რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
14 წელია მადონა შვილის სასთუმალს არ შორდება. ექიმები ეუბნებოდნენ, დიდხანს ვერ იცოცხლებსო.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
090120027014
წელია მადონა შვილის სასთუმალს არ შორდება.
ექიმები ეუბნებოდნენ, დიდხანს ვერ იცოცხლებსო. მაგრამ უფალი მოწყალეა
– უხანგრძლივებს დედას შვილთან ერთად ყოფნის წუთებს.
მეგობრებო,
გვინდა გაგაცნოთ ბოლქვაძეების
ოჯახი.
მადონა: ოჯახში რვანი ვართ. მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი სამი შვილი: 14 წლისმარიამი, 8 წლის
გიორგი და 7 წლისნიკოლოზი. ბებია, მარეხი და ბაბუა, გია. ასევე ჩემი მული – ქეთი.
– არაჩვეულებრივი ოჯახი გყავთ. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ მარიამის
შესახებ.
მადონა: მარიამს ცერებრალური დამბლა აქვს. 14 წელია არ ვშორდები მის სასთუმალს,
ვემზადები საშინელი დასასრულისთვის, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები იმას, ის აღარ მეყოლება!
მძიმე
მშობიარობა მქონდა. ექიმები არჩევანის წინაშე დადგნენ: ან დედა, ან ბავშვი. მარიამი
რომ დაიბადა, ძალიან სუსტი იყო. ტირილიც კი არ შეეძლო. ახლაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
ერთი სიტყვაც კი
არ უთქვამს,დამოუკიდებლად მოძრაობა
არ შეეძლო… მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. მისი სხეული დეფორმირებულია, ცალი
ფილტვი ნეკნებით გაიჭყლიტა და სუნთქვა უჭირს. ჟანგბადს კარგავს და მუდმივად სჭირდება
სპეციალური აპარატი.
– რა ოპერაციები გადაიტანა მარიამმა და რას გეუბნებიან ექიმები?
მადონა: როდესაც მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სუნთქვა შეწყვიტა, კუჭსა
და ყელში პლასტმასის სტომები ჩაუდგეს. წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ამიხნეს, რომ მისი
გადარჩენისთვის ეს აუცილებელი იყო. ექიმებს უკვირთ, რომ დღემდე სუნთქავს.
ასეთი
ბავშვის მოვლა ძალიან რთულია. ამის შესახებ, თავიდანვე გამაფრთხილეს, მაგრამ ფარ-ხმალი
არ დამიყრია! სამი დღე გავატარე რეანიმაციაში ჩემს შვილთან ერთად და ზედმიწევნით შემასწავლეს
მისი მოვლა. მარიამს მარტო დატოვება არცერთი წამით არ შეიძლება. პროცედურები რთულია, აუცილებელია სტერილურობის დაცვა
და ყოველი კვების შემდეგ, მილების კარგად ჩარეცხვა.ბათუმში მალე გაიხსნება
ასეთი ბავშვების მოვლისთვის სპეციალურად განკუთვნილი ცენტრი. მესმის, რომ შესაძლოა სამედიცინო თვალსაზრისით,
მარიამისთვის იქ ყოფნა უკეთესიც იყოს, მაგრამ შვილთან განშორება უბრალოდ ვერ წამომიდგენია.
ყველა დედას ვუსურვებ, ჯანმრთელი შვილები ყავდეთ.
ეს უდიდესი ბედნიერებაა!
– რა რჩევას მისცემდით თქვენსავით უკიდურესად რთულ მდგომარეობაში მყოფ დედებს?
მადონა: სამწუხაროდ, მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი… საკმაოდ ბევრი
დედაა ასეთ მგომარეობაში. არასოდეს დანებდეთ! ბოლომდე იბრძოლეთ თქვენი შვილის სიცოცხლისთვის!
ვინ შეძლებს ამას ჩვენს გარდა? და კიდევ… არავის მინდა თავს მოვახვიო ჩემი აზრი,
მაგრამ თუ არ ხართ დაკავებული სამსახურით, ნუ აიყვანთ უცხო ადამიანებს ასეთი ბავშვების
მოსავლელად. ყოველი წუთი გამოიყენეთ, აჩუქეთ მათ თქვენი სითბო და სიყვარული. მერწმუნეთ,
ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
– მადონა, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
მადონა: თავადაც ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია მარიამი. ძალიან სჭირდება
ჰიგიენური საშუალებები, პამპერსი, ყველაფერი სტერილური უნდა იყოს. ამას მისთვის სასიცოცხლო
მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა სჭირდება სრულფასოვანი კვება, ხორცისა და რძის პროდუქტი,
ორგანიზმში კალციუმისა და კალიუმის მუდმივი ნაკლებობა აქვს.
– გვიამბეთ, როგორ გაიცანით თქვენი
მეუღლე, როგორ გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?
მადონა: მე და ქეთევანი, (მეუღლის და) რუსთავის კოლეჯში ერთად ვსწავლობდით.
საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ხშირად ვსტუმრობდი მის ოჯახს სოფელში, იქ გავიცანი მისი
ძმა, რომანი. ერთმანეთი ერთი დანახვით შეგვიყვარდა და „გავიპარეთ“, მაშინ ეს მოდაში
იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი კი, ჩემი მული გახდა. დასავით მიყვარს. მისი თანადგომა
რომ არა, ალბათ ვერ გავუმკლავდებოდი ამდენ სირთულეს!
– კიდევ ვინ გეხმარებათ?
მადონა: ოჯახის წევრების დახმარების გარეშე, ბევრად უფრო გამიჭირდებოდა. ექვსი
წელი, ჩემს მშობლებთან ვიცხოვრეთ, რუსთავში, რადგანაც იქიდან უფრო მარტივი იყო მარიამის
თბილისში, ექიმთან ტარება. ყოველთვის გვეხმარებოდნენ. ასევე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი
ძმის, ვაჟასი. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც უჭირს, ყოველთვის ცდილობს დაგვეხმაროს
საყოფაცხოვრებო საკითხებში. ჩემი გოგონასთვის ყიდულობს და აგზავნის ფილტრებსა და მილებს,
ყველანაირად ცდილობს, რომ დაგვეხმაროს.
ჩემი
მული, ქეთი, ძალიან მეხმარება მარიამის მოვლაში. მისი მარტო დატოვება ხომ ერთი წამითაც
არ შეიძლება!
– სახელმწიფო თუ გეხმარებათ? ადგილობრივი მმართველობისთვის მიგიმართავთ დახმარებისთვის?
მადონა: ადგილობრივი მმართველობა მარიამისთვის წამლებით გვეხმარება. ძალიან
ბევრი გაჭირვებული ოჯახია ჩვენს რაიონში, დახმარება ბევრს სჭირდება და მე ეს კარგად
მესმის.
– ხსნას რაში ხედავთ?
მადონა: ჩვენი ოჯახი ძალიან მორწმუნეა. მე ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ სამაგიეროდ ბავშვები სულ დადიან
ეკლესიაში და ეზიარებიან. უფალი კეთილ ადამიანებს ყოველთვის გვიგზავნის. ვიცი, თქვენი
მოსვლაც უფლის ნება იყო!
– უცხო ადამიანების სიკეთის გჯერთ?
მადონა: იცით, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რთულ პერიოდში, როდესაც ყველას
ასე ძალიან უჭირს, ხალხი ასეთ სიკეთესა და გულისხმიერებას გამოიჩენდა. ადგილობრივები
ძალიან გვეხმარებიან, მოაქვთ, რაც შეუძლიათ, წამლები, პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები.
– ბიჭებზე გვიამბეთ, სკოლაში სწავლობენ?
მადონა: გიორგი და ნიკა ძალიან კეთილი და მზრუნველი ბავშვები არიან. გიორგი
მესამე კლაშია, ნიკო კი პირველში. დიდად არ უხარიათ, სკოლაში სიარული რომ აღარ უწევთ,
სახლში მოიწყინეს. ორივეს უნდა, რომ ცნობილი ფეხბურთელები გახდნენ. უფრო სწორედ გიორგის
უნდა, ნიკო კი უფროს ძმას არაფერში ჩამორჩება. გიორგის ასევე ძალიან უყვარს ხატვა.
მულტფილმის გმირებს ხატავს და საკმაოდ კარგად გამოსდის.
თავიანთ
დაზე სიმართლეს ვეუბნები. იციან, რომ დაბადებიდან ავად არის. არასდროს არ ლაპარაკობდა,
არ დადიოდა და ბოლომდე ასეთი იქნება.
– ახლა ბავშვებს გავესაუბრები. ბავშვებო, შეიძლება დაგელაპარაკოთ? როგორ ხართ?
რა თამაშები გიყვართ? დედას და მამას როგორ ეხმარებით? რაზე ოცნებობთ?
გიორგი(8 წლის): მე კარგად ვარ, თქვენ? ყველაზე მეტად, ჩემს ძმასთან ერთად
ფეხბურთის თამაში მიყვარს. ცნობილი ფეხბურთელი გავხდები! რონალდუსავით, ხომ გაგიგიათ?
დედიკოს ვეხმარები ჩემი დაიკოს მოვლაში და სკოლაში დავდივარ. კარგ ბურთზე ვოცნებობთ მე და ნიკო, თორემ ეს უკვე
ძალიან ძველია.
ნიკოლოზი(7 წლის): მეც მინდა დეიდას დაველაპარაკო! მეც ფეხბურთის თამაში მიყვარს.
აი ნახავთ, მე და ჩემი ძმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები ვიქნებით! მეც ვეხმარები
დედიკოს მარის მოვლაში, ვუმღერი და ვართობ. გინდათ თქვენც გიმღეროთ? ჩაიწერთ?
– არაჩვეულებრივი ბიჭები ხართ! ყოჩაღ! მადონა, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
რაზე გყოფნით?
მადონა: მარიამის ინვალიდობის პენსია 220 ლარი და სოციალური დახმარება 340
ლარი. სოფელში სამსახური ისედაც არ იშოვებოდა, ახლა კი, ამ ვირუსის გამო, მითუმეტეს.
თავადაც ხედავთ, მარიამის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმაოდ დიდი თანხები,
შემოსავალი არ გვყოფნის, სრულფასოვან კვებაზე კი საუბარიც ზედმეტია.
-შესაძლოა ეს კითხვა ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველა ჩვენს
ბენეფიციარს ვუსვამთ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
მადონა: შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ სანამ ჩემი
მარიამი ცოცხალია, ღირსეული საარსებო პირობები ჰქონდეს.მისი მოვლისთვის აუცილებელია
პამპერსი, ნაზოგასტრალური მილები, ბლენდერი, რომელიც მუდმივად ფუჭდება. საჭიროა მის
ოთახში იატაკისა და შპალერის შეცვლა, რათა უფრო მარტივი იყოს ჰიგიენისა და სისუფთავის
დაცვა. გაზქურა გაგვიფუჭდა და მაცივარიც ძალიან ძველია, 15 წლის წინ ჩემმა მშობლებმა
ქორწილში გვაჩუქეს.
– ჩვენი ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ? რატომ გადაწყვიტეთ ჩვენთვის მოგემართათ?
მადონა: არა ერთხელ გამიგია, რომ ეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს, ისეთი ბავშვების
დედებს, როგორც მარიამია. მინახავს, როგორ გიხდიდნენ მადლობას და გადავწყვიტე თქვენთვის
მომეწერა.
– როდესაც სტატიას გამოვაქვეყნებთ, თქვენი ოჯახის შესახებ თითქმის მთელი საქართველო
შეიტყობს. გინდათ ფონდის მეგობრების გაცნობა?
მადონა: დიახ, კეთილი ადამიანების გაცნობა ძალიან გაგვიხარდებოდა.
———
მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის მერე, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება,
გასაჭირში მივატოვოათ ეს საბრალო ოჯახი! ყველამ ვევედროთ უფალს, რომ მარიამის სიცოცხლე
არ შეწყდეს!
მეგობრებო,
როგორც ხედავთ, გადარჩენისთვის მარიამს სჭირდება პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და
საოჯახო ტექნიკა! დავეხმაროთ ამ ოჯახს, ჩათვალეთ, რომ თქვენი ნათესავები არიან!
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ დედა-შვილს კიდევ
ცოტა ხანს ერთად ყოფნის შესაძლებლობა. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ
დახმარება. მერწმუნეთ, ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მადონას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ
და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ!
ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი
ჯვარცხმა. ტელ: 599 15 49 36
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ
ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება,
გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარიამ ბოლქვაძე)
საიტიდან:
ტერმინალებიდან: OPPA,
TBCpay დაExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა
და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
სულ ხარჯები:
2927.00₾დარჩა:
0.18₾