რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
როგორც აღმოჩნდა, საქართველოსთვის კი არა, საბჭოთა კავშირისთვის ვიბრძოდი – ასეთი პასუხი გამცა ჩვენმა მთავრობამ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270 „ომი გამოვიარე, მაგრამ ახლა მარტო ვარ.“
– ამბობს გიორგი ბაბუ, რომელმაც თითქმის მთელი საუკუნეა ცხოვრობს ამ ქვეყანაზე.
თუ ჩათვლით, რომ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები
სწორია, და გიორგი ჩვენი ქვეყნისთვის არ იბრძოდა, მაშინ ის ამ ქვეყანას, დამცირებული
და საკუთარ თანამემამულეებზე ძალიან ნაწყენი დატოვებს. მეგობრებო, ეს პოსტი სწორედ
იმიტომ გამოვაქვეყნეთ, რომ ღრმად გვწამს, გულისხმიერი და დიდსულოვანი ქართველი ხალხი,
ამ შესანიშნავ, ღირსეულ ადამიანს სრულიად სხვა თვალით შეხედავს. ის ხომ ნამდვილი, ქართველი
გმირია!
– „როგორ გამიხარდა შენი მოსვლა, შვილო.“ – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 95 წლის
გიორგი ჩიტეიშვილი, სწორედ ამ სიტყვებით შეგვეგება…
ომის შემდეგ, სულ სხვა გემო აქვს ცხოვრებას. როდესაც
მიჩვეული ხარ სიკვდილს ყოველდღე თვალებში უყურო. მადლობელი ვარ უფლის,
ჩემი ერთადერთი სიყვარულისთვის, ჩემი ნინასთვის, მასთან გატარებული თითოეული დღისთვის,
ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. სიკვდილმა დაგვაშორა, მხოლოდ იმას ვნანობ, უფალმა
რომ თავისთან მე არ წამიყვანა პირველი.
თითქმის
80 წლის წინ გიორგი სკოლის მერხიდან ომში წავიდა
თავის უფროდ და-ძმასთან ერთად. სად არ იბრძოლა, ორი უმძიმესი ჭრილობა მიიღო
და დემობილიზაციის შემდეგაც, განაგრძო ჩვენი თანამემამულეების, მსროლელების გაწვრთნა.
მის დანაოჭებულ სახეზე ღრმად აღიბეჭდა ფაშიზმთან ომის მთელი ტკივილი და საშინელება.
ჩვენთვის იბრძოდა, მეგობრებო, ჩვენი თავისუფლებისთვის, ნათელი მომავლისთვის და ჩვენი დღევანდელი დღისთვის.
ახლა კი სრულიად მარტოა, უამრავი ქრონიკული დაავადებით იტანჯება, გადაიტანა ინფარქტი
და ორი წლის წინ, ინსულტიც. რის შედგადაც ნაწილობრივ დაკარგა სმენა და ცალი თვალით
ვეღარ ხედავს. აწუხებს ბრონქიალური ასთმა, გულის უკმარისობა, არტერიული წნევა, მისი
დაავადებბის ჩამონათვალიდან ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია… დარჩენილ წლებს ყოველგვარი
მხარდაჭერის, წამლებისა და ნორმალური საჭმლის გარეშე ატარებს.
– რაში მდგომარეობს თქვენი მთავარი პრობლემა?
გიორგი: უკვე საკმაოდ ხნიერი ვარ. აქამდე როგორღაც
მარტო ვუმკლავდებოდი ყველაფერს, არ ვარ მიჩვეული, ვინმეს რაიმე ვთხოვო. ახლა კი, ვირუსის
გამო, უკვე ერთ თვეზე მეტია სახლიდან ვერ გამოვდივარ – იმუნიტეტი მაქვს დაქვეითებული.
ისედაც უამრავი დაავადება მაწუხებს. კიდევ კარგი, მეზობლებს მაინც ვახსოვარ და როცა
მიდიან მაღაზიაში, პროდუქტი ჩემთვისაც მოაქვთ. რა იმუნიტეტზეა საუბარი ჩემს ასაკში?
არც წამალი მაქვს, არც ნორმალური საკვები. შარშან 580 ლარის წამლები გამომიწრეს. იცით
რამდენი დამიფინანსდა? 220 ლარი. ნეტავ რომელი წამალი უნდა ამერჩია?
– გვიამბეთ საკუთარ თავზე, თუ შეიძლება.
გიორგი: აბაშის რაიონში, სოფელ მარანში დავიბადე,
1925 წლის 20 აპრილს. როდესაც ომი დაიწყო, მეათე კლასში ვსწავლობდი, ფრონტზე ჯერ ჩემი
უფროსი ძმა, შოთა წავიდა, შემდეგ და – ზინა, მერე კი მეც, მაშინ ჯერ 18 -ი წელიც არ
მქონდა შესრულებული. ღმერთის წაყალობით, სამშობლოში სამივე ცოცხლები დავბრუნდით, ჩემს
ბიძაშვილებს კი ნაკლებად გაუმართლათ. უბრალოდ გაქრნენ, არავინ იცის მათი დაღუპვის ადგილი.
ჯერ ქუთაისში მოვხვდი, უბრალო რიგითი ვიყავი, შემდეგ ასეულს ვხელმძღვანელობდი, პასუხისმგებელი ვიყავი ბიჭების სიცოცხლეზე, ერთ
არასწორ ბრძანებასაც კი, სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა, ათობით ჯარისკაცის
სიცოცხლე შეეწირებოდა. შემდეგ უკრაინაში მოვხვდი. სნაიპერმა ფეხში დამჭრა, მაგრამ ჭრილობისთვის
ყურადღება არ მიმიქცევია და ბრძოლა განვაგრძე. მინის აფეთქების დროს ხელში დავიჭერი
და ნამსხვრევები სახეშიც მომხვდა(შუბლზე გაისვა ხელი) გონს უკვე საქართველოში მოვედი,
სამხედრო ჰოსპიტალში. მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, სიტუაცია გაართულა იმან, რომ პირველი
ჭრილობა, უყურადღებობის გამო დაჩირქდა. ექიმები მთელი ერთი თვე პეროქსიდით რეცხავდნენ.
გაწერის შემდეგ კი დემობილიზებული ვიყავი, როგორც მესამე ჯგუფის ინვალიდი. გარკვეული
დროის განმავლობაში მსროლელებს ვწვრთნიდი.
25 წლის ასაკში, 1950 წელს ბათუმში, შოთა რუსთაველის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწორედ
მანდ, დერეფანში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ნინა. ულამაზესი იყო, დღესაც მახსოვს,
წელამდე ნაწნავები და ციმციმა თვალები ჰქონდა. იცით, როგორც კინოებში, გვერდიგვერდ
ვიდექით და ლექციების განრიგს ვკითხულობდით განცხადებების დაფაზე. პირველი გამომელაპარაკა.
მერე ყვებოდა, რომ მეგობრებმა წააქეზეს: ნახე რა კარგი ბიჭია, მიდი, გაიცანიო. ნინამ
ბუღალტრის პროფესია აითვისა და სწავლის დასრულების შემდეგ სამუშაოდ თბილისში გაანაწილეს.
მეც გავყევი.
– ვინმე გეხმარებათ? ალბათ, ამდენ სიძნელეს
მარტო ვერ გაუმკლავდებოდით?
გიორგი: არა, არავინ. მხოლოდ მეზობლები თუ
გამომივლიან ხანდახან. შვილიშვილებს თავადაც უჭირთ. უმუშევრები არიან.
– რაზე ოცნებობდით, როცა ოჯახი შექმენით?
როდესმე წარმოგედგინათ, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდით?
გიორგი: იცი შვილო, კარგი
ცხოვრება გამოვიარე და სანანებელიც არაფერი მაქვს. ომის შემდეგ, ცხოვრებას სულ სხვა
გემო აქვს. როცა ეჩვევი ყოველდღიურად სიკვდილის თვალებში ყურებას. ღმერთის მადლობელი
ვარ ჩემი ნინასთვის. მასთან ერთად გატარებული ყოველი დღისთვის, ჩვენი შვილებისთვის
და შვილიშვილებისთვის. სიკვდილმა დაგვაშორა, მხოლოდ ერთს ვნანობ, უფალმა თავისთან პირველი
მე რომ არ წამიყვანა.
– სახელმწიფო თუ გეხმარებათ? ადგილობრივი
მმართველობისთვის მიგიმართავთ?
გიორგი: სკოლის მერხიდან
წავედი ფრონტზე, მშიერსა და გაციებულს, ტყეებსა და მინდვრებში მეძინა, წვიმაში დასველებულებს,
ტანსაცმელი ტანზევე გვაშრებოდა. ყოველდღე, მკერდი მტრის ტყვიისთვის მქონდა შეშვერილი, ჩემი მეგობრების სიკვდილს ვხედავდი
და სისხლის მდინარეებს. ჩვენი თანამემამულეების სისხლის. თავისუფლებისთვის და ჩვენი
ნათელი მომავლისთვის ვიბრძოდი. თურმე, საჭმელი
და წამალიც კი არ დამიმსახურებია. მხოლოდ პენსიით ვარსებობ. იცით რა მიპასუხეს? – საქართველოსთვის
კი არა, საბჭოთა კავშირისთვის იბრძოდიო…
– მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?
გიორგი: კი. ადრე დიდუბის პანთეონში ხშირად
დავდიოდი, სანთელს ვანთებდი და უფალს შენდობას ვთხოვდი. ახლა კი, სახლიდანაც ვეღარ
გავდივარ.
– თუ შეიძლება, გვიამბეთ თქვენს ახლობლებზე.
სად არიან თქვენი შვილები?
გიორგი: ორი შვილი მყავს… მყავდა. უფროსი,
ზემური,ავტოსგაზაო შემთხვევას ემსხვერპლა. გაჩერებულ
მანქანას, ტრაილერი დაეჯახა. მანქანა გაისრისა, ჩემი შვილი კი შიგნით იჯდა. იმ დღეს
მასთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, ერთ თვეში 60 წელი შეუსრულდებოდა. ღმერთმა ყველა მშობელი
დაიფაროს ასეთი რამისგან… ეს შეუხორცებელი ჭრილობაა. ზემურის ოჯახი რუსეთში დარჩა,
იქ ცხოვრობს ჩემი სამი შვილიშვილი. 2017 წელს, შვილის დასაფლავების შემდეგ აღარ მინახავს.
მეორე შვილი, თემური, ერთი წლის წინ, თურქეთში წავიდა. აქ მისი ორი ვაჟი დარჩა, მაგრამ
ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ. 2013 წლის 16 დეკემბერს, გარდაიცვალა ჩემი საყვარელი
მეუღლე. დიაგნოზი არასწორად დაუსვეს და არასწორად მკურნალობდნენ. აღმოჩნდა, რომ სკლეროზი
ჰქონდა. ხელიდან გამომეცალა. წელს კი, მის სფლავზეც ვერ წავალ.
– ეს სახლი თქვენია?
გიორგი: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს
მომცეს ეს ოთახი, იტალიურ ეზოში. შემდეგ ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა. აქ, სულ რაღაც
18 კვადრატული მეტრია, მაგრამ მე და ჩემი ნინა, აქ ბედნიერები ვიყავით. არანაირი პირობა
არ მაქვს, კედლები გაქუცულია, ძველი იატაკიდან კი ტარაკნები და თაგვები ამოდიან.
– რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?
გიორგი: ჩემი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა
– 360 ლარი. აღარ ვიცი ამ თანხით რა ვიყიდო, წამლები, თუ პროდუქტი. ასე ვცხოვრობ, პურით
და იაფიანი ძეხვით ვიკვებები.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
გიორგი: რბილ საწოლზე ვოცნებობ. წარმოგიდგენიათ,
ორი წლის წინ ინსულტმა დამარტყა და კიბეზე წავიქეცი. კიდევ კარგი, მეზობელმა გამოიარა
და დამინახა. იმ რბილ საწოლზე ვოცნებობ, საავადმყოფოში რომ მქონდა. ნახეთ, ჩემი ძველი
საწოლის ბადე როგორი ჩავარდნილია. ძლივს ვდგები ხოლმე. ჩემო ტელევიზორო პატარაა და
ძველი, მე კი, ინსულტის მერე, ცალი თვალით ისედაც ვეღარაფერს ვხედავ.
– ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? რატომ გადაწყვიტეთ
ჩვენთვის მოგემართათ?
გიორგი: ყველა გაქებთ, არა ერთხელ ჩემი თვალით
მინახავს, თქვენი მანქანებიდან პროდუქტს როგორ არიგებენ, უფასოდ. მეც ამიღია.
– გინდათ, ფონდის მეგობრები რომ გაიცნოთ? ახალი
მეგობრები შეიძინოთ?
გიორგი: ყველანი უფლის შვილები ვართ. გამიხარდება,
თუ ვინმეს გავახსენდები, დამირეკავს, ხანდახან მაინც თუ მიმიკითხავს. მიყვარს ადამიანები
და მიყვარს მათთან ურთიერთობა.
——–
საბრალო, მარტოხელა მოხუცის გაჭირვებაში
მიტოვება დიდი დანაშაული იქნება, პირველ რიგში უფლისა და საკუთარი სინდისის წინაშე!
ჩვენ, ქართველები, უნდა გავხდეთ მისი შვილები და შვილიშვილები! ჩვენ უნდა ვიზრუნოთ
მასზე!
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო
აქციას გიორგი ჩიტეიშვილის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი
როდია.
ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, წამლები,
საოჯახო ტექნიკა, საწოლი.
წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი მშობელია და
უსათუოდ, უფლისგან მუდამ დალოცვილი იქნებით!
და კიდევ, – დაურეკეთ გიორგი ბაბუს, მან ეს მთელი
გულით გვთხოვა! უთხარით, რომ მარტოს არ მივატოვებთ! თავად უფალს სურს ასე. არ შეიძლება
ადამიანი, ღმერთის წინაშე ხალხზე განაწყებული წარსდგეს. მისი ნომერია: 557620323
ასევე შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ და შეძლებისამებრ
დაეხმაროთ მას. ღმერთი დაგლოცავთ და გაგაძლიერებთ! მისამართი: თბილისი, ფოთის ქ. 3
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა
თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე,
ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით
გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა
არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ
კი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობლს
დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ
მისამართზე; office-fsp@fsp.ge.
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! მოდით,
ხელი გავუმართოთ ამ უმწეო მოხუცსაც. სიბერეში მარტოსულობისგან არავინაა დაზღვეული!
ვინ იცის, რა დროს დაგვჭირდება სრულიად უცხო ადამიანების დახმარება!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გიორგი
ჩიტეიშვილი)
ვებ-გვერდიდან:
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:
OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა
და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
სულ ხარჯები:
725.00₾დარჩა:
0.00₾