Birthday 18.04.2015
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
სვანეთის მთების ულამაზეს შვილს, 11 წლის მარიამს დიდი ტკივილი აქვს – მისი დედა ავად არის. საყვარელი დედის გამოჯანმრთელებაა, ბავშვის ყველაზე დიდი ოცნება. გონიერი და გულთბილი გოგონა თავის ბავშვურ სურვილებს მორცხვად უმხელს ფონდის კორესპონდენტს, რადგან ისიც კი ერიდება, დედას იაფფასიანი ნივთების ყიდვა რომ სთხოვოს. იცის, რომ მედიკამენტები სჭირდება, მას კი, კიდევ ექვსი დედმამიშვილი ჰყავს, რომლებსაც ყოველდღიურად ჭამა და ჩაცმა-დახურვა სჭირდებთ.
კორ.: მეგობრებო, გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის საკმაოდ რთული იყო, ამ ამაყი ულამაზესი გოგოსგან მიახლოებით მაინც გამეგო, რა ოცნებებია მის სათუთ გულში!
მარიამი გამუდმებით იმეორებდა, რომ მთავარია, დედიკო გამოჯანმრთელდეს. ისეთი მონდომებით ამბობდა ამას, რომ მომერიდა მასთან „რაღაც ოცნებებზე“ ლაპარაკი. საქართველოში არავის არასდროს დაუსვამს მისთვის ეს კითხვა. რომელ საჩუქარზეა ლაპარაკი? რისთვის ვესტუმრე?!
ღმერთო, ღმერთო, რა მშვენიერი შვილები აჩუქე ჩვენს დიდ ქვეყანას! უფალო, გთხოვ, არასოდეს არაფერი მოაკლდეთ ცხოვრებაში!
მარიამს შევახსენე, რომ ბავშვებს ველოსიპედები უყვართ და დავინახე, თვალები როგორ გაუბრწყინდა! ესე იგი, „სწორად გამოვიცანი“. გავიფიქრე: „მართლაც, სვანეთის ულამაზეს მთებში, მას არ აქვს ველოსიპედი, ამ ზღაპრული სამყაროს ულამაზეს ბილიკებზე რომ იაროს. ეს უბრალოდ დასანანი კი არა, ძალიან, ძალიან გულსატკენია!“
მარიამი (11 წლის): „ყოველ საღამოს ფანჯრიდან ვუყურებ, როგორ დადიან მეზობლის ბავშვები თავიანთი ფერად–ფერადი ველოსიპედებით… წარმოგიდგენია? ზოგი წითელზე ზის, ზოგიც ლურჯზე... მეც ბევრჯერ დავხატე ჩემი ოცნების ველოსიპედი… ვარდისფერი, წინ პატარა კალათით, ლამაზი ყვავილები რომ ჩავდო და ჩემი თანატოლების მსგავსად ვისეირნო… მაგრამ, ჩემს დედიკოს ვერაფერს ვეუბნები… ვიცი, რომ გული ძალიან ეტკინება! ველოსიპედის ყიდვის ნაცვლად კი, სიყვარულით სავსე ცრემლებით სულ დამასველებს!.. არა, არ ვთხოვ! არასოდეს!!! ჯობია, იმ ფულით, რომლის დახარჯვასაც ველოსიპედზე აპირებთ, წამალი უყიდოთ მას!
სხვათა შორის, არც ტელეფონი აქვს ბავშვს, სვანეთის ულამაზეს ხედებს სურათები რომ გადაუღოს და თანაკლასელებს გაუზიაროს. არადა, სვანეთის მთებში გაზრდილ ულამაზეს გოგონას ძალიან იზიდავს ფოტოხელოვნება.
მარიამი: „ჩვენთან სვანეთში ისეთი ხედებია, გეგონება, ზღაპარში მოხვდი... მეც მინდა, „დავიჭირო“ ეს სილამაზე… ვოცნებობ, ისეთი ტელეფონი მქონდეს, სურათების გადაღება რომ შევძლო... მერე, ჩემს თანაკლასელებს ვაჩვენებ… მეც ვიქნები პატარა ფოტოგრაფი მთებში..“

ფონდის მეგობრებო, ამ კეთილთვალება ბავშვის ოცნებები ჩვენს ხელთაა. მხოლოდ თქვენი გულისხმიერებით არის შესაძლებელი, რომ ბავშვის სევდიან თვალებში, ვარსკვლავები ავაციმციმოთ. ის ამას, ნამდვილად იმსახურებს. მსოფლიოს ყველა ბავშვი იმსახურებს ლაღ ბავშვობას.
თუ ამ ნაამბობმა ისე გაგიხსნათ გული, რომ სხვა ბავშვების ოცნებების ასრულებაც მოგინდათ, დაურეკეთ მათ! ასეთი შემთხვევებისთვის, მუდმივად ვატარებთ ტენდერებს მსხვილ ქსელებში, სხვადასხვა ნივთების ფასდაკლებით შესყიდვაზე. ასე რომ, ძვირი არ ღირს! ფასდაუდებელი კი, მხოლოდ ჩვენი სული და გულია! ღვთის საჩუქარია, კეთილი ადამიანებისთვის!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მარიამ გადრანი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მარიამ! ის პირადად თქვენთვის იღიმის!

სულ ხარჯები:
680.00₾დარჩა:
0.00₾