რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

კიდევ ერთ პატარას არ უწერია გახდეს დიდი

calendar ივლისი 14, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ხელები მუშტებში შეუკრავს, პატარა ტანი გულყრებისგან ეგრიხება, უტყვი პირიდან მხოლოდ ტირილი აღმოხდება ხოლმე. ტირის ტკივილისგან, წყურვილისგან, შიმშილისგან. სხვანაირად დედას ვერც მიახვედრებს რომ სწყურია. კიდევ ერთი ბავშვის ცხოვრება შეიწირა ვერაგმა ავადმყოფობამ – ცერებრულმა დამბლამ. კიდევ ერთ პატარა ანგელოზს არ უწერია გაიზარდოს. ნიკა, 14 წლისაა. ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ელემენტარული მოძრაობის გაკეთებაც კი არ შეუძლია. ნიკას ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში მთელი ოჯახია ჩართული: 45 წლის დედა – მზია, 11 წლის დაიკო ლიკა და 6 წლის ძამიკო თამაზი.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
კიდევ ერთ პატარას არ უწერია გახდეს დიდი
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

       ხელები მუშტებში შეუკრავს, პატარა ტანი გულყრებისგან ეგრიხება, უტყვი პირიდან მხოლოდ ტირილი აღმოხდება ხოლმე. ტირის ტკივილისგან, წყურვილისგან, შიმშილისგან. სხვანაირად დედას ვერც მიახვედრებს რომ სწყურია. კიდევ ერთი ბავშვის ცხოვრება შეიწირა ვერაგმა ავადმყოფობამ – ცერებრულმა დამბლამ. კიდევ ერთ პატარა ანგელოზს არ უწერია გაიზარდოს. ნიკა, 14 წლისაა. ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ელემენტარული მოძრაობის გაკეთებაც კი არ შეუძლია. ნიკას ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში მთელი ოჯახია ჩართული: 45 წლის დედა – მზია, 11 წლის დაიკო ლიკა და 6 წლის ძამიკო თამაზი. 
      „ჩემი პატარები როგორც დიდები ისე მიდგანან მხარში, მთავარი ადამიანი ჩვენს ოჯახში – ნიკაა, შვილი, რომელსაც არასდროს დაუძახია ჩემთვის „დედა“ – დაღლილი ხმით გვეუბნება თვალცრემლიანი მზია – მაგრამ ამის აღარ მეშინია, მზად ვარ მთელი ცხოვრება ხელში აყვანილი ვატარო, ვაჭამო, ვაბანავო, პამპერსები ვუცვალო – ოღონდ ნიკამ იცოცხლოს! 
        „ადექი ჩემო ძამიკო, წამო ვითამაშოთ, ჩემს ბაჭიას გათხოვებ, გთხოვ ადექი! – ეხვეწება ნიკას პატარა თამაზი. – დე, ჩემი ძმა ხმას როდის გამცემს? როდის მეთამაშება?“ – ამ უწყინარმა კითხვებმა დედას ლამისაა გული დაუფლითოს. ნიკა ხომ ვერასდროს ამოიღებს ხმას, ნიკა ხომ ვერასდროს ეთამაშება თავის პატარა ძამიკოს. მიუხედავად ამისა, ნიკა ყველაზე საყვარელი შვილია, საყვარელი ძმაა და მას ძალიან უნდა რომ იცოცხლოს!

 „არცერთი დედა არ იმსახურებს, საკუთარი შვილის ტანჯვას რომ უყუროს. და თუ ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, ღმერთმა გამძლეობა მისცეს თითოეულ მათგანს“

– როგორია ნიკას ამჟამინდელი მდგომარეობა?
მზია: აი, თავადაც ხედავთ. წევს, ტირის, ყოველთვის ვერ მიხვდები, რა უნდა. უმეტესად მაშინ ტირის, როდესაც სწყურია, ან რამე სტკივა.

 „ხანდახან კრუნჩხვა იმდენად ჭიმავს მის კუნთებს, რომ მოდუნებას ძალიან დიდი ხანი სჭირდება“

თამაზი (6 წლის): ან, თუ „გაბინძურდება“, ან ჩემთან თამაში თუ მოუნდა.
        – ხშირად ეთამაშები ხოლმე?
       თამაზი: როდესაც არ მეჩხუბება, ვეთამაშები. ჩემს ბაჭიას ვაძლევ. ხანდახან, მართმევს და აღარ მიბრუნებს. მე კი, მერე ამ ბაჭიის გარეშე ვეღარ ვიძინებ. თან ყურებს აგლიჯავს! გთხოვთ, მოუტანეთ სხვა ბაჭია, ჩემსას თავი რომ დაანებოს!

 „ჩემი საყვარელი ბაჭიით ვათამაშებ…“

 „…მაგას კი უნდა, ყური რომ მოაგლიჯოს“

         – სხვა სათამაშოები არ გაქვს? 
         თამაზი: არა! ეს მიყვარს ყველაზე მეტად! ჩემს მეგობრებს დემეტრეს და გოგოლაძეს, ბევრი სათამაშოები აქვთ, ძალიან გულკეთილები არიან და მეც მათამაშებენ ხოლმე. მეც მინდა რამე ვათხოვო, მაგრამ არ მაქვს!
          – სათამაშოების გარდა, რაზე ოცნებობ კიდევ?
          თამაზი: ბევრ რამეზე. აი, ეხლა სკოლაში წავალ და სასკოლო ნივთებზე ვოცნებობ. ბურთზე, „ტუფლზე“, ველოსიპედზე. კიდევ იმაზე, რომ ნიკა გამოკეთდეს.

 „ჩემი ოცნებაა, ჩემი ძმა ჯანმრთელი იყოს. სხვა არაფერი მინდა“

ლიკა (11 წლის): ჩვენი მთავარი ოცნებაა, ნიკა ჯანმრთელი იყოს! ან, ნაკლები მაინც რომ იწვალოს. იცით, რა ცუდად არის? ხანდახან მაგის ადგილზე წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს, და მეტირება. რომ არ შემეძლოს, ჩემით ავდგე, დავჯდე, სათამაშოდ წავიდე, თუნდაც, წყალი რომ დავლიო… ბუზის მოგერიებაც კი. ეს ხომ საშინელებაა.
მზია: ერთადერთი, რაც გულს მიმშვიდებს არის ის, რომ როდესაც მე აღარ ვიქნები, ჩემი საბრალო ბიჭი მარტო არ დარჩება,.

 „ჩემი ძმისთვის ყველაფერს გავაკეთებ!“

ლიკა: დედიკო, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! ჩვენ ვინ მოგვხედავს?
         – ნიკასთვის რის გაკეთება შეგიძლია?
         ლიკა: ყველაფრის! მე ვაჭმევ, თუ ტირის, ვამშვიდებ, პამპერსს ვუცვლი. ვითომ, ჩემი პატარა ძმა არის! ოღონდ თამაზმა უკვე თვითონ იცის ყველაფრის გაკეთება, ნიკამ კი – არა. და მაგაზე უფრო ხმამაღლა ტირის.
– ნიკას გამოჯანმრთელების გარდა, რაზე ოცნებობ კიდევ? შენს თანატოლ გოგონებს ისეთი ლამაზი ოცნებები აქვთ!
ლიკა: არც კი ვიცი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ლამაზ ფეხსაცმელს ვიყიდიდი ჩემთვის და დედასთვის, ნიკასთვის – ტანსაცმელს, თამაზისთვის – სათამაშოებს.

„ნუ გეშინია, შვილო, მსოფლიოში საუკეთესო და-ძმა გყავს“

მზია: ხედავთ, როგორები არიან, არასდროს არაფერს ითხოვენ თავისთვის. თუ რამეზე ოცნებობენ, მხოლოდ ყველასთვის, ნიკა კი, ყოველთვის პირველ ადგილზეა მათთვის! უფალს მადლობას ვწირავ, ასეთი შვილები რომ მყავს, ამას ხომ ვერ ასწავლი.
– მაშინ გვითხარით, მზია, თქვენთვის რის გაკეთება შეგვიძლია?
მზია: არავინ არ მყავს: მშობლები გარდაიცვალნენ, ბავშვების მამა კი, არ ცხოვრობს ჩვენთან ერთად და ბავშვებსაც არ აქცევს ყურადღებას. მას თავად სჭირდება დახმარება. მხოლოდ დახმარებითა და ნიკას პენსიით ვარსებობთ. ბევრი რამ გვჭირდება. გული მეწვება ხანდახან, როდესაც ფულს მთლიანად მხოლოდ ნიკასთვის ვხარჯავ. თავად დაითვალეთ. პამპერსი სჭირდება, 5-6 ცალი ყოველდღე. ძვირადღირებული წამლები სჭირდება. მხოლოდ ის გვშველის რომ ნიკა არ არჩევს საჭმელს და სოციალური სასადილოს სადილებიც კი მოსწონს. სწორედ ასეთი დახმარებისთვის მოგმართეთ.

 „ტექნიკიდან მხოლოდ ძველი გაზქურა გვაქვს“

– იქნებ, კიდევ რამე გჭირდებათ, ნიკასთვის პამპერსის და წამლების გარდა?
მზია: სარეცხი მანქანა მჭირდება. ნიკას ლოგინის თეთრეული ყოველდღე გასარეცხია, მე კი აღარ შემიძლია. ლიკა რომ ხედავს, ცივ წყალში რეცხვისგან როგორ მაქვს ხელები დახეთქილი, სულ მთხოვს, მაგასაც მივცე გარეცხვის უფლება. მაგრამ როგორ? ისედაც ბევრ რამეს აკეთებს, რასაც პატარა გოგონები არ უნდა აკეთებდნენ. ძალიან გვჭირდება წყლის გამაცხელებელი, ნიკა რომ დავბანოთ, ასევე, პატარა მაცივარი. ჩვენი ძველი იყო და გაფუჭდა. და კიდევ: ვინმეს თუ აქვს ძველი, მოსახერხებელი ტანსაცმელი, ნიკას რომ ჩავაცვა. საერთოდ არაფერი აქვს.

 „ნიკას თქვენი დახმარება სჭირდება. ის ხომ ღვთის შვილია!“

– მზია, თქვენს საჭიროებებზე აუცილებლად დავწერთ. ჩემი აზრით, ლიკას და თამაზის აუცილებლად სჭირდებათ სათამაშოები, პლანშეტი და ახალი ტანსაცმელი.
მზია: ამის თხოვნას ვერც გავბედავ. აი, ასე გამოდის, თითქოს მხოლოდ ჩემს ავადმყოფ შვილზე ვფიქრობ, ლიკა და თამაზი კი, თითქოს არც არსებობენ. როგორ მტკივა ამის გამო გული! დარწმუნებული ვარ, თქვენმა მკითხველებმა უკეთ იციან, რით შეიძლება ჩემი შვილების გახარება. სრულად ვენდობი მათ.

 „გაიღიმე, ჩემო ვაჟკაცო, აუცილებლად დაგვეხმარებიან“

***
აი, კიდევ ერთი ღვთის შვილი, კიდევ ერთი ავადმყოფი ბიჭუნა, რომელიც ვერ გვეტყვის „მადლობას“ და ვერც მიხვდება, დახმარება რომ გავუწიეთ. სწორედ მაშინ ვუხსნით გულს უფალს, როდესაც ასეთ ბავშვებს ვეხმარებით! ჩვენ ხომ სიკეთეს ვაკეთებთ არა „მადლობის“ გამო, არამედ საკუთარი სულის გადასარჩენად.
 ნიკა, ლიკა და თამაზი ელიან ჩვენს დახმარებას, ჩვენს გარეშე, ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებიან. მათი დედა ვერ გაუმკლავდება მარტო, ჩვენს გარდა კი, მას არ ჰყავს ახლობელი ადამიანი!
 მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან! პამპერსი, წამლები, პროდუქტი, სარეცხი მანქანა და მაცივარი აუცილებელია, ცხოვრება რომ შევუმსუბუქოთ. ბავშვებს კი, სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სათამაშოები და პლანშეტი. ჩვენ ხომ, ამას ნამდვილად შევძლებთ?
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, პირადად მოინახულოს და გაუწიოს დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხაშური, ბორჯომის ქუჩა, ბინა 54.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გუბელიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენი სიკეთე გვაბედნიერებს! მეგობრებო, აუცილებლად წაიკითხეთ ეს პოსტ-ანგარიში! შეინახეთ ეს სიხარულით აღსავსე ფოტოები. თუკი გიმძიმთ, გაიღიმეთ მათთან ერთად, ვისაც დაეხმარეთ და პასუხად მთელი სამყაროც გაგიღიმებთ! 
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ნიკუშა მადლობას ვერ გეტყვით. მას ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ, ეს მისი ღიმილი თქვენ გეკუთვნით!

        ნეტავ, რას გვეტყოდა ნიკა ცერებრული დამბლა რომ არ ჰქონდეს მძიმე ფორმაში და ლაპარაკი შეეძლოს! ასეთივე სიხარული მოეფინებოდა სახეზე, მისი დაიკოს და ძამიკოს გახარებულ თვალებს რომ დაინახავდა? თუმცა, ჩვენ ხომ ამ სიკეთეს სწორედ მათთვის ვაკეთებთ, ვინც ვერასდროს გადაგვიხდის მადლობას, ამას უფალი გააკეთებს ნიკას ნაცვლად! დიდება მის სახელს!

„ეს ორცხობილების მთაა, მე კი – თვითმფრინავი და უნდა გადავაფრინდე-ე-ე-ე. მოიცა, ჯერ თავს მოვაჭამ ცოტა…“

          უკვე მერამდენე ოჯახს ვაჩუქეთ სიხარული, ჩვენო ერთგულო მკითხველო! განა ნაკლები საქმეა, სადარაჯოზე იდგე, სადაც გაჭირვებულის ხმა უკეთ გესმის და ყველაფერს აკეთებ წაქცეულის წამოსაყენებლად?! 
          სტატია გუბელიძეების ოჯახის შესახებ გასულ წელს გამოვაქვეყნეთ. ჩვენ გიამბეთ 14 წლის ნიკუშაზე, რომელიც დაბადებიდანვე ცერებრული დამბლის უმძიმესი ფორმით იტანჯება: ვერ დადის, ვერ ჯდება, ვერ დგება, ვერ საუბრობს… მის დედიკოს, მზიას კიდევ ორი პატარა შვილი ჰყავს ნიკუშას გარდა. ოჯახის შემოსავალი კი, მხოლოდ სოციალური შემწეობა და ბიჭის პენსიაა. დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ… 
        – მზია, გვიამბეთ, თქვენი ამხელა სიხარულის მიზეზი რა არის?
        მზია: ადამიანების მხარდაჭერა! ჩემი ქართველების სიკეთე. სოციალურ ქსელს გადახედავ და თითქოს, ყველა ერთმანეთს „ჭამს“ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მაგრამ, საკმარისია ვინმეს გაუჭირდეს, ყველა ერთიანდება. ყველა მზადაა გაჭირვებული გადაარჩინოს, შიმშილისგან იხსნას. ვის აინტერესებს ამ დროს პოლიტიკა?! ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ. ზოგჯერ თავად გაჭირვებულიც ეხმარება მასზე უფრო მეტად გაჭირვებულს. თქვენს გვერდზე ყველა სტატიას ვკითხულობ. ადრე წავიკითხე, ერთი ქალი წერდა, ერთდროულად ბევრი საკვებით დამეხმარნენ და სხვა გაჭირვებულებსაც გავუნაწილეო… წარმოგიდგენიათ? 
       აი, ასეთი თბილი ქვეყანაა ჩემი საქართველო, ზოგს კი, არ სჯერა ამის. ისეთი საოცნებო საჩუქრები მივიღეთ თქვენგან… ეს ყველაფერი ძალიან გვჭირდებოდა. პირველ რიგში, საწოლი ჩემი ნიკუშასათვის. აქამდე, ჩემთან ერთად ეძინა. სხვა საშუალება არ გვქონდა. ახალი საწოლი ძალიან კომფორტულია.  ჩემი საცოდავი ბიჭი ვერ დადის, ვერ დგება… მოკლედ, საწოლს არის მიჯაჭვული. ახლა, ეს ლამაზი საწოლი მისი ახალი „სახლია“. დიახ, სახლის ტოლფასია! მადლობა ამისათვის. ნეტავ, შეეძლოს ჩემს პატარას თავად გადაგიხადოთ მადლობა. მას კი, საუბარიც არ შეუძლია, მხოლოდ იღიმის… მაგრამ, მე ამ ღიმილში ვხედავ ბედნიერებასაც და მადლიერებასაც. დედის გული ხომ ყველაფერს გრძნობს. 

ნიკუშასთვის ეს საწოლი ახალი „სახლია“

         ლიკა: კი, ნიკუშას ძალიან მოსწონს საწოლი. კიდევ ბევრი პამპერსი რომ მოგვიტანეთ, ეგეც ძალიან სჭირდებოდა. ის ხომ საპირფარეშოშიც ვერ დადის. ძალიან ბევრი პამპერსი სჭირდება ყოველდღე – 5-6 ცალი. თან, რაც უფრო იზრდება, უფრო მეტი… დედიკოს იმდენი ფული არ აქვს, სულ რომ უყიდოს. ჩემს ძამიკოს ძალიან კარგად უნდა მოვუაროთ, რომ დიდხანს გვყავდეს… 
          – ლიკა, შენ როგორი ჩართული ყოფილხარ ოჯახურ საქმეებში. ძმაზეც ზრუნავ. შენ რა გაგიხარდა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?
          ლიკა: მე ძალიან გამიხარდა მაცივარი. ჩვენი, ძველი გაფუჭებული იყო ეს კი შეხედე, ჩემზე მაღალია. ნეტავ, ოდესმე თუ გავასწრებ სიმაღლეში?

„ისეთი მაღალია, ვერასდროს გავასწრებ სიმაღლეში…“

თაზო: მაცივარში ბევრი საჭმელი უნდა იდოს, მაშინ არის საყვარელი. მე კანფეტები  და ტკბილეული გამიხარდა ყველაზე მეტად. ხორცი მიყვარს და „პეჩენიები“,  ხშირად თუ მომიტან, მაცივარიც გაივსება. 
მზია: ძალიან გაგვიხარდა გაზქურაც. 

„თურმე ხანდახან ღარიბ ბავშვებსაც შეიძლება გემრიელი საჭმელი ჰქონდეთ… თან, ხორცით!“

ლიკა: უფრო სწრაფად იწვება ერბოკვერცხი ამ გაზქურაზე.
თაზო: და უფრო გემრიელიც არის, მაგრამ მე მაინც გუფთა მირჩევნია. დედამ თქვა, ხორცი არ მომთხოვო, ძვირი ღირსო. მაგრამ თუ მინდა, რა ვქნა?
        – მზია, ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ?
        მზია: ერთ დღეს, დამირეკა ახალგაზრდა ბიჭმა. მითხრა, რომ მის დანაყოფს უნდოდა ნიკოს დახმარებოდნენ რამით. მისამართი მკითხა, მოვიდა. ბავშვებისთვის უამრავი საკვები მოიტანა. თურმე, ოსიაურის სამხედროებს სოციალურ ქსელში სტატია უნახავთ და ყველასთვის გაუზიარებიათ. ნაწილში შეუგროვებიათ თანხა და ამის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი ჩვენკენ გამოემართა. მადლობა ბიჭებო, თქვენ ნამდვილმა ქართველმა დედებმა გაგზარდეს და დარწმუნებული ვარ, თქვენი გაზრდილი შვილებიც ჩვენი ქვეყნის საამაყო ადამიანები იქნებიან.
          – მზია, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამით?
მზია: არაფრით, საერთოდ…  იმისიც არ მჯერა, სადმე ვინმეს  რამეში თუ ეხმარებიან ადგილობრივი გამგეობებიდან. ჰო, მართლა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ დამასაქმეს მეეზოვის პოზიციაზე… ხელფასი ისეთი მცირეა, დასახელებაც კი სამარცხვინოა. თან მგონი, ეგ სოციალური პროგრამის ნაწილია, თორემ ისე, არც გავახსენდებოდი.

„დღეში ორი ცალი რომ ვჭამო, რამდენი წელი მეყოფა?“

         – მზია, გჭირდებათ კიდევ უამრავი ნივთი და პროდუქტი. ერთჯერადი დახმარებით ჩვენი ურთიერთობა არ ამოიწურება. მე მჯერა, რომ ამ სტატიასაც უამრავი ადამიანი წაიკითხავს და გადაწყვეტს, მხარში ამოგიდგეთ.
        მზია: საკვების ყიდვას ვერასდროს ვახერხებ. სოციალური სასადილოთი ვსარგებლობ. იქ კი მოგეხსენებათ, ბავშვებისთვის არცთუ ისე სასარგებლო და სასურველი საკვებია. ხორცს მთხოვენ, ნამცხვარს… აბა, საიდან? თქვენ რომ ნამცხვრები მოუტანეთ, თაზომ ისიც კი იკითხა, დღეში მხოლოდ ორი ცალი რომ ვჭამო, რამდენი წელი მეყოფაო. ჩემი საწყალი შვილი. 
           ასე, კეთილი ადამიანების წყალობით მივაგორებ ჩემს წუთისოფელს. ნიკუშა როგორი მყავს, ხომ ხედავთ? განა შემიძლია მას წამლები, პამპერსები, სუფთა ლოგინი, თეთრეული და მოვლა-პატრონობა რომ მოვაკლო? მას რომ რამე მოუვიდეს, მოვკვდები! ხომ გესმით, დედა შვილებს კი არ არჩევს, მაგრამ სნეულს ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს და აყენებს წინა პლანზე. ეს ყველგან ასეა და ჩემი მოგონილი არ არის. გული მეთუთქება მას რომ ვუყურებ.

„ჩემო ლამაზო ძამიკო, ჯერჯერობით გვაქვს პამპერსები და დედიკოც მშვიდად იქნება“

ლიკა: დედას რომ სარეცხი მანქანა ჰქონდეს, გაცილებით შეუმსუბუქდება შრომა. აბა, შეხედეთ მის დაკოჟრილ ხელებს: დილით, ადრიანად ცოცხი უჭირავს ხელში, საღამოობით სულ რეცხავს და რეცხავს. ამას სულ ხელით აკეთებს… მეც ვეხმარები, მაგრამ ძნელია ცივ წყალში რეცხვა… ამიტომ, უფრო ხშირად ვალაგებ ხოლმე. ნიკუშას ვუვლი და სხვა საქმეების კეთებას უფრო ვახერხებ.
         – მაშ ასე, დედიკოს სარეცხი მანქანა და პროდუქტი გაუხარდება! თქვენ რა გაგიხარდებათ, ბავშვებო?
თაზო: მე ველოსიპედი გამიხარდება, დედიკო სადმე, რამის მოსატანად რომ გამაგზავნის ხოლმე, შურდულივით გავფრინდები. ესეც ხომ საქმეა? ესეც ხომ დახმარებაა?

„ველოსიპედით რომ გავქროლდები, ჯეკა უკან გამომყვება, როგორც პირადი დაცვა.“

ლიკუნა და თაზუკა პატარა ოცნებების ასრულებას ელიან…”

***
         გვჯერა, რომ სიკეთე არ ილევა და კიდევ ბევრი ადამიანი დაუდგება მხარში გუბელიძეების ოჯახს. იმისთვის, რომ პატარა თაზომ არ იოცნებოს ხორციან საჭმელზე, ჰქონდეს ველოსიპედი, ლიკა დადიოდეს ცეკვაზე და დედა ამაყობდეს მისი წარმატებებით. ეს ამბავი არ დასრულებულა! მას კიდევ უფრო უკეთესი გაგრძელება უნდა ჰქონდეს! ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!   
          მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გუბელიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. იპოვეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund     
       სპეციალურ ნომერზე: 0 0901200270
განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
        ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
   

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
375.00₾
2022 ოქტ 24
მაცივარი
700.00₾
2022 ოქტ 27
პროდუქტები
149.87₾
2022 ნოე 10
პამპერსები
125.00₾
2022 ნოე 29
გაზქურა
550.00₾
2023 მარ 06
პროდუქტები
99.95₾

სულ ხარჯები:

1999.82₾

დარჩა:

19.78₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
29.03.2023 20:31:31
₾20.00
ნინო ნიშნიანიძე
26.02.2023 20:00:00
₾3.00
თეიმურაზ შეყლაშვილი
26.02.2023 20:00:00
₾5.00
ტატუაშვილი ნუნუ
26.02.2023 20:00:00
₾3.00
კვანჭიანი ნოდარი
15.02.2023 20:00:00
₾20.00
ანუჩა კაევკონგ
14.02.2023 20:00:00
₾2.00
გიორგი შალამბერიძე
11.02.2023 20:00:00
₾5.00
ჩალაძე ამირან
09.02.2023 20:00:00
₾2.00
მაია ფანცულაია
05.02.2023 20:00:00
₾10.00
ზუხბაია ალექსი
04.02.2023 20:00:00
₾50.00
კეთილი გული
15.10.2022 17:52:51
₾5.00
მარიკა შუბლაძე
07.09.2022 20:00:00
₾3.00
ვალერი ნადირაძე
07.09.2022 20:00:00
₾2.00
რიტა ბარდაველიძე
07.09.2022 20:00:00
₾5.00
ფიქრია ხერხაძე
07.09.2022 20:00:00
₾3.00
გენო ტლაშაძე
07.09.2022 20:00:00
₾5.00
ელენე ბატიაშვილი
07.09.2022 20:00:00
₾1.00
თინათინ წირღვავა
07.09.2022 20:00:00
₾6.00
მზედარი სანებლიძე
07.09.2022 20:00:00
₾5.00
პაატა ბაღათურია
07.09.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,019.60

230 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,019.60

230 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება