რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

უფალს მხოლოდ იმას ვევედრები, დედიკო ცოცხალი რომ იყოს!

calendar ივლისი 14, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

გაჭირვებით აღსავსე ცხოვრება!
მხოლოდ ის მინდა, დედიკო ცოცხალი რომ იყოს, სხვა არაფერი! – სანდომიანი ბიჭი, გიორგი, სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება, და შეწუხებულმა გახედა საყვარელ დედიკოს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გაჭირვებით აღსავსე ცხოვრება!

მხოლოდ ის მინდა, დედიკო ცოცხალი რომ იყოს, სხვა არაფერი! – სანდომიანი ბიჭი, გიორგი, სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება, და შეწუხებულმა გახედა საყვარელ დედიკოს.

რაზე ოცნებობენ ქართველი ბიჭები 16 წლის ასაკში? რა თქმა უნდა იმაზე, რომ მაგარი მანქანებით იარონ, ყველაზე ლამაზ გოგონებს მოაწონონ თავი… მაგრამ გიორგი სხვანაირია. მისი სანუკვარი ოცნებაა, მისი დედიკო ჯანმრთელი იყოს და დიდხანს იცოცხლოს, მისმა უმცროსმა ძამიკომ, 8 წლის ბექამ და 11 წლის დაიკომ, ამელიამ კი, აღარასდროს არ იშიმშილონ. 

გიორგი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მისი ცხოვრება ახლა იწყება, მაგრამ უკვე საშინელი ტანჯვა აქვს გადატანილი. ბიჭს მოუწია იმის ცქერა, თუ როგორ სცემდა მისი მხეცი მამა დედიკოს, შეეჩეხა გაუსაძლის შიმშილს და გაჭირვებასა.

ალბათ იკითხავთ, რა უნდა იყოს ამაზე უარესი? მაგრამ განგებამ ესეც არ აკმარა. 2 წლის წინ, მის დედიკოს – იას, საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, საკვერცხეების კიბო… მას შემდეგ, ბიჭის გულში საშინელმა გრძნობამ დაისადგურა – მსოფლიოში ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიშმა.
ეს საშინელება და ხვალინდელი დღის შიში – ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცის ყოველდღიური ცხოვრება გახლავთ… და მისი თვალები სწორედ ამ გრძნობებს აფრქვევს…
გიორგის ძალიან უნდა, რომ ყველას თავი ძლიერად მოაჩვენოს! მაგრამ სინამდვილეში, ის ჯერ კიდევ ბავშვია – ნამდვილი, ბავშვი, რომელიც შეშინებულია და უძლურია ამ სიძნელეების წინაშე…  ღმერთო! საქართველოს ყველა ბავშვს აშორე ასეთი ხვედრი! 
გიორგი (16 წლის): უფალს მხოლოდ ერთს ვთხოვ – რომ დედიკო ჯანმრთელი იყოს! სჯობს მე, ოღონდ დედიკო არა… გვიმალავს, რომ კიბოთია დაავადებული, და თვითონაც ეშინია, მაგრამ მე ხომ ყველაფერს ვხვდები… მხოლოდ იმის მეშინია – რომ დედიკო აღარ გვეყოლება. ის მთელს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვუყვარვართ. მეტი არავინ არ გვყავს… მხოლოდ ჩვენ ვართ და დედიკო.

ძალიან განიცდის, რომ საჭმელი არ გვაქვს… არ მინდა, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოს და ინერვიულოს. ამაში ხომ არაფერია მისი ბრალი, მე ხომ ნანახი მაქვს, რამდენი ტანჯვა გადაიტანა…
როდესაც გადაწყვიტა, რომ მამას დაშორებოდა, ზუსტად ვიცი, რომ ესეც ჩვენთვის გააკეთა… ტიროდა, არა იმის გამო, რომ მამა სცემდა, არამედ იმიტომ რომ ხედავდა, როგორ ვტიროდით, როგორ ვიკეტებოდით ოთახში და ველოდით, ამ კოშმარის დასრულებას…

ძალიან მინდა, ვინმესგან მხარდაჭერა რომ ვიგრძნო, სულ მარტონი ვართ და არავის არ ვჭირდებით… როდესაც ფეისბუქში თქვენი ფონდის გვერდს წავაწყდი, ჩემს გულში იმედის ნაპერწკალი აენთო და გამიჩნდა რწმენა, რომ განსაცდელში არ მიგვატოვებთ, რომ ხალხი ჩვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს და მარტონი აღარ ვიქნებით.
– გიორგი, გვიმბე, ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა რის შესახებ უნდა შეიტყონ?

გიორგი (16 წლის): უკვე 16 წლის ვარ და მუშაობა მინდა! ოჯახი უნდა შევინახო, იმიტომ, რომ სახლში ერთადერთი ზრდასრული მამაკაცი ვარ. არ მაქვს სწავლის დრო, საკვებზე უნდა ვიზრუნო ჩემი დაიკოსთვის და ძამიკოსთვის, დედას მოვუარო. ამჟამად, ჩემი მთავარი მიზანია – რაც შეიძლება მალე დავიწყო მუშაობა, თუნდაც მაღაზიაში, კონსულტანტად. 

– გასაგებია, გიორგი. ნება მომეცი, შენი სახელით, ფონდის მეგობრებს მივმართო:

მეგობრებო, მოდით გიორგის, სამსახურის დაწყებაში ყველანი  ერთად დავეხმაროთ! დავეხმაროთ არაგვიშვილების ოჯახს, რათა თავისუფლად ამოისუნთქონ და ხვალინდელი დღის იმედი გაუჩნდეთ! 

        – ვფიქრობ, შენს სიტყვებსა და ჩვენს მიმართვას აუცილებლად ექნება გამოხმაურება და შენ შეძლებ იზრუნო ოჯახზე, ისე როგორც ეს ნამდვილ ქართველ მამაკაცს შეეფერება! მაგრამ, იქნებ გვითხრა, შენი საკუთარი თავისთვის, გიორგისთვის რაზე ოცნებობ?

         გიორგი(16 წლის): მთელი ცხოვრება ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, და ახლაც ვოცნებობ… მსურდა ცნობილი, მოთხოვნადი ვყოფილიყავი და მაღალი ანაზღაურება მქონოდა, დედიკოს კი აღარასდროს ჰქონოდა იმის დარდი, რომ ფული არ გვაქვს. მაშინ შევძლებდი მეყიდა მისთვის ყველაფერი, რაზეც ოცნებობს…
        სიგიჟემდე მიყვარს ფეხბურთი და ძალიან კარგად ვთამაშობ, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემს ოცნებას ახდენა არ უწერია… ფეხბურთის თამაში არასდროს მისწავლია, და პროფესიონალი ვერასდროს გავხდები. აწი ვის რაში ვჭირდები? ფეხბურთის სამყაროში, ჩემი არსებობის შესახებაც კი არავინ იცის… 
მაგრამ ახლა, ჩემი დაიკოსთვის, ძამიკოსთვის, და დედიკოსთვისაც კი სამაგალითო უნდა გავხდე… უნდა დავამტკიცო, რომ მე, მამაჩემისგან განსხვავებით ნამდვილი მამაკაცი ვარ! დედა მეუბნება, რომ გარეგნულად, მამას ძალიან ვგავარ. მე კი არ მინდა, ჩემში ხედავდეს იმ საშინელ ადამიანს. მე სხვანაირი ვარ… მე დედას არასდროს არ ვაწყენინებ, და საერთოდაც არასდროს არ ვაწყენინებ ქალს.

ბიჭების უმეტესობა, ცდილობს თავიათ მამებს დაემსგავსონ, მე კი მხოლოდ ის მინდა, ჩემი დედიკოსავით ძლიერი და მოსიყვარულე რომ ვიყო… იგი ყოველთვის ცდილობდა, და დღესაც ცდილობს, ჩვენთვის ყველაფერი გააკეთოს, და მასზე ძალიან ვდარდობ… 
– გიო, შენ უკვე ნამდვილი მამაკაცი ხარ! ჩვენ კი აუცილებლად დაგეხმარებით შენი ოცნებებისა და გეგმების განხორციელებაში. მთავარია გწამდეს!

ახლა მინდა, შენს დედიკოსაც გავესაუბრო.

– ია, რამდენადაც ვიცი, კიბო გაქვთ. შეგიძლიათ, დაავადებაზე უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ? რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ? 

ია: არა, ძვირფასო! მე თქვენთვის ამის გამო არ მომიმართავს. ფონდს სულაც არ ვთხოვ დაავადების მკურნალობაში დახმარებას! სოციალურად დაუცველები ვართ და აქედან გამომდინარე, სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები ჩემთვის სრულიად უფასოა. მალე ოპერაციას გამიკეთებენ და ამიტომაც, ახლა დღეგამოშვებით დავდივარ საავადმყოფოში და ანალიზებს ვაბარებ. იმედი მაქვს, რომ ოპერაციის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს შევძლებ მუშაობას და ჩემი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
– მწამს, რომ აუცილებლად ასე იქნება! სრულიად გამოჯანმრთელების შანსი თუ არის? ექიმები რას გეუბნებიან?

ია: დიახ, დიახ, ნამდვილად არის! მთელი გულით მინდა ჯანმრთელი ვიყო, ჩემი შვილების გვერდით რომ ვიყო. დავძლევ დაავადებას, მე ამის მჯერა! საკვერცხეების კიბო მაქვს, მაგრამ ოპერაციის დროს სიმსივნეს მთლიანად ამოკვეთენ. მაშინ ფეხზე დადგომას შევძლებ… ჩემი შვილების გამო, მზად ვარ ავიტანო ეს ყველაფერი! სწორედ ისინი არიან ჩემი ცხოვრების აზრი. მათთვის, მე ვარ დედაც, მამაც, ბებიაც და ბაბუაც. ყველას მაგივრობა მე გავუწიე… იცით, მე დავუმალე მათ ჩემი დაავადება, მაგრამ მაინც გაიგეს… არ მინდოდა ბავშვების შემეშინებინა. განსაკუთრებით გიოსი (16 წლის), ის ხომ უკვე დიდია და ნერვიულობს. ძალიან ცდილობს ამის დამალვას, მაგრამ მე ხომ ვხედავ…
– ია, ფონდისგან რას ელოდებით? რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ? 

ია: გთხოვთ დაეხმაროთ ჩემს შვილებს… საჭმელი არ გვაქვს… ღმერთის წყალობით, ჩემი შვილები არ ჭირვეულობენ, არ წუწუნებენ,  იმას ჭამენ რასაც მე ვაძლევ, რადგანაც ესმით, რამდენად მძიმეა ჩვენი მდგომარეობა… გარდა ამისა, საკუთარი ჭერი არ გაგვაჩნია, სახლში მაცივარი და სარეცხი მანქანაც არ გვაქვს… ყველაფრის ხელით რეცხვა მიწევს, ეს კი ჩემს მდგომარეობაში ძალიან რთულია. ყოველ ათ წუთში დასასვენებლად ვწვები, მთელი სხეული მტკივა…
– როგორია თქვენი რაციონი? საერთოდ რას ჭამთ?

ია: მხოლოდ მაკარონსა და კარტოფილს. ესაა ჩვენი ყოველდღიური საკვები. სხვას რას იყიდი, როცა ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა 350 ლარის ოდენობით. ძალიან მრცხვენია, რომ ვერაფრით გიმასპინძლდებით. ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე, ვიცი სტუმარ-მასპინძლობა რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, ერთი ჭიქა ყავაც რომ მოგართვათ…
ადრე ვმუშაობდი, ძალიან ბევრს ვმუშაობდი. დამლაგებლად, ჭურჭლის მრეცხავად, არანაირ საქმეს არ ვთაკილობდი, მძიმე შრომის არ მეშინოდა. მაგრამ მას შემდეგ რაც კიბო აღმომაჩნდა… სწორედ მას შემდეგ ავღმოჩნდით ასეთ მძიმე მდგომარეობაში… რა თქმა უნდა, ფუფუნებაში მანამდეც არ გვიცხოვრია, მაგრამ არასდროს არ ვშიმშილობდით… 
– მესმის, რომ ბავშვების მამაზე საუბარი არ გსიამოვნებთ. მაგრამ მაინც, იქნებ გვიამბოთ თქვენი სიყვარულის ისტორია… ერთმანეთი როგორ გაიცანით? 

ია: სიყვარულის…(სევდიანად გაიღიმა) არანაირი სიყვარული არ ყოფილა. მომიტაცა… 
– მანამდე იცნობდით ერთმანეთს?

ია: საქმეც მაგაშია, რომ არა… ერთხელ გორში, ნათესავების ქორწილში წავედი. სანამ ყველა ერთობოდა და აღნიშნავდა, გარეთ გავედი… გეფიცებით, სრულიად უცნობმა ადამიანებმა როგორც ცხოველი, ისე ჩამტენეს მანქანაში და წამიყვანეს… ის არაადამიანი კი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ჩემი მეუღლე გახდა… რაღაც სარდაფში ჩამაგდეს, სადაც არც სინათლე, არც წყალი და არც საჭმელი არ იყო… აი, ასეთი ბედნიერი „ქორწინება“ მქონდა. მაშინ 22 წლის ვიყავი… სულ სხვა რამეზე ვოცნებობდი, მაგრამ სახლში დაბრუნება არ შემეძლო, ქართული ადათ-წესებიდან გამომდინარე… 3 შვილი გავაჩინე, სწორედ ესაა საუკეთესო რაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მოხდა… 
სასტიკად მცემდნენ, მხოლოდ ქმარი კი არა, არამედ მთელი მისი ოჯახი… ბავშვები კი ამას უყურებდნენ, ტიროდნენ. ვიცი, რომ მათზე ამ ყველაფერმა ძალიან ცუდად იმოქმედა… მე კი როგორც ყველა ქალს, მინდოდა სრულყოფილი ოჯახი ჰქონოდათ. ახლა ვხვდები, რამდენად შევცდი, მათ მხოლოდ ზიანი მივაყენე ამით. ბავშვებს მოუწიათ ცქერა, თუ როგორ სცემენ მათ დედას… 6 წლის წინ, როგორც იქნა, გადავწყვიტე მეუღლეს დავშორებოდი და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით.
– არ გეხმარებათ? ბავშვების სანახავად არ მოდის?

ია: დიდი ხანია ალიმენტს აღარ იხდის, შვილების ცხოვრება არ აინტერესებს. ბავშვებსაც სულ არ ენატრებათ… სამაგიეროდ აღარ უწევთ იმის ყურება, როგორ ამცირებენ და სცემენ მათ დედას… 
– ვისია ეს ბინა? კომუნალური გადასახადების დაფარვას როგორ ახერხებთ?

ია: ეს ბინა, ნათესავს ეკუთვნის, შეგვიფარა. კომუნალურ გადასახადებსაც ის იხდის, მაგრამ ჩვენ გვერიდება და ძალიან ვცდილობთ ეკონომიურად რომ მოვიხმაროთ… მანაც იცის, რომ გადახდის საშუალება არა გვაქვს… ახლა უნდა, რომ ბინა გაყიდოს, და არც კი ვიცი, სად უნდა წავიდეთ… ისევ მომიწევს ნათესავებს მივმართო თხოვნით… ბავშვები მეცოდებიან, ბევრჯერ მოუწიათ სკოლის გამოცვლა…

   

– მშობლები არ გეხმარებიან?

ია: დედა გარდაცვლილი მყავს, მამა კი არ მელაპარაკება… მისი აზრით, მეუღლეს არ უნდა დავშორებოდი და პრობლემებიც არ მექნებოდა… დედას ვეცოდებოდი, მამას კი – არასდროს.
– ახლა ამელიას (11 წლის) და ბექას (9 წლის) გავესაუბრები, თუ შეიძლება.

– ამელია, მომიყევი რის კეთება გიყვარს ყველაზე მეტად? 

ამელია (11 წლის): ცეკვა მიყვარს, ვფიქრობ, კარგადაც გამომდის. 
– ორი ძმა გყავს, ხომ არ ჩხუბობთ? ბიჭები ხომ ისეთი ცელქები არიან!
ამელია (11 წლის): არააა! (იცინის) ჩემი ძმები ძალიან კარგები არიან. სულ ერთად ვართ. გიო ყველაზე დიდია, უკვე ნამდვილი კაცია, ყოველთვის გვიცავს მე და ბექას (9 წლის),  ჩვენი წყენიების უფლებას არავის მისცემს. ბექა კი ცდილობს ყველაფერში გიოს მიბაძოს, გიო მისი იდეალია.

– და შენი იდეალი ვინ არის?

ამელია (11 წლის): რა თქმა უნდა, ჩემი დედიკო! მას არაფრის არ ეშინია, მეც მინდა ასეთი ვიყო! 
– დედას ეხმარები? 

ამელია (11 წლის): ვიცით, რომ დედიკო ავად არის, ამიტომაც ყველანი ვცდილობთ რომ დავეხმაროთ, მეტი რომ დაისვენოს. მე და ჩემი ძმები ვალაგებთ, ვრეცხავთ და ხანდახან, საჭმელსაც კი ვამზადებთ.
– რა ყოჩაღები ხართ! სკოლაში სწავლობ, ხომ ასეა? მომიყევი, რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად?

ამელია (11 წლის): ქართული ენა მიყვარს და ძალიან კარგ ნიშნებს ვიღებ. კიდევ მათემატიკა მიყვარს მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ცოტათი მიჭირს. მათემატიკა რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო საგანია.
– ოცნება თუ გაქვს? ვინ გინდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?

ამელია (11 წლის): მინდა ვიცეკვო და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოცეკვავე გამოვიდე! რათა კარგი ანაზღაურება მქონდეს და დედამ აღარ იწვალოს! ყველაფერს ვუყიდი, რასაც კი მოისურვებს! მასაც და ჩემს ძმებსაც! აღარასდროს გაგვიჭირდება!
– ყველაფერი გამოგივა, ამელია! და შენ, ბექა? გიყვარს სკოლაში სიარული?

ბექა (9 წლის): სკოლაში სიარული იმ დღეებში მიყვარს, როცა ფიზკულტურა გვაქვს! ჩემი საყვარელი საგანია. სიგიჟემდე მიყვარს სპორტი, ყოველთვის ფეხბურთს ვთამაშობთ.
– მომავალში ვინ გინდა გამოხვიდე?

ბექა (9 წლის): მინდა, რომ მაგარი ფეხბურთელი გავხდე! ეზოში ხშირად ვთამაშობთ მე და ჩემი ძმა. მართალია ბურთი არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი მეგობარი გვყავს. რომ თამაშობენ, ჩვენც გვეძახიან. იმედია, როდესაც დედიკო მუშაობას დაიწყებს, შევძლებთ ფეხბურთის სექციაში სიარულს. დედა ამბობს, რომ ჩვენთვის ყველაფერს გააკეთებს! იმიტომ, რომ ჩვენი დედიკო, მსოფლიოში საუკეთესოა! 

– რა თქმა უნდა! ფეხბურთზეც აუცილებლად შეძლებ სიარულს! ყველაზე მეტად, რომელი საჭმელი გიყვარს? 

ბექა (9 წლის): ოოოჰ, მწვადი გაგისინჯავთ? მე მეზობლებმა ერთხელ დამპატიჟეს. მსოფლიოში ყველაზე მაგარი საჭმელია! ისეთი სურნელი აქვს, და გემო ხომ მთლად უკეთესი! ძალიან მიყვარს მწვადი, დიდი სიამოვნებით შევჭამდი ყოველდღე!
– ბავშვებო, ხატვა გიყვართ? ნახატები თუ გაქვთ? შეგიძლიათ მაჩვენოთ?

ამელია (11 წლის): როდესაც სულ პატარა ვიყავი, ვხატავდი, მაგრამ ის ნახატები აღარ გვაქვს, ბინიდან ბინაში გადასვლის დროს დაიკარგა. ახლა აღარ ვხატავ, სწავლა და მეცადინეობა უფრო მაინტერესებს.
ბექა (9 წლის): მე კი საერთოდ არ მიყვარს ხატვა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მეგობრებთან ფეხბურთის სათამაშოდ გავრბივარ. ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში.
– ძალიან საყვარელი ბავშვები ხართ. ახლა მინდა თქვენს დედიკოს კიდევ რამდენიმე შეკითხვა დავუსვა.

– ია, უფლის გწამთ?

ია: რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა მწამდეს! ღმერთი არსებობს, ის გვფარავს, და ზუსტად ვიცი, ობლად არ დატოვებს ჩემს შვილებს. ამიტომაც გამოჯანმრთელების მწამს და არაფრის არ მეშინია!
– უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ია: რა საკვირველია, ჩემო კარგო. ზუსტად ვიცი, რომ  ქვეყანაზე კეთილი ბევრი ადამიანია. და კიდევ ვიცი, რომ სიკეთე ყოველთვის ბრუნდება.. მეზობელი მყავდა, კიბოთი დაავადებული… სულ ვუვლიდი. ვაკითხავდი, ვულაგებდი, საჭმელსაც ვუმზადებდი და მეხალისებოდა კიდეც. ზუსტად ვიცი, რომ სიკეთე ყოველთვის ბრუნდება.
– რატომ გადაწყვიტეთ ჩვენი ფონდისთვის რომ მოგემართათ?

ია:  იმიტომ, რომ უკვე ერთხელ დაგვეხმარეთ. ჩემი შვილები მხოლოდ თქვენი დამსახურებით ესწრებიან ონლაინ გაკვეთილებს! ის კომპიუტერი, რომელიც ნახეთ საძინებელში, სწორედ ჩერნოვეცკის ფონდმა გვაჩუქა! თქვენ  ადამიანებს ნამდვილად ეხმარებით და მე ამაში თავადაც დავრწმუნდი. ახლაც მჯერა, რომ ჩემს შვილებს მშივრებს არ დატოვებთ! 

მეგობრებო, ია ნამდვილად მართალია! სიკეთე არსებობს. და თქვენ ამის თვალსაჩინო მაგალითი ხართ! მიუხედავად იმ საშინელებისა, რომელის გადატანაც მოუხდა, ის მაინც რჩება გულღია, თბილ, ნამდვილ ქართველ ქალად. მორალური დამცირებისა და ძალადობის საშინელ პირობებში, მან მაინც მოახერხა არაჩვეულებრივი შვილების აღზრდა, რომლებსაც ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.
მოდით დავეხმაროთ გიორგის, დაიწყოს მუშაობა და ამით გააუმჯობესოს ოჯახის მატერიალური მდგომარეობა, გამოკვებოს უმცროსი და-ძმა და მხარში ამოუდგეს მძიმედ დაავადებულ დედას. მას მთელი გულით სწადია, უპირველესად საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ შეუძლია ნამდვილი მამაკაცი და საყრდენი იყოს საკუთარი ოჯახისთვის.
ოჯახს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი. ბაშვები ხშირად შიმშილობენ, არვაქვთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ამელიას ცეკვაზე სიარული ოცნებად ექცა, ბექას კი ფეხბურთის სექცია. დავეხმაროთ ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ხომ სწორედ ისინი არიან!

რა თქმა უნდა, ბავშვების სრული ბედნიერებისთვის, მათ დედიკოსაც უნდა შევუმსუბუქოთ ცხოვრება. ავადმყოფ ქალს ხელით უწევს სარეცხის რეცხავა, და მაცივარიც კი არ აქვს, პროდუქტი რომ შეინახოს. ვაჩუქოთ სარეცხი მანქანა, სულიერად თუ არა, ფიზიკურად მაინც ცოტა რომ დაისვენოს! მოდით, ისე გავაკეთოთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საჭმელიც და პროდუქტის შენახვის შესაძლებლობაც! და გახსოვდეთ, რომ თქვენი სიკეთე, ათმაგად დაგიბრუნდებათ! 
დაურეკეთ მათ, გაამხნევეთ და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ.: 574 89 72 13ია არაგვიშვილი.

ოჯახი შეგიძლიათ მოინახულოთ მისამართზე : თბილისი, გლდანი, 8 მ/რ, კორპუსი 30, 1 სადარბაზო, ბინა 2.

          აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ არაგვიშვილების ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

        უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, მათ ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ია არაგვიშვილი)
ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებ-გვერდიდან.
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი იას, გიორგის, ამელიასა და ბექას. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

ამ ბავშვებმა, თქვენი წყალობით, ღიმილი ისევ ისწავლეს!

სულ ცოტა ხნის წინ, არაგვიშვილების ოჯახში ძალიან სევდიან სურათს შევესწარით: სამი მშიერი და შეშინებული ბავშვი დედის გვერდით, რომელიც სიმსივნით იტანჯება… იმ დროს, ერთადერთი ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიშმა,მათი ყველა სხვა გრძნობა და საჭიროება გადაფარა. რა თქმა უნდა, ფონდის კეთილ მეგობრებს მათი გულშემზარავი ამბისთვის გვერდი ავლა არ შეეძლოთ:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/602-aragvishvili/

მათ ახლა ვეღარ იცნობთ! ცხრა წლის ბექა, 11 წლის ამელია და 16 წლის გიორგი ისევიღიმიან, ხოლო მათი დედა -ია გამოჯანმრთელების გზაზე დგას. თქვენმა დახმარებამ და მხარდაჭერამ მათგულშიიმედი ჩაუსახადა საბრალო ქალს ფეხზე დადგომისადა შვილების კეთილდღეობისთვის ხელახლაბრძოლის ძალა მისცა!

„ახლა, დედას ჩვენთვის ღვეზელების გამოცხობა შეუძლია! – უხარია 11 წლის ამელიას. – ან თუნდაც უბრალოდ პურის გახუხება ღუმელში! იცით, რა გემრიელია? მოდით, ღვეზელზე დაგვეწვიეთ!“

მეგობრებო, თქვენი თანაგრძნობისა და გულმოწყალების წყალობით, კიდევ ერთი ქართული ოჯახი გაბედნიერდა!

  – ია, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ია: შეიცვალა? ალბათ ხუმრობთ, არა? თქვენ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უბრალოდ თავდაყირა დააყენეთ! არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ისეთი გაწამებული ვიყავი ავადმყოფობისგან და მუდმივი დარდისგან, რომ ჩემს შვილებს არაფერი აქვთ… სრულიად სასოწარკვეთილმა, დახმარებისთვის თქვენს ფონდს მივმართე. იმედიც კი არ მქონდა, რომ ასეთ შესანიშნავ საჩუქრებს მივიღებდით; რომ ბოლოს და ბოლოს, ბავშვები გემრიელად ჭამას შეძლებდენ და იმაზე ფიქრი აღარ მომიწევდა, რომ მათ ზამთრისთვის ტანსაცმელი არ აქვთ…

უბრალოდ, თვალებს ვერ ვუჯერებდით, როდესაც თქვენმა თანამშრომლებმა მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და საკვები პროდუქტები მოგვიტანეს! ჩვენთვის ამ ყველაფრის ყიდვას ვერასდროს შევძლებდით… ახლა კი! ოჰ, ღმერთო! დიდი მადლობა! ეს ყველაფერი ჩვენია! ავადმყოფობამდე, მეტნაკლებად, თავს ვართმევდი, ყოველ შემთხვევაში, არ ვშიმშილობდით, მაგრამ კიბო!.. სწორედ ამ დაავადების გამო აღმოვჩნდით ასეთ სიღარიბეში, რადგან მხოლოდ შემწეობით ბავშვებს ვერ გამოკვებავ… მაგრამ როდესაც საჭმელი მოგვიტანეთ, შვილებისთვის ღვეზელების გამოცხობაც კი შევძელი!

ღმერთო, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უხაროდათ, როდესაც სახლი უგემრიელესი არომატით აივსო. მათ იმდენი ხანია, ნორმალურად არ უჭამიათ…

თქვენ ჩვენ სწორედ ის გვაჩუქეთ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, რადგან ავადმყოფობის გამო, უმარტივეს საშინაო საქმეებსაც კი ვეღარ ვართმევდი თავს… და ყველა საზრუნავი ბავშვებს დააწვათ კისერზე. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მათ ნორმალური ბავშვობა არ ჰქონდათ და ეს ძალიან მტანჯავდა. სარეცხმა მანქანამ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადაჭრა, რადგან მე ხელით რეცხვა არ შემიძლია… და ბავშვებისთვის წვნიანის გაკეთებას თუ მოვახერხებდი, მაცივრის გამო, ის ზამთარშიც კი ფუჭდებოდა. რაღაა სათქმელი? თქვენ ჩვენი ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვნად შეამსუბუქეთ და უდიდესი ბედნიერება გვაჩუქეთ!

ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც თქვენ დაგეხმარათ?

ია: მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს გასაჭირს გამოეხმაურა, ვინც ჩვენს უბედურებას გვერდი არ უქცია… ამით, თქვენ ჩემს შვილებს აგრძნობინეთ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ, რომ ჩვენი ბედი ფონდის მეგობრებისთვის სულ ერთი არ არის…

ჩვენ ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი გვეწვია. ისეთი აღელვებული ვიყავი, სამწუხაროდ, მისი სახელი ვერ დავიმახსოვრე. მან ჩემს შვილებს ტანსაცმელი მოუტანა და 50 ლარი აჩუქა! ამისთვის, მისი უზომოდ მადლიერები ვართ. 

ახალგაზრდა კაციც გვეწვია, გიორგი. გვითხრა, რომ ეკლესიის მრევლმა ჩვენთვის თანხა შეაგროვა და ბავშვებს პროდუქტები, ფლომასტერები, გასაფერადებლები, სათამაშოები და ტკბილეული მოუტანა… და რაც მთავარია – თბილი ქურთუკები და ფეხსაცმელი! სულ ახალი, ხარისხიანი! ზურგიდან მძიმე ტვირთი მომეხსნა! ზამთრისთვის სამი ბავშვის ჩაცმა მარტივი საქმე არ არის, მით უმეტეს, ჩვენს მდგომარეობაში. სამწუხაროდ, არ მახსოვს, ეს საჩუქრები რომელი ეკლესიის მრევლისგან მივიღეთ, მაგრამ მერწმუნეთ, მათთვის ყოველდღე ვილოცებ! ამ ნივთებთან ერთად ხომ ხალხმა სულიერი სითბოს პატარა ნაწილი გაგვიზიარა, ყურადღება და ზრუნვა გვაჩუქა! მინდა, ყველა მათგანს მადლობა ვუთხრა! უფალმა დალოცოს თქვენი შვილები!

ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და რამით თუ დაგეხმარნენ?

ია:იცით, რადგან სახელმწიფომ ჩემი ოპერაცია, მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი მთლიანად დააფინანსა, ჩივილი ცოდვაა. დიდი მადლობა მათ ამისთვის! ახლა, როდესაც უკეთესობა მეტყობა, უკვე შემიძლია სამსახურში დაბრუნებაზე და შვილების თუნდაც ელემენტარულით – საკვებითა და ტანსაცმლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფაზე ვიფიქრო. 

– მიხარია იმის მოსმენა, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ია. ახლა თავს როგორ გრძნობთ?

ია: დიდი მადლობა. ყველაზე საშინელი უკან მოვიტოვეთ. ოპერაციამ ნორმალურად ჩაირა, ახლა რეაბილიტაციის კურსს გავდივარ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტად ვარ, უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, გამოვჯანმრთელდე, სამსახურში დავბრუნდე და ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის ვიბრძოლო! მით უმეტეს, რომ თქვენ და ფონდის მეგობრებმა ბევრი დადებით ემოცია გვაჩუქეთ და ამანაც არც თუ ისე უმნიშვნელო როლი ითამაშა ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში! 

თუ შეიძლება, თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით

ია:იცით, როდესაც თქვენს ფონდს დახმარებისთვის მოვმართე, ძალიან მეშინოდა და ცუდად ვიყავი, ავადმყოფობამ კინაღამ გამანადგურა… ბავშვებიც ძალიან შეშინებულები იყვნენ, რადგან მათ, ჩემ გარდა, არავინ ჰყავთ. მივხვდი, რომ დახმარების მოლოდინი არსაიდან უნდა მქონოდა და სასოწარკვეთილმა, მოწერა გადავწყვიტე იმ იმედით, რომ ჩემს შვილებს ცოტაოდენ საჭმელს მაინც მოუტანდნენ. ამდენ საჩუქარს და ასეთ მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდით! ჩემს შვილებს ღიმილი ისევ ასწავლეთ და არც კი ვიცი, ამისთვის მადლობა როგორ გადაგიხადოთ!

თუ შეიძლება, მათაც გავესაუბრები. გიორგი, როგორც ყველაზე უფროსმა, გვითხარი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

გიორგი (16 წლის): მე ის მახარებს, რომ დედაჩემი და ჩემი უმცროსი და-ძმა ბედნიერები არიან. დედა ისეთი გაწამებული იყო… ჩვენ გამო, ის ძალიან იტანჯებოდა და დარდობდა, ახლა კი – იღიმის! სამსახურსაც კი ვეძებდი, რომ მას რამენაირად დავხმარებოდი…

ია: 16 წლის ბიჭს მუშაობის უფლებას ვერ მივცემ… სჯობს, სწავლას მიხედოს! ის ბექას და ამელიას მოვლაში ისედაც ძალიან მეხმარება, როგორც ზრდასრული ადამიანი! მე მალე მოვღონიერდები და შევძლებ შვილების ელემენტარულით უზრუნველყოფას…

და მაინც, გიო, იქნებ რამემ განსაკუთრებით გაგახარა?

    გიორგი: ჩვენ ჩასაცმელად საერთოდ არაფერი გვქონდა, ამიტომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ალბათ საუკეთესო საჩუქარი იყო.

  ამელია (11 წლის): მე კი ყველაზე მეტად სათამაშოები მომეწონა, რბილი დათუნიები… და გაზქურაც. სურსათი რომ მოგვიტანეთ, დედამ ღვეზელები გამოგვიცხო და დამპირდა, რომ საჭმლის მომზადებას მეც მასწავლიდა!

    ბექა (9 წლის): თოჯინები და გასაფერადებლები მეც მომეწონა! იმდენი ხანია, ჩვენთვის არავის არაფერი უჩუქნია! მე და დას ახალი ფლომასტერები გვაქვს და შეგვიძლია, ყოველდღე ვიჯდეთ და ვხატოთ! 

    ამელია: სხვათა შორის, ახლა, თუ ღვეზელებისთვის სურსათი არ გვაქვს, დედა უბრალოდ კვერს გვიხუხავს ღუმელში. იცით, რა გემრიელია?

  – ია, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

  ია: თქვენ ჩვენ გვერდით მაშინ აღმოჩნდით, როდესაც იმედი თითქოს ამოიწურა. მე და ჩემი შვილები ამ სამყაროში სრულიად მარტონი ვართ, არავინ გვყავს, ვისაც დახმარებას ვთხოვდით … თქვენ კი გამოგვეხმაურეთ. თქვენი წყალობით, ხალხმა ჩვენი უბედურების შესახებ შეიტყო და დაგვეხმარა. ამისათვის თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ!

ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ჩვენი ტკივილი სულ ერთი არ არის… ალბათ ეს ყველაზე მთავარია ცხოვრებაში – იმის გაცნობიერება, რომ მარტო არ ხარ. კი ვიცი, რომ ახლა მხოლოდ ჩვენ არ გვიჭირს. პანდემიის გამო, ბევრი, საკმაოდ შეძლებული ოჯახიც კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა… და ორმაგად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამის მიუხედავად, ჩემს შვილებს, შესაძლოა, პურის უკანასკნელი ნაჭერი გაუყო, გროშებიგამონახა და ალალბედზე არ მიგვატოვა. ღმერთმა ყველას ბედნიერება და ჯანმრთელობა მისცეს!

  – გვითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

  ია: თქვენ ჩვენთვის უკვე იმდენი გააკეთეთ, მეტი როგორ გთხოვოთ? ამის უფლებას სინდისი არ მომცემს … მაგრამ, რადგან ჯერ კიდევ ძალიან სუსტად ვარ და ვერ ვმუშაობ, მაინც გთხოვ, რომ არ დაგვივიწყოთ … საკვები, კი გესმით, რომ საკმარისი არასდროს არის…ბავშვები ტელევიზორზე ოცნებობენ, რადგან ჩვენი აღარირთვება, ისინი კი, კორონავირუსის გამო, სახლში არიან გამოკეტილები. მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია. მშვენივრად მესმის, რომ ახლა ყველას ძალიან უჭირს.

  კიდევ ერთხელ,მინდა,გულწრფელი მადლობა გადავუხადო თქვენს ფონდს და თქვენს ყველა კეთილ მეგობარს იმისთვის, რომ გვერდი არ აუარეს ჩვენს გასაჭირს და ჩემს შვილებს ისე მოექცნენ, თითქოს ისინი მათი შვილები ყოფილიყვნენ. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ! უფალი სიკეთით აუცილებლად გადაგიხდითიმისთვის, რომ ბედნიერება და იმედი გვაჩუქეთ!

***

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, მეგობრებო!  

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: არაგვიშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/602-aragvishvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ საკუთარ სულზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აგვ 06
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1145.00₾
2020 სექ 24
გაზქურა
215.00₾
2020 სექ 28
პროდუქტები
329.16₾
2020 ოქტ 05
ფონდის ზედნადები ხარჯები
420.00₾
2020 ოქტ 20
გაზქურა
235.00₾
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾
2021 იან 14
პროდუქტები
79.84₾

სულ ხარჯები:

2504.00₾

დარჩა:

1.42₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
23.12.2020 17:21:38
₾50.00
გოგოლაძე შალვა
22.12.2020 20:00:00
₾20.00
მერებაშვილი მარიამ
21.12.2020 20:00:00
₾10.00
შალვა თუმანიშვილი
21.12.2020 20:00:00
₾1.00
ელისო აბულაშვილი
21.12.2020 20:00:00
₾20.00
ლალიაშვილი მაკა
20.12.2020 20:00:00
₾20.00
ტატა თევზაძე
20.12.2020 20:00:00
₾2.00
გიორგი ლორთქიფანიძე
18.12.2020 20:00:00
₾20.00
კეთილი გული
17.12.2020 11:07:34
₾10.00
ქებურია კახაბერ
16.12.2020 20:00:00
₾7.00
ჯიჯელავა გიგა
15.12.2020 20:00:00
₾1.00
ჟღენტი დავითი
30.10.2020 20:00:00
₾10.00
შაიშმელაშვილი ნიკა
30.10.2020 20:00:00
₾5.00
კვიჟინაძე ვახტანგ
30.10.2020 20:00:00
₾5.00
ქრისტინე იობიძე
30.10.2020 20:00:00
₾10.00
ჟანა ჭიღლაძე
30.10.2020 20:00:00
₾3.00
ნონა კვიჟინაძე
30.10.2020 20:00:00
₾1.00
კალმახელიძე ვერა
29.10.2020 20:00:00
₾20.00
ჩანქსელიანი ზურაბი
29.10.2020 20:00:00
₾14.00
ანა კობერიძე
29.10.2020 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,505.42

170 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,505.42

170 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება