რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ბავშვები
მარიამს ცერებრული დამბლა აქვს, მძიმე ფორმაში. რვა წლისაა და რვა წლის განმავლობაში მასთან ერთად იტანჯება მისი ოჯახიც. გოგონა ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის და ეტლს არის მიჯაჭვული. მედეა: „დაბადებიდან არ აქვს არც მხედველობა, არც სმენა. გამუდმებით ტიროდა დღე და ღამე. ტანჯვაში გავზარდეთ. ბევრმა გვირჩია, ავადმყოფ ბავშვზე უარი გვეთქვა, მაგრამ აზრადაც არ გაგვივლია. სანამ მე და ჩემი მეუღლე ცოცხლები ვართ, ჩვენს გოგონას არ დავტოვებთ მარტოს“. მარიამს ისეთი კრუნჩხვები ემართება, დედას ეშინია, გოგონას ძვლები არ დაემტვრეს. წარმოგიდგენიათ, რა ტანჯვას და ტკივილს უძლებს ეს ბავშვი?! ზოგი დიდიც რომ ვერ აიტანს, ისეთს!
შემოწირულია
₾0.00
დონორი
0
გაჭირვებულები
ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.
₾1,682.57
104
მრავალშვილიანი ოჯახები
სოფიო, დედა (38 წლის): „ამჟამად ჩემი მეუღლე ციხეშია. ოჯახური ძალადობის გამო პოლიციაში ვუჩივლე. გამუდმებით მცემდა და მამცირებდა ბავშვების თვალწინ. ვერ ვიმუშავებ, რადგან არავინ მყავს, ბავშვები რომ დავუტოვო. ქირა რომ გადავიხადოთ, იძულებული ვარ, პროდუქტებზე გავაკეთო ეკონომია. ამჟამად ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ჭერი ჰქონდეთ ჩემს პატარა ანგელოზებს და ქუჩაში არ დარჩნენ“. თქვენ შეგიძლიათ ახლავე გაიღოთ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა. მხარში ამოუდექით ოჯახს რთულ პერიოდში, აჩუქეთ მათ ახალი ცხოვრება, სადაც მეტი სიხარული, სინათლე, სიკეთე იქნება, ტკივილი და ტანჯვა კი – ნაკლები. თქვენზეა დამოკიდებული ამ არაჩვეულებრივი ბავშვების მომავალი!
₾2,980.31
152
ეს ფოტო დრამატული ფილმის კადრი არ გეგონოთ. სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ჩვენს პატარა ქვეყანაში ხდება. 12 წლის მეგი ცხარე ცრემლებით ატირდა, როდესაც მის სახლში მისული ფონდის კორესპონდენტი დაინახა. ამ ცეროდენა გოგომ თავისი ოჯახის ისეთი ტრაგიკული ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომ იფიქრებდით, ბავშვი ტრაგიკული ჟანრის ფილმს ყვებოდა. ვერაგმა სიკვდილმა გოგონას საყვარელი ძამიკო წაართვა დაბადებიდან მალევე. ახლა კი ცდილობს, რომ გარდაცვლილი ბიჭის ტყუპისცალი, სამი წლის ზუკაც წაიყვანოს. წყეული უფულობა კი სიკვდილს უფრო აქეზებს. ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს ფიფიების ოჯახში.
₾13,347.88
772
აი, ასეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, როდესაც ჯაველიძეების ოჯახში მივედით. 11 წლის მარიამს ისეთი შეტევა დაემართა, რომ ბავშვს ამოსუნთქვაც აღარ შეეძლო. მადლობა უფალს, კეთილი მეზობლები დროულად მოვიდნენ და დედას დაეხმარნენ საბრალო ბავშვის მოსულიერებაში (მარიამის დედა მე-2 ჯგუფის ინვალიდია). გგონიათ, ეს საშინელი შეტევები გოგონას ერთადერთი პრობლემაა? სამწუხაროდ, არა. მოემზადეთ, ყველაზე უარესი ახლა უნდა გითხრათ. გოგონას ისეთი დაავადება აქვს, რომელიც ამ ასაკის ბავშვს, წესით, არ უნდა ჰქონდეს. 11 წლის მარიამს შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა აქვს. ეს საშინელი დაავადება ერთი წლის წინ დაემართა. თუმცა, რასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ინსულინის ნემსს ყოველდღე 11 წლის ბავშვი საკუთარი ხელით იკეთებს. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
₾7,701.49
457
მეგობრებო, ჩვენს ფონდს დახმარებისთვის მიმართა ოჯახმა, სადაც შვიდი მცირეწლოვანი იზრდება. პატარები ერთ ოთახში არიან შეყუჟული, სადაც წყალი ჩამოდის ჭერიდან. მათი ერთადერთი საარსებო წყარო სოციალური შემწეობაა. სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, როგორ ახერხებს თავის გატანას ოჯახი, სადაც ორი მძიმედ დაავადებული ადამიანია – მამა და ქალიშვილი! ბარბარე განსაკუთრებული ბავშვია, 8 წლის არის და გონებრივად ჩამორჩენილია. გოგონა ადვილად ღიზიანდება – მუდივად თუ არ მიიღებს წამლებს, მთელი ღამე ვერ დაიძინებს. ესაჭიროება სახლში სწავლება, მაგრამ მის მშობლებს საშუალება არ აქვთ, რომ სპეცმასწავლებელს თანხა გადაუხადონ. მამას თიაქარი აქვს და ხერხემლის ოპერაცია სჭირდება. მაგრამ შვილები რომ არ დატოვოს მშიერი, საავადმყოფოში წასვლის ნაცვლად, მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს, რადგან აკრძალული აქვს სიმძიმეების აწევა. დედა დამლაგებლად მუშაობს სოციალური პროგრამის ფარგლებში და უფროს ქალიშვილებს უტოვებს ორი წლის ტყუპებს. მაგრამ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მშობლები იძულებული არიან, პროდუქტები ვალად აიღონ მაღაზიაში, რომ ბავშვებმა არ იშიმშილონ. თინათინმა ქორწინებამდეც იცოდა, რომ მისი მომავალი მეუღლის ოჯახი ღარიბი იყო. მაგრამ ფინანსურ სირთულეებს არ შეუშინდა. მთავარი ხომ სიყვარული და ურთიერთგაგება არის!
₾4,902.84
336
მარტოხელა მოხუცები
„ჩვენ ვემზადებოდით სახლში რემონტის გასაკეტებლად, მაგრამ ჩემი შვილი სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე მოვიდა და ჩემ თვალწინ პირდაპირ კარში ჩაიკეცა“
₾874.00
49
ავადმყოფი ზრდასრულები
38 წლის თინათინ ბაჟაძე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავდებით არის დაავადებული. ეს არის ჰოჯკინის ლიმფომა.
₾4,928.50
330
ლუკა მჟავანაძე ბავშვთა ცერებრული დამბლით დაიბადა და ეპილეფსიური შეტევებისგან იტანჯება.
₾1,239.79
107
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
სულ მალე, 24 ივლისს, ჩვენი აღსაზრდელი – მარი თურქიაშვილი 15 წლის გახდება!
₾94.00
8
„სხვა ბავშვებივით გვინდა ვცხოვრობდეთ, ჩვენი სახლიდანაც რომ გამოდიოდეს გემრიელი საჭმელების სუნი…“
₾4,099.07
276
მძიმე ცხოვრების მიუხედავად, უფალზე და ადამიანებზე არ განაწყენებულა.
₾1,918.20
196