ვანო და ქეთევან ხუციშვილები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში ცხოვრობენ. მათი ქოხი, რომელიც ერთი ოთახისგან შედგება, ავარიულ მდგომარეობაშია: იატაკი ყანყალებს, კედლები დაბზარულია, სახურავიდან წვიმა ჩამოდის, ფანჯრებზე კი მინის ნაცვლად ცელოფნის პარკებია აკრული.
ამ ადამიანებს ერთმანეთისადმი სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნიათ! ისინი ვერ მუშაობენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო და დღეებს სიღარიბესა და უმწეო მდგომარეობაში ატარებენ. არსებობენ მხოლოდ სოციალური შემწეობის მწირი თანხით, რაც ელემენტარული საკვების საყიდლადაც ძლივს ჰყოფნით. თუ, ღმერთმა არ ქნას და, ერთ-ერთს რამე დაემართა, მეორე მარტოობას ვერ გაუძლებს.
ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ შემორჩათ, არის რწმენა. მათ სჯერათ, რომ უფალი მათთანაც მიავლენს კეთილ ადამიანებს, რომლებიც ანუგეშებენ და დაეხმარებიან.
ვანო და ქეთევანი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, თბილ ტანსაცმელს, ზამთრის ფეხსაცმელს, მედიკამენტებს, თეთრეულს, ჭურჭელს… დიახ, მათ პრაქტიკულად არაფერი გააჩნიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ტელევიზორი… და ეს ხდება 21-ე საუკუნეში!
ჩვენ გავესაუბრეთ ქეთევანს, რომელიც მთელი ინტერვიუს განმავლობაში ტირილისგან თავს ვერ იკავებდა.
– რას საჭიროებთ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე?
ქეთევანი: დაწოლის წინ ღმერთს ვევედრები, რომ სახურავი არ ჩამოიქცეს და არ დაგვეცეს…. ისე, ყველაზე მერტად საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გვჭირდება
-ქეთევან, გაქვთ რაიმე ოცნება?
ქეთევანი: ვოცნებობ, რომ უფალმა კეთილი ადამიანები გამოგვიგზავნოს დასახმარებლად. ჩვენ სრულიად უმწეონი ვართ და ძალიან გვიჭირს. მეეჭვება, რომ ამ ზამთარს გავუძლოთ…
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარები ხელი! მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამლკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ დატოვებთ ვანოს და ქეთევანს უყურადრებოდ. გფარავდეთ უფალი!
თქვენ შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ ფინანსურადაც.
ჩვენი ანგარიში: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხუციშვილების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სურვილი და მზაობა დაეხმარო სხვა ადამიანებს, ყოველთვის ბრუნდება საპასუხო მადლიერებით!