პატარა დათო განიცდის, რომ არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, სკამზე ასვლა, ოთახში და ეზოში სირბილი, როგორც ამას მისი თანატოლები აკეთებენ და ყოველი წარუმატებლობის შემდეგ იგი მწარედ ქვითინებს.
დავით ვადაჭკორია შინაგანი ორგანოების დაავადებით დაიბადა. ორი თვის ასაკში მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და თირკმელი ამოაჭრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საბედისწერო შედეგი შეიძლება დამდგარიყო.
აი, ასე ცხოვრობს დღეს ეს პატარა ანგელოზივით ბიჭუნა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მისი დედა მას არ აკლებს ზრუნვას, თუმცა მწირი ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია ძვირადღირებული პრეპარატების შეძენა, ხშირად კი, არც საჭმლის ფული აქვს.
„ჩათვალეთ, რომ 6 წლის წინ მე მოვკვდი, მაგრამ რა აზრი აქვს ცრემლების ღვრას? ახლა შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაა საჭირო და ღმერთს შევთხოვ, რომ არ მიატოვოს იგი“, – ამბობს დათო ვადაჭკორიას დედა.
იგი არ კარგავს იმედს, რომ დათო გამოჯანმრთელდება და მას ბედნიერი მომავალი ექნება, თუმცა მას ახლა თანადგომა და რეალური დახმარება სჭირდება.
მეგობრებო, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ დარჩებით გულგრილი და გამოიჩენთ სათნოებას პატარა დათოს მიმართ, მონაწილეობას მიიღებთ ჩვენს საქველმოქმედო აქციაში და შვებას მოგგვრით ბავშვს და მის მშობლებს.
შემოგვიერთდით და გაუთბეთ ამ პატარა საყვარელ ბიჭუნას გული, მიეცით მომავლის შანსი! თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ გაიღოთ მისთვის თანხა პროდუქტების, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დავით ვადაჭკორია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ სიკეთე და აჩუქეთ ადამიანებს ბედნიერება და სიხარული!