რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ახალი წლის საღამოს, როდესაც ჩვენ, მეგობრებო, შევავსებთ ჩვენს ჭიქებს სასმლით, ვიცინით და გვიხარია, ისინი სიცივეში არიან და საჭმელიც კი არ აქვთ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მეგობრებო, ჩერნოვეცკისფონდიიწყებსაქციასჩხაიძეებისოჯახისდასახმარებლად. როგორცმოგეხსენებათ, ფონდიარკმაყოფილდებაერთჯერადიდახმარებით.თქვენშეგიძლიათ, გაიცნოთესოჯახიპირადადდაგაუწიოთსაჭიროდახმარება! ესტუმრეთმათთქვენსშვილებთანერთან, ამისათვისუფალიდაგლოცავთდაასმაგადგადაგიხდითსიკეთეს! ესმათისაკონტაქტონომერია: 551 54 84 54 მისამართი: თბილისი, გლდანის 3 მ/რ, 85 კორპუსი, 7 სადარბაზო, 9 სართული, ბინა 135.
დააუცილებლადგააზიარეთესპოსტი! დაე, თქვენმამეგობრებმაცშეიტყონამოჯახისუბედურებისშესახებ! ესძალიანმნიშვნელოვანია!უფალიგვაძლევსშესაძლებლობას, დავეხმაროთადამიანებს, რომლებსაცთავადარაქვთშესაძლებლობა. გვერდიარაუაროთსხვისუბედურებას! უბედურიადამიანებიუფლისგანარიანგამოგზავნილნი, რათაჩვენ, არამხოლოდსიტყვებით, არამედსაქმითაცშევძლოთდავამტკიცოთუფლისადმირწმენა.მეგობრებო, ჩვენგვაქვსკიდევერთისათხოვარი: თუთქვენიცით, რომმეზობელი, ანნაცნობიგასაჭირშია, გააკეთეთკეთილისაქმედამოგვწერეთშემდეგელექტრონულმისამართზე: office-fsp@fsp.geჩვენიფონდისანგარიშისნომერია: GE15TB7194336080100003,
GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 – (დანიშნულება -ჩხაიძეების ოჯახი)თანხისგადარიცხვა, ასევე, შესაძლებელიაჩვენისაიტიდან თანხისგადარიცხვაშესაძლებელიასწრაფიგადახდისტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. ქველმოქმედებისგანყოფილებაშიმოძებნეთჩვენიფონდი.
(ფონდისდამატებითიუფლებებისადამოვალეობებისინფორმაციისსანახავად, ეწვიეთბმულს: https://goo.gl/GY2Gus).დაბოლოს, მეგობრებო, აუცილებლადგამონახეთდროდამიულოცეთკეთილისიტყვებით, ანბარათებითგაჭირვებულქართველებსახალიწელი, შემგდომკი – შობა, ბავშვებსაჩუქეთსათამაშოებიდატკბილეული. ჩვენკი, მათღიმილს „გამოგიგზავნით“. ჩვენხომერთიოჯახივართ. ჩვენცოტანივართ, მაგარამჩვენხომქართველებივართ!
ადამიანებმა ისინი დაივიწყეს! მაგრამ
უფალი დიდია!
გახსოვთ ჩვენი პოსტი ამ სამყაროში დაკარგულ
მოხუცებზე?(https://chernovetskyifund.ge/ru/projects/541-chkhaidze
) 68 წლის გალაკტიონის სევდიანმა ნაამბობმა, ბევრი ადამიანის გული აავსო თანაგრძნობით და დააფიქრა მოყვასის ხვედრსა და საკუთარ სულზე…
აი, ჩვენ ისევ ვეწვიეთ ამ ადამიანებისგან
მივიწყებულ, მაგრამ სიყვარულით გაბრწყინებულ ჩხაიძეების ოჯახს. გალაკტიონს, მის 95
წლის დედას და მეუღლეს, დალის ჩვენს დანახვაზე
სახეები ღიმილით გაუბრწყინდათ და აფუსფუსდენენ… ოჯახის უფროსმა მოხერხებულად დასვა
თავის „გოგოები“ და ამაყად შეგვიძღვა სამზარეულოში, რომელსაც ჩერნოვეცკის ფონდის მიერ
საჩუქრად მორთმეული გაზქურა ამშვენებს.
– იცით, ეს გაზქურა ყველაზე მეტად ვის
გაუხარდა? მე! ამ სახლში მზარეული მე გახლავართ, – სიცილით გვითხრა გალაკტიონმა, მაგრამ
თვალები მაინც ცრემლით აემღვრა, – ჩემს გოგოებს ფეხზე ადგომა რომ შეეძლოთ, ისეთი გემრიელობებით
გაგიმასპინძლდებოდნენ… შემიძლია ჩაი შემოგთავაზოთ, შაქრით – თქვენი დამსახურებით,
ახლა ჩაიც გვაქვს და შაქარიც…
მასპინძელს არ ვაწყენინე და ჩვენი საუბარი
გაგრძელდა არომატული, ცხელი ჩაის თანხლებით,
რომელიც გალაკტიონმა საკუთარი ხელით მომიმზადა. პირველივე კითხვაზე, თუ რა შეიცვალა
მათ ცხოვრებაში ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გალაკტიონი ბავშვივით ატირდა:
გალაკტიონი: იცით, თავს იმდენი უბედურება
დამატყდა, რომ ეჭვიანი გავხდი და აღარავის ვენდობოდი, მეჩვენებოდა, რომ დედამიწაზე
აღარ დარჩა, კეთილი და გულსხმიერი ადამიანები, მაგრამ იმ სიკეთემ, რომელსაც ფონდი ქვეყანაზე
აფრქვევს, ჩემს გულშიც შემოაღწია… თქვენ დამანახეთ, რომ მართალი არ ვიყავი. თქვენ
მე რწმენა და იმედი დამიბრუნეთ…
– ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ
იმ ადამიანებიდან, ვინც თქვენთან მოვიდა, ან დაგირეკათ?
გალაკტიონი: ყველა მახსოვს და თითოეული მათგანის მადლობელი ვარ,
მთელი გულით! ჩვენთვის, მოხუცებისთვის, მატერიალური დახმარების გარდა, ყოველი თბილი
სიტყვაც ხომ ძალიან ძვირფასია! ძალიან მოკლებულები ვართ ამას… უფალმა ყველა დალოცოს
და მრავალი ბედნიერი წელიწადი მისცეს!
გიამბობთ პირველ ადამიანზე, რომელიც
გვეწვია თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ. ახალგაზრდა ბიჭი, კასპიდან, გიორგი,
გვარი არაფრით არ მითხრა. მოვიდა პროდუქტით დატვირთული და 50 ლარიც გვაჩუქა.შემოვიპატიჟე
და მის ცხოვრებაზე გამოვკითხე. მიამბო, რომ სამხატვრო აკადემიის ფასიან განყოფილებაზე
სწავლობდა, თბილისში, სწავლის საფასური ვეღარ გადაიხადა და დაანება თავი. წარმოგიდგენიათ,
რანაირები ვართ ეს ქართველები, თავისი სწავლის, ნათელ მომავლში ბილეთის საფასური ვერ გადაიხადა, ჩვენთან
კი მოვიდა და თითქმის 200 ლარის პროდუქტი მოგვიტანა! თურმე ქვაზე მუშაობა დაუწყია და
ახლა ორნამენტებს ჭრის ეკლესიებისთვის…
ამის შემდეგ ადამიანების სიკეთის როგორ
არ უნდა მჯეროდეს?
კიდევ განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო
ერთი მშვენიერი გოგონა, მაია, ექთანი, რომელმაც დედაჩემს დაბადების დღე მიულოცა –
19 თებერვალს მას 95 წელი შეუსრულდა. არ ვიცი, მაიამ ამის შესახებ საიდან შეიტყო, მაგრამ
მოვიდა და დედას დიდი ტორტი და ყვავილები მიართვა! დედაჩემს, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული,
ყვავილების დანახვაზე სახე ახალგაზრდა გოგოსავით გაუბრწყინდა… ცხოვრება ხომ სწორედ
ასეთი მშვენიერი წამებისგან შედგება!
სამწუხაროდ, ალბათ ვერ გეტყვით ყველა იმ ადამიანის
სახელს, ვინც ჩვენთან მოვიდა, ან დაგვირეკა. ბევრმა თანხა გადმოგვცა, ზოგმა უბრალოდ
დარეკა და სიტყვიერად გაგვამხნევა… გასაოცარია, მაგრამ 10-მა ან 12-მა ახალგაზრდა
ბიჭმა და გოგომ დამირეკა, და ფიზიკური დახმარება შემომთავაზა… ეს კი იმას ნიშნავს,
რომ საქართველოს აქვს მომავალი, რადგან ახალგაზრდებს ახსოვთ მოხუცები და მზად არიან,
დაეხმარონ საკუთარი ხელით…
– თქვენი ემოცები გაგვიზიარეთ გალაკტიონ.
გალაკტიონი: უდიდესმა სიხარულმა შემიპყრო. იმის შეგრძნებამ, რომ
ჩემი ოჯახის გარდა, კიდევ ვიღაცას ვჭირდები, სიცოცხლის ხალისი და ძალები შემმატა…
ფონდის საჩუქრები, – გაზქურა და ტელევიზორი, – სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ჩემს გოგოებს
ძალიან გაუხარდათ ტელევიზორი! ეს ხომ მათი ერთადერთი გასართობი და სარკმელია, გარე
სამყაროში… რა თქმა უნდა, ჩემი ყბედობის გარდა(იცინის)…
გაზქურა კი პერსონალური საჩუქარია ჩემთვის!
დედას და მეუღლეს, საჭმლის მომზადება კი არა, გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ, ასე რომ,
სამზარეულოში უფროსი მე ვარ! ახლა კი თქვენი ფონდის დამსახურებით, თავს ბევრად კომფორტულად
ვიგრძნობ.
– პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და
მხარდაჭერა?
გალაკტიონი: მთელი გულითა და სულით,
უდიდეს მადლობას ვუხდი თქვენს ფონდს, ყურადღებისთვის და თანაგრძნობისთვის… და კიდევ
იმის თქმა მინდა, რომ თქვენ შემახსენეთ და დამანახეთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან
ნამდვილი ადამიანები, ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც უბრალოდ კარგად კი არა, ძალიან შეძლებულად
ცხოვრობს, მაგრამ არ გააჩნიათ ისეთი სითბო და მოყვასისადმი თანაგრძნობა, როგორიც ჩერნოვეცკის
ფონდმა გამოიჩინა… თქვენ ხედავთ ადამიანების
გასაჭირს და ნამდვილად ეხმარებით მათ. ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მოგცეთ, ძალა და
შესაძლებლობები ასეთი ღვთისნიერი საქმისთვის!
– ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა
ჩვენს პოსტს?
გალაკტიონი: არა, რას ამბობთ… ყურიც არ შეიბერტყა არავინ…
– კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემები, რომლის
გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
გალაკტიონი: ისედაც ამდენით დაგვეხმარენ,
მერიდება კიდევ რაიმის თხოვნა, მაგრამ თუ ნებას მომცემთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
მცხვენია, გავბედავ და ვიტყვი: დედაჩემისთვის და ჩემი მეუღლისთვის პამპერსი ძალიან
გვჭირდება. მათ არ შეუძლიათ საპირფარეშომდე
დამოუკიდებლად მისვლა, მე კი, ძალიან მიჭირს მათი ხელით ტარება – ხუთი გულის ოპერაცია
მაქვს გადატანილი… მაპატიეთ, რომ ამ თემაზე თქვენთან საუბარი მიწევს, მაგრამ ეს სინამდვილეა…
სწორედ ეს გვჭირდება ყველაზე მეტად…
ტანწერეწეტა გოგოები მყავს, ამიტომ,
თუ ვინმე ისევ გადაწყვიტავს, რომ დაგვეხმაროს,
შეუძლიათ პამპერსის ყიდვა, 70 კილოზე, ან ცოტა მეტზე…
მესმის, რომ ახლა ყველას ძალიან უჭირს,
და ვერც ვბედავ მეორედ რაიმის თხოვნას… მაგრამ იქნებ?..
და თუ კი გიმძიმთ
საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ
ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უბრალოდ დაურეკეთ
ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან
შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი,
ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის,
რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ
გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი
სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე.
ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი.
თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – შანსია თქვენც ყოველთვის
და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ჩხაიძეების ოჯახი)
ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ru/projects/541-chkhaidze
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:
OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს
შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
0901 200 270 – ერთი ზარი სიცოცხლეს
გადაარჩენს.
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით
და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
1597.00₾დარჩა:
0₾