ჩვენი ფონდის ბენეფიციართა შირის მრავალად არიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. სამწუხაროდ, დღეს ისინი სავალალო მდგომარეობაში არიან და სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სიდუხჭირეში ატარებენ.
ომარ კვენიტაძე საქართველოს დამსახურებული მშენებელია. მას არაერთ მნიშვნელოვან პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა. ბატონი ომარი აშენებდა სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, მიკრორაიონებს. მას უამრავი დიპლომი აქვს მიღებული. ყველაზე მეტად ამაყობს სიგელით, რომელიც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობაში შეტანილი წვლილის გამო მიიღო. სიგელს იგი დღემდე ბალიშის ქვეშ ინახავს და ძალიან უფრთხილდება.
სანამ მუშაობდა, ბატონ ომარის ოჯახს არაფერი აკლდა. ერთ საბედისწერო დღეს მან მძიმე ტრავმა მიიღო და მხედველობა დაკარგა. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რათა ავადმყოფისთვის აუცილებელი მკურნალობა ჩაეტარებინა. კვენიტაძეები საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ.
ნერვიულობის ფონზე ბატონ ომარს სისხლძარღვების დაავადება დაემართა. სამწუხაროდ, მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოჯახი საარსებო სახსრების გარეშე აღმოჩნდა. ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს და ომარი მეუღლესთან ერთად ბედის ანაბარა დარჩა.
ახლა ომარი კვენიტაძე და მისი მეუღლე ზინა 8 კვ.მ ოთახში ცხოვრობენ, ელემენტარული პირობების გარეშე, ხოლო მწირი პენსია და სოციალური შემწეობა არ იძლევა ნორმალური მკურნალობის საშუალებას. „საშინელებაა რაც დამემართა, განადგურებული ვარ იმ ტკივილის გამო კი არა, რასაც მე განვიცდი, არამედ იმის გამო, რომ ოჯახი ქუჩაში ფაქტიურად ქუჩაში მყავს… ათასობით ადამიანი ცხოვრობს ჩემს მიერ აშენებულ ბინებში, მე კი სიბერეს ნაქირავებ პატარა ოთახში ვატარებ, სიღარიბეში… გული მწყდება, რომ ამ დიდ ქალაქში ჩემთვის თუნდაც ერთოთახიანი ბინაც კი ვერ მოიძებნა“.
ძალიან მძიმეა ამ სიტყვების მოსმენა უმწეო მოხუცისგან, რომელიც მთელი სიცოცხლე თავის საყვარელ ქალაქს ემსახურა…
ბატონ ომარის დასახმარებლად, ჩერნოვეცკის ფონდმა ორი წლის გამოაცხადა საქველმოქმედო აქცია. მისი მდგომარეობა კვლავ რთული რჩება, მას არ ჰყოფნის მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ხშირად შიმშილიც კი უწევს.
მეგობრებო, მოდით არ დავტოვოთ ბატონი ომარი ყურადღების გარეშე, გავუწიოთ მას დახმარება, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე! შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ომარ კვენიტაძ) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/147-zasluzhennyj-stroitel-gruzii-zhivyot/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).