რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

უფალო, საქართველოს თოთოეულ მამაკაცს აჩუქე ასეთი მეუღლე!

calendar ივლისი 10, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გემუდარებით, სიკვდილს გადამარჩინეთ!
სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალია, იმქვეყნად ვერაფრით წავალ! 40-ზე მეტი ოპერაცია აქვს გადატანილი და სრულიად უმწეოა, – ტირილით მოთქვამს გულით ავადმყოფი მეუღლე – ნინო

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

გემუდარებით, სიკვდილს გადამარჩინეთ!

სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალია, იმქვეყნად ვერაფრით წავალ! 40-ზე მეტი ოპერაცია აქვს გადატანილი და სრულიად უმწეოა, – ტირილით მოთქვამს გულით ავადმყოფი მეუღლე – ნინო

         ახლაც კი, როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებს, ნინო ხაჩატუროვა მხოლოდ მეუღლეზე ფიქრობს.  მთელი სიცოცხლე მას მიუძღვნა! ცხოვრების ნახევარი, მეტი თუ არა, მალხაზთან ერთად, საავადმყოფოებში გაატარა,  სადაც მის უსაყვარლეს ადამიანს, მრავალი წლის მანძილზე ორივე ფეხს ნაწილ-ნაწილ კვეთდენ! მან 40-ზე მეტი ოპერაცია გადაიტანა!

ახლა კი, თავად ნინოც, თვეში ერთხელ მაინც საავადმყოფოში სასწრაფოს გადაჰყავს! ნინომ, რომელმაც საკუთარი თავი  დაივიწყა და მთელი ცხოვრება ქმარს მიუძღვნა, ახლა თავად ჩახედა სიკვდილს თვალებში… გული… ან როგორ გაუძლო ამდენი წელი?

მათი თბილი კერა 25 წლის წინ საშინელ ხანძარში დაიწვა… ნინო და მალხაზი ბავშვთან ერთად ნაქირავებ ბინებში დახეტიალობდნენ… ახლა კი, მათი სახლი  პაწაწუნა ოთახია  სოციალური თავშესაფარში!
მაგრამ ესეც არ აკმარათ განგებამ! ტკივილითა და სიკვდილის შიშით შეპყრობილ ნინოს, ზრუნვა უწევს არა მხოლოდ მეუღლეზე, არამედ ონკოლოგიურად დაავადებულ 85 წლის დედაზე – ლამარაზე, გაურკვეველი სენით დატანჯულ ვაჟზე – ზაზაზე და ერთადერთ, უძვირფასეს – შვილიშვილზე შმაგიზეც, რომელიც ნინოს სიცოცხლის აზრი და იმედია… 

მაგრამ ქალი არ დრტვინავს და განგებას არაფერს საყვედურობს! პირიქით… 
– რა უბედურებაც არ უნდა დაგვტყდომოდა თავს  – უფალს არასდროს მივუტოვებივართ! მას ყველაფრისთვის მადლობას ვწირავ! – სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება ჭეშმარიტი ქრისტიანი, ნინო.

– ნინო, გთხოვთ, ნუ ტირით, გვიამბეთ ყველაფერი თანმიმდევრობით.

ნინო: იცით, ხანდახან ვფიქრობ, რომ უბედურებები ჩვენს ოჯახს თან სდევს ფეხდაფეხ… მაგრამ უფალი მოწყალეა, თავის შვილს არასდროს მიატოვებს. ყოველთვის, ყველაფერი რაღაც სასწაულებრივი ძალით გვარდებოდა. მთელი ცხოვრება მე საყვარელ მეუღლეზე ზრუნვას მივუძღვენი, ვაჟისა და ახლა შვილიშვილის აღზრდას. იცით რა კარგები მყვანან?! საუკეთესოები მთელ ქვეყანაზე! 
ახლა კი ისე ცუდად ვარ, ძლივს ვდგავარ ფეხზე … მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ბოლო ამოსუნთქვამდე ვიზრუნებ მათზე!
50 წლამდე ჯანმრთელი ვიყავი, თავდაუზოგავად ვმუშაობდი, მერე კი შეტევები დამეწყო … თითქმის ყოველდღე  ვკარგავდი გონებას და სასწრაფოს მივყავდი. გამოკვლევებზე წასვლა დიდხანს არ მინდოდა – ფული არ მქონდა. მუდმივად  მტკიოდა გული, მქონდა მაღალი წნევა. ბოლოს და ბოლოს, გამოსავალი არ დამრჩა. ექიმთან წავედი და გულის მანკი დამიდგინეს. სასწრაფოდ მჭირდება ოპერაცია – მიტრალური სარქველის პროთეზირება, წინააღმდეგ შემთხვევაში – მალე დადგება დასასრული …
ჩემი თავის გამო კი არ მეშინია, ჩემს მამაკაცებზე და ჩემს მოხუც, ავადმყოფ დედაზე ვდარდობ – უჩემოდ რა ეშველებათ? ვინ იზრუნებს მათზე?!
– თქვენი დიაგნოზი…

ნინო: დიაგნოზების სათვალავი დიდი ხანია დავკარგე! ამაზე  არც კი ვიფიქრებდი, მაგრამ ძალიან დავსუსტდი – გადაადგილება დღითიდღე უფრო მიძნელდება… სუნთქვა და საუბარიც კი მიჭირს! ინსულტი ორჯერ გადავიტანე, გულის უკმარისობა მაქვს, მოციმციმე არითმია, რადგან გულის სარქველი სათანადოდ არ მუშაობს  და სისხლის მიმოქცევა დარღვეულია, პლევრის ღრუში მუდმივად სითხე მიგროვდება, რომელსაც საავადმყოფოში პერიოდულად ნემსებით აშრობენ. გარდა ამისა, რკინადეფიციტური ანემია მაქვს, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, გულყრები, წნევა, თვენახევარ-ორ თვეში ერთხელ საავადმყოფოში დაწოლა მიწევს.
– ძალიან გითანაგრძნობთ, ნინო. ამჟამად რა სახის დახმარება გჭირდებათ?

ნინო: ჯერ კიდევ ახალ წლამდე მითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია მჭირდება – მიტრალური სარქველის პროთეზირება, რადგან შეიძლება ნებისმიერ წამში მოვკვდე და ჩემი ოჯახი ბედის ანაბარა დარჩება. სახელმწიფო დაზღვევა მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს ოპერაციას, დანარჩენი თანხა ჩვენ უნდა გადავიხადოთ.  საიდან მოვიტანო ამდენი ფული? ჩვენ ხომ ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობთ. 
– გვიამბეთ თქვენს მეუღლეზე, რა დაემართა?

ნინო: (ცრემლები მოიწმინდა) როდესაც კალინინგრადში, ჯარში მსახურობდა საველე სწავლებების დროს, შიშველ მიწაზე უწევდა ძილი. ქვედა კიდურები სწორედ მაშინ გაუცივდა და შედეგად საშინელი დაავადება მიიღო – ენდარტერიიტი და განგრენა. მარტივად რომ ვთქვათ – ვენების დაავადება, სისხლძარღვების შევიწროვება – ექიმებმა ვერაფერი უშველეს. ცალი ფეხი 27 წლის ასაკში მოკვეთეს … შემდეგ მეორე… რამდენი იწვალა, საბრალომ, საავადმყოფოში წლობით იწვა … ფეხებს ნაწილ-ნაწილ კვეთდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ შეძლებდნენ ნაწილობრივ მაინც შეენარჩუნებინათ. ჯოჯოხეთური ტკივილები! თავიდან ფეხებამდე დასერილია. იღლიაში, მუცელზე, ექიმებმა არტერიებს ადგილები შეუნაცვლეს, რათა სისხლის მიმოქცევა აღედგინათ. 
45 წლის ასაკში, ორივე ფეხი უკვე სრულად ჰქონდა ამპუტირებული. მაშინაც კი, როცა ვცდილობდი დამესვა და პატარა ბავშვივით გარშემო ბალიშებს ულაგებდი  – თავს ვერ იკავებდა და გვერდზე ვარდებოდა. მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებდა, მასაჟის კურსის შემდეგ, მგრძნობელობა ნაწილობრივ აღდგა, მაგრამ სრულად ვერა… მანაც, ინსულტი ორჯერ გადაიტანა! ღმერთს მადლობა, ცოცხალი მაინც გადარჩა! ამ საწყალს ჩემს გარეშე რა ეშველებოდა? – როგორც მშობელი დედა ჩვილს, ისე ვუვლიდი.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ შექმენით ოჯახი?

ნინო: უმაღლესის დამთავრების შემდეგ, სასურსათო მაღაზიაში გამანაწილეს. ჯერ გამყიდვლად ვმუშაობდი, მერე სექციის გამგეც გავხდი. მალხაზი იქვე მახლობლად ცხოვრობდა და საყიდლებზე ხშირად შემოდიოდა. ერთმანეთი ასე გავიცანით… პირველი დანახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი. მაშინ სხვა დრო იყო, მშობლებიც ძალიან მკაცრი მყავდა. ჩუმად ვხვდებოდით, მერე ჯარიდან ველოდებოდი. 10 თვის შემდეგ ის უკვე დაავადებული დაბრუნდა, მაგრამ ამან ხელი არ შეგვიშალა და «გავიპარეთ». მშობლები დიდხანს არ მელაპარაკებოდნენ, მერე კი შეგვირიგდნენ, რა თქმა უნდა.
– არავინ გეხმარებათ? ნათესავები, მაგალითად?

ნინო: ჩვენ არავინ გვყავს … მყავს დეიდა, მაგრამ ისიც უკვე მოხუცია და ავადმყოფი. ქმარი დაკარგა და თავადაც დახმარება სჭირდება. ყველა წამართვა წყეულმა დაავადებამ! ბებიაჩემი აზიზი, შემდეგ მამაჩემი ვლადიმერი, ჩემი საყვარელი ძმა გელა – ყველა გულის ავადმყოფობის გამო ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან…  ეტყობა, გენეტიკურია – კვლავ ასლუკუნდა საბრალო ქალი. 
– აი, დედაც ავად მყავს, უკვე ძალიან მოხუცია. ასთმა აქვს, ფეხები უშუპდება, ცოტა ხნის წინ ქიმიის კურსი ჩავუტარეთ, გავუკეთეთ გადასხმა, თორემ საერთოდ არაფერს ჭამდა …

– ნინო, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი, 45 წლის წინ რა გეგმებს აწყობდით?

ნინო: რა გეგმებს? როგორც ყველა… კარგი განათლება მივიღე, კარგი სამსახური მქონდა. ჩვენს ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის ავადმყოფობა შხამავდა … მე და მალხაზს გვიყვარდა და ახლაც ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ბევრი შვილი გვინდოდა, დიდი ოჯახი … თუმცა, როგორც ხედავთ, მალხაზის ავადმყოფობის გამო ჩვენ მხოლოდ ერთი ვაჟი – ზაზა გვყავს. 
– რისი გწამთ? ხსნას რაში ხედავთ? 

ნინო: ყველაფერი რაც ამჟამად გაგვაჩნია ეს ხომ უფლის წყალობაა! ის, რომ მე და ჩემი მეუღლე ცოცხლები გადავრჩით ორი ინსულტის შემდეგ, თავზე ჭერი რომ გვაქვს… ეს ყველაფერი ლოცვისა და რწმენის წყალობით… 
 ძალიან მორწმუნე ვარ. ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში, ტაძრამდე მისვლა წარმოუდგენელია. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ფანჯრები წმინდა ნიკოლოზის ტაძარს უყურებს, სამრეკლოდან კი ზარების ხმა ისმის. მეც ასე ვესწრები წირვა-ლოცვას. ფიზიკურად თუ არა, სულიერად მაინც. 
– უცნობი ადამიანების სიკეთის გწამთ? 

ნინო: როგორ არ უნდა მწამდეს? კეთილი ხალხი რომ არა, რა გვეშველებოდა? ჩვენს დასახმარებლად მათ, მთელი ცხოვრების მანძილზე, უფალი აგზავნის. მაშინაც, როცა მე და მალხაზი იძულებულები ვართ გავიდეთ გარეთ, მაგალითად საბუთების გასაფორმებლად, დახმარებას ყველა გვთავაზობს  – ქალები, მამაკაცები, ხანში შესულები, ახალგაზრდები, ბავშვები … ახალგაზრდა ბიჭები არც გვეკითხებიან, ისე აიტაცებენ ხოლმე ეტლს და კიბეებზე ააქვთ! იცით, ეს გულს როგორ მითბობს! სხვა რისთვის მოვდივართ ამ ქვეყნად, თუ არა მოყვასის დახმარებისთვის და მხარში დგომისთვის?
მეზობლები? მარტოს არასდროს გვტოვებენ! მარინა ნემსებს გვიკეთებს, არადა თავადაც ავადმყოფი ქმარი ჰყავს, დიალიზზე! ნონა კი, საერთოდ დედას მეძახის – წნევას მიზომავს, როგორც კი დავუძახებ მაშინვე ჩემს გვერდით აღმოჩნდება ხოლმე. ლევანი – შესანიშნავი ბიჭი, რომელმაც თქვენ მოგწერათ  და ჩვენი გასაჭირის შესახებ შეგატყობინათ. თითოეული მათგანის, იმდენად მადლობელი ვარ, სიტყვებიც არ მყოფნის, რომ გამოვხატო!
– თქვენს ვაჟზე გვიამბეთ.

ნინო: ზაზა, უზომოდ კეთილი გულის პატრონია… მხოლოდ ჯანმრთელობამ უმტყუნა. ადრე სტამბაში მუშაობდა, მაგრამ შეამცირეს, დღესდღეობით კი სამსახურის შოვნა, თავადაც იცით რამდენად რთულია. თან რაღაც გაურკვეველი სიმპტომებიც აქვს – სისუსტე და ჭინჭრის ცხელების მსგავსი გამონაყარი. ხან ცხვირი უსივდება, ხან თვალები, ხან ხელები… ეს მას ძალიან ტანჯავს, მაგრამ ექიმთან დღემდე ვერ მივედით – ვიზიტის ფული არ გვაქვს. მით უმეტეს, რომ ყველა ავად ვართ და მუდმივად სამედიცინო დახმარება გვჭირდება. 
ზაზა თავის ვაჟს ოთხი წლის ასაკიდან მარტო ზრდის. მეუღლემ მიატოვა ისიც და ბავშვიც. ბიჭუნა ჩვენ გავზარდეთ, დედა კი შვილის ბედით არც ინტერესდება. არავის გავკიცხავ, უფალმა განსაჯოს!
– შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ შვილიშვილზე? 

ნინო: ოოოო, საოცარი მყავს – მთელი საუბრის განმავლობაში, ნინოს სახეზე ღიმილმა პირველად გამოანათა – შმაგი ყველას უყვარს, კარგად სწავლობს, ყოველთვის ცდილობს მომეხმაროს. რაც მთავარია, მას მოსიყვარულე და კეთილი გული აქვს. განსაკუთრებულად თბილია ჩვენს მიმართ და ყოველთვის მზრუნველობას იჩენს.
        ახლახანს ისეთი საშინელების გადატანა მოგვიხდა, მეგონა მოვკვდებოდი! შმაგის მენინგიტი დაემართა, ერთი თვე ინფექციურ საავადმყოფოში იწვა. ექიმებმა ზურგის ტვინიდან სითხე სამჯერ ამოტუმბეს. ღმერთის წყალობით, გადარჩა! რამე რომ მოსვლოდა, ნამდვილად ვერ გადავიტანდი!
– ნება მომეცით, თქვენს შვილიშვილსაც გავესაუბრო. 

ნინო, შვილიშვილის ღირსებებს, ოდნავადაც არ აჭარბებდა. 16 წლის შმაგიმ, თავისი სერიოზულობით, ვაჟკაცობით, ზრდილობითა და გაწონასწორებულობით გამაოცა. ჩვენი ქვეყნის – ჩვენი მზიანი საქართველოს ნათელი მომავალი, სწორედ ასეთი ახალგაზრდები არიან!

– შმაგი, გვიამბე საკუთარ თავზე. როგორ სწავლობ, რა გიტაცებს, რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

შმაგი (16 წლის): ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ბავშვობიდან ვოცნებობ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდე!
– შენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის?

შმაგი (16 წლის): რონალდუ! მინდა მასავით სახელგანთქმული ვიყო, ბევრი ფული ვიშოვო და არა მხოლოდ ჩემს ოჯახს, არამედ ყველა გაჭირვებულს დავეხმარო …
– სწავლაზე რას გვეტყვი? რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად?

შმაგი (16 წლის): ისტორია. ძალიან მიყვარს კითხვა. კარგად ვსწავლობ და ბებია-ბაბუას ძალიან უხარიათ… ავად არიან, მე კი ყოველთვის ვცდილობ, რომ გავახარო და ყველაფერში ვეხმარები. მათ გამზარდეს და ორივე სიგიჟემდე მიყვარს. მინდა დროებითი სამუშაო ვნახო და ჩემს ოჯახს დავეხმარო. მამაც ხომ ავად არის და ვერ მუშაობს … მე ვარ მათი ერთადერთი იმედი! კომპიუტერი არ მაქვს და სკოლის პროგრამას ჩამოვრჩი, მაგრამ ვცდილობდი სახლში წამეკითხა და მემეცადინა.
–  თავი ბედნიერად რომ იგრძნო, რა გჭირდება?

         შმაგი (16 წლის): მოკრძალებულად ვცხოვრობთ, ხოლო ფეხბურთზე სიარული ძალიან ძვირი ჯდება … ფორმა, ბუცები… ინტერნეტში მოვიძიე კლუბი, სადაც ვარჯიში შეღავათიან ფასად შეიძლება … მინდა მათ მივმართო. იმედია, მიმიღებენ.
– შმაგი, როგორი გოგოები მოგწონს, თვალი უკვე დაადგი ვინმეს? როგორ ფიქრობ, ოჯახს რა ასაკში შექმნი?

შმაგი (16 წლის): ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ვინმე განსაკუთრებულად მომწონს … არა, მომწონს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ სიმპათიაა… ოჯახს მაშინ შევქმნი, როდესაც მყარად დავდგები ფეხზე და ჩემს მიზნებს მივაღწევ. ჩემი ცოლი კი ყველაზე ლამაზი, თავმდაბალი  და მზრუნველი იქნება. მას ეყვარება ჩვენი შვილები და მათ არასდროს მიატოვებს  … მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არაფერი მოაკლდეთ!
– რას უსურვებდი შენს თანატოლებს?

შმაგი (16 წლის): იყვნენ მიზანდასახულნი, ყოველთვის ყველაფერი გააკეთონ შედეგის მისაღწევად და არავითარ შემთხვევაში არ დანებდნენ! იბრძოლონ საკუთარი ოცნებებისთვის. და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებ! 

– შმაგი, მადლობა საინტერესო საუბრისათვის. ყოჩაღი ხარ და ყველა წამოწყებაში მინდა წარმატება გისურვო!

– დავუბრუნდეთ ჩვენს საუბარს, ნინო.  სოციალურ თავშესაფარში ცხოვრობთ. გვიამბეთ აქ როგორ აღმოჩნდით? როგორი საცხოვრებელი პირობები გაქვთ?

ნინო: როგორც უკვე ვთქვი, 25 წლის წინ, ჩვენს სახლში ხანძარი გაჩნდა. გაზის ბალონი აფეთქდა  და ქუჩაში დავრჩით. დიდხანს ვცხოვრობდით ქირით – სანამ ამის შესაძლებლობა გვქონდა. მერე ქირის გადახდა ძალიან გაგვიჭირდა. ძალიან გაგვიმართლა, რომ სწორედ ამ დროს თავშესაფარში ადგილი განთავისუფლდა. ყველაფერი უფლის ნებაა… ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ – ძველი ტელევიზორი, გაზქურა, მაცივარი – ჩვენი არ არის, თავშესაფრის საკუთრებაა … 
– და თქვენი ოჯახის შემოსავალი როგორია? 

ნინო: ჩემი და მალხაზის პენსია 155-155 ლარი – ის რაც გვრჩება  ბანკში სესხის აღების შემდეგ …  და კიდევ სოციალური დახმარება – 250 ლარი… ბანკში სესხის აღება შმაგის საავადმყოფოში მოხვედრის გამო მოგვიწია. სესხის გადახდას 2023 წელს მოვრჩებით … ამის გამო, ამჟამად მე და ჩემი მეუღლე პენსიის მხოლოდ ნახევარს ვიღებთ … ძალიან მოკრძალებულად ვიკვებებით – კარტოფილი, მაკარონი … 14 დასახელების წამალი, მარტო მე მჭირდება. მადლობა ღმერთს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზოგიერთი მედიკამენტის ყიდვა  1 ლარად შემიძლია, მაგრამ ეს ყველა წამალზე, სამწუხაროდ, არ ვრცელდება … 

 – სესხი აიღეთ? რანაირად, თქვენს მდგომარეობაში? გვიამბეთ თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

ნინო: დიახ, თქვენ წამოიდგინეთ, სესხი… ამაზეც მადლობელი ვარ, თორემ ბავშვისთვის, რა სახსრებით უნდა მემკურნალა?!  
თავს ოცნების უფლებას არ ვაძლევ, მხოლოდ იმას ვევედრები ღმერთს –  კიდევ ცოტა ხანს მაცოცხლოს. ძალიან ვჭირდები ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით მალხაზს, უჩემოდ ვერაფერს შეძლებს – ძალიან უმწეოა … – კვლავ ტირის ნინო.
– ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის რომ მოგემართათ?

ნინო: რამდენიმე წლის მანძილზე, თქვენი ბენეფიციარი ვიყავი და ყველაფრისათვის უზომოდ მადლობელი ვარ. რეგულარულად გვაწვდიდით პროდუქტებს, მედდაც კი მაკითხავდა სახლში. იმდენი სიკეთე გააკეთეთ ჩვენთვის, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ლოცვებში მოგიხსენიებთ …

თავად ვერ გავბედავდი თქვენთვის რომ მომემართა. მადლობა მეზობელს – ლევანს. უკეთილშობილესი ადამიანია. სწორად მან მოგწერათ და ამით გადარჩენის შანსი მომცა. ღმერთმა სულ ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს! უფალმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა, ვისაც თუნდაც მცირედი შეხება აქვს თქვენს ფონდთან, ყველა თქვენი დიდსულოვანი მეგობარი, ვისაც ადამიანების ტკივილი გულთან ამდენად ახლოს მიაქვს. უფალი არასდროს მიგატოვებთ. თქვენი ხელით ის დედამიწაზე სიკეთეს თესავს! 

მოდით ყველამ ერთად გაუხსნათ გული თანაგრძნობასა და გულმოწყალებას, ნინო ხაჩატუროვა და მისი ოჯახი ამ უბედურებასთან პირისპირ მარტო არ მივატოვოთ! გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარებით, ამ სამყაროს უფრო ლამაზსა და კეთილს ვხდით. რაოდენ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები! ცხოვრება ასე საშინლად  აღარ გეჩვენება და  სასწაულის იმედი ჩნდება! 
დაეხმარეთ მძიმედ ავადმყოფ ნინოს, მიეცით შანსი გადარჩეს და იზრუნოს თავის ოჯახზე, რომელსაც ის ასე ძალიან სჭირდება! ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია – მიტრალური სარქველის პროთეზირება, მკურნალობა და უამრავი მედიკამენტი. 
და კიდევ – დაურეკეთ მას, გაამხნევეთ და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ: 591 60 40 76 – ქმრის, მალხაზის ტელეფონის ნომერია. ნინოს არ აქვს ტელეფონი. მისამართი: ქ. თბილისი, ქ. თბილისი, დიდი დიღომი, არჩილ მეფის ქ. 13, ბინა 3.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რათა ნინო ხაჩატუროვას და მისი ოჯახის შესახებ, თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. გაჭირვებული ადამიანები –  ღმერთმა გვიბოძა რათა შევძლოთ, დავუმტკიცოთ მას ჩვენი სიყვარული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კეთილი საქციელითაც.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება:ნინო ხაჩატუროვა). 

თანხის ჩარიცხვა აგრეთვე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოიძიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ნინოსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს! 
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

ჩემი გული დღემდე მხოლოდ თქვენი წყალობით ცემს!

– თქვენ რომ არა, დღეს შეიძლება ცოცხალიც აღარ ვყოფილიყავი… იმის წარმოდგენაც კი მზარავს, ჩემს ოჯახს რა დაემართებოდა! თითოეულ მათგანს ჩემი ზრუნვა ძალიან სჭირდება! განსაკუთრებით კი, ჩემს საპყარ მეუღლეს!.. – სამადლობელო სიტყვების უწყვეტი ნაკადით გვეგებება ნინო.

ჩვენ ამ მშვენიერი, მამაცი ქალბატონის სიმწრითა და ტკივილით აღსავსე ამბავი მოგიყევით პოსტში: „უფალო, საქართველოს თითოეულ მამაკაცს აჩუქე ასეთი მეუღლე!“

“ჩემი ქმარ-შვილი და დედა – ყველანი ავად არიან; მათ მოვლა და პატრონობა სჭირდებათ. მე უბრალოდ უფლება არ მაქვს, რომ ისინი ბედის ანაბარა მივატოვო! ჩემთვის სიკვდილი არ შეიძლება!“ – შველას ითხოვდა საბრალო ნინო. მას სასწრაფო გულის ოპერაცია სჭირდებოდა.

და თქვენ მის ძახილს გამოეხმაურეთ! თქვენ არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი მისი ოჯახის სიცოცხლე გადაარჩინეთ!

– ყველას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. დაე, ყველა სნეულებამ გვერდი გაქციოთ! – ბედნიერებისგან ნინო უბრალოდ ანათებს.

ნინო, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ნინო: სანამუფალი თქვენს თავს გამომიგზავნიდა, მე ექიმთან წასვლაც კი არ შემეძლო, რადგან ფულადი სახსრები საერთოდ არ მყოფნიდა. ყოველდღიურად უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი, ძლივს ვმოძრაობდი, სუნთქვაც კი მიჭირდა. ყოველ ღამე ღმერთს ვევედრებოდი, რომ არ მოვმკვდარიყავი… და აი, მან თქვენი თავი გამომიგზავნა! თქვენი მკითხველების გულკეთილობის წყალობით, მე სასწრაფო გულის ოპერაცია გამიკეთეს და მიტრალური სარქველი ჩამიდგეს. ეს ადრე განუხორციელებელი მეგონა, მაგრამ თქვენ ყველა ოცნება ამისრულეთ! მე ყველა აუცილებელი, ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარება და წამლების ყიდვა შევძელი! აღარ მეშინია, რომ გული შეიძლება ნებისმიერ წამს გამიჩერდეს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა! არ დავიღლები იმის გამეორებით, თუ რაოდენ მადლიერი ვარ მათი, ვინც დამეხმარა და ყურადღება გამოიჩინა! თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ და ეს გადაჭარბებული ნათქვამი არ არის!

მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

ნინო:სამწუხაროდ, ვინც დამეხმარა, მათი სახელები არ ვიცი… მაგრამ მახსოვს, რა ფასდაუდებელი დახმარება გამიწიეს! გულკეთილი ხალხი ფულს მირიცხავდა, რომ წამლის ყიდვა შემძლებოდა. დიდად მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ჩემს გასაჭირს გვერდი არ აუარა და შესაძლოა, უკანასკნელი თეთრები მიწილადა… თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ეს ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია!

ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ? თქვენი პრობლემებით თუ დაინტერესდნენ?

ნინო: ძლივს მოვახერხე, რომ მერიიდან 2000 ლარი გადმოერიცხათ. მათ უარი ბევრჯერ უთქვამთ და უკვე აღარც კი ვიცოდი, რა მექნა; მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მაინც დამეხმარნენ.

– ნინო, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

ნინო: ეს იმას ნიშნავს, რომ შემიძლია აღარ მეშინოდეს იმის, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ახლა უკვე ვიცი, რამდენი გულკეთილი და გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში! მე ყოველთვის მწამდა, რომ სამყარო კეთილი ადამიანების გარეშე არ არის, მაგრამ თქვენი ფონდის წყალობით, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი! ყველა მათგანისთვის ვლოცულობ, ვინც მე დამეხმარა, რადგან სწორედ თქვენი და თქვენი მკითხველების წყალობით დავიბრუნე რწმენა და ახლა, შემიძლია ჩემს ოჯახზე ზრუნვა გავაგრძელო! თქვენ მხოლოდ მე კი არა, ჩემი ოჯახიც გადაარჩინეთ!

 – ძალიან გვიხარია, რომ თქვენი დახმარება შევძელით! იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

ნინო: თქვენ ისედაც ძალიან დამეხმარეთ! თქვენ თითქმის ყველა ჩემი პრობლემა მოაგვარეთ! თქვენმა ფონდმა და თქვენმა მკითხველებმა ფაქტობრივად სიკვდილს გადამარჩინეს… მაგრამ კონსულტაციები და შემდგომი გამოკვლევები ძალიან ძვირი ჯდება. ექოსკოპია უნდა გავიკეთო, მაგრამ ეს ყველაფერი დიდძალ თანხებთან არის დაკავშირებული, რომელიც მე არ მაქვს… მაგრამ იმედს არ ვკარგავ! რადგან ახლა ვიცი, რომ თქვენ მყავხართ! ყველას დიდი მადლობა ამ უსაზღვრო ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის! მთელი ის სიკეთე, რომელიც მე მაჩუქეთ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ, რადგან უფალი ყველაფერს ხედავს!

ჩვენი კეთილი და გულისხმიერი მკითხველები აუცილებლად დაგეხმარებიან! რწმენა არასოდეს დაკარგოთ!

***

როგორც ხედავთ, ნინო ხაჩატუროვას პრობლემები არ დასრულებულა. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მას გამოკვლევა და ექოსკოპია სჭირდება, რისი ფულიც მას არ აქვს. მიუხედავად ამისა, ნინო დარწმუნებულია, რომ მის დახმარებას თქვენ შეძლებთ, მეგობრებო! მისი ბედი მხოლოდ თქვენს ხელთაა, ამიტომ მას გვერდს ნუ აუვლით! გაუზიარეთ ამ მშვენიერ ქალბატონს თქვენი მზრუნველობა და სიყვარული!

  და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

 თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნინო ხაჩატუროვა)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივლ 14
გამოკვლევა
2750.00₾
2020 ოქტ 05
ფონდის ზედნადები ხარჯები
690.00₾
2020 დეკ 23
ანალიზები
761.00₾
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
150.00₾
2021 იან 21
მედიკამენტები
199.52₾
2021 თებ 26
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾
2021 აპრ 06
გამოკვლევა
158.00₾
2021 აპრ 28
მედიკამენტები
300.16₾

სულ ხარჯები:

5088.68₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გიორგი თავდგირიძე
25.04.2021 20:00:00
₾100.00
ფატი ძოწენიძე
18.04.2021 20:00:00
₾20.00
ცხადაძე თამილა
17.04.2021 20:00:00
₾20.00
მალხაზ აბულაძე
16.04.2021 20:00:00
₾5.00
გელაშვილი ლევან
07.04.2021 20:00:00
₾5.00
გვანცა კეღოშვილი
31.03.2021 20:00:00
₾1.00
აბრამიშვილი ნიკა
22.03.2021 20:00:00
₾1.00
ნინო ნიშნიანიძე
22.03.2021 20:00:00
₾3.00
აბრამიშვილი ნიკა
21.03.2021 20:00:00
₾1.00
ქვარცხავა მიხეილ
21.03.2021 20:00:00
₾5.00
დავით კანკავა
17.03.2021 20:00:00
₾10.00
თეონა მჟავანაძე
16.03.2021 20:00:00
₾10.00
ზურაბ სამხარაძე
15.03.2021 20:00:00
₾10.00
ლალიაშვილი მაკა
14.03.2021 20:00:00
₾5.00
გიორგი ამირაჯები
12.03.2021 20:00:00
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
10.03.2021 20:00:00
₾1.00
ჭელიძე მარიამი
09.03.2021 20:00:00
₾5.00
ქვარცხავა მიხეილ
08.03.2021 20:00:00
₾5.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
08.03.2021 20:00:00
₾1.00
ნინო ნიშნიანიძე
07.03.2021 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾5,088.65

281 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,088.65

281 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება