რაზე ფიქრობს ეს ახალგაზრდა ყმაწვილი და რას განიცდის იგი? როგორც თითოეულ ჩვენგანს, მასაც ხომ უნდა პარკში გასეირნება, კაფეში შესვლა, მეგობრებთან გართობა ან სტუმრად წასვლა?
გიორგი ვარდიაშვილი 38 წლის არის. აქედან 18 წელი იგი უმძიმეს ვითარებაში იმყოფება, რომელსაც „საიქიოდან დაბრუნებას“ თუ დაარქმევ…
უბედური შემთხვევის შედეგად გიორგი I ჯგუფის ინვალიდი გახდა, იგი საშინელ ავტოავარიაში მოყვა, რამაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე რადიკალურად შეცვალა. როდესაც გიორგი საავადმყოფოში მიიყვანეს, მისი სხეული პრაქტიკულად არ სუნთქვდა, აღენიშნებოდა მრავალი მოტეხილობა და სისხლდენა. 6 თვე მან კომაში გაატარა, ექიმები არ იძლეოდნენ დამაიდებელ პროგნოზს, თუმცა უფლის წყალობით მოზარდმა ნახევარი წლის შემდეგ თვალი გაახილა, თითები აამოძრავა, დაიწყო სუნთქვა სასუნთქი აპარატის გარეშე და საავადმყოფოდანაც გაწერეს.
„ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება, არ წამართვა შვილი და მეორეჯერ მაჩუქა მისი სიცოცხლე. დიდება უფალს“ – გვითხრა გიორგის დედამ – ნანა ვარდიაშვილმა, რომელსაც რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:
– რა მდგომარეობაშია დღეს გიორგის ჯანმრთელობა?
ნანა: თავის ქალა ჰქონდა ძალიან დაზიანებული, უამრავი ოპერაცია ჩაუტარდა… ახლა ეპილეფსია და კრუნჩხვები აწუხებს, საწოლს არის მიჯაჭვული, თუმცა ბოლო დროს საწოლზე წამოჯდომა ისწავლა. გიორგის არ შეუძლია საუბარი, ვერ ჭამს დამოუკიდებლად, პრაქტიკულად არაფერზე რეაგირებს.
-მარტო როგორ უმკლავდებით გიორგის მოვლას?
ნანა: დიახ, მარტოხელა დედა ვარ. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია… ჯერჯერობით გვიდგას სული. მეუღლემ მიმატოვა, მეორე შვილი გარდაცვლილი მყავს. გიორგისთვის რომ მემკურნალა, გავყიდე ბინა, ავტომანქანა, ბიბლიოთეკა, ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა. გიორგი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო როდესაც ავტოავარიაში მოყვა.
-ნაქირავებში ცხოვრობთ, არა?
ნანა: დიახ, სოციალურად დაუცველი ოჯახი გახლავართ და ბინის ქირას მერია იხდის. პირობები აქ ნორმალურია. მადლობა ღმერთს, რომ ქუჩაში არ გვიწევს ღამის თევა!
-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახის შემოსავალს?
ნანა: პენსია – 200 ლარი და სოციალური შემწეობა – 120 ლარი. თანხის დიდი ნაწილი წამლებზე და საკვებ პროდუქტებზე მიდის, ამას ემატება კომუნალური გადასახადები…თან, ამ ბოლო დროს ყველაფერი გაძვირდა… გიორგი საჭიროებს სარეაბილიტაციო კურსის გავლას, თუმცა ამისთვის არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ გამაჩნია. ვიფიქრე, თირკმელს გავყიდი და ამ თანხით ვუმკურნალებ მეთქი შვილს, მაგრამ გადამაფიქრებინეს..მითხრეს, რომ მერე ფიზიკურად ძალიან გაგიჭირდებაო ავადმყოფის მოვლა.
-ვინ გეხმარებათ? ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეთ დახმარებისთვის?
ნანა: ჯანდაცვის სამინისტრო წელიწადში 3-ჯერ გამოყოფს ფულს წამლებისთვის, თუმცა თანხა დიდი არ არის…რამდენიმე წლის წინ კეთილმა ადამიანებმა დააფინანსეს გიორგის ურეკში გამგზავრება სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად…ნათესავებიც გვეხმარებიან, თუმცა ამას ერთჯერადი ხასიათი აქვას, არ არის სისტემატური დახმარება. ძალიან განვიცდი, მაგრამ სასოწარკვეთაში არ ვვარდები… მერე გიორგის ვინ მოუვლის?
-თქვენი საარჩევნო ოლქის დეპუტატისთვის ხომ არ მიგიმართავთ დახმარების თაობაზე?
ნანა: ჩვენი დეპუტატი არის ბექა ოდიშარია. საარჩევნო კამპანიის დროს „ოქროს მთებს’ გვპირდებოდა. ასე მეუბნებოდნენ: „ ეს ადამიანი შენს გიორგის ფეხზე დააყენებსო“, თუმცა ეს ასე არ მოხდა…
-ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების დროს ისეთი კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც კარგად იცნობს ხალხის პრობლემებს, რადგანაც მისი არჩევის შემთხვევაში იგი დიდი ალბათობით სარგებელს მოუტანს ამომრჩევლებს. ამიტომ ყველა ამომრჩეველს ეძლევა სწორი არჩევანის გაკეთების შანსი. წესიერება, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი -ამის გარანტიაა!
ნანა: უნდა შეგაწყვეტინოთ. მე მინდა თქვენ საქველმოქმედო ფონდს დიდი მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის. 3 წლის წინ უზარმაზარი თანადგომა გაუწიეთ გიორგის, მაშინ სასოწარკვეთაში ვიყავი ჩავარდნილი და არ ვიცოდი რა მექნა (რედ.- ტირის). ჩემი შვილი თქვენი „შინ მოვლის“ ბენეფიციარი გახდა. ექიმი და ექთანი სისტემატურად მოდიან, უტარებენ მას სამედიცინო პროცედურებს, გვამარაგებენ მედიკამენტებით. თქვენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა! თქვენი დახმარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა ფონდის დამაარსებელს, რომელიც ზრუნავს ჩვენსავით გაჭირვებულ ხალხზე. წარმატებები და ჯანმრთელობა მას.
-რაზე ოცნებობთ?
ნანა: არაფერზე ვოცნებობ გარდა ჩემი შვილის გამოჯანმრთელებისა. ჩემი გონება მხოლოდ მისკენ არის მიმართული. მე ხომ დედა ვარ…თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მიჭირს. მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს!
მეგობრებო, როგორც ხედავთ, ამ ოჯახში მდგომარეობა ძალიან რთულია. გიორგი საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს. გაუწოდეთ მას დახმარების ხელი და აჩუქეთ მომავლის იმედი.
ჩვენი ანგარიშია GE15TB7194336080100003 или GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიორგი ვარდიაშვილი).თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან! გფარავდეთ უფალი!