რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შეძლებ, რომ ჩემი დედა იყო?

calendar ივნისი 15, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„პატარა ვიყავი, მაგრამ დედა მახსოვს“, – გვეუბნება პატარა, მშვენიერი ბარბარე და დედამისის სურათი გულზე მიხუტებული მოაქვს. – „ხომ ლამაზია? ხომ ვგავარ? მახსოვს, როგორ იწვა, ხელზე ვეფერებოდი, მას კი უხაროდა. ახლა ის ზეცაშია, მე კი მას გულებს ვუხატავ და ვწერ „დედიკო, მიყვარხარ“. მე და ბებო მის საფლავზე ხშირად დავდივართ და იქ ყველაფერი ძალიან ლამაზია… ახალ წელს მისთვის ნაძვის ხესაც კი ვრთავთ.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„პატარა ვიყავი, მაგრამ დედა მახსოვს“, – გვეუბნება პატარა, მშვენიერი ბარბარე და დედამისის სურათი გულზე მიხუტებული მოაქვს. – „ხომ ლამაზია? ხომ ვგავარ? მახსოვს, როგორ იწვა, ხელზე ვეფერებოდი, მას კი უხაროდა. ახლა ის ზეცაშია, მე კი მას გულებს ვუხატავ და ვწერ „დედიკო, მიყვარხარ“. მე და ბებო მის საფლავზე ხშირად დავდივართ და იქ ყველაფერი ძალიან ლამაზია… ახალ წელს მისთვის ნაძვის ხესაც კი ვრთავთ.“

ეს სიტყვები გონებიდან არ ამომდის… ყველა პრობლემა, ყველა უსიამოვნება, ყველა საზრუნავი გავიწყდება, როდესაც პატარა ობოლი თავის მწუხარებაზე გიყვება… მას დედა აღარ ჰყავს, ის გარდაიცვალა. რა შეიძლება იყოს ამ ტრაგედიაზე უფრო მტკივნეული? „ბებო ძალიან მიყვარს, მაგრამ დედა რომ მყავდეს, იცით, რა ბედნიერი გოგო ვიქნებოდი? და შენ გყავს დედა?“

მეგობრებო, ძალები მოიკრიბეთ, რადგან ახლა საშინელ, მაგრამ რეალურ ამბავს მოისმენთ; გაიცნობთ დედას, რომელმაც 22 წლის შვილი დაკრძალა და პატარა ბარბარეს, რომელიც დაობლდა! და თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ისინი ახლა გადარჩენის ზღვარზე იმყოფებიან, უსახსროდ დარჩენილები, უკეთესი ცხოვრების ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე…

მოდი ახლა ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვეთ… ცხოვრების ყველა წესისა და სცენარის თანახმად, ისინი დიდი ხნის წინ უნდა მომკვდარიყვნენ. მათი ჯვარი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი ტარება არათუ ძნელი, – უბრალოდ არარეალურია!

მარიამ ბებოს საშინელი ოჯახური ცხოვრება ჰქონდა – ქმარი მას უღმერთოდ სცემდა. კაცს ამისთვის ციხეშიც კი სვამდნენ, მაგრამ როგორც კი გამოდიოდა, ისევ სცემდა… ქალს მკერდის კიბო დაუდგინეს, რამდენჯერმე ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ ეს ამბავი უკვე დაავიწყდა – აზრი არ აქვს, მისი ჯანმრთელობა უკვე უმნიშვნელოა.

ექვსი წლის წინ მის ქალიშვილს სარკომა დაემართა და მარიამს შვილი საშინელი წამებით ჩააკვდა ხელებში… „ის, ფაქტობრივად, ცოცხლად გაიხრწნა. საზიზღარი, ავთვისებიანი წარმონაქმნებისგან მთელი სხეული დაუმახინჯდა, ტკივილისგან ღრიალებდა, მე კი ვერაფრით ვეხმარებოდი“, – იხსენებს მარიამი და ყურებზე ხელებს იფარებს. – „მისი არაადამიანური ყვირილი დღემდე ყურებში მიდგას: „დედა, ქენი რამე! მეტის ატანა უკვე აღარ შემიძლია…“

ეს როგორ დაემართა? ავად იყო?

მარიამი: არა, ჩემი მარი ჯანმრთელი გოგო იყო, გრიპიც კი არასდროს ჰქონია. 19 წლის ასაკში გათხოვდა, ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ ორსულობის მესამე თვეში საშინელი თავის ტკივილები დაეწყო. გვეგონა, ორგანიზმის გადაწყობა ხდებოდა, მაგრამ… კიბო აღმოაჩნდა. ნამდვილი შოკი იყო! სასწრაფო ოპერაცია დაინიშნა. ბარბარე ჯერ კიდევ მუცელში ჰყავდა, როცა თავის ქალა ახადეს და სიმსივნე ამოაჭრეს… მაგრამ არ უშველა.

მაგრამ შეძლო და ორსულობა ბოლომდე მიიტანა, ხომ ასეა? ბარბარე ჯანმრთელი დაიბადა?

მარიამი: დიახ, მშვენიერი ბარბარე ანგელოზივით გოგო დაიბადა! მარის სჯეროდა, რომ თუკი ღმერთმა შვილი აჩუქა, შვილის მოსავლელად სიცოცხლესაც აჩუქებდა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა… სწორედ ამ დროს ქმარმაც მიატოვა! ალბათ ავადმყოფი ცოლი არ ისურვა. ბარბარეზეც უარი თქვა, ჩათვალა, რომ ავადმყოფი ქალი ჯანმრთელ შვილს ვერ გააჩენდა.

სიტყვები არ მყოფნის!

მარიამი: ვერ ვიჯერებ, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ამდენი რამ გადაიტანოს, რომ ერთ ადამიანს ამდენი საშინელება შეიძლება დაემართოს… სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემები ამით არ დასრულებულა. შვილს და შვილიშვილს ვუვლიდი; ჩემი საწყალი გოგონა ერთი წელი საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. სხეულზე ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა. 22 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. ბარბარე კი იმ დღეს წლინახევრის გახდა. ჩემი ცხოვრება იმ დღეს დასრულდა. სიმწრისგან კედელს თავს ვურტყამდი. მის საფლავზე მივდიოდი და მთელი დღეები იქ ვიჯექი… გონზე ბარბარეს სიტყვებმა მომიყვანა. ხელისგულები ლოყებზე მომადო, თვალებში ჩამხედა და მკითხა: „ბებია, ახლა ჩემი დედა შენ იქნები?“ თითქოს სილა გამაწნეს და გაყინული წყალი გადამასხეს თავზე! მივხდი, რომ ახლა მისთვის უნდა მეცოცხლა, რომ ჩემ გარდა ბარბარეს სხვა აღარავინ ჰყავდა, რომ სიკვდილის უფლება არ მქონდა. ხომ გესმით ჩემი?

ამის სათქმელად ენა ვერ მიბრუნდება, მაგრამ სხვა სიტყვებს უბრალოდ ვერ ვპოულობ. ბარბარეს ძალიან გაუმართლა – მისი ბებია ნამდვილი გმირია!

მარიამი: მის გამო ყველაფრისთვის მზად ვარ! აგერ, უკვე ორი თვეა, გაზი გაგვითიშეს. დიდი დავალიანება გვაქვს – 120 ლარი. ამხელა ფულის გადახდა არ შემიძლია. დილით, წყლის გასაცხელებლად ან მისთვის ფაფის გასაკეთებლად, კოცონს ფიჩხით ვანთებ. აბა რა ვქნა? საბედნიეროდ, უკვე გაზაფხულდა და გაყინვის საფრთხე აღარ გვემუქრება. ჩვენი სახლი, ფაქტობრივად, ინგრევა; კედლებსა და იატაკზე ხვრელები და ნაპრალებია… გველები, ვირთხები მოძვრებიან.. ოჰ, ღმერთო, მომეცი ძალა და მოთმინება, რომ ამ ყველაფრის გადალახვა შევძლო და ადამიანის სახე არ დავკარგო!

სახელმწიფოსთვის დახმარება არ გითხოვიათ?

მარიამი: ოჰ, კაცი ვერ მოსთვლის, რამდენჯერ ვთხოვე, ვეხვეწე, ვეჩხუბე… მაგრამ უკვე ძალა აღარ მაქვს. იმის ძალაც აღარ მაქვს, რომ ვინმეს რამე ვუმტკიცო… ყველაფერმა დამღალა.

მარიამ, რაზე ცხოვრობთ?

მარიამი: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. პენსიამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მართალია, უკვე ბებერს ვგავარ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 49 წლის ვარ; უბრალოდ იმდენი ტანჯვა გამოვიარე, მიკვირს კიდეც, ამ ასაკამდე როგორ მოვაღწიე.

ბარბარე: ბებოს ნუ უსმენთ, სულაც არ არის ბებერი! ყველაზე ლამაზი და საყვარელია! მე ის ძალიან მიყვარს!

ბარბარე, ბებოს შესახებ კიდევ რას გვეტყვი?

ბარბარე: ის ჩემთვის დედასავითაა. მას დედაჩემის სუნი ასდის და მე ის ძალიან მიყვარს. იცით, რას მეძახის? „ჩემო საყვარელო, ჩემო სიცოცხლე, ჩემო მზეო“. დედა კი „კუდრაჭას“ – მოუსვენარს მეძახდა. იცით, როგორ მენატრება?.. იცით, როგორ მინდა ჩავეხუტო?.. სკოლიდან რომ მოვდივარ, მის სურათს ვუყურებ, ვესაუბრები, ვუყვები, რა კარგად ვსწავლობ. ლექსებსაც კი ვუყვები. ზოგჯერ მისთვის დიდ გულებს ვხატავ, მაკრატლით ვჭრი, მერე ბებოსთან ერთად მის საფლავზე ავდივართ და იქაურობას ვალამაზებთ. ის ხომ ყველაფერს ხედავს?!

რა თქმა უნდა, ბარბარე… ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ!

ბარბარე: ისეთი ტელეფონი მინდა, მასთან დარეკვა რომ შევძლო, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი არ არსებობს.

კიდევ რა გინდა?

ბარბარე: ლამაზ კაბებზე და ვარდისფერ ბოტასებზე ვოცნებობ… სულ ესაა! აჰ, არა! კიდევ, როცა გავიზრდები, მინდა პოლიციელი გავხდე, რომ არავინ არავის ჩაგრავდეს!

ბარბარე, უბრალოდ შესანიშნავი გოგო ხარ! დედა შენით ძალიან იამაყებდა!

ბარბარე: ვიცი, რომ მიყურებს და უხარია, როცა ბებოს ვეხმარები. ჭურჭლის დარეცხვა შემიძლია და ცოტა დაგვაც… მაგრამ არც ისე ლამაზი სახლი გვაქვს. ძალიან მინდა ისეთი სახლი მქონდეს, როგორიც სხვა ბავშვებს აქვთ – ფანჯრებით და ბზარების გარეშე!

მარიამი: ახლა ხომ გესმით, რა მაძლევს სიცოცხლის ძალას? ღმერთმა ჩემი შვილის ხელმეორედ აღზრდის შესაძლებლობა მომცა. ის ჩემს საყვარელ მარის ისე ჰგავს…

მარიამ, მესმის, რომ თქვენი ყველა პრობლემის მოგვარებას, სამწუხაროდ, ვერ შევძლებთ, მაგრამ იქნებ როგორმე მდგომარეობა მაინც შეგიმსუბუქოთ. რა გჭირდებათ პირველ რიგში?

მარიამი: ძალიან გთხოვთ, პირველ რიგში, იქნებ როგორმე გაზის ჩართვაში დამეხმაროთ. ყოველდღე ცეცხლის დანთება ძალიან მიჭირს, რომ ჩაი მაინც მოვადუღო. მეორეც – სარეცხი მანქანა და სურსათი… არ ვიცი, ისე მეუხერხულება თხოვნა… არც მაცივარი გვაქვს… ჩემი გოგონასთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მინდა… და ტელეფონი! ტელეფონი არ მაქვს! სულ ესაა ჩემი ოცნებების ზღვარი…

დარწმუნებული ვარ, ბევრ მეგობარს შეიძენთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება! მჯერა, რომ თქვენს პრობლემებს შეამჩნევენ და ყურადღებას აუცილებლად მოგაქცევენ!

მარიამი: თქვენს ფონდს სწორედ ამიტომ მივმართე. ვხედავ, რომ თუ ადამიანი ფრთებქვეშ შეიფარეთ, მისი ცხოვრება იცვლება. დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ და დაინტერესდით. თქვენი დახმარება ჩვენთვის სუფთა ჰაერივით იქნებოდა.   

***

მეტი რაღა ვთქვათ? რაღა დავამატოთ? ამ ოჯახს გვერდში როგორ დავუდგეთ და ტანჯვა როგორ შევუმსუბუქოთ? ბავშვს დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ ამ მშვენიერი გოგოების ნუგეშისცემა ნამდვილად შეგვიძლია. ოჯახს ესაჭიროება: საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, წამლები და ჰიგიენური საშუალებები, ბარბარეს კი ახალი ფეხსაცმელი და ლამაზი კაბა!

შეგიძლიათ მოინახულოთ ოჯახი, ჩაეხუტოთ, გაესაუბროთ და მოუსმინოთ მათ. ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს!

მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. გურჯაანი.

მეგობრებო, ამ მშვენიერი ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას. ჩაწერეთ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და დარწმუნებულები ვართ, რომ თავად უფალი დაგლოცავთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: მარიამ კვაცაშვილი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ და ბარბარე ხელმეორედ აღარ დაობლდება!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

ამქვეყნად ბევრი სევდიანი ისტორიაა, რომელსაც გულწრფელი თანაგრძნობისა და ცრემლების გამოწვევაც კი შეუძლია, მაგრამ ზოგჯერ ეს ამბები იმდენად ღრმა და წარმოუდგენელია, რომ თუ ერთხელ შემოაღწიეს ჩვენს გულში, სამუდამოდ მასში დარჩებიან და გვაიძულებენ დღედაღამ მათზე ვიფიქროთ…

ცოტა ხნის წინ ალბათ სწორედ ასეთი ამბავი მოგიყევით პოსტში: „შეძლებ, რომ ჩემი დედა იყო?“ მასში მარიამ კვაცაშვილის რთულ ცხოვრებაზე ვსაუბრობდით, რომელმაც თავისი ახალგაზრდა, ლამაზი შვილი დაკრძალა და პატარა შვილიშვილთან, ბარბარესთან ერთად, რომელიც ორი წვეთი წყალივით ჰგავს დედამისს,  სულ მარტო დარჩა: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/743-kvatsashvili

თქვენ ამ პატარა, დაუცველი ოჯახის ამბავი, მათი გაჭირვება და პრობლემები გულთან ახლოს მიიტანეთ და დახმარების ხელი გაუწოდეთ მათ… და წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამხელა ბედნიერება და რამდენი ღიმილი მოუტანა მათ თქვენმა სიკეთემ! და რაც მთავარია – თქვენ მათ უკეთესი მომავლის რწმენა და იმედი აჩუქეთ!

მარიამი დარწმუნებულია, რომ ის მხოლოდ თქვენი წყალობით არის ცოცხალი, რადგან ახლა მას ყველა წამალი აქვს იმისთვის, რომ თავის საშინელ დაავადებას ებრძოლოს!

ჩვენი მთავარი გმირების მოკრძალებულ საცხოვრებელში ახლა ყველა საჭირო ტექნიკაა, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს. ცხოვრება ხომ გაცილებით მარტივია, როცა გაზქურა, მაცივარი და სარეცხი მანქანა გაქვს?! ნეტავ იცოდეთ, როგორ უხაროდა პატარა ბარბარეს, როცა ახალი, საოცრად ლამაზი და მბზინავი ქვაბები დაინახა! ან რა აღტაცებით გვიყვებოდა, როგორ ისწავლის ახლა საჭმლის მომზადებას! საწოლის თეთრეულიც როგორი ლამაზია?! „უბრალოდ შეხედეთ! ეს ხომ ნამდვილი პრინცესას საწოლია?!“ – თვალებანთებულმა შემოგვძახა გოგონამ შეხვედრისას და თავისი საჩუქრები გვანახა.

მაგრამ ყველაზე წარმოუდგენელი, რა თქმა უნდა, მათი ახალი ნაცნობები არიან, – ადამიანები ოქროს გულით!

მარიამის და ბარბარეს ცხოვრებაში ახალი მეგობარი, ნათია გამოჩნდა, რომელიც მათთვის ნამდვილ მფარველ ანგელოზად და უანგარო დამხმარედ იქცა!

სასწაულებს დასასრული არ უჩანს და ამ სასწაულებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ქმნით, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო!

მარიამ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

მარიამი (50 წლის): ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიხარიხართ და რამდენად მადლობელი ვარ უფლის იმ სასწაულისთვის, რომელსაც ის თქვენი ხელით ახდენს! უსაზღვროდ მადლიერი ვარ და მადლობას ვუხდი ყველა იმ კეთილ ადამიანს, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა, ჩვენს გასაჭირს ზურგი არ აქცია და გადარჩენაში დაგვეხმარა. ჯერ მარტო წამლები რად ღირს?! არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩემთვის ისინი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია! ახალი ტექნიკა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია?! მათზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი…

„წამლები ჩემი ხსნაა! თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ!“

არ იფიქროთ, რომ სიკვდილის არ მეშინია. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ ერთადერთი, რისიც მართლა მეშინია, – ჩემი ბარბარეს ობლად დატოვებაა. ამქვეყნად მარტომ რა უნდა ქნას? გარშემო იმდენი საშინელება ხდება… როცა ამაზე ვფიქრობ, თმები ყალყზე მიდგება. მეტი არაფერი მინდა, ოღონდ მოვასწრო და ჩემი გოგონა წამოვზარდო! რომ არა თქვენი დახმარება… ღმერთო, წარმოდგენაც კი მზარავს, რა დაგვემართებოდა. სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარება უბრალოდ მასხრად აგდებაა, – საჭმელზეც კი არ გვყოფნის, არათუ ძვირადღირებულ წამლებზე.

აი, გელაპარაკებით და ის დღე მახსენდება, როცა ფონდის თანამშრომლები მოვიდნენ და საჩუქრები მოგვიტანეს. გულწრფელად ვამბობ, თავი სიზმარში ან ზღაპარში მეგონა. ტექნიკას ვუყურებ და არ მჯერა, რომ ახლა ყველაფერი გვაქვს: საკუთარი მაცივარიც, ახალი გაზქურაც და სარეცხი მანქანაც. ნამდვილი სასწაულია! ჩვენ თვითონ ამ ყველაფრის ყიდვას ნამდვილად ვერ შევძლებდით. ქედს ვიხრი ყველა კეთილი ადამიანის წინაშე, ვინც ჩვენი დახმარების შესაძლებლობა იპოვა. დიდი მადლობა ყველას!

„აი, ჩვენი სიზმარი ცხადში! საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებთ!“

ეს ცვლილებები ისე გვიხარია, ვერც კი წარმოიდგენთ! სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ჯერ მხოლოდ მაცივრის გამოყენება შეგვიძლია.

იმის თქმა გინდათ, რომ ჯერ არც სარეცხი მანქანა ჩაგირთავთ და არც გაზქურა? რატომ? რა არის ამის მიზეზი, მარიამ?

მარიამი: ჩვენი სახლის საშინელი მდგომარეობა: კედლებში უზარმაზარი ხვრელებია, საიდანაც წვიმის დროს სულ წყალი შემოდის, ამიტომ არც სარეცხი მანქანის დაყენება შეიძლება, არც გაზქურის, – შეიძლება წყალმა დააზიანოს. ახალი ტექნიკის უსაფრთხო ადგილას დადგმა მომიწია, უკეთეს დრომდე. იმედი მაქვს, ეს დრო ოდესმე დადგება!

– რა სამწუხაროა, რომ, როგორც იქნა, ახალი ტექნიკა გეღირსათ, მაგრამ ვერ იყენებთ. გვითხარით, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ თქვენ და ბარბარემ მთავრობისგან რაიმე სახის დახმარება თუ მიიღეთ? იქნებ თქვენთვის კედლების შეკეთება მაინც შეძლონ. ეს ხომ მათი საქმეა, არა?

მარიამი: ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ ვთხოვე და ჩვენი გასაჭირის შესახებ მშვენივრად იციან, მაგრამ დაპირებების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია. მაგალითად, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მითხრეს, კედლები ჩამოანგრიეთ, რომ ჩვენი მუშები მოვიდნენ, ცემენტი მოიტანონ და თავიდან ჩაასხანო, მაგრამ ორი წელი გავიდა, დანგრეული კედელი კი ისევ ისე დგას, ელოდება. ახლა გეგონება ქუჩაში ვცხოვრობთ და ეს უბრალოდ აუტანელია.

ახალი ტექნიკა უსაფრთხო ადგილას გადამალეს, – სველი, დახვრეტილი კედლებისგან მოშორებით

სამწუხაროდ, ზედმეტად ნაცნობი სცენარია. მოდი მაინც უკეთესის იმედი ვიქონიოთ…

მარიამი: არ ვიცი, დაველოდოთ და ვნახავთ…

მარიამ, ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

მარიამი: იცით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! ერთი მშვენიერი გოგონა გავიცანით – ნათია ხუნაშვილი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილ მფარველ ანგელოზად იქცა! უბრალოდ წარმოიდგინეთ, – ეს გოგო საგარეჯოს შესასვლელში, წითელ უბანში ცხოვრობს, რაც ჩვენგან ძალიან შორია, მაგრამ დღე არ გადის, რომ ნათიამ არ მოგვინახულოს. ჩემი ბარბარე ისე უყვარს! განსაკუთრებით ის მახარებს, რომ მასაც ორი შვილი ჰყავს, 9-10 წლისები და ჩემი ბარბარე მათ ძალიან დაუმეგობრდა. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ ნათიასი იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს. ამ ზაფხულს ბარბარე ზღვაზეც კი წაიყვანა, ქობულეთში, თავის შვილებთან ერთად. ჩვენი სევდიანი ამბავი იცის და ჩემი გოგონას გამო ძალიან დარდობს, ეცოდება. არდადეგებზე ბაბის ზღვაზე მეც წავიყვანდი, მაგრამ არც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს და არც ფინანსები.

ახლახან ძალიან ცუდად გავხდი, ლოგინიდან ადგომა და საჭმლის გაკეთებაც კი არ შემეძლო. მადლობა ღმერთს, ნათია მოვიდა და ბარბარე თავისთან წაიყვანა ორი დღით. ისე ცუდად ვიყავი, რომ უკვე უარესისთვის ვემზადებოდი და სიცოცხლისათვის ბრძოლა მხოლოდ იმაზე ფიქრმა მაიძულა, რომ ჩემს შვილიშვილს ძალიან ვჭირდები. სასწრაფო გამოვიძახე და საავადმყოფოში გადამიყვანეს. ბაბიზე კი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ნათია ზრუნავდა. მადლობას ვწირავ უფალს, რომ ჩემს გოგონას ასეთი არაამქვეყნიური ანგელოზი გამოუგზავნა!

რატომ გაუარესდა თქვენი ჯანმრთელობა? ეს რამ გამოიწვია?

მარიამი: საქმე იმაშია, რომ სოციალური დახმარება, რომელსაც ორ კაცზე ვიღებთ, საერთოდ არაფერზე გვყოფნის, მათ შორის, არც საჭმელზე. არადა, ყოველდღიურად იმდენი რამე გვჭირდება… იმ უზარმაზარი დახმარების მიუხედავად, რომელიც, ჩვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენგან და ყველა კეთილი ადამიანისგან მივიღეთ, ვიფიქრე, მალე სკოლა დაიწყება და ბავშვისთვის ბევრი რაღაცის ყიდვა მომიწევს-მეთქი. ჰოდა, გადავწყვიტე დამატებითი ფულის საშოვნელად ყურძნის საკრეფად წავსულიყავი, მაგრამ საკუთარი ძალები ვერ გავთვალე, პირდაპირ პლანტაციაზე დავეცი და გონება დავკარგე… საშინელი თავის ტკივილები დამეწყო, ტკივილები გულმკერდის არეში… ეს ძუძუს კიბოს ოპერაციის შედეგებია. გადატვირთვამ დაავადების რეციდივი გამოიწვია და საავადმყოფოს ექიმი ძალიან მეჩხუბა, რომ მძიმე სამუშაოს შევეჭიდე, რომელმაც კინაღამ ბოლო მომიღო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეც კარგად მესმის, უბრალოდ, ჩემს ასაკში სამსახურის შოვნა თითქმის შეუძლებელია, პენსიამდე კი ძალიან დიდი დროა.

თქვენც კარგად იცით, რა უსამართლო კანონებია ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მაგალითად, – კატარაქტა მაქვს, რომელიც არც მკურნალობას ექვემდებარება და არც ოპერაციას… თუმცა, ინვალიდობის პენსია არ მეკუთვნის და რომ ავიღო, მაშინ მთლიანად უნდა დავბრმავდე. ჩემთვის მძიმე ფიზიკური შრომა არ შეიძლება, რადგან შეიძლება ამან ბოლო მომიღოს, მაგრამ არც ინვალიდად ვითვლები და არც ინვალიდობის პენსია მეკუთვნის. მითხარით, განა ეს სამართლიანია?

„კიბო და ოპერაცია გადავიტანე, კატარაქტა მაქვს, ჩემთვის მუშაობა და სიმძიმის აწევა არ შეიძლება, მაგრამ ამასთან, არც ინვალიდობის პენსია მეკუთვნის. სადაა სამართალი?!“

თქვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლების მხრიდან რაიმე გამოხმაურება ხომ არ ყოფილა?

მარიამი: არა, ჩვენ მათთვის არ ვარსებობთ. არც არავინ მოსულა და არც დახმარება შემოუთავაზებია ვინმეს.

მარიამ, თქვენი ნებართვით, მინდა მარიამსაც გავესაუბრო. ბარბარე, ჩემო კარგო, ყველას ძალიან გვიყვარხარ და ვიცით, რომ ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგო ხარ. მითხარი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

ბარბარე (7 წლის): გამარჯობა! ყველაფერი ძალიან მომეწონა, მაგრამ ყველაზე მეტად – ქვაბები! ისეთი ლამაზი და მბზინავია! ახლა ბევრი ქვაბი გვაქვს… ოდესმე კი ისეთივე ახალი სამზარეულო და სახლი გვექნება, როგორიც ნათია დეიდას აქვს. იცით, რა ლამაზია მისი სახლი? ეგეთი სახლი და სამზარეულო მეც მინდა, რომ ახალ სამზარეულოში სადილი ახალი ქვაბებით მოვამზადო ხოლმე!

„ჩვენი ახალი ქვაბები ძალიან მომწონს! ისეთი ლამაზი და მბზინავია! შემიძლია მათში ერთჯერადი წვნიანი გავაკეთო.“

მიყვარს, ბებოს სამზარეულოში რომ ვეხმარები. განსაკუთრებით კი ერთჯერადი წვნიანების კეთება მომწონს ახალ ქვაბებში. ოდესმე სხვა რამის კეთებასაც ვისწავლი!

„უბრალოდ შეხედეთ! ახლა ნამდვილი პრინცესასავით დავიძინებ!“

ახალი თეთრეულიც მომწონს ჩემი საწოლისთვის! დეიდა, ჩვენი ახალი თეთრეული ნანახი გაქვთ? ისეთი ლამაზია, როგორიც პრინცესას აქვს!

ახალი მაცივარიც გვაქვს. შეიძლება მალე სარეცხი მანქანა და გაზქურად ჩავრთოთ, მაგრამ ჯერ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ კედლებში ხვრელებია და წყალმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.

„ამ ყველაფრის ჩართვა ჯერ არ შეგვიძლია, რადგან კედლებში ხვრელებია და წყალმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.“

ძალიან ჭკვიანი და კეთილი გოგონა ხარ! ხომ იცი, რომ სანუკვარი ოცნებები ყოველთვის გვისრულდება? მითხარი, ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ?

ბარბარე: გულახდილად გეტყვით, – ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ბებო ჯანმრთელი იყოს და იღიმოდეს; რომ ლამაზ სახლში ვცხოვრობდეთ, ნათია დეიდა კი სტუმრად მოდიოდეს ჩვენთან და რჩებოდეს, როგორც მე ვრჩები ხოლმე მასთან; რომ ღამე კედლები არ იშლებოდეს და სახლში წყალი არ შემოდიოდეს… მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მინდა, რომ ბებო აღარ ავადმყოფობდეს! მართლა, გულწრფელად გეუბნებით! ის ხომ ჩემთვის დედასავითაა?! ამქვეყნად მის გარდა სხვა არავინ მყავს…

„ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ბებო არ ავადმყოფობდეს და ლამაზ სახლში ვცხოვრობდეთ.“

ძალიან კეთილი სურვილები გაქვს, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებლად აგიხდება! მადლობა გულწრფელი საუბრისთვის, ბაბი! მარიამ, ახლა ყველაზე მეტად რა გადაუჭრელი პრობლემა გაწუხებთ? იქნებ ჩვენმა მკითხველებმა დახმარება შეძლონ?

იმის მაგივრად, რომ მადლობას გიხდიდეთ, ისევ პრობლემებზე საუბარი მიწევს, რაც ძალიან მერიდება, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ჩვენი კედლები ოდესმე მაინც გამთელდეს, სახლი გაშრეს და ყველა იმ ტექნიკის დაყენება შევძლოთ, რომელიც გვაჩუქეთ.

„ჩემთვის კი არა ბარბარესთვის ვლოცულობ: მისი ჯანმრთელობის და მომავლის გამო ძალიან ვდარდობ…“

წინ შემოდგომა და ზამთარია, ასეთ შენობაში კი ავადმყოფობა გარდაუვალია. გამჭოლი ქარი, ნესტი… ჩემთვის კი არა ბარბარესთვის ვლოცულობ: მას სითბო და სიმყუდროვე სჭირდება. ბავშვი ლამაზ სახლზე ოცნებობს, ამის მაგივრად კი კედლები თავზე გვენგრევა…

***

ძვირფასო მეგობრებო, შეუძლებელია ამ ორი მშვენიერი ადამიანის – ბებიის და შვილიშვილის სიკეთის და გულთბილობის სიტყვებით გადმოცემა. ძალიან გვინდა მათ ნათელ სახეებზე ღიმილი, მათ სევდიან თვალებში კი აღტაცება დავინახოთ. გვინდა, რომ ცხოვრებამ ისინი დამსახურებული ბედნიერებით დაასაჩუქროს. არ ვიცი, ალბათ მკითხველთა შორის იქნება ის ადამიანიც, ვინც მათი პრობლემების მოგვარებას შეძლებს. ჩვენ ყველას მადლიერი ვართ, ვინც ამ შესანიშნავ, მაგრამ უბედურ ოჯახს დახმარების ხელი გაუწოდა. უფალმა დაგლოცოთ!

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კვაცაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/743-kvatsashvili

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარსულზე და ვუახლოვდებით უფალს.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აგვ 04
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1770.00₾
2021 აგვ 04
პროდუქტები
249.68₾
2021 აგვ 04
მედიკამენტები
101.04₾
2021 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
690.00₾
2021 აგვ 31
პროდუქტები
149.96₾
2021 სექ 16
სამზარეულოს ინვენტარ
220.00₾
2021 სექ 16
თეთრეული
200.00₾
2021 სექ 20
მედიკამენტები
100.35₾
2021 დეკ 10
მედიკამენტები
70.80₾
2021 დეკ 10
პროდუქტები
293.57₾

სულ ხარჯები:

3845.40₾

დარჩა:

0.26₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ლომსიანიძე ლევან
16.11.2021 20:00:00
₾10.00
ლომსიანიძე ლევან
13.11.2021 20:00:00
₾5.00
ი/მ ლევან ადეიშვილი
12.11.2021 20:00:00
₾10.00
ლეჟავა ირაკლი
10.11.2021 20:00:00
₾10.00
ლალიაშვილი მაკა
09.11.2021 20:00:00
₾10.00
ლომსიანიძე ლევან
08.11.2021 20:00:00
₾10.00
გიორგი შალამბერიძე
08.11.2021 20:00:00
₾5.00
ივანიძე გელა
08.11.2021 20:00:00
₾20.00
ირაკლი გაბაიძე
08.11.2021 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
08.11.2021 16:36:49
₾20.00
კეთილი გული
08.11.2021 16:29:06
₾20.00
გაგანაშვილი მაკა
07.11.2021 20:00:00
₾1.00
გიორგი მიქაძე
07.11.2021 20:00:00
₾10.00
ირაკლი გაბაიძე
07.11.2021 20:00:00
₾10.00
ანა წილოსანი
07.11.2021 20:00:00
₾10.00
ირაკლი გაბაიძე
07.11.2021 20:00:00
₾10.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
07.11.2021 20:00:00
₾1.00
მაია ქველიძე
07.11.2021 20:00:00
₾15.00
ლეჟავა ირაკლი
06.11.2021 20:00:00
₾10.00
ირაკლი თოფურია
06.11.2021 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾3,845.66

178 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,845.66

178 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება