გიორგი ახლა 16 წლისაა. 7 თვისამ წითელა გადაიტანა და ვინ წარმოიდგენდა, რომ შედეგად ბავშვს პანენცეფალიტი დაემართებოდა. სამწუხაროდ, ბავშვები, ვინც წლამდე წითელა გადაიტანა, სწორედ ამ რისკის ჯგუფში ხვდებიან. გაუფრთხილდით ჩვილებს, უფალი შეგეწიოთ!
ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ რა ტკივილს განიცდიან მშობლები, როდესაც მათი შვილი ასეთ მდგომარეობაშია. გიორგის ერთი წამითაც ვერ ტოვებენ. თითოეულ გამოხედვას, ღიმილსა თუ მოძრაობას, აკვირდებიან, რათა სამუდამოდ არ დაკარგონ მასთან კავშირი!
გიორგი სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო, სკოლაში დადიოდა, პატარა ძმებს, ლუკასა და ალექსანდრეს ეთამაშებოდა. გიორგი თავის ძმებზე ორი წლითაა უფროსი. „ყოველთვის დავიცავ ჩემს ძმებს, ვერავინ აწყენინებს!“ – ასე ამბობდა ბიჭი. პატარებსაც ის სიგიჟემდე უყვარდათ… მათემატიკური ნიჭით დაჯიდოებული გიორგი პატარა გენიოსი იყო. მთელი დღის განმავლობაში შეეძლო რთული ამოცანების ამოხსნა და ძალიან ბედნიერი იყო ამით.
ვინ იფიქრებდა, რომ ეს მოუსვენარი ბიჭი, ლოგინიდან ვეღარ ადგებოდა.
ამ ტრაგედიაზე გიორგის დედასთან საუბარი ძალიან რთული აღმოჩნდა. „მტერს არ ვუსურვებ, საკუთარი თვალით უყუროს, თუ როგორ იტანჯება მისი შვილი… ალბათ სისულელეს ვამბობ, მაგრამ ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ ბავშვს მაინც სიკვდილი უწერია, ხომ არ სჯობია, რომ უცებ მოუვიდეს რამე? დედა-შვილისთვის არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე უყუროს ერთმანეთის დაუსრულებელ ტანჯვას. სტკივა? სცივა? ტირილი უნდა? ამასაც კი ვერ ვიგებთ… უკვე 5 წელია გიორგისთან ერთად ყოველდღე ვკვდებით…“
– ირინა, ნამდვილად არ გვსურს გაგახსენოთ ეს საშინელება, მაგრამ მაინც, იქნებ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
ირინა: როდესაც გიორგი 12 წლის იყო, მეზობლის ბიჭმა თავში ჩაარტყა, გონება დაკარგა, მაგრამ მალევე წამოდგა ფეხზე. გამოკვლევაზე წავიყვანე, იქ მითხრეს, რომ ტვინის შერყევა არ ჰქონდა, დამამშვიდეს. 2 კვირაში, როდესაც მათემატიკაში მეცადინეობდა, უეცრად ტირილი დაიწყო… როდესაც მივედი მასთან, მითხრა, რომ ყველაზე მარტივ მაგალითსაც კი ვერ ხსნიდა… ძალიან უყვარდა მათემატიკა… ელემენტარულ კითხვებზე, 2Х2, 3+3, ვერ მცემდა პასუხს. შემდგომში ციფრებსაც ვეღარ ცნობდა. ძალიან შევწუხდი, ექიმთან წავიყვანე, ყველაფერი გავყიდე, რათა ანალიზები გერმანიაში გამეგზავნა. გერმანელი ექიმების პასუხმა კი გული მომიკლა, პანენცეფალიტი!
– როგორ განვითარდა დაავადება? გიორგი გრძნობადა, რომ რაღაც ემართებოდა?
ირინა: წყეულმა დაავადებამ 8 თვეში წამართვა შვილი! თანდათანობით სიტყვები დაავიწყდა, მოძრაობა შეწყვიტა… როდესაც ვეკითხებოდი ვინ ვარ, მპასუხობდა, „დედა“, სახელი კი არ ახსოვდა. შემდეგ დიდი ხნით იძინებდა, ორი-სამი დღე ეძინა გადაბმულად, გონს მოდიოდა, გვეხვეოდა, კითხულობდა სად იყო და ისევ იძინებდა… 2015 წლის 21 ივლისს საბოლოოდ გაითიშა…
– მისი უკანასკნელი სიტყვები თუ გახსოვთ?
ირინა: რა თქმა უნდა, რა დამავიწყებს?! „მამა, მამიკო, რაღაც ვერ ვარ კარგად, მიშველე…“ სამუდამოდ დამამხსოვრდა… მას შემდეგ, აღარ გაგვიგია მისი ხმა.
– როგორია გიორგის ამჟამინდელი მდგომარეობა?
ირინა: 5 წელია უმოძრაოდ წევს. ხელ-ფეხი არ ემორჩილება, მაგრამ ყველაფერი ესმის და თითოეულ მისი რეაქცია იმედს მაძლევს… კლასიკურ მუსიკას ვურთავ, მას ძალიან უყვარს ბეთჰოვენი, იღიმის, როცა უსმენს… ამით ვხვდები, რომ შვილი ჯერ საბოლოოდ არ დამიკარგავს, მას ესმის, იცის, რომ სიგიჟემდე მიყვარს…
– თქვენს ოჯახზე მოგვიყევით, როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?
ირინა: კიდევ ორი ბიჭი მყავს, 14 წლის ტყუპები, ლუკა და ალექსანდრე. მათთვის ვცოცხლობ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემი მეუღლის მხარდაჭერა და სიყვარული რომ არა, ალბათ, თავს მოვიკლავდი. ძალიან მეხმარება ბიჭების აღზრდაში და გიორგის მოვლაში.
– რა არის თქვენი ოჯახის საარსებო წყარო? რა შემოსავალი გაქვთ?
ირინა: მეუღლე დასუფთავებაში მუშაობს, მისი ხელფასი, რა თქა უნდა არ გვყოფნის. ჰიგინური საშუალებები და წამლები ძალიან ძვირი ჯდება.
– ირინა, შეიძლება ეს უადგილოა, მაგრამ მაინც უნდა დაგისვათ ეს კითხვა ისე, როგორც ყველა ჩვენს ბენეფიციარს. რაზე ოცნებობთ?
ირინა: მე რეალისტი ვარ. ჩემი შვილის ავადმყოფობის შესახებ ყველაფერი ვიცი… ვიცი, რომ ვერ გადარჩება, მაგრამ, როგორ ავუხსნა ეს ჩემს ბიჭებს? როგორ? ლუკამ, როგორც ჩანს, წაიკითხა ამ დაავადების შესახებ, მკითხა; „იქნებ გადარჩეს გიორგი? ის ხომ არ გავს სხვებს? ის ხომ მსოფლიოში ყველაზე კეთილია!“ – რა ვუთხრა? მაპატიეთ, ვეღარ ვსაუბრობ, ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის დაწვრილებით გახსენება და ხელახლა განცდა.
მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის მერე, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება, გასაჭირში მივატოვოათ ეს საბრალო ოჯახი! ყველამ ვევედროთ უფალს, არ შეწყდეს გიორგის სიცოცხლე!
ყველაფერი უფლისა და ჩვენს წყალობაზეა დამოკიდებული. ეს ოჯახი თბილისში ცხოვრობს, თავადაც შეგიძლიათ მოინახულოთ და გაუწიოთ დახმარება. მათი მისამართია: გლდანის 1მ/რ, კორპუსი 16, ბინა 56. ტელ: 557 233 233
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას გიორგი მოდებაძის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ეს შეეფერება ჩვენს ამაყ ერს!
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გიორგი მოდებაძე)
თანხის გადარიცხა ასევე შესაძლებელია ჩვენი საიტიდან:
(ფონდის დამატებით უფლებებს და ვალდებულებებსა შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უმრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ ბიჭსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქმებბ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!