ თავზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით ღმერთს.

შემოწირულია

₾24,244.03

დონორი

1165

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

მათი ფილტვები, სისხლი, თვალები, მუდამ მშიერი კუჭები — ყველა ორგანო მომწამვლელი მტვრით არის სავსე! ყურებს კი, როგორც საშინელებათა ფილმებშია, აყრუებს მანქანები, რომლებიც დღედაღამ ლოდებს ამტვრევენ, რომ ბიზნესმენების ჯიბეები ფულით აივსოს! შვიდი ადამიანის, საქართველოს შვიდი მოქალაქის, სიცოცხლე საფრთხეშია!

შვიდი უბედური ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული, ორ არასრულწლოვანს კი ბავშვობა აქვთ წართმეული და მომაკვდინებელი დაავადებები ემუქრებათ! ჩვენ გარდა, მათ ვერავინ დაეხმარება, მეგობრებო!
ხანდახან პატარა ანასტასიას და დარინას ხველა ახრჩობს და ღამით ვერ იძინებენ. მათ ხომ პირდაპირ ქვის სამტეხლო კარიერის ტერიტორიაზე ცხოვრება უწევთ, სადაც, როგორც საშინელებათა ფილმებშია, განუწყვეტლივ, დილიდან დაღამებამდე ხმაურობს და ქვებს ამტვრევს დიდი ჟანგიანი მანქანა… „ჩვენი ფილტვები მტვრით არის სავსე, ყურები გვტკივა ამ ხმაურის გამო. წყალს არ გვაძლევენ და გვაშინებენ, რომ ვაგონს დაგვინგრევენ“, – პატარა გოგონები ფონდის ჟურნალისტს სწორედ ამ სიტყვებით შეეგებნენ.

შემოწირულია

₾1,895.35

დონორი

139

დიახ! მსურს დახმარება!
Project

გაჭირვებულები

დედა, მადონა, ბავშვობიდან ინვალიდია: „მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილებს ვინ მოუვლის? მათ არავინ ჰყავთ!“

7 წლის გიორგის ლამაზ, ქართულ თვალებში მთელი ჩვენი მიწის ტკივილი ჩანს! მას ძალიან შია! მაგრამ მას და მის უფროს ძმას, ლაშას, მთელი დღის საკვებად ერთი ნატეხი პური აქვთ! გიორგის ძალიან ეშინია, რომ ლაშამ სულ არ მიითვისოს ის! ასე ცხოვრობენ ამ დანგრეულ ადგილას, რომელსაც ფარდულსაც ვერ უწოდებ. ფანჯარაც კი არ აქვთ. ოთახში სინათლე მხოლოდ კარიდან შემოდის. ჭერსა და კედლებს იმდენად დიდი ბზარები აქვს, რომ შიგნით ქათმების დაბინავებაც კი საშიში იქნებოდა! აქ ცხოვრობს, თუკი შეიძლება ამას ცხოვრება ეწოდოს, ორი მუდმივად მშიერი ბავშვი — გიორგი (7 წლის) და მისი უფროსი ძმა ლაშა (10 წლის) და მათთან ერთად მათი თითქმის უსინათლო და მძიმედ დაავადებული დედა, მადონა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდია.

შემოწირულია

₾14,882.37

დონორი

711

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!

38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები პერიოდულად სინჯავდნენ და ამშვიდებდნენ, თან ხელებს შლიდნენ და თითქოს მშვიდად ელოდებოდნენ მის სიკვდილს! ჩვენ კი, ფონდში, მისი საშინელი მდგომარეობის შესახებ შევიტყვეთ თუ არა, მაშინვე გადავწყვიტეთ, ფონდის მეგობრებთან ერთად სასწრაფოდ დავხმარებოდით მას! მას ხომ მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს! ნამდვილი საშინელებაა!

შემოწირულია

₾42,778.98

დონორი

3305

დიახ! მსურს დახმარება!
49 - 54 of 124 items
1 7 8 9 10 11 21

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project

ავადმყოფი ბავშვები

You helped

ეს ბავშვი მოკვდება, თუ საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებს.

ყოველი შემდეგი გულყრა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს გიორგისთვის. გიორგის, ნინის და მათი დედიკოს, მეგის ტანჯვის ცრემლების გარეშე ყურება შეუძლებელია. შეუძლებელია გაიცნოთ ისინი და გული დარდით არ აგევსოთ. მხოლოდ დედას, უფლის გამოგზავნილ ანგელოზს, შეუძლია ამდენის ატანა.

მეგი: ჩემს ბიჭს მძიმე დაავადებების სრული კომპლექტი აქვს: ეპილეფსია, ცერებრული დამბლა და აუტიზმი. კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადაიტანა. იცით, რამდენჯერ შემომთავაზეს გიოს თავიდან მოშორება და ცხოვრების ახლიდან დაწყება? მეხვეწებოდნენ, ბავშვთა თავშესაფარში ან გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეცილურ დაწესებულებაში ჩამებარებინა. თქვენ ამის გაკეთებას შეძლებდით? მე ვერ შევძელი. შეძლებდით თავიდან მოგეშორებინათ შვილი, რომელიც ოთხჯერ გამოგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან?

შემოწირულია

₾4,415.94

დონორი

371

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

You helped

ცხოვრებამ თვალები დაუბნელა. როგორ უნდა იცხოვროს მარტოხელა უსინათლო ქალმა უკუნეთ სიბნელეში? ნუთუ, ის განწირულია? ის შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის ბებია ყოფილიყო.

უზომოდ თბილ და გულკეთილ, 82 წლის შურა ბებოს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა!
მეგობრებო, დახმარების ხელს თუ არ გავუწვდით, ერთ დღესაც ისე ჩუმად დაგვტოვებს, რომ ვერავინ გაიგებს!
ნუთუ, დახმარების გარეშე უნდა დარჩეს?! შურა ბებო ნამდვილად არ მოგვექცეოდა ასე! უფლის გზები ხომ, შეუცნობადია.
შურა: აი, ახლა, ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ავდგე და მივიდე ჩემს საწოლამდე… (უსინათლო ქალს ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები). გამომიწოდე ხელი, წამოდგომაში დამეხმარე. კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხანდახან, მთელი დღე, ხმის გამცემიც კი არავინ მყავს!
– რით დაგეხმაროთ, ბებო, თქვენმა გულმა კვლავ რომ „გაიღიმოს“?
შურა: წამლები მუდმივად მჭირდება, შვილო, რომ ვიცოცხლო. გულის და ტვინის მკვებავი, წნევის წამალი, თვალის წვეთები. შეშასაც ვეღარ დავანთებ, მგონი. სულ დავუძლურდი. გავიყინები ალბათ, ამ ზამთარს, ღუმელი თუ ჩაქრა და დროულად არავინ მომაკითხავს. რა კარგი იქნებოდა, გაზის გამათბობელი რომ მქონოდა…

შემოწირულია

₾2,456.11

დონორი

215

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა! ნუთუ ის არ იმსახურებს ჩვენს თანადგომას და ცხოვრებას ტკივილის გარეშე?!

თითქოს განგებ აწამეს თეიმურაზი: ჯერ სათითაოდ მოაჭრეს თითები, შემდეგ მთლიანი ტერფი, მერე კი ორივე ფეხი… ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში, ყველაზე საშინელ ბოროტმოქმედებსაც კი, ასე არ აწამებენ. თეიმურაზს ჯერ თითები, მერე ტერფი, შემდეგ მუხლამდე და ბოლოს, მთლიანად მოჰკვეთეს ფეხები. ცხრაჯერ მოუწია დანის ქვეშ დაწოლა, ცხრაჯერ დაემშვიდობა ოჯახს ეს კაცი, რომელსაც გული ისედაც აწუხებს. ყოველი შემდეგი ოპერაცია, მისთვის შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო!
ნათელა (მეუღლე): ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ჩემი მეუღლე ორი წლის განმავლობაში აწამეს, ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ხორცი. გული აწუხებს, დიაბეტი აქვს. წყეულმა ნარკოზმა კი, საბოლოოდ მოუსპო ნერვები. ვცდილობ, როგორმე დავამშვიდო, ის კი უარესად ბრაზდება. ჯანმრთელი კაცი იყო, ყოველთვის მუშაობდა და უცებ აღმოჩნდა ეტლში. განიცდის, აბა, რა იქნება?
გაჭირვება და ავადმყოფობა! მტერსაც არ უსურვებ! როდესაც ძალიან გჭირდება წამლები, ფული კი არ გაქვს!

შემოწირულია

₾11,719.65

დონორი

790

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

You helped

ამ უდანაშაულო ქალის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია! ხომ შეიძლებოდა, ვინმეს დედა ან მზრუნველი ბებია ყოფილიყო! სამი ინსულტი და საშინელი გაჭირვება, სადაცაა მოკლავს ამ ღირსეულ ქართველ ქალბატონს!

წარმოდგინეთ, არაფერი მითხოვია და ერთხელაც, მოხდა ნამდვილი სასწაული! აფთიაქთან ვიდექი და ვუყურებდი მედიკამენტებს, რომლის საყიდლად ერთი ლარიც კი არ მქონდა, ერთმა ახალგაზრდა ვაჟკაცმა დამინახა და ჩემს ნატანჯ თვალებში ტკივილი ამოიკითხა! უსიტყვოდ ჩამკიდა ხელი, შემიყვანა აფთიაქში და 300 ლარის მედიკამენტები მიყიდა! უფალი დალოცავს ამ სიკეთისთვის და ნამდვილად არ მიატოვებს მისი განკითხვის ჟამს! ეგონა, რომ მისი სხეული ქვა იყო, გული კი – ყინულის ნატეხი. მაგრამ, ასეთი ადამიანებიც ტყდებიან. პირველმა ინსულტმა ვერაფერი დააკლო, მერე მეორეც მოჰყვა, რომელმაც მეტყველების უნარი წაართვა, მესამეს შემდეგ კი, საწოლიდანაც ვეღარ წამოდგა. უმწეობა სიკვდილის ტოლფასია მარტოხელა ადამიანისთვის. თინა გადარჩა, ფეხზე დადგა და ლაპარაკი თავიდან ისწავლა. „ამ დაავადებას უფლებას არ მივცემ, ლეშის ნაგლეჯად მაქციოს.“ – ამ სიტყვებს იმეორებდა ყოველდღე.

შემოწირულია

₾446.00

დონორი

46

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ…

ეკას ცხოვრება მუდმივი ტკივილი, ტანჯვა და სულიერი განსაცდელია. „ტკივილი დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება… თითქოსб ათასობით ლურსმანს მაჭედებენ ჩაქუჩით ზურგში. ტკივილის გამო ვერ ვსუნთქავ. ჩემი ხერხემალი იმდენად გამრუდებულია, რომ დეფორმირებული მაქვს ყველა შინაგანი ორგანო. მიკვირს კიდევაც, როგორ ფუნქციონირებენ დღემდე. სიცოცხლე ნაადრევად რომ არ დავასრულო, სასწრაფო ოპერაცია მჭირდება. ჩემთვის ეს ხელახლა დაბადება იქნება. მაგრამ, ჩვენი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შევაგროვებთ. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. ვიცი, თქვენი დახმარებით უფალი გამომიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც შეძლებს ჩემს გადარჩენას. ეკა სქოლიოზის უმძიმესი ფორმით იტანჯება, მთლიანად დეფორმირებულია მისი სხეული. ადრე დაავადება უბრალოდ დისკომფორტს უქმნიდა, ახლა კი, გოგონას ნელი სიკვდილით კლავს. ამ დაავადებამ არავინ დაინდო და ეკაც არ არის გამონაკლისი. კლავს არა სქოლიოზი, არამედ მისგან გამოწვეული გართულებები. ამჟამად, ეკას უჭირს სუნთქვა, შემდეგ ჭამასაც ვეღარ შეძლებს… მერე რა იქნება?

შემოწირულია

₾15,385.86

დონორი

1032

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მარტოხელა მოხუცები

You helped

გემუდარებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი! შიში კლავს მოხუც, მარტოსულ და ეპილეფსიით დაავდებულ ნანა ბებოს. ქუჩაში კრუნჩხვა თუ დაემართა, ძაღლები ესხმიან თავს.

დამეხმარეთ, გევედრებით! არ მინდა შიმშილითა და სიცივით სიკვდილი. გთხოვთ, იზრუნეთ ჩემზე, სანამ სიკვდილი მომეპარება და ამომხდება ტანჯული სული! „დამეხმარებით, შვილებო? საჭმელს მომიტანთ? ძალიან მშია! ხომ არ გავიყინები ამ ზამთარს? მაგრამ იქნებ, ზამთრამდე ვერ მივაღწიო? მე ხომ, ძალიან ავად ვარ! კრუნჩხვაში რომ ჩავვარდე სადმე? ან იქნებ, ისევ ძაღლებმა დამგლიჯონ? ანდაც, ამ მტკივანი ფეხით წავიქცე და ამომხდეს ტანჯული სული. ვინ მიპოვის? ალბათ, ყვავები თუ შეჭამენ ჩემს უპატრონო სხეულს.“ – შეშინებული თვალებით შემოგვყურებს ნანა ბებო და პატარა ბავშვივით სლუკუნებს. ვერაგმა ეპილეფსიამ, თავის ტვინის მძიმე დაავადებებმა ის სამუდამოდ აქცია ბავშვად… ნეტავ იცოდეთ, როგორ უჭირს და რა პირობებში უწევს ცხოვრება ამ საბრალო, დიდ ბავშვს. მას ახლა, ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

შემოწირულია

₾994.75

დონორი

134

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
49 - 54 of 928 items
1 7 8 9 10 11 155