რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

თქვენ თუ გჯერათ, რომ გავივლი? გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის…

calendar დეკემბერი 15, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ნატა (12 წლის): ხანდახან, თვალებს მაგრად ვხუჭავ, ხელებს აი, ასე ვადებ ერთმანეთს და ჩუმად ვლოცულობ. წარმოვიდგენ, როგორ დავდივარ, დავრბივარ, როგორ მივდივარ მეგობრის მოსანახულებლად საკუთარი ფეხებით, ეკლესიაში ერთად როგორ მივდივართ! ნეტავ… თავს ეტლის გარეშე დავხატავდი. ამ ბორბლების გარეშე! ექიმები ამბობენ, რომ სიარულს ვერ შევძლებ. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მჯერა! უფალი ჩემს ხმას შეისმენს! ის ხომ კეთილ, პატარა გოგონებს ეხმარება?!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

– დიახ, მართალი ხარ. უფლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია – ძალიან გინდოდეს! მაგრამ რა გჭირს? სიარული რატომ არ შეგიძლია?

ნატა (12 წლის): მოდით, ამის შესახებ დედა გიამბობთ, მე კი მას დავეხმარები.  

– ია, მოგვიყევით, რა სჭირს ნატას?

ია: ჩემი საბრალო გოგონა უფალს იმას ევედრება, რომ ოდესმე სიარული შეძლოს… იცით, ის მძიმე დიაგნოზით დაიბადა. მას ცერებრალური დამბლა, სპინა ბიფიდა (spina bifida – ხერხემლის თანდაყოლილი თიაქარი) და ჰიდროცეფალია აქვს… ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვები ძლიერ იტანჯებიან და გონებრივად ჩამორჩენილები არიან, მაგრამ ნატა ღვთის რჩეულია! ის ძალიან ნიჭიერი გოგონაა, კეთილი გულითა და უდიდესი რწმენით! საბრალომ, ხერხემალზე ბევრი ოპერაცია გადაიტანა; თავში შუნტი აქვს ჩადგმული სითხის ამოსატუმბად, რომელიც თავის ტვინის წყალმანკის გამო ჩნდება. მას დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, მაგრამ უფალმა შეგვიწყალა და განვითარებასთან დაკავშირებით – ყველაფერი რიგზეა. ის ძალიან ჭკვიანი გოგონაა!  

ნატა: იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ განსაკუთრებული ბავშვებისათვის განკუთვნილ სკოლაშიც კი დავდივარ. და ძალიან კარგად ვხატავ. ჩემი მასწავლებელიც იმას ამბობს, რომ ჭკვიანი ვარ და ერთ მშვენიერ დღეს, ცნობილი ქართველი მხატვარი გავხდები. გინდათ, ჩემი ნახატები გაჩვენოთ? დედ-მამა ახლა საღებავებს და ქაღალდს ვერ მყიდულობს და არც ტელევიზორი გვაქვს, მაგრამ ყველაფრის შესახებ წიგნებში ვკითხულობ და როდესაც ვხატავ, ნიავივით მსუბუქი ვხდები. მინდა, რომ ჩემს ნახატებში ყველამ ჩვენი ლამაზი საქართველო ნახოს… ოჰ, ნეტავ ოდესმე თბილისის ნახვა შევძლო! და არა მხოლოდ ექიმებისა და საავადმყოფოების…

რა სილამაზეა! ყველაზე მეტად რის ხატვა გიყვარს?

ნატა: ბუნების, ყვავილების, ზღვის… ძალიან მინდა, პორტრეტების ხატვა ვისწავლო, რომ ჩემი მეგობარი დავხატო. ჩვენ ერთმანეთი სკოლაში გავიცანით და ძალიან დავახლოვდით, ის ჩემი დასავით არის. ძალიან მენატრება… კომპიუტერი და ტელეფონიც კი არ მაქვს, რომ ვისაუბროთ. ძალიან სამწუხაროა… მაგრამ მე მჯერა, ძალიან-ძალიან მჯერა! 

– კომპიუტერი რომ გქონდეს, რას იზამდი?

ნატა: პირველ რიგში, ყველა ვიდეოს ვუყურებდი, რაც ხატვას ეხება! შემდეგ, მეგობარს დავურეკავდი და გავესაუბრებოდი! ოჰ, როგორ მომენატრა! მაგრამ მე კომპიუტერი არ მაქვს და ალბათ, არც მექნება! ვიცი, რომ ჩვენ მისი ყიდვა არ შეგვიძლია.

ია, მოგვიყევით, რაზე ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

ია:ჩვენი ერთადერთი შემოსავალი – ჩემი გოგონას პენსიაა. სოციალურ დახმარებას არ ვიღებთ. ადრე, ძიძად ვმუშაობდი, მძიმედ ავადმყოფ მოხუცებს ვუვლიდი, მაგრამ ეს ძალიან მძიმე სამუშაოა და ხერხემალი დავიზიანე. ჩემი მეუღლე მშრომელი კაცია, მტვირთავად მუშაობდა, მაგრამ ახლა, პანდემიის გამო, სამუშაო აღარ აქვს. სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ძალიან გვიჭირს. 200 ლარად ვცდილობ, ერთი თვის სამყოფი საკვები ვიყიდო, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი გოგონა არ შიმშილობს.  

ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ია:ძალიან გვჭირდება საფენები და ჰიგიენური საშუალებები, ნატასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საწოლი ორთოპედიული ქვეშაგებით. ჩვენ ძველი საწოლი გვაქვს და ჩემს გოგონას წელი საშინლად სტკივა. ჩემი ოცნება – სარეცხი მანქანაა. ძველზეც თანახმა ვიქნებოდი… რთულია იმის გაცნობიერება, რომ ვერასდროს შეძლებ იმ ნივთების ყიდვას, რომელიც ასე გჭირდება. (ტირის.)

ია, თქვენს ოჯახს ყოველთვის უჭირდა?

ია:არა, რას ამბობთ… ჩვენ დიდი სახლი გვქონდა. ჩემი მეუღლე მუშაობდა, მეც ვმუშაობდი, მშობლებიც გვეხმარებოდნენ. მაგრამ შემდეგ, ჩემი გოგონას ოპერაციის გამო, ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია. 2008 წელს მას ხერხემლის ოპერაცია გაუკეთეს, 2009 წელს კი თავში შუნტი ჩაუდგეს… მას შემდეგ, ამ გაჭირვებას თავი ვეღარ დავაღწიეთ. მხოლოდ უფლისა და კეთილი ადამიანების იმედიღა დაგვრჩა. კიდევ კარგი, ყველაზე იაფი ბინის შეძენა მაინც შევძელით, რომელიც საცხოვრებელ სახლს არც კი ჰგავს; მაგრამ მთავარია, რომ ქუჩაში არ ვართ!

ია, თქვენი მშვენიერი გოგონას, ნატას ამბავს მთელი საქართველო გაიგებს. შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველებს მიმართოთ.

ია: არც კი ვიცი, ახლა ისეთი ვითარებაა, ყველა საკუთარ თავსა და ოჯახზე ფიქრობს. მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ – თითოეულ თქვენგანს ვთხოვ, მხარი დაგვიჭიროთ! უბრალოდ ინფორმაცია გააზიარეთ, რომ ნატას შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს. მათ შორის აუცილებლად აღმოჩნდებიან ჯადოქრები! მე ამის მჯერა! ნატასაც სჯერა!

ნატა:დიახ, მთავარია გჯეროდეს! აი, მე მჯერა, რომ სიარულს შევძლებ! უბრალოდ სულ ცოტა დახმარება მჭირდება!

ია:ნატასთვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება და მასაჟების გაკეთება რომ შევძლოთ, არაჩვეულებრივი იქნებოდა; მაგრამ ხომ გესმით, თვეში 200 ლარზე,ს ასეთ რამეზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავთ.

***

მეგობრებო, ნატას უფლის სწამს, უფალს კი – ჩვენი! ყველას ერთად, სასწაულების მოხდენა შეგვიძლია. მთავარია, ბევრნი ვიყოთ და სასწაულის ჩვენც ვიწამოთ!

და აი, ჩვენი პასუხი ნატას მთავარ კითხვაზე: „გჯერათ, რომ სიარულს შევძლებ?“ – „რა თქმა უნდა, საყვარელო, შენ აუცილებლად გაივლი, ჩვენ ამის გვჯერა!“

დაურეკეთ და გაესაუბრეთ ამ შესანიშნავ ადამიანებს! შეგიძლიათ, ისინი თავად მოინახულოთ და პირადად დაეხმაროთ მათ. მათი მისამართია: ფოთი, ზერაგიას ქ. №82. ტელეფონი: 555 25 60 13.

ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.

უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რათა ნატა როყვას გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნატა როყვა).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

იცით, ღმერთმა სიზმარი ამისრულა!

როდესაც სახლის ზღურბლზე გამოვჩნდით, რომ საკუთარი თვალით გვენახა, რა შეიცვალა ამ გაჭირვებული ხალხის ცხოვრებაში მათ შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/662-rokva), 12 წლის ნატომ ჩვენი ვიზიტის შესახებ თითქოს წინასწარ იცოდა…

და გველოდა! იცოდა, რომ მის ნაამბობს მხოლოდ ჩვენ თუ დავიჯერებდით, რადგან, როგორც წესი, მოზრდილებს იშვიათად სჯერათ ჯადოქრობის, სასწაულების და სანუკვარი ოცნებების ასრულების, – როგორც ეს ზღაპრებში ხდება. თუმცა ჩვენ, – ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებს, – ეს არ გვეხება! ჩვენ სიკეთის სასწაულებს თითქმის ყოველდღე ვხედავთ და სხვების სიხარული ბავშვებივით გვიხარია…

აი, დღესაც სასწაული მოხდა – ამ საბრალო ოჯახს, განსაკუთრებით კი მძიმედ სნეულ გოგონას, გულში იმედი ჩაესახა!

სახლი ბევრად მყუდრო გახდა; სანამ 12 წლის ნატო ახალ, პლაზმურ ტელევიზორში ფილმს უყურებს, დედა სამზარეულოში ფუსფუსებს…

„თითქოს ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. იმედი გაგვიჩნდა, რომ ყველაფერი დალაგდება და ეს მხოლოდ თქვენი – ყურადღებიანი და გულმოწყალე ადამიანების დამსახურებაა! თქვენ წინაშე ქედს ვიხრი!“ – გაუჩერებლად ტიტინებს ახალგაზრდა, მადლიერი დედა, ია.

ახლა ნატოს ლეპტოპი აქვს, რომლის საშუალებითაც ონლაინ გაკვეთილებსაც ესწრება და მეგობრებსაც ესაუბრება

ია, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ია: როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენ შესახებ დაწერეთ? ძალიან! ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრება ტკივილით, სასოწარკვეთით და შიშით სავსე იყო… მაგრამ ამ რამდენიმე თვეში თქვენ სიცოცხლისკენ მოგვაბრუნეთ! ნეტა იცოდეთ, ადრე ამ ოთხ კედელში ყოფნა რა მოსაწყენი იყო, ახლა კი ყველაზე საპატიო ადგილას, ოთახის ცენტრში, ჩვენი ახალი ტელევიზორი დგას. მას საოცრად ნათელი ფერები და მაღალი ხმა აქვს. საღამოობით სერიალებს ვუყურებ და უკეთეს ცხოვრებაზე ვოცნებობ, სადაც ჩემი გოგონა ჯანმრთელია და არაფერი სჭირდება! პატარა ნატოსთვის კი ლეპტოპი ნამდვილ სიურპრიზად იქცა! ახლა აღარც ონლაინ გაკვეთილებს ვაცდენთ და ჩემი გოგონა მეგობრებთანაც ურთიერთობს.  

და აქამდე ონლაინ გაკვეთილებს არ ესწრებოდა?

ია: არა, არც გაკვეთილებს ესწრებოდა და ვერც მეგობრებთან ურთიერთობდა. მე კი ძალიან მინდოდა, რომ ბავშვი საზოგადოებისგან იზოლირებული არ ყოფილიყო… ნატა ხომ ზუსტად ისეთივე მოზარდია, როგორიც სხვები… მაგრამ ახლა, თქვენი კეთილი მკითხველების წყალობით, მას ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცა. აღარც საფენებთან დაკავშირებული პრობლემები გვაწუხებს, არადა, ისინი სულ გვჭირდება. მწირი დახმარება, რაზეც ვარსებობთ, საჭმელზეც ძლივს გვყოფნის… ჩემი საოცნებო სარეცხი მანქანისთვის კი მადლობის თქმით არ დავიღლები. ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, ყოველდღე ცივ წყალში რეცხვა, მერე კი, დღეების განმავლობაში, იმის ლოდინი, თეთრეული ამ სინესტეში როდის გაშრებოდა, ნამდვილი გამოცდა იყო. დიდი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო!

ნატო საღამოებს ტელევიზორის წინ ატარებს: მას კონცერტების, ფილმების და მულტფილმების ყურება უყვარს

ახალი სარეცხი მანქანა დედის საუკეთესო თანაშემწეა. როცა დედა დასვენებულია, ბავშვიც ბედნიერია!

– ია, ათასობით რიგითი ქართველიდან, ვინც თქვენს გასაჭირს გამოეხმაურა, ყველაზე დიდ მადლობას ვის ეტყოდით? იქნებ მათი სახელები გაიხსენოთ, ვინც დაგეხმარათ?

ია: ყველაზე მეტად ალბათ უცნობი ქალის პირველი ზარი დამამახსოვრდა. როგორც მერე აღმოჩნდა, მან ჩვენ შესახებ ფონდის ფეისბუქ გვერდზე წაიკითხა. მაგ დროს არც კი ვიცოდი, რომ ჩვენი ამბავი უკვე გამოქვეყნებული იყო. თამილაც ჩემნაირი უბედური დედაა – მის შვილს ცერებრული დამბლა აქვს და ინვალიდის ეტლს სამუდამოდ არის მიჯაჭვული. ის დიდხანს მელაპარაკა, რჩევებს მაძლევდა და მანუგეშებდა. ისიც მითხრა, რომ როცა თავისი შვილისთვის ილოცებს, ღმერთს ჩემი ნატას განკურნებასაც სთხოვს. თავადაც სოციალურად დაუცველია, მაგრამ მაკარონი და კარაქი მაინც გამოგვიგზავნა. ვამბობ და ჟრუანტელი მივლის… ასეთი რამის დავიწყება როგორ შეიძლება?

– ჩვენც გვიხარია, რომ ამ ქვეყანაზე ასეთი კეთილი ხალხი არსებობს! (ხედავთ, მეგობრებო, სწორედ ეს არის პასუხი ბევრი მათგანის კითხვაზე, ვისაც თვითონაც ძლივს გააქვს თავი: მე რით შემიძლია დახმარება? დახმარება გულიდან წამოსული ერთი სიტყვითაც კი შეიძლება! ზოგჯერ ეს მაცივარზე, ტელევიზორზე და ერთად აღებულ ყველა სხვა ნივთზე მეტად ფასობს.) ია, დავიჯერო, ასეთი მრავალი კეთილი სიტყვა და საქმე იყო?

ია: ყველა დამამახსოვრდა, ვინც დაგვირეკა და მხარი დაგვიჭირა, ბავშვის მოსანახულებლად მოვიდა ან რამე მოგვიტანა… ერთი წყვილი მახსოვს, ელენე და ლაშა, რომლებმაც სურსათით მოგვამარაგეს. ასევე, სამი ჯარისკაცი: დათო, ლევანი და ირაკლი, რომლებმაც ნატოს წიგნები და ტკბილეული მოუტანეს. ყველა ის საჩუქარი, რომლებიც ფონდისგან მივიღეთ, სრულიად უცხო ადამიანებმა გვაჩუქეს. ვინმე როგორ გამოვყო? ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!

200 ლარიანი პენსია ოჯახს საკვებზეც კი ძლივს ჰყოფნის, არადა, ნატოსთვის ჰიგიენური საშუალებების გარეშე ყოფნა არ შეიძლება…  

ია, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ ან დაგეხმარათ?

ია: სამწუხაროდ, არა. სოციალურად დაუცველის სტატუსიც მოგვიხსნეს და ახლა სახელმწიფო დახმარება მწირი პენსიით და ბავშვისთვის კვების ბარათით შემოიფარგლება. თქვენ რომ არა, არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა…

ია, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! უცხო ადამიანებისგან ამხელა გამოხმაურებას ელოდით? რა ემოციები გქონდათ?

ია: პასუხის გაცემა მიჭირს. ველოდი, მაგრამ ამავდროულად, მეშინოდა, რომ არაფერი გამოვიდოდა. საქმე იმაში კი არაა, რომ ხალხის სიკეთის არ მჯერა, პირიქით; ჩემს ცხოვრებაში უამრავი მაგალითია, როცა ნატას მიმართ თანაგრძნობას იჩენდნენ და გვეხმარებოდნენ… მაგრამ ახლა, ასეთ რთულ დროს, ყველა ისე ცდილობს გადარჩენას, როგორც შეუძლია. მხარდაჭერის იმედი ნამდვილად მქონდა, მაგრამ ასეთი მასშტაბის თუ იქნებოდა,  ვერც ვერ წარმოვიდგენდი. სხვადასხვა ემოცია მქონდა: შოკი, ცრემლები, სიხარული… დიდხანს არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდებოდა. ამიტომაც ვამბობ: თქვენ სიცოცხლისკენ მოგვაბრუნეთ! ფონდმა, გაჭირვებისგან და ტანჯვისგან იმედგაცრუებული ხალხის დასახმარებლად, თავის გარშემო ყველაზე ყურადღებიანი და მზრუნველი ხალხი შემოიკრიბა!

ია, კეთილი ხალხის მხარდაჭერაზე ძალიან ემოციურად საუბრობთ. რას ნიშნავს ეს დახმარება თქვენთვის?

ია: იცით, ბოლო დროს მეგონა, რომ ამ სამყაროში, სიღარიბისა და ავადმყოფობის ფონზე, მე და ჩემი შვილი სრულიად მარტო დავრჩით. განადგურებული და ძალაგამოცლილი ვიყავი, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩემი სასოწარკვეთის დანახვაზე, ჩემი ნატაც დანაღვლიანდა; მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ჯანმრთელობის პრობლემებმაც თავი იჩინა, დაღლილობის შეგრძნება მქონდა… თქვენ სიცოცხლისკენ სწორედ იმ დროს მომაბრუნეთ, როცა ფსკერისკენ ვიძირებოდი. როგორც თამილამ მითხრა: „მე დედა ვარ და ამით ყველაფერია ნათქვამი!“ მე ვალდებული ვარ, შემიძლია და  ყველაფერი უნდა გავაკეთო ჩემი შვილის ღიმილისთვის! მე მარტო არ ვარ, ჩემ გვერდით ასობით ათასი ადამიანია უზარმაზარი გულით, რომლებიც ჩემს შვილს სიკვდილის უფლებას არ მისცემენ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ისევ მჯერა და იმედი მაქვს!  

ია, მინდა თქვენს გოგონასაც გავესაუბრო. ნატო, საჩუქრები მოგეწონა?

ნატო (12 წლის): ერთხელ დამესიზმრა, რომ ლეპტოპი მაჩუქეს. მაშინ დედამ მითხრა, რომ სიზმრები არ სრულდება, მე კი ვუპასუხე, თუ ძალიან მოინდომებ, ყველაფერი ასრულდება-მეთქი. მართალი აღმოვჩნდი! დედა ამბობს, რომ კეთილი ხალხი დასახმარებლად ღმერთმა გამოგვიგზავნა. ალბათ ასეცაა, რადგან დედა არასდროს მატყუებს. ახლა მეგობრებს ხშირად ველაპარაკები, ონლაინ გაკვეთილებსაც ვესწრები და ვხატავ. ალბათ ლეპტოპი ჩემი საუკეთესო მეგობარია! ტელევიზორიც ძალიან მომწონს, მაგრამ ლეპტოპი მხოლოდ ჩემია და ნებისმიერ ტელევიზორს სჯობს. მასში მთელი სამყაროა!

ნატო მადლობას უხდის ყველა კეთილ ადამიანს, რომელთა წყალობითაც მას ახლა მსოფლიოში საუკეთესო ლეპტოპი აქვს!

“ახლა მარტო აღარ ვარ! მთელი ჩემი სამყარო აქ არის!“

ნატო, რა ჭკვიანი გოგო ხარ! დარწმუნებული ვარ, ხატვაში დიდ წარმატებას მიაღწევ! ია, საუბარს დავუბრუნდეთ! მითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ია: ვაი! კიდევ რამის თხოვნა ძალიან მერიდება, ჩვენთვის ისედაც შეუძლებელი გააკეთეთ… თუ ვინმეს სურვილი ექნება, ჩემს ოჯახს ყველაფერი გაუხარდება: კეთილი სიტყვაც და ნებისმიერი სახის დახმარებაც…  როგორც ხედავთ, ძალიან გვიჭირს, ამიტომ სურსათისთვის, საყოფაცხოვრებო ქიმიისთვის, ტანსაცმლისთვის – ყველაფრისთვის მადლიერები ვიქნებით. ასევე, შენობას არც ლიფტი აქვს და არც პანდუსი. შესასვლელი ჩემი ნატოს მსგავსი ადამიანებისთვის ადაპტირებული არ არის. ბავშვი ქუჩაში რომ გავიყვანო, ყოველდღე ძალიან ვიტანჯები. მისთვისაც წამებაა და ჩვენთვისაც. სხვისი დახმარების გარეშე არ გამომდის. მერიას ვთხოვდით და ვეხვეწებოდით, მაგრამ დაფინანსებაზე უარი გვითხრეს. ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმე პანდუსის დაყენებაში დაგვეხმაროს? გული მტკივა, როცა ნატო, რომელიც ხედავს, როგორ გვიჭირს მე და მამამისს მისი სასეირნოდ გაყვანა, მამშვიდებს და მეუბნება, რომ ერთ დღეს ფრენას ისწავლის და ეტლი აღარ დასჭირდება. აი, ასე ვცხოვრობთ, ჩემო კარგებო. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე თქვენი დიდი გულის გამო, რომელშიც ჩემი შვილისთვისაც მოიძებნა ადგილი!

***

  მეგობრებო, როყვების ოჯახს ძალიან უჭირს, რადგან მათი 12 წლის გოგონა, ნატო, ავადაა და განსაკუთრებულ მოვლას და მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ მათ ფული საკვებზეც კი არ ჰყოფნით. გაერთიანება და ამ ხალხის დახმარება ჩვენ ერთხელ უკვე შევძელით. მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერას ახლაც შევძლებთ! მათ ნებისმიერი დახმარება გაახარებს: საკვები, საფენები, ტანსაცმელი… მაგრამ ყველაზე მთავარია – მათ პანდუსის დაყენებაში დავეხმაროთ, რომ გოგონამ ოთხი კედლიდან თავის დაღწევა და ჰაერზე ყოფნა უფრო ხშირად შეძლოს.  

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: როყვების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/662-rokva/reports/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 05
ლეპტოპი
900.00₾
2021 იან 15
სარეცხი მანქანა
590.00₾
2021 თებ 09
ტელევიზორი
649.00₾
2021 თებ 26
ფონდის ზედნადები ხარჯები
635.00₾
2021 მაი 14
პამპერსები
250.01₾
2021 ივლ 15
მედიკამენტები
225.01₾
2021 ნოე 19
მედიკამენტები
335.01₾

სულ ხარჯები:

3584.03₾

დარჩა:

0.65₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ლაფაჩი ზურაბ
17.11.2021 20:00:00
₾1.00
ნიკოლოზ ფანჯაკიძე
31.10.2021 20:00:00
₾10.00
გოჩა ოშაყმაშვილი
28.10.2021 20:00:00
₾5.00
გურამ სვანიძე
25.10.2021 20:00:00
₾5.00
ლალიაშვილი მაკა
17.10.2021 20:00:00
₾10.00
სულაბერიძე აკაკი
17.10.2021 20:00:00
₾1.00
აბრამიშვილი ნიკა
16.10.2021 20:00:00
₾2.00
ქებურია კახაბერ
15.10.2021 20:00:00
₾7.00
დობორჯგინიძე ნიკოლოზ
14.10.2021 20:00:00
₾100.00
თეონა მჟავანაძე
13.10.2021 20:00:00
₾10.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
13.10.2021 20:00:00
₾1.00
გიორგი შალამბერიძე
11.10.2021 20:00:00
₾5.00
გიორგი ამირაჯები
11.10.2021 20:00:00
₾5.00
მანუკიანი ერნესტ
10.10.2021 20:00:00
₾25.00
ქებურია კახაბერ
10.10.2021 20:00:00
₾21.00
აბრამიშვილი ნიკა
09.10.2021 20:00:00
₾2.00
ნინო ნიშნიანიძე
09.10.2021 20:00:00
₾5.00
ნინო ნიშნიანიძე
09.10.2021 20:00:00
₾5.00
გაგანაშვილი მაკა
08.10.2021 20:00:00
₾1.00
ჯიჯელავა გიგა
08.10.2021 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾3,584.68

260 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,584.68

260 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება