ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270SOS! SOS! გთხოვთ, სვანეთში მცხოვრები, შვიდი შვილის დედის – ნათია პაკელიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროთ! ის მხოლოდ 31 წლისაა. ექიმებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს (ჰოი, უბედურებავ!) სასიკვდილო დაავადება – ტვინის ანევრიზმა. ვერაგი დაავადება ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს ყოველ წამს ემუქრება! უმცროსი შვილი მხოლოდ ორი წლისაა. რამდენჯერ უნახავთ საბრალო ბავშვებს საკუთარი თვალით დედიკოს გულყრები… რამდენჯერ შეუძრავს ამ ლამაზი ოჯახის სახლი შეშინებული ბავშვების კივილსა და ცრემლებს. უფალო, დაეხმარე! თურქეთში პირველი და ძალიან ძვირადღირებული გამოკვლევის დროს, ექიმებმა ნათიასთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. საჭირო გახდა ახალი გამოკვლევების ჩატარება, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა არ გამოყო. ამის გამო, ქალს არ შეუძლია მკურნალობის დაწყება, რომელიც შესაძლოა, მის სიცოცხლეს გადაარჩენს და შვიდი ქართველი ანგელოზი აღარ დარჩება ობლად! ოჯახი შორს, ძალიან შორს, სვანეთის ულამაზეს მთებში ცხოვრობს. ნუთუ, ნათია და მისი შვილები ჩვენს ულამაზეს ქვეყანას ვერასოდეს იხილავენ! შენ მარტო არ ხარ, ნათია! შენი სამშობლოს – საქართველოს – ყველა ღვთისმოშიში მოქალაქე შენ გვერდით დგას! შენი ავადმყოფობის დეტალებს დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნებთ! ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, გადავარჩინოთ შენი სიცოცხლე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს ფოტო თვეების წინ, თურქეთშია გადაღებული. მაშინ, ნათიას ჯერ კიდევ ჰქონდა იმის იმედი, რომ მისი საშინელი დაავადების ზუსტ დიაგნოზს დაადგენდნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა დედის იმედები არ გამართლდა… რამხელა უბედურებაა!
ნათიას ზუსტი დიაგნოზის დასადგენად, თურქეთში დამატებითი გამოკვლევები დაინიშნა. მაგრამ, შვიდი შვილის დედას ამის საშუალება საიდან ექნება? როგორ უნდა შეაგროვოს ამხელა თანხა? პირველი გამოკვლევისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ, ნათიას 10 000 დოლარი გამოუყო. ახლა, როდესაც ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელმეორე გამოკვლევა, ექიმები კი, იმის გარანტიას იძლევიან, რომ დაუნიშნავენ აუცილებელ მკურნალობას, ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსებაზე უარს ამბობს და სრულყოფილ დიაგნოზს ითხოვს წერილობითი ფორმით. ღმერთო, ნეტავ გონს მოეგებოდნენ თანამდებობის პირები! ნათიას ჩვენ გარდა, ქომაგი არავინ ჰყავს, მეგობრებო! შეჭირვებული ადამიანები ხომ, უმეტეს შემთხვევაში, გაუნათლებლები არიან და გულის ამაჩუყებელი წერილების წერა არ შეუძლიათ!
საქართველოში მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა
საბრალო დედის მდგომარეობა გაუარესდა.
ნათიას შვიდი შვილიდან, ყველაზე უმცროსი ორი წლის არის. რამდენჯერ საკუთარი თვალით ნახა საბრალო ბავშვმა, დედა კრუნჩხვებში როგორ ჩავარდა…
ორი წლის დავითი, საყვარელი დედიკოსთვის გვირილებს კრეფს. ამ ანგელოზის დაობლება ყველაზე დიდი უსამართლობა იქნება! მას ხომ, დედის სითბო და სურნელი სჭირდება ამ სამყაროში ყველაზე მეტად. მოდით, ნუ დავუშვებთ იმას, რომ დავითი ობლად დარჩეს, დაობლებული ბავშვები ფრთამოტეხილ თოლიებს ჰგვანან… რომლებიც ზღვის ტალღებზე ვეღარასოდეს გადაიფრენენ.
ეს კი, ხუთი წლის ლიზაა. ბავშვის სახეზე ღიმილი არავის უნახავს მას შემდეგ, რაც გოგონამ საკუთარი თვალით დაინახა, დედამ გონება როგორ დაკარგა და ძირს დაეცა.
ლიზა (5 წლის): „დედიკო სადილს გვიმზადებდა მე და ჩემს დაიკოებსა და ძამიკოებს. უცებ, ძირს დავარდა და ფართხალი დაიწყო. მერე კი, ესეც შეწყვიტა. მეგონა, რომ ჩემი დედიკო მოკვდა და კივილი დავიწყე.“
ნათიას სიცოცხლისთვის აუცილებელი დამატებითი გამოკვლევის ღირებულება 6 000 დოლარია. მეგობრებო, ეს დიდი თანხა ნამდვილად არ არის. გმირ დედას ერიდება, დახმარება რომ ითხოვოს, მაგრამ ფონდში დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი გულისხმიერების შედეგად, ამ თანხას სულ რაღაც ორ დღეში შევაგროვებთ და ნათიას თურქეთში ყველანი ერთად გავაცილებთ. იქიდან კი, კარგ ამბებს დაველოდებით.
ჩვენ გვჯერა, რომ არ გაწირავთ გმირ დედას, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის ღირსეულად ზრდის შვიდ შვილს. ახლა, მას თავად სჭირდება სამშობლოს და თავისი თანამემამულეების დახმარება.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭუბერი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა დაგანახათ „სხვის“ გასაჭირი! თქვენი მეშვეობით რომ პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! ეს იმას ნიშნავს, რომ რჩეული ხართ! მუდამ დალოცვილი იყავით! ძალიან გთხოვთ, ხშირად გაიხსენოთ სხვის გასაჭირი და მოინახულოთ შეჭირვებულები. სწორედ ამ დროს, თქვენ იძენთ პიროვნულ მნიშვნელობას და დიდებას – ნამდვილი ქართველი ადამიანის, დიადი ქართველი ერის ღირსებას, რომელიც ღმერთმა ასეთად შექმნა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
(დანიშნულება: გადრანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: