რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

წმინდანებიც ტირიან…

calendar სექტემბერი 21, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დახმარება რომ ეთხოვათ, წმინდა იაკობს, მამა გაბრიელს, დიდმოწამე გიორგის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს და მთავარანგელოზ მიქაელს თუ დაეხმარებოდით?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დახმარება რომ ეთხოვათ,წმინდაიაკობსმამაგაბრიელსდიდმოწამეგიორგისნიკოლოზსაკვირველთმოქმედსდამთავარანგელოზმიქაელს თუ დაეხმარებოდით? 

აი, ისინი თავად მოვიდნენ თქვენთან, ამ მშვენიერი ბავშვების სახით! 

ეს ბიჭები ამაყად ატარებენ მართლმადიდებელი წმინდანების სახელებს, ნანგრევებში ცხოვრობენ, დახეული ტანსაცმელი აცვიათ, შიმშილობენ… მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ერთი ნაჭერი პურისთვის ილოცონ, ისინი უფალს დაიკოს ევედრებიან. 

ისინი ასე მშობლებმა აღზარდეს – მათ იციან, რომ ყველაფერი, რაც აქვთ, უფლისგან არის; ხოლო თუკი რამე არ გააჩნიათ, ესე იგი, არც არის საჭირო.

„ჩვენ გოგო – დედიკო გვყავს“ – ამბობს 3 წლის გაბრიელი. – „ძმებიც ბევრი გვყავს, რომლებიც ძალიან ხმაურიანები არიან და მე ლამაზი დაიკო მინდა!“

 „იცით…“ – საუბარში 6 წლის გიორგი ჩაერთო. – „ისე ვლოცულობდი, რომ დაიკო გვყოლოდა, მაგრამ დედამ იაკობი გააჩინა. ალბათ, არასწორად ვლოცულობდი. დე, შემდეგი მარიამი იქნება თუ ნინო?“

 – დის გარდა, კიდევ რას სთხოვთ ხოლმე ღმერთს? 

 გიორგი (6 წლის):მარტო დაიკოს და კანფეტებს… და ველოსიპედს და ტორტს და სახლს… სულ ესაა! და დაიკოს… არა, ორ დას! ოჰ, როგორ მეყვარება და დავიცავ!

აი, სახლი, რომელშიც 5 „წმინდანი“ ცხოვრობს – 2 თვის იაკობი, 3 წლის გაბრიელი, 6 წლის გიორგი, 11 წლის მიქაელი და ყველაზე უფროსი – 13 წლის ნიკოლოზი! ისინი ფიზიკურადაც ლამაზები არიან და სულიერადაც ანათებენ! ჭეშმარიტად სიკეთის განსახიერებები არიან! უფლის შვილები! 

ბეტონის კედლები, მიწის იატაკი, ავეჯისა და ტექნიკის სრული უქონლობა თავზარდამცემი სანახაობაა, მაგრამ პირველი სიტყვების მოსმენისა და ღიმილის დანახვისთანავე, ყველაფერი გავიწყდება – საკუთრი პრობლემებიც კი. ისინი ნამდვილი „წმინდანები“ არიან! – ეს ერთადერთი ფიქრია, რომელიც ჩვენი საუბრის ბოლომდე გამყვა. ისინი მშივრები არიან, დახეული ტანსაცმლით დადიან… მათ არც საწოლები აქვთ, არც ტელევიზორი და კომპიუტერი… მაცივარი – რა საჭიროა? საჭმელი მაინც არ აქვთ! 

 – ნათია, როგორ ახერხებთ, რომ ასეთი პირობების მიუხედავად, თქვენი ბავშვები, პირდაპირ, ანათებენ?!

 ნათია: იცით, მე მათ უბრალოდ ასე ვზრდით! უფლის რწმენა გვეხმარება. ჩემი მეუღლის ძმები ბერები არიან. ერთი – მამა ანტონი, უკვე 20 წელია ტაძრებს აშენებს, ხოლო უმცროსი – მამა ისააკი, 4 წელია, უფალს ემსახურება. ჩვენი უფროსი ვაჟი, ნიკოლოზიც ამაზე ოცნებობს. ეკლესიებს ხატავს, უნდა, ბიძებივით მშენებელი გახდეს! 

 – ბერი რომ გახდეს, თქვენც გინდათ? 

 ნათია: ეს მხოლოდ უფლის და ნიკოლოზის ნებაა. ამის წინააღმდეგ როგორ უნდა წავიდე? 

 – ნათია, თქვენი ბავშვებით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ! მოდით, მათზე მოგვიანებით ვისაუბროთ. თუ შეიძლება, ახლა ის მომიყევით, ასეთ რთულ ვითარებაში როგორ აღმოჩნდით? 

 ნათია:ჩვენ ყოველთვის ასე ღარიბულად კი არ ვცხოვრობდით. 8 წლის წინ, ჩვენს ოჯახს ფული დასჭირდა და ვალი ავიღეთ. გადახდა ვერ შევძელით და ყველაფერი დავკარგეთ. მას მერე, დავხეტიალობთ… თავიდან, ჩვენი ოჯახი მეუღლის ნაცნობმა შეიფარა. მაგრამ სულ სხვის სახლში ხომ არ იცხოვრებ? თვითნებურად, ეს შენობა დავიკავეთ… აქ ადრე ვეტერინარული პუნქტი იყო. 

 – სხვა თუ არაფერი, თავს ზემოთ ჭერი მაინც გაქვთ… მაგრამ რა სახსრებით ცხოვრობს თქვენი ოჯახი? 

 ნათია: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ძალიან მკაცრად გვაქვს გადანაწილებული. დედამთილ-მამამთილს წამლები სჭირდებათ, დენის ფულიც გადასახდელია… რაც გვრჩება, მაკარონზე და წვნიანებზე თუ გვყოფნის. კარგია, თუ მეუღლემ ფულის შოვნა მოახერხა… ჩვენ სოფელში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, დასაქმების პრობლემაა, ამიტომ ჩემი ქმარი შეშას ჭრის… აი, ასეთ დღეებში შეგვიძლია, დღესასწაული მოვაწყოთ და ქათამი ვიყიდოთ! ერთი ქათმიდან, როგორღაც, მთელი ოჯახისთვის 2 დღის სამყოფ „საახალწლო ვახშამს“ ვაკეთებ… ასე გაბრიელი ამბობს ხოლმე, ხორცის სუნს რომ გრძნობს… დახტის და უხარია: „ურა! ახალი წელი მოვიდა! ახალი წლის სუნი დგას!..“ საწყალი ბავშვები!

 გიორგი (6 წლის):აი, იაკობს გაუმართლა! მას ყოველთვის აქვს დედის რძე… ჩვენ კი ახალი წელი მხოლოდ 3-4ჯერ გვაქვს! 

 – ნათია, ვინმე თუ გეხმარებათ? 

 ნათია: ჩემი მშობლები – მოხუცებული ხალხია, პენსიის ხარჯზე ცხოვრობენ ჩემ ავადმყოფ ძმასთან ერთად. მას ვარიკოზი და თრომბოზი აქვს. მთელი ცხოვრება მუშაობდა, მშობლებზეც ზრუნავდა და მეც მეხმარებოდა, ახლა კი მათზე მე უნდა ვიზრუნო… ჩემი ქმრის, აკაკის მშობლებიც ავად არიან. ისინი ჩვენთან ცხოვრობენ. დედამთილმა ინსულტი გადაიტანა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ასევე, მას შაქრიანი დიაბეტი აქვს. საბრალო, მკაცრ დიეტაზე უნდა იყოს, მაგრამ ამის ფული არ გვაქვს! წამლების გარეშე კი, ის ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს. რაც შეეხება მამამთილს – ის ჯარში მსახურობის დროს დაიჭრა. ციხის დაწესებულებას იცავდა და მუცლის არეში ჭრილობა იქ მიიღო. დღემდე, ძლივს დადის… რა თქმა უნდა, ყველანაირად ვცდილობ, ბავშვებსაც და მოხუცებსაც მოვუარო… მაგრამ 740 ლარით ეს როგორ გავაკეთო, არ ვიცი… 

 – დახმარებისთვის, მთავრობისთვის თუ მიგიმართავთ? 

 ნათია: ოჰ!.. არ გამახსენოთ! იმდენი წერილი მაქვს გაგზავნილი მერიაში, ვინ მოთვლის?! ვაღიარებ, რომ ორიოდე თვე ადგილობრივი ხელისუფლება გვეხმარებოდა მედიკამენტების შეძენაში. თანხის რაღაც ნაწილი გადაიხადეს და სულ ეგ იყო. არადა, წამლები სულ გვჭირდება. მათ გარეშე აკაკის დედა ვერ იცოცხლებს! სხვა არაფრით დაგვხმარებიან. 

 არაერთხელ მივწერე მუნიციპალიტეტს, რომ სახურავის შესაკეთებლადჩვენთვის თანხა გამოეყოთ, მაგრამ მუდმივად უარს გვეუბნებიან. სამწუხაროდ… წვიმის დროს ოთახებში ყოფნა უბრალოდ აუტანელია. 

 – თქვენი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ? 

ნათია:მხოლოდ უფალში! ჩვენ მორწმუნეები ვართ. როგორც უკვე გითხარით, მეუღლის ძმები ბერები არიან – ბავშვებს ლოცვა ასწავლეს და ისინი თავისი სიტყვებით, მაგრამ მთელი გულით ლოცულობენ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, უფალს ესმის მათი. სწორედ მან გამოგგზავნათ ჩემთან! 

 – მოდით, კარგზეც ვისაუბროთ. რაზე ოცნებობთ?

 ნათია: პირდაპირ გეტყვით, ჩემი ოცნება – სარეცხი მანქანაა! ვიღაცისთვის ეს სრული აბსურდი იქნება, მაგრამ მე მართლა მძინავს და სიზმარში, სახლში, ამ ხსნას ვხედავ. ძალიან მიჭირს ბიჭების ნივთების ხელით რეცხვა. თითებზე კანი სულ მთლად დამისკდა იმის გამო, რომ ხელები მუდამ წყალში მაქვს. თანაც, ჩემი ბიჭები ისეთი მოუსვენრები არიან – ეზოში დარბიან, ხშირად ჭუჭყიანდებიან… 

– ყველაზე მოუსვენარი ვინ გყავთ?

ყველა ბავშვმა თითი გიორგისკენ გაიშვირა. 

 გიორგი (6 წლის):მოიცა, მე რატომ? დეეე, მართლა მოუსვენარი ვარ? აბა, ნიკას და მიშას შეხედეთ… ფეხსაცმელი მთელი არც ერთს აქვს! გიჟებივით დასდევენ ბურთს! მომინდომეს ფეხბურთელობა! მორჩა, აღარ გეთამაშებით! 

 მიქაელი (11 წლის):ოჰ, ოჰ, როგორი ბუტიები ვართ! ნუ გეშინიათ, ცოტა ხანში მოვა და სიტყვის თქმასაც არ დაგვაცდის… 

 – კარგი, მოდით, ნიკათი დავიწყოთ! შენ შესახებ მოგვიყევი. 

 ნიკა (13 წლის): მე ეკლესიების ხატვა მიყვარს. პატარა რომ ვიყავი, ბიძაჩემმა… უფრო სწორედ, მამა ანტონმა… ისე ვამაყობ! ის ბერია და თან, ბიძაჩემი… ჰოდა, მოკლედ, მან ყინწვისში წამიყვანა და ტაძარი მანახა! ოჰ, ისეთი სილამაზე იყო! ამის შემდეგ, მარტო ტაძრებს ვხატავ, ჩემებურად! ახლა, სახატავი ქაღალდები არ მაქვს და კედლებზე გადავედი… დედ-მამამ ნება დამრთო. გინდათ, თქვენც დაგიხატავთ, ფანქრები და ფურცელი რომ მექნება? 

 – რა თქმა უნდა, გვინდა! ეს ჩვენთვის და ჩვენი ფონდის მეგობრებისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია! საღებავებით ხატვა თუ შეგიძლია?

 ნიკა (13 წლის):ალბათ, შევძლებ! საღებავები არასდროს მქონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ! ძალიან ბევრ ლამაზ ტაძარს დაგიხატავთ! მერე გავიზრდები და ბიძაჩემივით – ან ბერი, ან მშენებელი გავხდები… ან, შეიძლება, ფეხბურთელი!

 – რა მრავალფეროვანი ინტერესები გქონია! ფეხბურთს ვისთან ერთად თამაშობ ხოლმე?

 მიშა (11 წლის):მე მეთამაშება ხოლმე. ფეხბურთი მეც მიყვარს! მაგრამ მე და ის ყოველთვის სხვადასხვა გუნდში ვართ! მას რონალდო უყვარს, მე – მესი! მიდი და იცხოვრე ამისთანასთან! საკუთარი ძმა „მტრების“ გუნდშია! 

 – სწავლაზე რას იტყვით?

 მიშა (11 წლის): – სჯობს, ისევ ფეხბურთზე ვისაუბროთ. შეიძლება? ფეხბურთში ფრიადოსანი ვარ! ჩემს კლასელებს კომპიუტერი აქვთ და ხანდახან, მისი გამოყენების ნებას მრთავენ. მასში საქართველოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელების შესახებ წავიკითხე. იცით, რამდენი გვყავს? #ჩაკვეტაძე, #ანანიძე, #კაშია… ნელ-ნელა ვკითხულობ და ვეცნობი. არადა, ადრე მარტო რონალდოს შესახებ ვიცოდი!

 – შენც გინდა, კომპიუტერი რომ გქონდეს? 

 ნიკა (13 წლის): – ჩვენ ის უბრალოდ ძალიან გვჭირდება! ამაზე ვოცნებობთ! კარანტინის დროს ვერ ვსწავლობდი, რადგან სახლში ტელეფონი და კომპიუტერი არ გვაქვს. გაკვეთილების გამოტოვება მომიწია, მაგრამ არაუშავს. ჭკვიანი ვარ – სკოლა რომ დაიწყება, პროგრამას დავეწევი და გავასწრებ კიდეც. 

 – ეჭვიც არ მეპარება! გიო, ხომ აღარ გვიბრაზდები? შენ რაზე ოცნებობ?

 გიორგი (6 წლის): მე? მმმ… რაც მინდა, ყველაფერი შემიძლია ვთქვა? მაშინ, ტელეფონზე ვოცნებობ. ოღონდ ისეთზე არა, დედას როგორიც აქვს – ღილაკებიანი. ღილაკების გარეშე მინდა, მასზე თამაში რომ შემეძლოს. 

 – ფეხბურთის თამაში, შენი ძმებივით, შენც გიყვარს?

 გიორგი (6 წლის): – დიახ, ოღონდ მე ფეხბურთელობა არ მინდა! მე ძიუდოისტი გავხდები! დედა ამბობს, რომ ქართველები მსოფლიოში ყველაზე ძლიერები არიან! მინდა, მეც დიდი და ძლიერი ვიყო! და ჩემ შესახებ რომ გაიგებენ, იტყვიან: „გიო ისეთი ძლიერია, მინდა, მეც მისნაირი ვიყო!“

 – გაბრიელმა თუ იცის ლაპარაკი

ყველამ სიცილი დაიწყო.

 ნიკა (13 წლის): რას ამბობთ! პირი რომ გააღოს, ენას არ გააჩერებს. აჰა, ჩვენ გაგაფრთხილეთ!

 – გაბრიელ, აბა, რას გვეტყვი

 გაბრიელი (3 წლის):შემიძლია, ლექსი მოგიყვეთ, ან გიმღეროთ… ან გითხრათ, ვინ მაბრაზებს. მკითხეთ, აბა, რა მინდა! 

 – აბა, რა გინდა?

 გაბრიელი (3 წლის):ნაყინი ყველასთვის – იაკობის გარდა! დედასთვისაც და მამასთვისაც! და ყველა ბავშვისთვის! ჩემთვის კი – ორი ცალი! კიდევ, ბევრი სათამაშო მინდა! და ლამაზი ფეხსაცმელები! იცით, დედა ზღაპარს რომ მიყვება, ყველა გმირი ისეთი ძლიერია! მეც მინდა, ძლიერი რომ ვიყო და კიდევ მინდა, ნიკასავით, ხატვა ვიცოდე! და დაიკო მინდა! და კიდევ, მანქანის ფორმის საწოლი რომ მქონდეს! ნანახი მაქვს, ეგეთებიც არსებობს! და კიდევ… 

 ნიკა (13 წლის): აი, ხედავთ? ხომ გაგაფრთხილეთ?! ახლა აღარ გაჩუმდება… 

 – ნათია, არაჩვეულებრივი ბავშვები გყავთ! ბიჭებს დაიკო უნდათ. თქვენ? როგორ ფიქრობთ, მეტ შვილს მოერევით?

 ნათია: ყველაფერი უფლის ნებაა! გოგონა რომ გვეყოლოს, ბედნიერები ვიქნებით… იმედი მაქვს, ამ წყვდიადიდან თავის დაღწევას შევძლებთ და ჩემ შვილებს ნათელი მომავალი ექნებათ! 

 გაბრიელი (3 წლის):ორი გოგონა! მარიამი და ნინო! ორი! 

 – ნათია, გვითხარით, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება? 

 ნათია:პირველ რიგში, ჩვენ საკვები გვჭირდება, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ბავშვები არ შიმშილობენ! ავეჯი და ტექნიკა ჩვენთვის ფუფუნებაა. ჩვენ არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხის მანქანა, არც კარადა! უფლის იმედით, ბეტონის ოთხ კედელში ვცხოვრობთ… პატარა იაკობს ძალიან სჭირდება საფენები და კარგი იქნება, ჰიგიენური საშუალებებით თუ დაგვეხმარებით. ვერაფრით გადაგიხდით, მაგრამ გპირდებით, თითოეული თქვენგანისთვის ვილოცებ! 

მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთი ოჯახის ისტორია გაგაცანით… და გთხოვთ, ილოცოთ იმ წმინდანების მიმართ, ვის მიმართაც ყოველთვის ლოცულობთ – გაბრიელის, გიორგის, მიქაელის, ნიკოლოზის და იაკობის მიმართ! სთხოვეთ მათ ძალა და კეთილი გული ამ ბავშვების გადასარჩენად!

ჩიტაძეების ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ელემენტარული ტექნიკა და ავეჯი. 5 პატარა ბიჭი სრულიად აუტანელ პირობებში იზრდება, მათმა მშობლებმა კი არ იციან, სად იშოვონ ფული უკეთესი ცხოვრებისთვის. ოჯახის მამა ფიზიკური შრომისგან განადგურებულია, მაგრამ ხუთი ვაჟის და ავადმყოფი მშობლების გამოსაკვებად ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, უფალმა ისინი ჩვენთან გამოგზავნა! 

დაურეკეთ ნათიას და მრავალშვილიანი დედა კეთილი სიტყვებით გაამხნევეთ. ტელ.: 598 176 379

ეწვიეთ ჩიტაჩეების ოჯახს და გაიგეთ მათი საშინელი პირობების შესახებ მისამართზე: ხაშური, სოფელი ქვიშხეთი, დიმიტრი ყიფიანის №233

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ჩიტაძეების ოჯახის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ჩიტაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus )

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ნათიას და მის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

ღვთის ანგელოზები არ ტირიან, ისინი იღიმიან!

„უფალს ყოველღამ დახმარებას შევთხოვდი და მე მან თქვენი თავი გამომიგზავნა! თქვენი წყალობით, ჩემი შვილები დაპურებულები არიან, სახეებიდან კი ღიმილი არ შორდებათ! ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ამდენი გულისხმიერი ადამიანი იქნებოდა!“ – მადლობას გვიხდის მრავალტანჯული, სიხარულის ცრემლებით ატირებული ნათია.

ნათიამ და მისმა ოჯახმა მრავალი გაჭირვება დაითმინა. მათ ხვედრად ბევრი სირთულე ერგოთ: ბავშვებს საჭმელად არაფერი ჰქონდათ, ოჯახი ნანგრევებში ცხოვრობდა და მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა გაეკეთებინათ მომავალში, როგორ აღეზარდათ შვილები! მაგრამ მათ უკეთესი მომავლის იმედი არ დაუკარგავთ! თქვენ ამ მშვენიერ ბავშვებს, რომლებიც ამაყად ატარებენ მართლმადიდებელი წმინდანების – იაკობის, გაბრიელის, გიორგის, ნიკოლოზისა და მიხეილის სახელებს, ოცნებები აუსრულეთ! მათ სახეები სიხარულით მხოლოდ თქვენი წყალობით უნათებთ!

ჩვენ მათი ამბავი მოგიყევით პოსტში – „წმინდანებიც ტირიან…“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/627-chitadze

საქართველოში მცხოვრები ხალხის სიკეთის წყალობით ისინი კი არ ტირიან, არამედ იღიმიან!

მეგობრებო, ჩიტაძეების ოჯახს თქვენ ბედნიერება და სიხარული აჩუქეთ! მშობლებს გულებში იმედი ჩაუსახეთ, საბრალო ბავშვები კი სიღარიბისა და შიმშილისაგან იხსენით! „მთელი ცხოვრება უფალს მადლობას შევწირავ იმისთვის, რომ მან თქვენი თავი გამომიგზავნა! ჩემი ლოცვები შესმენილ იქნა… ყველაფერი, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ, ასმაგად დაგიბრუნდებათ!“ – დაუღალავად იმეორებს მადლიერი ნათია.

ნათია, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ნათია:შეიცვალა? არასწორი სიტყვაა! თქვენ თითქმის ყველა ჩვენი პრობლემა მოაგვარეთ და ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეთ! სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის აღსაწერად, თუ რამდენად შეცვალეთ ჩვენი ცხოვრება. სანამ დაგვეხმარებოდით, მე სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩვენ არც საყოფაცხოვრებო ტექნიკა გვქონდა, არც წესიერი ავეჯი და არც საკვები…  მაგრამ თქვენ ჩვენ სიღარიბისა და შიმშილისაგან გადაგვარჩინეთ!

პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე კეთილმა ხალხმა ჩვენთან საჩუქრებით მოსვლა დაიწყო! ძალიან ბევრნი იყვნენ. ისიც კი დავიმახსოვრე, რამდენი კაცი მოვიდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ 22-მა ადამიანმა მოგვინახულა, მხარი დაგვიჭირა და ფინანსური დახმარება გაგვიწია! ვერც კი ვიფიქრებდი, რომ თქვენი ფონდი ასე დაგვეხმარებოდა… თქვენი წყალობით ჩვენ უამრავი მეგობარი შევიძინეთ! 

ჩვენ ბევრზე ბევრი საჩუქარი მოგვიტანეს! ჩვენს სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკა ფაქტობრივად არ არსებობდა, მაგრამ თქვენი ფონდის თანამშრომლებმა ჩვენ დიდი ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხი მანქანა მოგვიტანეს! ტელევიზორი ჩემი შვილებისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა, მან ისინი ძალიან გაახარა!  ჩემთვის კი საუკეთესო საჩუქარი სარეცხი მანქანა იყო. ადრე, ჩემი შვილების ტანსაცმელს ქუჩაში, ცივ წყალში ვრეცხავდი. ეს ძალიან რთული იყო… მაგრამ თქვენ ჩვენი საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესეთ! წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ეს ჩემთვის რას ნიშნავს!

საკვებზე რაღა ვთქვა? ჩემმა შვილებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად ჭამეს მაძღრისად. ტკბილეული მათთვის ნამდვილ ბედნიერებად იქცა! გარდა ამისა, ახლა ჩვენ სურსათის შესანახი ადგილიც გვაქვს. ზოგჯერ, მაცივრის არქონის გამო, საჭმელი, რომელიც ისედაც ძალიან ცოტა გვქონდა, გვიფუჭდებოდა…

ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იმ ადამიანთა სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

ნათია: ერთხელ, ღამის 12 საათზე, თბილისიდან ცოლ-ქმარი გვეწვია. მათი სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ მათმა სტუმრობამ ძლიერ გამაოგნა! მათ 500 ლარი გვაჩუქეს. წარმოგიდგენიათ? სრულიად უცხო ადამიანები ასე დაგვეხმარნენ! მათ გარდა, კიდევ ბევრი გვეხმარებოდა. მათგან მხოლოდ ნინო ჩხაიძის სახელი დამამახსოვრდა, რომელმაც, ასევე, 500 ლარი მოგვიტანა. ეს თანხა თბილისში შეგროვდა. ზოგიერთმა ალბათ უკანასკნელი თეთრები გაიღო, ჩვენ რომ დაგვხმარებოდა! ამ ფულით დიდი, ლამაზი ტანსაცმლის კარადა შევიძინეთ. ჩვენ აქამდე წესიერი ავეჯიც კი არ გვქონდა, მაგრამ კეთილი ხალხი დაგვეხმარა! ასევე, მათი წყალობით, დიდი საწოლისა და ექვსი სკამის შეძენა შევძელით. ჩვენი საწოლები ძალიან ძველია, უფროსი ბიჭებისთვის მათზე ძილი ძალიან მოუხერხებელი იყო.

ერთხელ, ერთმა კეთილმა ქალმა კი რამდენიმე ასეული ლარის ღირებულების სურსათი გამოგვიგზავნა! ბავშვებმა ასეთი საჭმელი პირველად დააგემოვნეს! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უხაროდათ!

ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რამით? თქვენი ოჯახის მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ?

ნათია: არა, არა… ადგილობრივ ხელისუფლებას თქვენს პოსტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

– თქვენი ემოციები გაგვიზიარეთ.

ნათია: ამის სიტყვებით აღწერა ძნელია… თქვენ ჩვენს ოჯახს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეთ! ასეთი სითბო, ასეთი სიხარული დიდი ხანია არ განგვიცდია! თქვენ ჩემი ბიჭები მართლა ძალიან გააბედნიერეთ…

ჩემს შვილებს ყველა საჩუქარი, თითოეული წვრილმანი უხაროდათ. ნეტავ გენახათ, როგორ უბრწყინავდათ თვალები, როდესაც ტელევიზორი და მაცივარი მოგვიტანეს! მათ თვალს დღემდე ვერ აშორებენ… და მათთვის მოტანილი ტკბილეული რა სიხარულით დააგემოვნეს?! ეს ყველაფერი მათთვის ნამდვილ, დაუვიწყარ სიურპრიზად იქცა. უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ თქვენი თავი გამომიგზავნა და მათ ჯანმრთელობაზე ვლოცულობ, ვინც ნებისმიერი სახის დახმარება გამიწია!

– რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა და დახმარება პირადად თქვენთვის?

ნათია: იცით, ყოველთვის მწამდა, რომ საქართველოში ბევრი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობდა. თქვენი წყალობით, ამაში დავრწმუნდი კიდეც. თქვენმა დახმარებამ და მხარდაჭერამ ჩემში ხალხისადმი, მათი სიკეთისა და გულწრფელობისადმი ნდობა განამტკიცა. ვამაყობ, რომ ჩემი შვილები ამდენ გულთბილ ადამიანთან ერთად ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ. ასევე, მინდა ცალკეული მადლობა გადავუხადო თქვენს ფონდს. თქვენი წყალობით, ხალხმა ჩვენ შესახებ შეიტყო. მადლობა იმისთვის, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები არიან, რომ მათ სუფთა სამოსი აცვიათ და სითბოში სძინავთ! თქვენი დახმარება ფასდაუდებელია!

– თუ შეიძლება, მინდა თქვენს შვილებსაც გავესაუბრო. ბავშვებო, მომიყევით, ყველაზე მეტად რომელი საჩუქარი მოგეწონათ?

მიხეილი (11 წლის): ყველაზე მეტად ტელევიზორი მომეწონა! ის ისეთი მაგარია! ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე გვექნებოდა! საშინაო დავალებების შესრულების შემდეგ, ყოველდღე სხვადასხვა მულტფილმს და ფილმს ვუყურებ. ძალიან დიდი მადლობა!

გიორგი (7 წლის): მე კი მაცივარი მომეწონა! ის იმხელაა, რომ შიგნით დავეტევი კიდეც! და მასში იმდენი გემრიელი საჭმელია!..

– ნიკოლოზ, გაბრიელ, თქვენ რას იტყვით?

ნიკოლოზი (13 წლის): მეც ყველაზე მეტად ტელევიზორი მომეწონა! მასზე ყველაფერი ისე კარგად და ნათლად ჩანს… მე და ჩემს ძმებს ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და ახლა, შეგვიძლია ფეხბურთის შეჯიბრებს ვუყუროთ. წარმოიდგინეთ, ტელევიზორი იმდენად დიდია, რომ შემიძლია მოედანზე თითოეული მოთამაშე კარგად შევათვალიერო! არც კი ვიცოდი, რომ ასეთი ტექნიკა არსებობდა!

გაბრიელი (3 წლის):მეც მინდა გიპასუხოთ! მეც მინდა! დეიდა, თქვენ იმდენი გემრიელი რაღაც მოგვიტანეთ! ამდენი ტკბილეული არასდროს მიჭამია. ისინი ძააალიან გემრიელია! მაგრამ დედა ბევრის ჭამის უფლებას არ გვაძლევს.

ბიჭებო, ძალიან გვიხარია, რომ ყველაფერი მოგეწონათ! ახლა კი თქვენს დედიკოს უნდა გავესაუბრო. ნათია, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?

ნათია:ოჰ, თქვენ ჩემთვის ისედაც ბევრი გააკეთეთ… კიდევ რაიმეს თხოვნა ძალიან მეუხერხულება… თქვენ ფაქტობრივად ჩვენი ყველა პრობლემა მოაგვარეთ, უფალმა დაგლოცოთ! მაგრამ მთავარი გადაუჭრელი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ ღიად რჩება, არის ის, რომ ყველა ბიჭისთვის მხოლოდ ერთი კომპიუტერი გვაქვს. ამის გამო, მიხეილი და ნიკოლოზი ყველა გაკვეთილზე დასწრებას ვერ ასწრებს… ცხადია, არც ბინის შეკეთება გვაწყენდა… ზამთარში ხშირად გვიბერავს და სახლიც ნესტიანია. მაგრამ ეს პრობლემები არაფერია იმათთან შედარებით, რომელთა მოგვარებაშიც თქვენ დაგვეხმარეთ! ამისთვის, თქვენი ფონდისთვის მადლობის თქმით არასდროს დავიღლები! განსაკუთრებული მადლობა თქვენს მკითხველებს. ეს სიკეთე ყველას ასმაგად დაგიბრუნდებათ. მე თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის ვილოცებ!

კეთილი ქართველები თქვენს ლოცვებს აუცილებლად შეისმენენ და დაგეხმარებიან! თქვენ მარტო აღარ ხართ!

***

  როგორც ხედავთ, ჩიტაძეების ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ბინის შეკეთება, ბიჭებს კი კიდევ ერთი კომპიუტერი სჭირდებათ სწავლისთვის. ჩიტაძეების ოჯახს ნებისმიერი დახმარება, ყურადღების ნებისმიერი ნიშანი გაახარებს!  მხარი დაუჭირეთ ამ მშვენიერ ბიჭებს და მათ მშობლებს კეთილი სიტყვებით!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ჩიტაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/627-chitadze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებითვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ნოე 10
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1700.00₾
2020 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
500.00₾
2020 დეკ 09
პროდუქტები
300.00₾
2020 დეკ 25
პროდუქტები
499.91₾
2021 თებ 08
პროდუქტები
100.00₾
2021 თებ 26
ფონდის ზედნადები ხარჯები
140.00₾

სულ ხარჯები:

3239.91₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ნათია მელაძე
27.02.2021 20:00:00
₾10.00
მარინე მამულია
26.02.2021 20:00:00
₾5.00
მარინე მამულია
26.02.2021 20:00:00
₾5.00
დავითაია პაპუნა
25.02.2021 20:00:00
₾10.00
თინათინ ბერიძე
24.02.2021 20:00:00
₾10.00
ხაჭაპურიძე ლაშა
23.02.2021 20:00:00
₾5.00
ავალიანი ინა
23.02.2021 20:00:00
₾1.00
გიორგი
14.02.2021 20:00:00
₾5.00
გიორგი თვარაძე
13.02.2021 20:00:00
₾50.00
ელენე ხეთაგური
12.02.2021 20:00:00
₾5.00
გვანცა მუსერიძე
11.02.2021 20:00:00
₾10.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
11.02.2021 20:00:00
₾1.00
კუსრაევი ნინო
10.02.2021 20:00:00
₾1.00
რუსუდან კვანტალიანი
10.02.2021 20:00:00
₾10.00
ანდრო თავართქილაძე
10.02.2021 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
10.02.2021 07:19:57
₾10.00
გიორგი მაჩაიძე
06.02.2021 20:00:00
₾10.00
გაგანაშვილი მაკა
04.02.2021 20:00:00
₾1.00
ნადირაშვილი ლიკა
04.02.2021 20:00:00
₾1.00
მაია ჯაფარიძე
04.02.2021 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾3,239.19

175 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,239.19

175 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება