რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ის გალურჯდა, ლაქებით დაიფარა და ძირს ცოცხალმკვდარი დაეცა!

calendar თებერვალი 24, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„წამის მეასედში ისიც კი გავიფიქრე, რომ ჩემი ბიჭი სამუდამოდ დავკარგე!“ – ამბობს რუსუდანი და შვილს გულში იკრავს. – საღამოს, ძილის წინ, საშინელი გრუხუნის ხმა მომესმა; ვიფიქრე, ბავშვები ეზოში ერთობოდნენ. აღმოჩნდა, რომ საბა სკამიდან გადმოვარდა“.
დედა ამ წუთებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს, რადგან იმ დღეს, ის სიკვდილს უყურებდა თვალებში და თავის შვილს არ უთმობდა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„საბა ლურჯი ლაქებით დაიფარა, კრუნჩხვები დაეწყო და ცხვირიდან სისხლი წასკდა… მე რა დამემართა, აღარ მახსოვს, მაგრამ მეზობლებმა მითხრეს, რომ გიჟივით გავკიოდი; დახმარებას ვეძახდი და ვყვიროდი, რომ ჩემს შვილს სიკვდილს არ დავუთმობდი… სასწრაფოს რამდენიმე წუთით რომ დაეგვიანა, ჩვენ მას ვეღარ გადავარჩენდით“.

საბა სამი დღე იყო კომაში და გონს ვერ მოდიოდა. უამრავი ანალიზი გაუკეთეს, ხერხემლიდან სითხეც კი ამოუღეს… რაღაც სისხლის დაავადება აღმოჩნდა. ექიმებმა თქვეს, რომ საბა ღმერთს უყვარს! ყველაფერი შეიძლება უფრო უარესად ყოფილიყო. შეიძლება… თუმცა, ამჯერად გადარჩა; მაგრამ რა იქნება მერე? ეს სერიოზული სენია, რომელიც ექიმების მეთვალყურეობას და ძვირადღირებულ წამლებს მოითხოვს, დედას კი ასეთი ფული არ აქვს. რა ქნას? შვილის სიცოცხლე კვლავ ღმერთს მიანდოს? ისევ უყვიროს სიკვდილს „მე შენ მის თავს არ დაგითმობ“? ამან ერთხელ კი გაჭრა, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ გაჭრის?

რუსუდან, ძალიან გთხოვთ, არ იტიროთ და თქვენი დარდი გაგვიზიარეთ…

რუსუდანი:ჩემი საწყალი საბა… დეკემბრის დასაწყისში, მე და ჩემმა შვილმა თავი საავადმყოფოში ამოვყავით. გვიან საღამოს, დასაძინებლად რომ ვწვებოდით, მას კრუნჩხვები დაეწყო და გონება დაკარგა. მადლობა უფალს, სასწრაფო მალე მოვიდა, თორემ ვეღარ გადაარჩენდნენ… ღმერთო, რა გადავიტანე?! მეგონა, შიშისგან მოვკვდებოდი! ექიმების ნათქვამი ცუდად მახსოვს. სისხლის შეუდედებლობა, რაღაც თრომბოციტებთან დაკავშირებით… მხოლოდ ერთი რამ გავიგე: ყველაფერი შეიძლება ტრაგედიით დასრულებულიყო და შეიძლება ჩემი შვილი სამუდამოდ დამეკარგა. მე ამას ვერ გადავიტანდი, ის ხომ ყველაფერია, რაც კი გამაჩნია! მე მხოლოდ მისთვის ვცხოვრობ! თვითონაც ძალიან არის შეშინებული, ისე ცუდად იყო… ეს დაუსრულებელი ანალიზები, წვეთოვნები… მთელი ხელი დაჩხვლეტილი აქვს და დღემდე სტკივა…

ახლა, საბას მკაცრად ეკრძალება სირბილი, ხტომა, თამაში, – როგორც ამას ყველა ნორმალური ბავშვი აკეთებს. ეს მისთვის დამღუპველია; შეიძლება შინაგანი სისხლდენა დაეწყოს ან კიდევ უფრო უარესი – სისხლჩაქცევა ტვინში. ამაზე ფიქრისაც კი მეშინია. მას მუდმივი ძილიანობა და სისუსტე აქვს. ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ, რადგან ჩვენდამი ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს, ჩემს მდგომარეობაში შევიდნენ და წამლებიც კი გვაჩუქეს, რაც მხოლოდ ერთი კურსისთვის კმარა. შემდეგ რა იქნება – არ ვიცი… ჩვენ საშინელ სიღარიბეში ვცხოვრობთ, ფული საკვებისთვისაც კი არ გვყოფნის, არათუ წამლებისთვის.

და ექიმები რას ამბობენ? კიდევ რა რჩევა-დარიგება მოგცეს? იქნებ დაავადების მიზეზებზე თქვეს რამე?

რუსუდანი:თქვეს, რომ ბავშვი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს; საჭიროა ანალიზები, კონსულტაციები… ამ ყველაფრისთვის ფული საიდან უნდა მოვიტანო, არ ვიცი… სრულფასოვანი კვება, რა თქმა უნდა და რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვა. ეს ყველაფერი ჩვენთვის შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ მიუხედავად ყველა ჩვენი გასაჭირისა, საბა ძალიან მოძრავი და ცოცხალი ბავშვია. ეს აკრძალვები მისთვის გაუთავებელი ტანჯვაა.

მიზეზები კი… უამრავი მიზეზი არსებობს: მე და მამამისი უკვე ორი წელია დავშორდით, მაგრამ მანამდე იყო გაუთავებელი ჩხუბი და ყვირილი… ბავშვს ძალიან ეშინოდა, კუთხეში იკუნჭებოდა და ტიროდა. ჩვენ საკუთარი საცხოვრებელი არ გვაქვს, მუდმივად ბინიდან ბინაში გადავდივართ, ქირის გადახდა არ შეგვიძლია. ხანაც, მოულოდნელად, შეიძლება მეპატრონეებს სახლი დასჭირდეთ და ისევ გადაბარგება მოგვიწიოს… ეს საშინელი სიღარიბე! უბრალოდ შეხედეთ, როგორ ვცხოვრობთ! მაგრამ ჩვენ ეს ნანგრევებიც კი არ გვეკუთვნის… ექიმებმა ასეც თქვეს: შეიძლება სტრესი ერთ-ერთი მიზეზი იყოს…

ამ ნანგრევებში სრულიად მარტო როგორ აღმოჩნდით?

რუსუდანი:მე დიდი სიყვარულით გავთხოვდი! როგორც ყველა ახალგაზრდა გოგონა, მეც მოსიყვარულე, მზრუნველ ქმარზე, ბედნიერ ოჯახზე და ჯანმრთელ შვილებზე ვოცნებობდი… ჩემი ქმარი ნათესავებთან სტუმრად ყოფნისას გავიცანი; ერთმანეთს თითქმის ერთი წელი ვხვდებოდით, შემდეგ კი გავიპარეთ… არა, იმიტომ არა, რომ ასე იყო მოდაში, უბრალოდ მე ძალიან მკაცრი მშობლები მყავდა, არსად მიშვებდნენ; მე და ჩემს მომავალ მეუღლეს კი ერთმანეთი გვიყვარდა და ერთად ყოფნა გვსურდა. ჩემმა თავნება საქციელმა ისინი ძალიან შეაშფოთა, 2 წელი არ მელაპარაკებოდნენ… შემდეგ კი, როდესაც მეუღლესთან ურთიერთობა გამიფუჭდა და ოჯახური ცხოვრება საშინელ სიზმარს დაემსგავსა, მითხრეს: „შენი ბრალია!“

თქვენი უთანხმოების მიზეზი რა გახდა?

რუსუდანი:მეუღლემ სმა დაიწყო, სახლიდან თვეობით იკარგებოდა; წარმოდგენაც კი არ მქონდა, სად იყო. ამას ეს გაუთავებელი ხეტიალიც დაემატა… მას საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა, ქირის გადახდა კი არ შეგვეძლო, ამიტომ გადაუხდელობის გამო, მუდმივად გვაძევებდნენ… ეს როგორ ვერ შევნიშნე მასში, როდესაც ერთმანეთს ვხვდებოდი, წარმოდგენა არ მაქვს… ის შინ ბრუნდებოდა, აყალ-მაყალს აწყობდა… საბა კი ძალიან მგრძნობიარე და ნაზი ბავშვია… ეს სენი შესაძლოა სწორედ ამ ყველაფერმა – ჩხუბმა, ყვირილმა, ხეტიალმა და სიღარიბემ გამოიწვია.

თქვენ მოგვწერეთ, რომ შიმშილობთ

რუსუდანი:და მართლაც ასეა! ჩვენ მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე – 340 ლარზე ვცხოვრობთ. ამ თანხის მთელ თვეზე გაწვდენა უბრალოდ შეუძლებელია. სურსათის მაღაზიაში მუდმივად ვალი მაქვს; ყველაზე იაფფასიან პროდუქტებს ვყიდულობ: ფქვილს, კარაქს, მაკარონს… სახლში პურს თავად ვაცხობ, ეს მნიშვნელოვანი დანაზოგია!

ამას როგორ ახერხებთ? თქვენ ხომ არც ღუმელი გაქვთ და არც პურის საცხობი?

რუსუდანი:დიახ, მართალი ხართ! ჩვენ არანაირი ტექნიკა არ გვაქვს, მაგრამ ეზოში ხელნაკეთი, თიხისგან დამზადებული პურის ღუმელია, რომელიც მართალია, ძალიან ძველია – კედლები ლამისაა ჩამოიშალოს, მაგრამ ჯერჯერობით, რაღაცაში გვარგია და ძალიან მეხმარება.

საერთოდ არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

რუსუდანი:ჩემი მშობლები უკვე მოხუცები არიან, დახმარება თავად მათ სჭირდებათ… დები მყავს; ისინიც დაოჯახებულები არიან, მცირეწლოვანი შვილებით ხელში, ჩვენსავით სოციალურად დაუცველები… დასახმარებლად ვის მივმართო? ჩემს ქმარს და მის ნათესავებს ჩვენი არსებობა საერთოდ აღარ ახსოვთ; თუმცა, ამ სოფელში ერთი კეთილი ქალი ცხოვრობს, რომელიც მისი ძალიან შორეული ნათესავია. ისინი მოკრძალებულად ცხოვრობენ, მაგრამ ძალიან ვეცოდებით. სამწუხაროდ, განსაკუთრებულად ვერაფრით გვეხმარებიან, მაგრამ მაგალითისთვის, ახალ წელს ნაძვის ხე და ტკბილეული გვაჩუქეს. ეს მისმა ბიჭმა მოგწერათ, თორემ მე ვერასოდეს გავბედავდი… არც ინტერნეტი მაქვს…

და ეს სახლი?

რუსუდანი:სახლი? ასე მგონია, სადაცაა თავზე ჩამოგვემხობა… საცხოვრებელი ერთი თხუთმეტჯერ მაინც შევიცვალეთ… სანამ მეუღლე ჯერ კიდევ გვერდით მყავდა, ვცდილობდით, ბინა გვექირავა… ხან ვიღაც შეგვიკედლებდა… აქ ძალიან მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა; ორივე გარდაიცვალა და მათ ქალიშვილებს ვთხოვე, რომ ჩვენთვის საცხოვრებლად დაეთმოთ… დაგვთანხმდნენ. ღმერთმა დალოცოს ისინი! თორემ არც კი ვიცი, რას ვიზამდით; ალბათ ქუჩაში დავრჩებოდით.

მაგრამ აქ ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. ჩვენთან ისევე ცივა, როგორც გარეთ. ღუმელს თუ არ ჩაეხუტე, შეიძლება სიცივისგან გაიყინო! რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შენობაში სიბინძურე და ნესტია, კედლები ჩამოხეულია, იატაკი ინგრევა და იქიდან თაგვები ძვრებიან!

არ გიცდიათ, დახმარებისთვის ხელისუფლებისთვის მიგემართათ?

რუსუდანი:მიცდია და არაერთხელ. ადგილობრივ სამმართველოში მითხრეს, რომ ვერაფრით დამეხმარებოდნენ.

რუსუდან, ღმერთის გწამთ?

რუსუდანი:იმ საშინელ ღამეს ჩემი ბიჭი ღმერთმა გადაარჩინა. ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა…  ცხოვრებაში ყველაფერი მისი ნებით ხდება და მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს!  

თქვენი დახმარება რით შეგვიძლია? როგორ შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა?

რუსუდანი:ოჰ, როგორ მრცხვენია თხოვნა… რომ არა უკიდურესი გაჭირვება…

ზოგჯერ ბავშვისთვის საჭმელი საერთოდ არაფერი მაქვს, სახლში ისეთი სიცარიელეა, შეგიძლია ბურთი გააგორო. მომავალში მკურნალობისა და გამოკვლევებისთვის ფული დაგვჭირდება, მაგრამ ჯერ არც კი ვიცი, რა თანხებზეა საუბარი.

რა უნდა ვთქვა? ეს ნანგრევები მალე თავზე ჩამოგვეშლება; მისი გათბობა შეუძლებელია. ღუმელი კი გვინთია, მაგრამ ფუტურო კედლები სითბოს საერთოდ ვერ ინარჩუნებენ. რეცხვა ეზოში მიწევს, გაყინულ წყალში, მერე თითებს ვეღარ ვშლი… სარეცხი მანქანა უბრალოდ ჩემი ოცნებაა; მაცივარიც ძალიან გვჭირდება. ზოგჯერ, მეზობლებმა თუ რამე შემოგვიტანეს, ყველაფერი მაშინვე თუ არ შეჭამე, მეორე დღისთვის უკვე ფუჭდება. მენანება, მით უმეტეს, რომ საჭმელი ისედაც არ გვაქვს… რაც არის, არის… ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით!

შეიძლება თქვენს შვილს გავესაუბრო? საბა, შენ შესახებ მომიყევი. სკოლა გიყვარს?

საბა (8 წლის):მიყვარს. იქ სახალისოა. შესვენებაზე თანაკლასელებთან თამაში მიყვარს… მაგრამ ახლა ყველაფერი დაკეტილია, სახლში კი მოსაწყენია. დედა ეზოში სირბილის უფლებასაც კი არ მაძლევს.

რატომ?

საბა:ამბობს, რომ ჩემთვის არ შეიძლება, თორემ ისევ საავადმყოფოში მოგვიწევს წასვლა…

რამე გტკივა?

საბა:არა, მხოლოდ ხელი. მანდ წამლებს მიკეთებდნენ, სულ მთლად დალურჯებული მქონდა.

და რაზე ოცნებობ, საბა?

საბა:ძალიან მინდა ველოსიპედი. თოვლის ბაბუას კი ვთხოვდი, მაგრამ ის ჩვენთან არ მოდის.

რუსუდან, შესაძლოა ჩემმა შეკითხვამ გაგაკვირვოთ, მაგრამ მაინც… რაზე ოცნებობთ? ყველაზე დიდი ოცნება თუ გაქვთ?

რუსუდანი:რაზე ვოცნებობ? იმაზე ვოცნებობ, რომ თავს ზემოთ ჭერი გვქონდეს; რომ თუნდაც პაწაწინა, მაგრამ სუფთა და რაც მთავარია, ჩვენი, საკუთარი ოთახი გვქონდეს. ხეტიალით ისე დავიღალეთ…

ნორმალურ ბინაში უფასოდ არავინ შეგიშვებს და ასეთი თავშესაფრის პოვნაც ძალიან რთულია…

***

  რუსუდან სულხანიშვილი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ის უსახლკაროდ და საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. ოჯახი პატარა, თითქმის დანგრეულ სახლში ცხოვრობს, რომელშიც ზამთარშიც ისევე სიცივეა, როგორც გარეთ. ნერვულ ნიადაგზე, 8 წლის საბა ავად გახდა. ახლა მას ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭიროება. ამ ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა მართლა ძალიან სჭირდება. ნუთუ შეგვიძლია, რომ ასეთ გასაჭირს გვერდი ავუაროთ?

  სულხანიშვილების ოჯახს მწვავედ ესაჭიროება ნებისმიერი სახის დახმარება. მათ სჭირდებათ: სურსათი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ძირითადი ჯამ-ჭურჭელი და ავეჯი.

  სულხანიშვილების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მათი მისამართია: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი კონდოლი, თელების უბანი.

  ან დაურეკეთ რუსუდანს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 551 19 16 23.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:სულხანიშვილების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, სულხანიშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 თებ 25
პროდუქტები
100.00₾
2021 აპრ 05
სარეცხი მანქანა
665.00₾
2021 აპრ 20
პროდუქტები
199.36₾
2021 აპრ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
255.00₾
2021 ივნ 16
პროდუქტები
98.77₾

სულ ხარჯები:

1318.13₾

დარჩა:

0.52₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მარინე ეკალაძე
13.06.2021 20:00:00
₾1.00
გიგა არჩვაძე
13.06.2021 20:00:00
₾1.00
ვახტანგ ხოჭოლავა
28.05.2021 20:00:00
₾10.00
ცხადაძე თამილა
13.05.2021 20:00:00
₾20.00
Игорь Яременко
07.05.2021 15:34:56
₾10.00
კეთილი გული
28.04.2021 14:33:56
₾20.00
კეთილი გული
28.04.2021 14:29:57
₾7.00
ცხადაძე თამილა
17.04.2021 20:00:00
₾20.00
ეკა დიდებულიძე
06.04.2021 20:00:00
₾100.00
კეთილი გული
02.04.2021 19:45:15
₾5.00
მარინე მიქაძე
25.03.2021 20:00:00
₾10.00
სალამაძე ილია
21.03.2021 20:00:00
₾5.00
ფარტენაძე მამუკა
21.03.2021 20:00:00
₾1.00
ჯაყელი მარიამ
21.03.2021 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
19.03.2021 15:17:26
₾10.00
დალაქიშვილი ირაკლი
17.03.2021 20:00:00
₾50.00
მანანა კოტორაშვილი
17.03.2021 20:00:00
₾3.00
კახაბერ აბულიძე
17.03.2021 20:00:00
₾5.00
ნანა ჩხიკვაძე
16.03.2021 20:00:00
₾2.00
ნინო ვაშაყმაძე
15.03.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,318.65

81 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,318.65

81 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება