რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ისინი ოთახში დარბიან და იკბინებიან! საშინელები არიან! აი, ჩემი დაც დაკბინეს!“ – ჩვენი დანახვისთანავე ჩივილს იწყებს 4 წლის, პატარა ელენე.
– და როგორები არიან ეს ვირთხები, პატარავ?
„ოოო, ისინი ისეთი დიდები არიან, როგორც ადამიანი! – ხელებს შლის პატარა გოგონა. – აი, შენსავით! ერთ ვირთხას ჩემი დის წათრევა და შეჭმა უნდოდა… ვირთხის ენაზე ისე საშინლად ყვიროდა, როდესაც დედამ ჩემი და არ გაატანა!..“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ბავშვმა ჯერ წესიერად ლაპარაკიც არ იცის, მაგრამ უკვე იცის სიტყვები „საშინელი ვირთხა“! ალბათ ეს შემზარავი მოგონება მის მშვენიერ თავში სამუდამოდ დარჩება…
სურათმა, რომელიც თვალწინ გადაგვეშალა, როდესაც მეტრეველების ოჯახს ვეწვიეთ, ფონდის მრავლისმნახველ თანამშრომლებს ენით აღუწერელი თავზარი დაგვცა. ანა-მარია სულ რაღაც წლინახევრისაა – ვირთხა თავს სწორედ მას დაესხა; მისი უფროსი დაიკო, ელენე კი 4 წლის არის. პატარები დედასთან, ნანასთან (35 წლის) ერთად ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ, შენობაში, რომელიც ძაღლის ბუნაგს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანის საცხოვრებელს…
“ვაი შენ, ჩემო თავო! – მწარედ ტირის საბრალო დედა. – ბავშვების თვალებში ყურება მრცხვენია. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?! ისინი ნორმალური ცხოვრებას იმსახურებენ, რისი მიცემაც მათთვის მე არ შემიძლია!“
ნანა მეტრეველი სრულ სასოწარკვეთილებაშია, მას უკვე ყველანაირი იმედი გადაეწურა. მისი უკანასკნელი იმედი – ჩვენი ფონდი და მისი კეთილი მეგობრებია, რადგან არ არსებობს ცნება „სხვისი შვილები“ და ის ფაქტი, რომ ეს ანგელოზები იძულებულები არიან, ნაგავსაყრელზე იცხოვრონ, ყოვლად დაუშვებელია!
– ანა-მარია თავს ახლა როგორ გრძნობს?
ნანა:თითქოს ნორმალურად… უბრალოდ ფული არ მაქვს, ცოფზე ასაცრელად ვატარო, ამიტომ მეზობლებმა დღეს ტაქსის ფული მომცეს, რადგან ტრანსპორტი არ დადის. უბრალოდ საშინელებაა!
– ეს ადგილი მართლაც სავირთხეს უფრო ჰგავს. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, აქ როგორ ცხოვრობთ…
ნანა:როგორც ხედავთ, ჯერ არ მოვმკვდარვართ… მაგრამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, არ ვიცი…
– აქ საერთოდ როგორ აღმოჩნდით?
ნანა:ოჰ, ჩემი ამბის მოყოლა მაშინ ადრეული ბავშვობიდან უნდა დავიწყო, მაგრამ ეს ვის რაში აინტერესებს? ვინ წაიკითხავს?
– გისმენთ! ქართველებმა უნდა იცოდნენ, როგორ ცხოვრობენ მათი თანამემამულეები…
ნანა: მე უბედური ბავშვობა მქონდა. მამამ მიგვატოვა. დედა, მე და ჩემი და-ძმა და ბებია დავრჩით. საკუთარი სახლი არ გვქონდა, დედას კი ბინის ქირის გადახდა არ შეეძლო… ნაგავსაყრელზე ეს წყეული ადგილი იპოვა და ხის ძელაკებისგან კედლები საკუთარი ხელით ამოაშენა… ჩვენ არც სახურავი გვქონდა, არც იატაკი… ყველანი საბნებზე, პირდაპირ სველ მიწაზე ვიწექით… ძილის წინ ვარსკვლავებს ვუყურებდი და მწარედ ვტიროდი. ვთხოვდი და ვოცნებობდი, რომ როდესაც გავიზრდებოდი, საკუთარი კუთხე, პატარა სახლი, საკუთრი საწოლი, იატაკი და ჭერი მქონოდა! მაგრამ როგორც ხედავთ, ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწერა… (ტირის.)
– დამშვიდდით, ნანა, ტირილი არ ღირს! თქვენ ისეთი მშვენიერი ბავშვები გყავთ!
ნანა:დიახ, მე მხოლოდ მათთვის ვცხოვრობ…
–მოდით, გავაგრძელოთ…
ნანა:სკოლისთვის თავის დანებება მომიწია… მე-5 კლასიდან გამოვედი და მუშაობა დავიწყე… მაშინ 11 წლის ვიყავი. ქალაქ გორში, ბებიასთან ერთად, ვაშლის მკრეფავად ვმუშაობდი. ბავშვებიდან ყველაზე უფროსი მე ვიყავი, და-ძმა მყავს და შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავით, მე ვმუშაობდი. მაშინ, ოთხმოცდაათიან წლებში, ხელმოკლე ოჯახებს დახმარებას არ აძლევდნენ. აი, ასე განვლო ჩემმა ბავშვობამ. რომ წამოვიზარდე, მეგონა, ამაზე უარესი აღარაფერი იქნებოდა და გავთხოვდი. მაშინ 15 წლის ვიყავი. თითქოს ნორმალურად ვცხოვრობდით, მაგრამ ვინც ტანჯვისთვის არის გაჩენილი, ის სამუდამოდ დაიტანჯება. ცხოვრება ქმრის ოჯახშიც ვერ ამეწყო. არაფერი გამოგვივიდა. ხან მტოვებდა, ხან უკან ბრუნდებოდა. ბოლოს მაშინ წავიდა, ანა-მარია რომ შემეძინა. ჯერ კიდევ სამშობიაროში შემატყობინა, შენი შვილია და თავად უნდა მიხედოო. ჰოდა, ვცდილობთ, გავუმკლავდეთ…
ქირის საფასურის გადახდა ვერ შევძელი, ამიტომ გადავწყვიტე, დედაჩემის სახლში დავბრუნებულიყავი. აქ აღარავინ ცხოვრობდა. ამის თქმა მრცხვენია, მაგრამ ოჯახთან არც ისე თბილი ურთიერთობა მაქვს. მხოლოდ და მეხმარება. ზოგჯერ, უცხო ადამიანები უფრო მეტს აკეთებენ ჩემთვის, ვიდრე საკუთარი ნათესავები…
–არც კი ვიცი, რა ვთქვა…
ნანა:რა უნდა თქვათ… ამ „ზღაპარს“ მე თვითონაც ვერ დავიჯერებდი… ბავშვების თვალებში ყურება მრცხვენია. ღმერთმა მსგავსი არცერთ დედას არ განაცდევინოს! ანა-მარია მთელი დღე პურის კალათს უტრიალებს, ნამცეცებს აგროვებს, მაგრამ მდგომარეობის მთელ ტრაგიკულობას ჯერ ბოლომდე ვერ ხვდება, აი, ელენე კი იტანჯება.
– ალბათ ელენე ძალიან განიცდის…
ნანა: ოჰ, ყველაზე მეტად მისი სულიერი მდგომარეობა მანაღვლებს. ანა-მარიას ჯერ კიდევ არ ესმის ყველაფერი; აი, ელენე კი ძალიან დარდობს. სულ მეკითხება, მას რატომ არ აქვს ყველაფერი ისე, როგორც სხვა ბავშვებს. ვიღაცას სახლში წყალი რატომ აქვს, ჩვენ კი – არა. სხვასთან რატომ თბილა, ჩვენთან კი არა… სიცივის გამო, ბავშვი ორი კვირა ვერ ვაბანავე… მერე, ის ჩემმა დამ წაიყვანა თავისთან და აბანავა. და იცით, რა მკითხა? რატომ შეუძლია ზოგს ბანაობა, მას კი არა. გესმით?
– ნანა, ეს უბრალოდ საშინელებაა. მაგრამ ვფიქრობ, სიხარული თქვენს სახლშიც მოვა
ნანა:სიმართლე გითხრათ, უკვე აღარაფრის იმედი მაქვს. რამდენჯერ მიმიმართავს დახმარებისთვის, ბინის ქირის გადახდაში მაინც რომ დამხმარებოდნენ, რადგან აქ ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია. ვირთხები მოვიშორეთ, სიცივისგან კი ხვლიკებიც აღარ დარბიან.
– ნანა, ცხოვრებას ოდნავ მაინც რა შეგიმსუბუქებდათ?
ნანა:არც კი ვიცი… საწოლები? თქვენ რას ფიქრობთ? ერთი ტახტი გვაქვს, რომელიც ნაგავსაყრელზე ვიპოვე. მაგიდა, სკამები? ტელევიზორი… ეჰ, ნეტა რა ოცნებებში წავედი?! მე არაფერი მჭირდება, ოღონდაც საჭმელი და შეშა იყოს, რომ არ გავიყინოთ. სხვა დანარჩენი – ფუფუნებაა!
– ელენე, შენ რაზე ოცნებობ?
ელენე დედას ამოეფარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
ნანა:მას 7 დეკემბერს დაბადების დღე ჰქონდა, 4 წლის გახდა. თოჯინების სახლზე, რაღაც თოჯინების სამზარეულოზე ოცნებობს… მაგრამ თქვენთვის თქმა ერიდება.
– დაბადების დღეზე საჩუქრად რა მიიღე, საყვარელო?
ელენემ თავი გააქნია და სევდიანი თვალებით შემომხედა.
ელენე (4 წლის):ჩემთვის საჩუქარი შეიძლება? ძალიან მახინჯი თოჯინები მაქვს, მე კი ლამაზი მინდა. ჩემთვისაც და ანა-მარიასთვისაც.
***
ნანა 35 წლისაა. პატარა რომ იყო, – როგორც მისი გოგონა, ელენე, – ის თვალებს ხუჭავდა და ზღაპარს წარმოიდგენდა ხოლმე, მაგრამ მის კეთილ ზღაპარს საშინელი დასასრული აღმოაჩნდა… ალბათ, მის ბავშვობაში იმდენი კეთილი დეიდა და ბიძია არ ყოფილა, როგორც ახლა. ნანას ლამაზი ზღაპარი ახლა თავისი გოგონებისთვის წარმოუდგენია. პატარა ელენეს და ანა-მარიას ჯერ კიდევ შეუძლიათ, რომ ადამიანურად, უფრო სწორედ, ბავშვურად იცხოვრონ. ამაში დახმარება კი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. უფალმა ეს ოჯახი გადმოგვცა და გვითხრა: „აი, ისინი, ჩემი შვილები და ვნახოთ, როგორ მოეპყრობით მათ.“
ოჯახს უკიდურესად უჭირს. პირველ რიგში მათ საკვები პროდუქტები, საფენები, საწოლები, მაგიდა-სკამები, პატარა კარადა და ჩაიდანი სჭირდებათ. ასევე, ძალიან კარგი იქნება, თუკი პატარა ელენესთვის საჩუქრის გაკეთებასაც შევძლებთ. ის თოჯინების სახლზე ოცნებობს.
შეგიძლიათ, მათ დაურეკოთ, ან ეწვიოთ და პირადად დაეხმაროთ. მისამართი: თბილისი, ქვიშხეთის ქ. №26. ტელ.: 558 71 86 36(ნანა)
ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ საბრალო ოჯახის გასაჭირის მიმართ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა! ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვისაც რამდენად გვეყოფა სიყვარული და მოწყალება! სამწუხაროდ, მარტოობისა და ავადმყოფობისაგან დაზღვეული არავინაა.
უდიდესი თხოვნა გვაქვს, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რათა მეტრეველების ოჯახის გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მეტრეველების ოჯახი).
ის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
ჩვენ ზღაპარში ავღმოჩნდით!
ელემენტარული ნივთები: საკუთარი ჭერი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, სამზარეულო, მაცივარი. მაცივარში – საჭმელი გოგონებისთვის. გოგონებს კი საკუთარი ოთახი, ახალი თოჯინები, ცხელი სადილი და მულტფილმების ყურების შესაძლებლობა აქვთ. მაგრამ რამდენად იგრძნობა, როცა ეს ყველაფერი არ გაგაჩნია! ნანას და მის ორ მშვენიერ გოგონას – ანა-მარიასა და ელენეს – ყველაზე ელემენტარული ნივთებიც არ ჰქონდათ. ახლა კი, მათი ბედნიერება უსაზღვროა და სიხარულის ცრემლი მოსდით.
თითქოს ხალხმა თქვა: „გეყოთ უსახლკაროდ ცხოვრება! სიცივეში გეძინათ, გეშინოდათ, რომ ვირთხა გიკბენდათ. ბევრი ტანჯვის მოთმენა მოგიწიათ. კმარა!“
ზღვა ხალხი მოვიდა. როცა მათი გასაჭირის შესახებ შეიტყვეს, ასობით ადამიანმა გაუწოდა დახმარების ხელი. ამ მშვენიერმა ოჯახმა, მხოლოდ პროდუქტით დახმარება ითხოვა, კეთილმა ადამიანებმა კი მათ სიმშვიდე და კეთილდღეობა აჩუქეს. სახლიც კი!!! ახლა ყველაფერი სწორედ ისე იქნება, როგორც უფალი ინებებს: უბედურება დასრულდა, და სამართლიანობამ იზეიმა, დედა და გოგონები კი, იმედის თვალით უყურებენ მომავალს.
გთხოვთ, ბოლომდე და გულისყურით წაიკითხეთ მათი ისტორია. ეს თითოეულ ჩვენთაგანს ეხება, ნამდვილ გასაჭირსა და იმის დაფასების უნარს, რაც გაგავაჩნია. წაიკითხეთ, და გპირდებით – საკუთარ ცხოვრებას სხვა თავლით შეხედავთ!
ნანას და გოგონებს ახალი ცხოვრება აქვთ. საშინელი სახლი კი წარსულში დარჩა.
– ნანა, მგონი შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თქვენმა ისტორიამ არნახული რაოდენობის გამოხმაურება მიიღო.
ნანა: სიტყვებს ვერ ვპოულობ! ბედნიერებისგან ლამისაა ჭკუიდან შევიშალო! ჩვენი ცხოვრება გადატრიალდა! ყველა ჩვენი ოცნება ახდა, აბსოლუტურად ყველა! ისე როგორც სიზმარში, ან როგორც ფილმში ხდება! თითქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ზღაპარში ავღმოჩნდით.
წარმოგიდგენიათ, სახლი გვაჩუქეს! დაწვრილებით მინდა მოგიყვეთ ამის შესახებ. სასწაულია – სხვანაირად ვერ ვუწოდებ. თანაც ასეთი ლამაზია.
დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი საწოლები გვაქვს, მაგიდა, სკამები, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა. 36 წლის ვარ, ადრე ამ ყველაფერს, მხოლოდ მაღაზიების ვიტრინებში თუ მოვკრავდი თვალს. თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ ის სორო, რომელშიც იძულებულები ვიყავით გვეცხოვრა? და როგორ გვეძინა? სანაგვეზე ვნახე რაღაც ძველი კარადის მაგავარი, სკამები და ტუმბოები შევუდგი, ზემოდან კი ფიცრები დავადე. ეს კონსტრუქცია გვიწევდა საწოლის მაგივრობას. თქვენმა თანამშრომლებმა ავეჯი და ტექნიკა რომ მოგვიტანეს, ცრემლები წამსკდა, მე ხომ მთელი ბავშვობა მიწურში ვიწექი, ძირს, ნესტიან საბნებში გახვეული. ნორმალური ცხოვრება არასდროს მინახავს.
„ძალიან კარგია ახალ საწოლებზე რომ წამოწვები და ტელევიზორს უყურებ. შენც სცადე, დეიდა!“
„შეიძლება ასე წამოგორება და კოტრიალი!“
ანა-მარია: „მეც, მეც მინდა განახო, კოტრიალი როგორ უნდა!“
ტელევიზორი? გოგოებმა სიხარულისგან კივილი მორთეს, ხტუნაობდნენ და აღფრთოვანებისგან, არ იცოდნენ რა ექნათ. ამხელა ეკრანი მეც კი არასდროს მინახავს! დიდი ხანია, შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ მუდამ ამ ნაგავსაყრელზე მოგვიწევს ცხოვრება, ჩემი გოგონები კი საშინელ სიღატაკეში, შიმშილსა და სიცივეში გაიზრდებიან. გამოგიტყდებით, თქვენთან სასოწარკვეთილებამ მომიყვანა, არაფრის იმედი არ მქონდა. ყველგან, სადაც კი გავბედე და ვითხოვე დახმარება, ხელი მკრეს, ცხვირწინ კარები მომიხურეს… ღმერთო, რამხელა მადლიან საქმეს აკეთებთ! ერთბაშად ამიხდინეთ ცრემლებს ვერ ვიკავებ, ამხელა სიკეთეს მართლა არ ველოდი. ახლა უნდა შევეჩვიოთ ამ ბედნიერებას, იმას, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს.
თქვენი პოსტის შემდეგ, ხალხის ნაკადი უწყვეტად მოდიოდა იყო, მოჰქონდათ პროდუქტი, სათამაშოები, ტანსაცმელი. რა აღარ მოიტანეს! მე კი ვერაფრით გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა ჩვენს თავს. ამდენი სითბო, სიყვარული, ყურადღება და სიკეთე მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს მიგრძვნია! თქვენ რომ არა, ჩემი შვილები ვერასდროს გაიგებდნენ რას ნიშნავს, ბედნიერებისგან ცას რომ ეწევი.
ანა-მარია: „ეს კაცუნა ტელევიზორში ჩვენზე დიდია!“
ელენიკო: „იმიტომ, რომ ტელევიზორია უზარმაზარი!“
– ერთი სული გვაქვს, სახლის ამბავი გავიგოთ. როგორ მოხდა, რომ ახლა იმ დანგრეული ფიცრულის ადგილას მშვენიერი მყარი შენობა დგას?
ნანა: ერთმა არაჩვეულებრივმა გოგონამ – ნინო ბიბილაშვილმა დაგვირეკა, ის ექსკურსიამძღოლად მუშაობს. მოვიდა, პროდუქტი მოგვიტანა და ელენეს ტელეფონზე თავისი ერთ-ერთი ტურისტი დაალაპარაკა. თუ არ ვცდები, აბო ქვია. მან ჰკითხა ჩემს გოგონას: „რაზე ოცნებობ?“ ელენემ კი უპასუხა, რომ სახლზე, რომელშიც ვირთხები არ იქნება. აბომ თქვა, რომ პატარა ანგელოზი აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს. როგორ გგონიათ, რა მოხდა? მან სახლის მშენებლობისთვის 7 000 დოლარი შემოწირულობა გაიღო. ხომ გეუბნებით, დავმუნჯდი. მეტყველების უნარი წამერთვა. ვინ ვართ ჩვენ მისთვის? რამდენად დიდსულოვანი ადამიანია! ეს წარმოუდგენელი საქციელია! ნუთუ ეს ზღაპარი არ არის? ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება და დაგლოცავ, კეთილო ადამიანო, აბო!
ნინოს ოჯახში ყველა მამაკაცი ხელოსანია – მამა, ძმა, სიძე. გადაწყვიტეს რომ დამხმარებოდნენ და მშენებლობას შეუდგნენ. ჯერ კიბე გააკეთეს, რადგან აქ რამე მასალის ჩამოტანა შეუძლებელი იყო. ჩვენ კი დროებით ჩემი შვილის ნათლიასთან გადავედით, და მაშინ დავბრუნდით, როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ უკვე შეიძლება ცხოვრება. მე და ჩემმა შვილებმა საკუთარ თვალებს არ დავუჯერეთ, ჩვენი საშინელი სოროს ადგილას მშვენიერი სახლი იდგა. ნამდვილი, მყარად აგებული, საოცარი სახლი! ნეტავ იცოდეთ, როგორ დამიმშვიდდა გული…
ივლისის თვიდან უკვე აქ ვცხოვრობთ, მხოლოდ უმნიშვნელო კოსმეტიკური სამუშაოებია დარჩენილი. აქ სამი ოთახია, გათბობა გვექნება. სააბაზანო, ცხელი წყლით, წარმოგიდგენიათ? ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით. ერთი სული გვაქვს, როდის შევძლებთ გაზქურისა და სარეცხი მანქანის ჩართვას. როდესაც რემონტი დასრულდება, მეფეებივით ვიცხოვრებთ. ახლა ხომ აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს. ყოველდღე ვილოცებ მათთვის, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ტკივილი და იზრუნა იმაზე, რომ ადამიანური ცხოვრება გვქონოდა. ღმერთი ასმაგად გადაგიხდით ამ სიკეთისთვის, თქვენ და თქვენს ოჯახებს!
„საკუთარი სახლი… ახლა გული მშვიდად მაქვს“
– აბოს გასაოცარი ისტორია, თანამედროვე ზღაპარია. მოდით ახლა სხვა ჯადოქრებიც გავიხსენოთ.
ნანა: იმდენი ხალხი მოვიდა, მე კი ისეთი დაბნეული ვიყავი… სამწუხაროდ სახელები ვერ დავიმახსოვრე, ზოგმა კი არც მითხრა. მაპატიეთ, ძვირფასო და საყვარელო ადამიანებო! მუდამ ჩემს გულში იქნებით! ვილოცებ თითოეული თქვენთაგანისთვის!
პირველად გვესტუმრა მამაკაცი, რომელმაც ზღვა პროდუქტი მოგვიტანა, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული. და კიდევ სათამაშო სამზარეულო ელენესთვის, ზუსტად ისეთი, როგორზეც ოცნებობდა. ღმერთო, აქ რა ხდებოდა! ჩემი გოგონა კიოდა, ხტუნაობდა და ტაშს უკრავდა!
ანა-მარია: „ელენიკო, ხომ არ დაგავიწყდა ეს ყველაფერი ჩემი როა? გაზქურაც და მანქანაც…“
ორსულმა გოგომ გვინახულა. გაოგნებული ვიყავი! არ შეუშინდა კოვიდის ახალ ტალღას და აქ მოვიდა ჩვენთან, ნაგავსაყრელზე. გემრიელი ტორტი მოგვიტანა, პროდუქტი, ტანსაცმელი და სათამაშოები…
ტრანსპორტი დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მოდიოდნენ. ტაქსში ხარჯავდნენ ფულს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ასეთი მძიმე დროა და ყველას ასე ძალიან უჭირს. ერთმა ინდოელმა ჩვენს ჭიშკართან უზარმაზარი ჩანთა დატოვა პროდუქტით და დიდი, ლამაზი საბანი. დამირეკა, და მთხოვა ამეღო. კიდევ ჩინელი ტურისტები იყვნენ მოსული, ასევე უამრავი პროდუქტი, ტანსაცმელი, ტკბილეული, ჰიგიენის საშუალებები და ელექტრო ჩაიდანი მოგვიტანეს.
ემიგრანტებმა ნიდერლანდებიდან გვაჩუქეს მიკრო ტალღური ღუმელი, ტოსტერი, ბლენდერი, მიქსერი და პოპკორნის მოსამზადებელი აპარატი. ჩემს პატარებს ერთი სული აქვთ, როდის დასხდებიან დიდ ეკრანთან, უყურებენ მულტფილმებს და შეჭამენ პოპკორნს ზუსტად ისე, როგორც კინოში!
გარდა ამისა, ახლა ჩემს გოგონებს მფარველი ანგელოზი ჰყავთ! არასდროს გვინახავს. კობა ყოველთვე 100 ლარს გვირიცხავს. ზუსტად ასე მიწერია მისი ნომერი ტელეფონში: „მფარველი ანგელოზი“.
ახალ მაგიდასთან, საუზმეც უფრო დიდხანს გრძელდება. კარგია გემრიელობების ჭამა და სილამაზეში ცხოვრება!
ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ახალი წელი გვქონდა – საოცარი ნაძვის ხე და მეფური სუფრა. ნაძვის ხე და სათამაშოები აეროპორტის თანამშრომლებმა გამოგვიგზავნეს. ღმერთო, რა ლამაზი იყო! აუცილებლად გამოგიგზავნით სურათს, როცა საახალწლოდ მოვრთავთ. გირჩები ნამდვილივით გამოიყურებოდა, სათამაშოები, – საოცრება იყო! ჩემს გოგონებს მსგავსი სილამაზე არასოდეს უნახავთ. იმ ბიჭმა, ვინც მოგვიტანა, მოგვეხმარა აწყობასა დაა მორთვაში. საჭმელი?! მე არაფრის მომზადებაც კი არ დამჭირდა. ყველაფერი მზა მომიტანეს, ხაჭაპური, შემწვარი ქათამი, უგემრიელესი ნამცხვარი. ანანასიც კი გვქონდა. პირველი ახალი წელი იყო, როცა ჩემს შვილებს საჭმელი და კამფეტი არ მოუთხოვიათ. არ იცოდნენ, რით დაეწყოთ, პირველ რიგში რა გაესინჯათ. როგორ აგიღწეროთ ჩემი გრძნობები. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მართლა გადაგვხდა თავს.
– საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ნანა: მგონი, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. როგორ გამოვარჩიო? სარეცხი მანქანა? მაცივარი? დაბადებიდან მსგავსი არაფერი მქონია. საწოლები ოცნებად გვქონდა ქცეული. ანა-მარია დღემდე დადის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისია: „ჩემი ტელევიზორი, ჩემი სარეცხი მანქანა, ჩემი მაცივარი“… შეხედეთ, გოგონებმა მაცივრის კარი როგორ გაალამაზეს, ეს ელენეს ნამუშევარია. გულებს აკრავდა და თან ამბობდა: „მინდა ჩემი საყვარელი მაცივარი ლამაზი იყოსო“. ანა-მარიაც ეხმარებოდა დაკვრაში.
დაუჯერებელია, რომ მარცხენა ფოტოზე პატარა ანა-მარიაა. ახლა მას ბავშვისთვის შესაფერისი პირობები აქვს და გულებიანი მაცივარი
– ელენიკო, საყვარელო, გვითხარი, ბედნიერი ხარ?
ელენე: კიიი! მე სულ არაფერი არ მქონდა, ახლა კი სულ-სულ ყველაფერი მაქვს! ასი მილიონი სათამაშო!
– ოჰო! გვანახებ შენს საჩუქრებს?
ელენე: ჯერ ვერ განახებ, დეიდა. ჯერ თამაში არ დამიწყია. მერე მოდი და ერთად ვითამაშოთ.
ნანა (ღიმილით): ელენე რემონტის დასრულებას ელოდება. უფრთხილდება ყველაფერს, მთხოვა, ბევრი თოჯინა რომ შემენახა, იმისთვის რომ გაეხსნა მაშინ, როდესაც მშენებლობა დასრულდება. ოცნებობს, თუ როგორ მოეწყობა ახალ საძინებელში, როგორ დაალაგებს სათამაშოებს… მართლა უამრავი გვაჩუქეს.
„ანა-მარია: „ჩართე, ელენიკო, რას ელოდები?“
ელენე: შემიძლია ახალი ტელევიზორი გაჩვენო. წამო! შენ გიყვარს „მაშა და დათვის“ ყურება?
– თუ დაკავებული არ ვარ, ძალიან!
ელენე: დაჯექი ჩვენს ახალ საწოლზე. აქედან უკეთესად ჩანს, ან დაწექი, თუ გინდა. მე და ანა-მარია წამოწოლილები ვუყურებთ. აი, უკვე იწყება! ეხლა სათამაშო სამზარეულოს მოგიტან, სადაც თოჯინებს ვუმზადებ საჭმელს.
ნანა: მეც დავიტრაბახებ, ელენიკოსავით. (იღიმის) იცით რამდენი ახალი ტანსაცმელი გვაქვს? ამდენი ცხოვრებაში არ გვქონია! ჩვენი მაღაზიაში წასვლა არასდროს დამავიწყდება. თქვენმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ ყველაფრის არჩევა შეგვიძლია, რაც მოგვინდება! ასეთი მაღაზიებისკენ არც კი გაგვიხედია არასდროს. ახლოსაც არ მივსულვართ, არაა საჩვენო. გოგონები სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდნენ, კივილით დარბოდნენ მთელს მაღაზიაში, ახალ ტანსაცმელს ირჩევდნენ, ყველაფერი, როგორც კინოში ისე ხდებოდა…
ღმერთო, თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რა გააკეთეთ ჩვენთვის! თქვენ რომ არა, ჩვენ ხომ ისევ ისე ნაგავსაყრელზე ვიცხოვრებდით, ვერავინ გაიგებდა ჩვენს შესახებ. იმდენად მივეჩვიე, რომ ყურადღებას არავინ გვაქცევს, რომ ამხელა მხარდაჭერის იმედიც არ მქონდა. ეს ალბათ ჯილდოა ამდენი ტანჯვისა და იმედგაცრუების შემდეგ. მაინც დღემდე სიზმარში მგონია თავი… ამდენი კეთილი ადამიანი, ამხელა დახმარება! ისეთ ბედნიერებას გისურვებთ, როგორი ბედნიერებიც არიან დღეს ჩემი შვილები, თქვენი დამსახურებით!
– ნანა, ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? დაგიკავშირდათ ვინმე?
ნანა: არა, რას ამბობთ! აბსოლუტურად არანაირი რეაქცია, რა გაეწყობა. მათ იმედზე თუ იქნები, ფეხებს გაჭიმავ.
– იქნებ არის კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
ნანა: კიდევ რამე როგორ უნდა ვითხოვო? საშინელ, ვირთხებით სავსე ნაგავსაყრელზე ვცხოვრობდით, ახლა კი საოცარი სახლი გვაქვს, ტექნიკითა და ავეჯით გაწყობილი, ჩემი შვილები კი ბედნიერები არიან და აღარ შიათ! წვრილმანებიღა დარჩა: ფარდები, თეთრეული, ჭურჭლისა და ტანსაცმლის კარადები. ღმერთო, სიტყვებიც არ მყოფნის, რომ აგიღწეროთ სინამდვილეში რას ვგრძნობ! უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი! მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, ვინც წაიკითხა ჩვენი ისტორია, თუნდაც უბრალოდ გვითანაგრძნო, და ილოცა ჩვენზე. თქვენი დამსახურებით ჩემი შვილები იცხოვრებენ ადამიანურად. ვიცი, უფალი ჩემს ვედრებას შეისმენს და ეს სიკეთე დაგიბრუნდებათ თქვენს და თქვენს ოჯახებს. გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას!
მარცხნივ ნაგავსაყრელია, მარჯვნივ კი კეთილმოწყობილი კარ-მიდამო და „ჰეფი ენდი“. გვესტუმრეთ ახალ სახლში!
***
მეგობრებო, თქვენ უბრალოდ ჯადოქრები ხართ! თქვენი დამსახურებით პატარა ელენემ და ანა-მარიამ დაიჯერეს, რომ სასწაულების ხდება. და რაც მთავარია – ახლა მათ ადამიანების სიკეთის სწამთ! ეს ხომ შეუფასებელია! ორი მშვენიერი გოგონა, ნაგავსაყრელზე, ვირთხებთან იზრდებოდა, ახლა კი მათ მშვენიერი სახლი აქვთ, ყველაფერი რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია, და კიდევ ბევრი რამ. ყველა მათი ოცნება ახდა! ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება, რომ მათ იმედი გავუცრუოთ, დავივიწყოთ ის, რომ ნანა სრულიად მარტო ზრდის შვილებს და ძალიან სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მეტრეველების ოჯახი)
ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/664-metreveli/description/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
1 ზარს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა – 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
6643.17₾დარჩა:
0.76₾