რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„თმა გავყიდეთ, რომ საჭმელი გვეყიდა“

calendar ივლისი 25, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„დეიდა, ნახე! ადრე გრძელზე გრძელი თმა მქონდა. აი, აქამდე!“ – მიყვება 10 წლის სოფიკო და ზურგზე მიჩვენებს. – „მაგრამ მოვიჭერი.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„დეიდა, ნახე! ადრე გრძელზე გრძელი თმა მქონდა. აი, აქამდე!“ – მიყვება 10 წლის სოფიკო და ზურგზე მიჩვენებს. – „მაგრამ მოვიჭერი.“

„რატომ?“ – ვეკითხები.

„საჭმელად არაფერი გვქონდა; მშობლებს ფული არ ჰქონდათ, ამიტომ გადავწყვიტე ყველას დავხმარებოდი და თმა გავყიდე. არაუშავს, ისევ გამეზრდება! სამაგიეროდ საჭმელი ვიყიდეთ!“ – მიხსნის სოფიკო.

მეტყველების უნარი დავკარგე. თავში ეს კითხვები მიტრიალებდა: ნუთუ პატარა გოგოს, ასეთ ასაკში, ოჯახის საჭიროებებზე ფიქრი უნდა უწევდეს? რატომ უნდა შიმშილობდნენ ბავშვები?

ცეცხლაძეების ოჯახს სამი შვილი ჰყავს: 12 წლის ირაკლი, 10 წლის სოფიკო და 8 წლის სალომე. ბავშვები აღიარებენ, რომ აღარც კი ახსოვთ, თუნდაც ყველაზე უბრალო სასუსნავი ბოლოს როდის ჭამეს. უსახსრობის გამო, ოჯახს ხორცზე და რძის პროდუქტებზე უარის თქმა მოუწია; ტკბილეულისა და დესერტების გემო კი უკვე დიდი ხანია დაავიწყდათ. დედა, 32 წლის შორენა, თვალცრემლიანი გვიყვება, რომ ფული არც საჭმელზე ჰყოფნით, არც ტანსაცმელზე. შვილები ასეთ პირობებში როგორ უნდა აღზარდოს, ქალს წარმოდგენა არ აქვს.

მრავალშვილიანი ოჯახი ბათუმის გარეუბანში, ვიწრო, ნახევრად დანგრეულ და ნესტიან სახლში ცხოვრობს. პატარა ქოხი ხუთკაციან ოჯახს ძლივს იტევს. იქ მხოლოდ ერთი ოთახია, რომელიც საძინებელიცაა, სამზარეულოც, მისაღებიც და სხვა დანარჩენიც…

შორენა, მოგვიყევით, ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ?

შორენა: თვითონაც არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ვუძლებთ! ქარის ყოველ დაბერვაზე სახლს მარტო სახურავი კი არ ეხდება, კედლებიც ზანზარებს და ხის იატაკი ფეხქვეშ გვეცლება. წვიმის დროს თავზე გვაწვიმს, სახლში მუდმივად ცივა, ბავშვებთან ერთად ვიყინებით –  მიუხედავად იმისა, რომ ოთახს ღუმლით ვათბობთ. გუშინ, მაგალითად, ისეთი ქარი იყო, ვერაფრით დავიძინეთ. გვეშინოდა, რომ სახლი თავზე ჩამოგვენგრეოდა. მთელი ღამე შიშში გავატარეთ. იატაკის ფიცრებში უზარმაზარი ხვრელებია და სახლში გველები ძვრებიან. ერთხელ სათავსო გამოვაღე, იქ კი უზარმაზარი, დახვეული გველი იწვა. ჩემი ქმარი რომ არა, რომელმაც დროზე მომისწრო, ალბათ მიკბენდა კიდეც… დღემდე ცუდად ვხდები, რომ მახსენდება!

შორენა, მეუღლე როგორ გაიცანით?

შორენა: ჩემი მომავალი მეუღლის რძალთან – მის ძმის ცოლთან ვმეგობრობდი; სტუმრადაც ხშირად მივდიოდი. ერთხელაც, ზაური ესტუმრათ. შემომხედა თუ არა, ჩვენ შორის თითქოს რაღაც ნაპერწკალმა გაიელვა. ნახევარი წელი მეარშიყებოდა, მერე კი ხელი მთხოვა. ასე დავქორწინდით! შესანიშნავი მეუღლე მყავს, ძალიან მზრუნველი, შვილებს აღმერთებს, მუშაობა არ ეზარება… მაგრამ სამწუხაროდ, უმუშევარია…

და ახლა რა შემოსავალი გაქვთ?

შორენა: სოციალურ დახმარებას ვიღებთ – 300 ლარს და ბავშვთა კვების ვაუჩერს – 90 ლარს. შეგვიძლია სოციალურ სასადილოშიც ვიაროთ. კარანტინის დროს სასადილო არ მუშაობდა, მაგრამ ზოგჯერ იქიდან პროდუქტებს გვიგზავნიდნენ: ბურღულეულს, მაკარონს… ამის წყალობით გადავრჩით.

ეს ფული გყოფნით?

შორენა: საერთოდ არ გვყოფნის! ხშირად არჩევანის წინაშე ვდგავარ: საჭმელი ვიყიდო თუ ტანსაცმელი? ეს ფული როგორ გადავანაწილო, არც კი ვიცი…

ვინმე გეხმარებათ?

შორენა: დიახ, ნათესავებიც მეხმარებიან და მეზობლებიც – ვისაც როგორ შეუძლია. ისინი რომ არა, არც კი ვიცი, საერთოდ როგორ ვიცხოვრებდით! ხან ტანსაცმელი მოაქვთ, ხან პროდუქტები… უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი!

ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?

შორენა: მითხოვია და არაერთხელ! სოციალურ დახმარებას გვაძლევენ და ეგაა. ალბათ ფიქრობენ, რომ დამატებითი მხარდაჭერა აღარ გვჭირდება…

რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში? სახლში რა გაკლიათ?

შორენა: ბევრი რამ! ნახეთ, რა საშინელებაში ვცხოვრობთ! ხუთი კაცი 14 კვადრატულ მეტრს ვაფარებთ თავს. არადა, მალე ოჯახში ახალი წევრი შეგვემატება – რამდენიმე თვეში შვილი შეგვეძინება. მერე როგორღა ვიცხოვროთ?

სახლში საწოლები გვაკლია. ორი პატარა ტახტი მაქვს, რომლებზეც ბავშვებს სძინავთ: ბიჭი მოკეცილი ფეხებით წევს, რადგან უკვე გაიზარდა და ვეღარ ეტევა, მეორეზე კი გოგონები წვანან; ზოგჯერ ძირს ვარდებიან, რადგან ორნი ერთად ვეღარ ეტევიან. მე და ჩემს მეუღლეს კი იატაკზე გვძინავს – ქვეშაგებს და საბნებს ვაფენთ. არადა, ორსულად ვარ! იატაკზე წოლა როგორ შეიძლება?

კარადები და სათავსოებიც ძალიან გვჭირდება – ნივთებს ვერსად ვაწყობთ. მაცივარიც ძალიან გვჭირდება! ძველი კი გვიდგას, მაგრამ გაფუჭებულია და არ მუშაობს, ამიტომ სურსათს ვერსად ვინახავ. ზოგჯერ საჭმელი გვიფუჭდება, მჟავდება და გადაყრა მიწევს.

გაზქურაც ძალიან მინდა! ოთახში კი გვიდგას, მაგრამ არ მუშაობს და როგორც ჭურჭლის სადგამს, ისე ვიყენებ. იცით, საკმარისი საკვები რომ გქონდეს, ადამიანი ნებისმიერ სირთულეს აიტან, მაგრამ მუდამ თავს ვიმტვრევ ბავშვებს რა გავუკეთო და რა პროდუქტებით? ასეთმა ცხოვრებამ დამღალა!

როგორია თქვენი ყოველდღიური რაციონი? რას ჭამთ?

შორენა: მაკარონს, ბურღულეულს, წვნიანებს… ყველაფერს თხევადს ვაკეთებ. ბოლოს ხორცი, ქათამი ან რძე როდის ვჭამეთ, აღარც კი მახსოვს. ეს ჩვენთვის ფუფუნებაა! ჩემი შვილები ჭირვეულები არ არიან; რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერს ჭამენ, მაგრამ მათ ბევრი რამ აკლიათ. მაგალითად, ბავშვები ხედავენ, როგორ ცხოვრობენ მათი თანატოლები; მიყვებიან, რომ სხვა ბავშვები შოკოლადებს ყიდულობენ… ვეუბნები, რომ ტკბილეულის ყიდვას მალე ისინიც შეძლებენ, ოღონდ ცოტა უნდა მოითმინონ… მათი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ასე ვცდილობ… გული ძალიან მტკივა!

შორენა, მალე ისევ დედა გახდებით. ბავშვის სახელი უკვე შეარჩიეთ?

შორენა: ექიმებმა თქვეს, რომ გოგონა მეყოლება. გადავწყვიტეთ სესილია დავარქვათ… უფრო სწორედ, მომავალ დას ეს სახელი ჩემმა გოგონებმა შეურჩიეს. ისე უხარიათ!

ლამაზი სახელი ლამაზი გოგონასთვის! მაგრამ რატომ სესილია?

სალომე: ერთი თანაკლასელი მყავს, რომელსაც სესილია ჰქვია და მასთან ვმეგობრობ. ეს სახელი ძალიან მომწონს! ჰოდა, მე და ჩემმა უფროსმა დამ დედას ვუთხარით, რომ თუ გოგონა დაიბადება, სესილია უნდა დავარქვათ. სამივე დას სახელი „ს“-ზე დაგვეწყება: სოფიკო, სალომე და სესილია. უჩვეულოა, არა?

რა კარგად მოგიფიქრებია, ყოჩაღ! როგორ ფიქრობ, შენი პატარა დაიკო როგორი იქნება?

სალომე: დედასავით და სოფიკოსავით ლამაზი! (იცინის.)

რაზე ოცნებობ, პატარავ?

სალომე: ვოცნებობ ოდესმე სტომატოლოგი გავხდე, რადგან კბილის ექიმობა დედას უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა მე ვიქნები კარგი სტომატოლოგი! ასევე, ვოცნებობ საკუთარი ოთახი მქონდეს: ლამაზი, ვარდისფერი, კარგად მოწყობილი…

ირაკლი: ოთახიც გექნება და მთელი სახლიც! აი, ნახავ, გავიზრდები და ჩვენთვის დიდ სახლს ავაშენებ! მაგრამ რაც მთავარია – ბევრზე ბევრ საჭმელს ვიყიდი, რომ ყველას გვეყოს!

უკვე გადაწყვიტე, ვინ გამოხვალ, რომ გაიზრდები?

ირაკლი: რა თქმა უნდა! მინდა მსხვილი ფერმერი გავხდე. ვოცნებობ საკუთარი ფერმა გავხსნა, სხვადასხვა ცხოველები მოვაშენო და ჩვენს საქართველოშიც გავყიდო და სხვა ქვეყნებშიც. ახლახან კურდღლები მაჩუქეს და მათ ვუვლი… ძალიან ლამაზები არიან!

სოფიკო, შენ ვინ გინდა გამოხვიდე?

სოფიკო (10 წლის): ვოცნებობ მომღერალი გავხდე. სიმღერა ძალიან მიყვარს, მუსიკა – ჩემი ცხოვრებაა. სიმღერების და მუსიკის გარეშე არ შემიძლია! ყველანაირი სიმღერის შესრულება მომწონს, ნებისმიერის!

შენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

სოფიკო: ის, რომ საკუთარი, ნორმალური სახლი გვქონდეს და ბედნიერი ოჯახი ვიყოთ. ტორტიც ძალიან მინდა! იმდენი ხანია, ტკბილეული არ მიჭამია, რომ მათი გემოც კი დამავიწყდა; მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან გემრიელია!

შორენა, თქვენ რაზე ოცნებობთ?

შორენა: იმაზე, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ და არ შიმშილობდნენ! სხვა რაზე უნდა ოცნებობდეს დედა? მხოლოდ საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე!

ღმერთის თუ გწამთ?

შორენა: ღმერთისაც მწამს და ჩემი კეთილი თანამემამულეებისაც, რადგან ცხოვრებაში ყოველთვის უცხო ხალხი მეხმარებოდა. მჯერა, რომ ისინი არც ახლა დაგვტოვებენ. მანამდე კი ასე ვცხოვრობთ, მარადიულ საზრუნავში, რომლებსაც დასასრული არ უჩანს!

***

მეგობრებო, ცეცხლაძეების ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება! მათ უამრავი სირთულე, ტკივილი და განსაცდელი გამოიარეს! როგორც ხედავთ, ოჯახი, პატარა შვილებთან ერთად, ისეთ საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს, რომ ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, ასეთ გასაჭირს გვერდი ავუაროთ!

ამ საბრალო ხალხს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება. მათ ესაჭიროებათ: საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მაცივარი, კომპიუტერი, გაზქურა და საწოლები.

მოგიწოდებთ, ნუ იქნებით გულგრილი! მოდი დავეხმაროთ მათ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ბავშვებს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ! ცეცხლაძეების ოჯახის მონახულება და დახმარება პირადადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ბათუმი, გოდერძი ჩოხელის ქ. №36.

ძვირფასო მეგობრებო, ცეცხლაძეების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ცეცხლაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

ყველაზე „პრინცესული“ საწოლი პატარა სესილისათვის…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
           „აუ-უ-უ, რა ლამაზია სესილის საწოლი!  ზუსტად პრინცესულია… როცა  დავინახე, ეგრევე ვიფიქრე მე და სოფოსავით, არ მოუწევდა ცუდ საწოლში ძილი, ამიტომ ძალიან გამეხარდა… სესილი ხომ ძალიან პატარაა და დედიკოსთან ერთად, იატაკზე ვერ დაიძინებდა…“ – მეუბნება პატარა სალომე. პატარა დაიკოს, საწოლზე ფუმფულა ბალიშებს უსწორებს და თვალები ეშმაკუნებით ევსება. ეტყობა, რომ უხარია ამდენი საჩუქრები… 

სესილი ბედნიერია, მისი მეგობარი დათუნიები მასთან არიან.

 უფროსი დაიკო – სოფო კი გარბის, თავის ლურჯ სპორტულებს სწრაფად იცვამს და მაჩვენებს – ,,ნახეთ, როგორ მიხდება?! იმ დეიდამ მომიტანა ჩემი სახელი რომ ჰქვია…რა კარგი დეიდა იყო… ყველა სოფო ხომ კეთილია, ჩემსავით?!  რა ვიცი, მე ასე მგონია…“ 
            ეს ორი პატარა რაპუნცელი, 9 და 11 წლისები არიან. მე, ორივეს რაპუნცელი დავარქვი. ისეთი გრძელი და ლამაზი თმა ჰქონდათ… მაგრამ, გადაწყვიტეს შიმშილის ზღვარზე მყოფ ოჯახს დახმარებოდნენ, თმა მოიჭრეს, ჩააბარეს, ფულით კი საკვები შეიძინეს… მათ კიდევ ერთი ძმა ჰყავთ – ირაკლი, რომელიც ფერმერობაზე ოცნებობს. უნდა, რომ ბევრი ქათამი  იყოლიოს, რათა დებს და მშობლებს არასდროს შიოდეთ…
             ჩვენმა ფონდმა, ცეცხლაძეების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ პოსტი, 25 ივლისს გამოაქვეყნა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/758-tsetskhladze/description/
           ირაკლი ელექტრო ჩაიდანს მაჩვენებს და მარწმუნებს, თუ როგორი სწრაფია მასში წყლის ადუღება. ღუმელზე დიდი დრო სჭირდებოდა, სანამ გააჩაღებდნენ, სანამ გახურდებოდა… სკოლაში კი, აგვიანდებოდა. მათი ყოველდღიური რაციონიც ხომ, ისეთი მწირი იყო, ხშირად უწევდათ ჩაიზე და პურზე ყოფნა…
          – შორენა პირველ რიგში, გილოცავთ ოჯახში ახალი წევრის შემატებას. არაჩვეულებრივი გოგონა შეგეძინათ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. იქნებ გვიამბოთ სესილიზე?

„სესილი გვაბედნიერებს“

          შორენა (დედა):  დიახ, მეოთხე შვილი შემეძინა – მეოთხე სიხარული. საკმაოდ რთული ფეხმძიმობა მქონდა, საკეისრო კვეთა დამჭირდა რვა თვის თავზე.  მიუხედავად ამ პრობლემებისა, გოგონა აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა, 50 სმ სიგრძით და 2 კგ და 700გრ წონით. უფალს მადლობას ვუხდი, ყოველდღე, რომ კიდევ ერთი შვილი მაჩუქა. ხუთივე თავს ვევლებით ჩვენს სესილის. ჩემი მეუღლე  მეუბნება, ისე იქცევი, თითქოს პირველი შვილი იყოსო. მართლაც ასეა. მეოთხეა, მაგრამ განმიახლა ის ბედნიერება, რაც ირაკლის, სოფოს და სალომეს დაბადებისას განვიცადე. შვილები და ოჯახია ჩემი სიმდიდრე. აბა, მე სხვა არაფერი გამაჩნია…
           – შორენა, ვხედავ, ბავშვები გახარებულები არიან საჩუქრებით…
            შორენა: აბა, როგორ არ იქნებიან?! მათ ხომ, უკვე თვეებია, ტკბილეული არ უჭამიათ. ნორმალური ჩასაცმელი არ ჰქონიათ. ტექნიკაზე კი, საუბარიც ზედმეტი იყო. მე პირადად გაზქურა და სამზარეულოს ტექნიკა რომ დავინახე, სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, რომელი ერთი გამეხსნა, მაგრამ ვინ გაცალა? სანამ გამოვერკვეოდი, ბავშვებმა გახსნეს ყველა ყუთი. (იცინის.)

„აბა მანდ რა არის? ჩემთან ბლენდერია… შენთან ჩაიდანი? yes!”

         დიდი მადლობა თქვენს ფონდს, და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავის შვილებს მოაკლო და ჩემი შვილებისთვის გაიმეტა. ვინც, ერთი ლარით მაინც შეგვეწია, და ასე გაახარა ჩემი ანგელოზები.
         სესილის ბუნებრივად გამოკვება, მალევე აღარ შემეძლო… მე, თავად მშიერს, ყოველგვარი ვიტამინებისგან დაცლის, რა რძე უნდა მქონოდა? ამიტომ უზომოდ გამიხარდა ეს ფაფები – საკვები ჩემი პატარასათვის. 

„სესილის მოსწონს ფაფები, მაგრამ ხშირად ვერ ვყიდულობდით…“

          ასევე, საბავშვო კრემები… ასეთი ფუფუნებისთვის, აბა, საიდან უნდა მქონოდა საჭირო თანხა?.. ბავშვის მანეჟმა-საწოლმა ხომ საერთოდ გადაფარა ყველა სიხარული. გაზქურა როგორ გვჭირდებოდა?!  უი, აღარ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო… ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ! 

„ამდენი საჩუქარი ერთად არასდროს მიგვიღია…“

         – შორენა, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? კიდევ ვინმე თუ გამოგეხმაურათ? განსაკუთრებით, ვინ დაგამახსოვრათ თავი?
შორენა: ადამიანები მირეკავდნენ, შეწუხებულები იყვნენ ჩვენი მდგომარეობით. თბილისიდან ქალბატონი მაია ჩენეკი გვესტუმრა. მან მოგვიტანა უამრავი პროდუქტი: ფქვილი, შაქარი, ბრინჯი, კიტრი, პომიდორი, ტკბილეული, ხილი… ბავშვები, ლამაზი ტანსაცმლითაც გაახარა. დიდი მადლობა ამ შესანიშნავ ქალბატონს! ჰო, მაიამ ტორტიც მოგვიტანა…  ირაკლის განსაკუთრებით უყვარს ტორტი და უკვე ყველამ გაიგო ამის შესახებ… (იცინის.) 
            აი, ჩემი გოგო რომ ახსენებდა სოფოს, ხომ გაიგონეთ? ის ქალბატონი სოფიკო – საოცრად თბილი და კეთილი ადამიანი, ორჯერ გვესტუმრა… პირველად, ტანსაცმელი მოუტანა ჩემს ბავშვებს. მეორედ, ირაკლის დაბადების დღეზე იყო მოსული, პროდუქტით და ძალიან ლამაზი ტორტით… მას ქალბატონი ლალიც ახლდა – ლალი ლილუაშვილი. ისიც უკეთილშობილესი ადამიანი.
         ირაკლი: იცით, რა გემრიელი ტორტი იყო?!  სულ არ მინდოდა, დამთავრებულიყო… ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მქონდა…
         შორენა: არ შემიძლია, არ გავიხსენო ქალბატონი თეონა, რომელიც ოჯახთან ერთად გვესტუმრა, სექტემბერში. მან სათამაშოები: ბურთები, ბადმიტონი, ასევე სკოლისათვის საჭირო ნივთები გვაჩუქა. სკოლა იწყებოდა, მე არანაირი საშუალება არ მქონდა ბავშვებისთვის რაიმე შემეძინა და სკოლის დაწყებას, მომზადებულები რომ შევხვედროდით.
         დიდი მადლობა სოფოს, მაიას, თეონას და უამრავ კეთილ ადამიანს, რომლებიც ასე ზრუნავენ ჩემნაირ გაჭირვებულ მრავალშვილიან დედებზე და ზოგიერთებივით არ ფიქრობენ: „თუ შემოსავალი არ აქვთ, შვილებს რას აჩენენო?!“  ნეტა, რა იციან, რა გადავიტანე… წლების მანძილზე არ მყავდა შვილი, სანამ უფალი ირაკლის თავს მაჩუქებდა… წლების მანძილზე ვიჯექი და ვტიროდი: „უფალო მაჩუქე შვილი, განმაცდევინე დედობის ბედნიერება.“ გპირდები, რამდენსაც მაჩუქებ, იმდენს გავზრდი, რა ჯაფაც არ უნდა დამადგეს მეთქი. უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და დავფეხმძიმდი. ზუსტად, ახალი წელი იყო. ირაკლის საახალწლო საჩუქარს ვეძახით! მაგრამ, როდესაც ორი თვის ორსული გავხდი, ექიმებმა გამსინჯეს დამითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა მომეშალა მუცელი, რადგან ვირუსი მქონდა… მარწმუნებდნენ, თუ ასე არ მოვიქცეოდი, ავადმყოფი შვილი გამიჩნდებოდა. არ დავუჯერე. ისე მინდოდა შვილი, ვერ შევძელი ხელოვნური აბორტის გაკეთება და ჩემი შვილი, თუნდაც ავადმყოფი, მომეკლა! მაშინ ვთქვი: მე გავაჩენ, ის ჩემი შვილია, უფლის საჩუქარია და როგორიც იქნება, ისეთი უნდა მივიღო!  და იცით, რა მოხდა? ირაკლი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. უფალი დიდია და ყოვლისშემძლე! მე მას მივენდე, მან კი, ოთხი ერთმანეთზე უკეთესი ანგელოზი მაჩუქა. ესენი მაცოცხლებენ მე! ესენი არიან ჩემი სიმდიდრეები. მე, სხვა სიმდიდრეზე არც ვოცნებობ. მხოლოდ ის მინდა, რომ მათ არ შიოდეთ, არ სციოდეთ. აქამდე ყველაფერი უკეთესად იყო, სანამ ჩემს მეუღლეს – ზაურს ჯანმრთელობის პრობლემები უფრო და უფრო გაურთულდებოდა. ისე ვეღარ მუშაობს დღიურ სამუშაოებზე, როგორ ადრე.
          – რა დაავადება აქვს?
          შორენა: ტუბერკულოზი აქვს გადატანილი და ფილტვები საკმაოდ დაზიანებული აქვს. კიდევ, დიაბეტიც აქვს. ვერ მკურნალობს. რა ექიმი და რა ჯანმრთელობა, როდესაც ლუკმა-პურის ფულიც არ გვაქვს.
         – შორენა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ? ან პოსტის გამოქვეყნების მერე, თუ იყო რაიმე სახის რეაგირება?
           შორენა: სამწუხაროდ, მათ ჩვენთვის არ სცალიათ. გამგეობიდან იყო ერთი ზარი და გვითხრეს: უფასო სასადილოთი გეხმარებით და ეს საკმარისიაო… 
            თანაც, მოგეხსენებათ, 3 წლამდე ბავშვი არ ირიცხება ამ უფასო სასადილოში  –  თითქოს სამ წლამდე ბავშვს, ჭამა არ უნდოდეს.
          – შორენა, შეიძლება ბავშვებს გავესაუბრო? ვისგან დავიწყოთ?
           ირაკლი: ჩემგან, მე ყველაზე უფროსი ვარ! კარგი ბიჭი ვარ!
          – რატომ გგონია რომ კარგი ბიჭი ხარ?
          ირაკლი: მშობლებს ვეხმარები, შეშასაც ვაგროვებ, როდესაც გვცივა…
            – ხშირად გცივათ?
             ირაკლი: დიახ. ხშირად არ გვაქვს შეშა, მაშინ დედა „ადიალას“ (პლედს) შემოგვახვევს  და ერთმანეთს ვათბობთ.
            – ირაკლი, შენ რა გაგეხარდა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?
             ირაკლი: ყველაფერი გამეხარდა. განსაკუთრებით, ტორტი გამეხარდა, კიდევ ჩაიდანი. ტკბილეული, იცით, რამდენი ხანია არ გვიჭამია?! მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დაგვეხმარა.
            – სოფო, შენ რა მოგეწონა საჩუქრებიდან?
             სოფო: მე ტანსაცმელი, რომ გავხსენი, ერთი საათი ვიზომებდი,          ბევრი იყო და ლამაზები… სოფიკომ მომიტანა. მინდა ბევრი კოცნა გავუგზავნო, ასე რომ გამახარა. ჩემს კლასში, ყველას ლამაზად აცვია, მე კი… მე არაფერი მქონდა… 
           კიდევ, გაზქურა მომეწონა. უფრო სწრაფად მოვამზადებთ „სუპებს“. „სუპები“ არ მიყვარს, მაგრამ სხვას ვერაფერს ვამზადებთ. ძვირი ღირს სხვა საჭმელები. ჩემს მშობლებს კი, ფული არ აქვთ.

„ვეცდები, ჩვენთვის გემრიელი სადილი მოვამზადო, სესილისთვის კი გემრიელი ფაფები!“
      კიდევ, გაზქურა მომეწონა. უფრო სწრაფად მოვამზადებთ „სუპებს“. „სუპები“ არ მიყვარს, მაგრამ სხვას ვერაფერს ვამზადებთ. ძვირი ღირს სხვა საჭმელები. ჩემს მშობლებს კი, ფული არ აქვთ.მე, ჩემი პატარა დაიკო, ჩვენსავით მშიერი რომ არ იქნება, ის გამეხარდა. და კიდევ… რბილად რომ დაიძინებს! მადლობა თქვენ, ასეთი პრინცესული საწოლი რომ შეუძინეთ სესილის.
         – შორენა, ვიცი, სხვა საჭიროებებიც უხვად გაქვთ.  რა არის ის, რაც, ამ ეტაპზე  ყველაზე მეტად გაწუხებთ?
           შორენა: ჩემი ყველაზე დიდი სატკივარი, ჩვენი სახლის მდგომარეობაა – 14 კვადრატში ვცხოვრობთ, მაგრამ ფართს კიდევ ვინ ჩივის, სახლი თავზე გვენგრევა! დიახ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ზაფხულში გველები გვსტუმრობენ. ასი თვალი და ასი ყური მაქვს გამობმული, რომ არავის უკბინონ. ზამთარში, სიცივით ვკანკალებთ. წვიმაში, წყლის გუბეები დგება სახლში. ძლიერი ქარის დროს კი, ბავშვები შიშისგან კანკალებენ – ისეთი ხმები ისმის, გვგონია ჰა, ჰა და დაინგრევა. სახლს ვინ გვაჩუქებს, მაგრამ მასალებით მაინც რომ დაგვეხმარებოდეს ვინმე ღვთისნიერი… ჩვენი ხელით რამეს მოვახერხებდით. მეც, კაცივით დავუდგებოდი მხარში ჩემს ქმარს და ბავშვებს სანატრელ ოცნებას მაინც ავუსრულებდით… 
           სალომე: მე ვარდისფერი ოთახი მინდა… იქ ჩემს დებთან ერთად ვიცხოვრებდი…
            ვარდისფერი ოთახი კი არა, და ბავშვებს არაფერი აქვთ. ონლაინ გაკვეთილებსაც რიგრიგობით ესწრებიან, დედის ტელეფონის მეშვეობით. ეს ტელეფონიც ძმამ აჩუქა შორენას, ბავშვები სწავლას რომ არ ჩამორჩენილიყვნენ. 
          კეთილო ადამიანებო, გულთან ახლოს მიიტანეთ ამ ოჯახის მდგომარეობა. ამ ბავშვებს, თქვენი თანადგომა სჭირდებათ! 
           ორი პატარა რაპუნცელი, თმას იმის გამო კი არ იზრდის, რომ პრინცესებს ჰგავდნენ, არამედ იმის გამო, რომ შიმშილის და სიცივის ბოროტ ჯადოქარს დააღწიონ თავი… თუნდაც რამდენიმე დღით! ნუ გავიმეტებთ ამ ბავშვებს შიმშილის, სიცივის და ქვეწარმავლების სამსხვერპლოდ!
                                                       ***
           თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
           ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
            სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
         თქვენი სიკეთე – იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
          კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ცეცხლაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/758-tsetskhladze/description/
          თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
           შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
           სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – 0901 200 270
            ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
250.00₾
2021 ოქტ 29
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
650.00₾
2021 ნოე 04
მანეჟი
220.00₾
2021 დეკ 03
ჩაიდანი
124.00₾
2022 მაი 05
პლანშეტი
450.00₾
2022 ივნ 22
სამზარეულოს ინვენტარ
288.00₾
2022 ივლ 19
პროდუქტები
346.40₾

სულ ხარჯები:

2328.40₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
თავდგირიძე ასლან
10.07.2022 20:00:00
₾5.00
დავითაია ნინო
10.07.2022 20:00:00
₾10.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
10.07.2022 20:00:00
₾0.50
თეთრაძე გიორგი
10.07.2022 20:00:00
₾10.00
ი/მ თემურ გიორგაძე
09.07.2022 20:00:00
₾2.50
ეკა გრიგალაშვილი
09.07.2022 20:00:00
₾20.00
გვანცა კეღოშვილი
09.07.2022 20:00:00
₾1.00
მაია ჯაფარიძე
08.07.2022 20:00:00
₾5.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
08.07.2022 20:00:00
₾0.50
ქეთევან სადაღაშვილი
08.07.2022 20:00:00
₾5.00
ბასილაშვილი ლიკა
07.07.2022 20:00:00
₾5.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
07.07.2022 20:00:00
₾1.00
ტომარაძე დავით
06.07.2022 20:00:00
₾3.00
დოლიძე ანა
06.07.2022 20:00:00
₾2.00
ბაგაევა ირინა
06.07.2022 20:00:00
₾10.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
06.07.2022 20:00:00
₾1.00
თინათინ მამსირაშვილი
05.07.2022 20:00:00
₾5.00
დავით ხოშტარია
05.07.2022 20:00:00
₾0.50
ეთერ ხარებაშვილი
05.07.2022 20:00:00
₾10.00
ტომარაძე დავით
05.07.2022 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾2,328.00

196 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,328.00

196 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება