ჩემ შვილს, ანას, ორასჯერ გაუკერეს მუცელი! მეც ექიმი ვიყავი! მაგრამ ახლა მას მაინც რაღაცეები სცვივა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„კიდევ კარგი გადაგაგდეს, თორემ რა მეშველებოდა უშენოდ?“
ანა, უამრავჯერაა გაკერილი, მას დაუკემსეს მუცელი და იღლია, მაგრამ ის მაინც ნაწილებად იშლება. გვერდებიდან ბამბები სცვივა. „მისი შეკერვა უკვე აღარ შეიძლება, თორემ საერთოდ დაიხევა, მუცელში აღარაფერი დარჩება“ – ფრთხილად ეხუტება 6 წლის მილენა თავის ერთადერთ თოჯინას. ამ სახლში არა მხოლოდ თოჯინა, ყველაფერი ძველი, ათასჯერ გადაკერებული და შეკეთებულია. აქ მილენას და მისი დახეული თოჯინას გარდა კიდევ 7 წლის ნატა, 8 წლის მაქსი და მათი დედა – მარიკა ცხოვრობენ.
მილენა (6 წლის): გინდა ანა მოგცე და ითამაშო? მაგრამ ძალიან ფრთხილად მოექეცი, ძალიან არ ჩაეხუტო. არაფერი მენანება, მე კარგი გოგო ვარ, მაგრამ ჩემი მეზობელი ლუკა ცუდ სიტყვებს მეძახის. გიჟი ხარო მეუბნება.
– იქნებ მოსწონხარ? ბიჭები ასე იქცევიან ხოლმე, გოგო რომ მოსწონთ.
მილენა: მართლა? არა, არ მგონია, თავი აბია გიჟი! აი გავიზრდები, „პოლიციონერი“ გამოვალ და ციხეში დაგიჭერ! ეგეთი ბოროტი ბავშვების ადგილი ციხეშია!
– იქნებ, მაგ დრომდე შეიცვალოს და კარგი ბიჭი გახდეს?
მილენა: არაფერია, მაინც დავიჭერ. და შენც, მაქს, თუ გამაბრაზებ, შენც დაგიჭერ, გაიგე?
– გამოდის, ყველა შენ გაბრაზებს?
მილენა: ჰო! ანას გარდა ყველა მაბრაზებს!
„ანა ჩემი საუკეთესო მეგობარია და არასდროს მაბრაზებს“
ნიტა (7 წლის): ჰო, რა თქმა უნდა, თოჯინაზე დედიკოს რამე ცუდს ვერ მოუყვები! აბა რა!
მილენა: აი ხედავ? სულ ასეა! ვთამაშობთ, მერე მაბრაზებენ, მერე მე დედიკოს ვეუბნები, მერე დედიკო ამათ უბრაზდება, და მერე ესენი ისევ მე მაბრაზებენ.
ყველაზე სიმპათიური და ძლიერი ბიჭი!
– კარგი, იმის გარდა, რომ ერთმანეთს აბრაზებთ და უბრაზდებით, კიდევ რით ხართ დაკავებულები?
მაქსი (8 წლის): უკვე 4 წელია რაც ტაიკვანდოზე დავდივარ. მაქვს სიგელები და ერთი ოქროს მედალი. პირველ ადგილზე გავედი!
– რამდენ ბიჭს უნდა ეჩხუბო, რომ პირველ ადგილზე გახვიდე?
მაქსი: ორს! ერთს მოვუგე, მეორე არ მოვიდა. ასე დავიკავე პირველი ადგილი.
«ნახე როგორ შემიძლია, აბა შენც სცადე»
– ალბათ შეეშინდა, ნახა რა ძლიერიც ხარ.
მაქსი: შეიძლება. კლასშიც ყველაზე ძლიერი ვარ. ყველა გოგო შემიძლია დავიცვა!
– რომელიმე გოგო განსაკუთრებულად?
მაქსი: რანაირი კითხვებია? ჰო, არის ერთი ასეთი გოგო. მაგრამ მეტს არაფერს გეტყვი. წავალთ ახლა ჩვენ ვითამაშებთ და შენ დედიკოსთან გააგრძელე საუბარი.
ეს დახატული ბავშვები საშინელ პირობებში ცხოვრობენ, ბავშვობის და მომავლის იმედის გარეშე.
– მარიკა, გვიამბეთ თქვენი პრობლემების შესახებ. მარტო როგორ ახერხებთ მათთან გამკლავებას?
მარიკა: მარტოხელა დედა ვარ. განქორწინებული ვარ 4 წელი. ის კარგი ადამიანია, მაგრამ ერთმანეთს ვერ შევეწყეთ. ის მონასტერში წავიდა. პრობლემები ჰქონდა, რომლებსაც საკუთარი ძალებით ვერ მოერია. იქ სულიერი სიმშვიდე იპოვა. ბავშვებს ნახულობს ხოლმე, მაგრამ მატერიალურად ვერ გვეხმარება.
– თქვენ როგორ არსებობთ?
მარიკა: სოციალური დახმარება – 540 ლარია. ზოგჯერ ყანაში ვმუშაობ, ვეხმარები მეზობლებს მოსავლის აკრეფაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სულ ვმუშაობდი. არანაირი სამუშაოს არ ვთაკილობ. უბრალოდ მისი პოვნა ძალიან ძნელია. მერიდება, როცა თანხას ვერ ვზოგავ და ბავშვები მშივრები მყავს, ვერავის ვთხოვ ხოლმე დახმარებას. მარტოხელა დედისთვის ძალიან ძნელია ბავშვების შენახვა. თან, საჭმლის გარდა მათ ხომ უამრავი რამე სჭირდებათ. ადრე სასადილოთი ვსარგებლობდი, მაგრამ მერე სიიდან ამომშალეს. ავად ვიყავი და ვერ შევძელი მისვლა და სადილის აღება.
«რა მაგარი იქნებოდა ამ ქვაბში ტორტი რომ იხარშებოდეს!»
– ახლა რას აჭმევთ ბავშვებს?
მარიკა: რაღაცეებს ვიგონებ ხოლმე. დღეს მაკარონი მოვუხარშე, მაწონი დავასხი და რაღაც წვნიანის მაგვარი გამოვიდა.
მაქსი: ყველაზე გემრიელად დედას შემწვარი კარტოფილი გამოსდის.
– კიდევ რას ამზადებს გემრიელად?
მაქსი: მაკარონს. მაგრამ მე არ მიყვარს მაკარონი. აი ყოველ დღე და მთელი დღე ტკბილეული რომ მაჭამონ – არ მომბეზრდება!
ნიტა: ჩვენ კარგად უნდა ვჭამოთ. მეც დავდივარ სპორტზე ცემი ძმასავით, მაგრამ ჯერ მედლები არ ამიღია. მეუბნებიან, რომ ჯერ პატარა ვარ.
მილენა: მე კიდევ 18 მაისს დაბადების დღე მქონდა და დედიკომ ნამდვილი ტორტი მომიტანა. იცი რა გემრიელი იყო? ყველას გავუნაწილე! უი, ერთხელ იცი რა მაგარი ტორტი მაქვს ნაჭამი? იღიმოდა! ტორტი ღიმილით, გიჭამია?
«მე ისედაც ლამაზი ვარ, ჩემი თოჯინასთვის მომიტანეთ კაბა»
– სანთლები იყო შენს ტორტზე?
მილენა: იყო. სურვილიც ჩავიფიქრე. თოჯინა ანასთვის კაბა მინდა, რომ მისი ულამაზო დახეული მუცელი დავმალო.
– ახალი სათამაშოები არ ჩაიფიქრე?
მილენა: არა. მე ანა მიყვარს. და კიდევ ჩავიფიქრე სკოლის ჩანთა, ოღონდ ელზა რომ ეხატოს, ისეთი. იცი ელზა ვინ არის?
«მარტო სალტოების კეთება კი არ შემიძლია, დედიკოსაც ვეხმარები»
– ნატა, შენ რა გინდა?
ნიტა: არ დამცინებთ? მეც სპორტსმენობა მინდა. მინდა ლამაზი ფორმა მქონდეს.
– ვინ გინდა რომ გამოხვიდე??
ნიტა: „ტეიკვანდოსტი“. თუ როგორ არის სწორედ? კაი დაწერე რომ მინდა გამოვიდე „გიმნასტიკოსი“… თუ ესაც არასწორეა?
– რა კარგი გეგმები გქონია!
ნიტა: მე მალე დაბადების დღე მექნება და ჩავიფიქრებ ტელეფონს და ლამაზ ფორმას. და რა კარგი იქნება თუ მეც მექნება ტორტი და სანთლები.
– და შენ რაზე ოცნებობ?
ნიტა: მხოლოდ ტელეფონზე.
– რა საყვარელი ბავშვები გყავთ მარიკა, ახლა ვხვდები რა გაძლევთ სიცოცხლის ხალისს.
მარიკა: ჩემი სიცოცხლეები არიან. მართალია, ზოგჯერ მშივრები ვართ, ბავშვები ყველაფერს მოკლებულნი არიან, იმის მეათასედიც არ აქვთ, რაც სხვა ბავშვებს. არ იმჩნევენ მოწყენას, მაგრამ დედის გული ხომ ყველაფერს გრძნობს. მაგრამ თავს იმით ვიმხნევებთ, რომ ერთად ვართ და დანარჩენს – ღმერთი მოგვცემს.
დედას ერთადერთი ოცნება აქვს, რომ შვილებისთვის ყოველთვის ჰქონდეს საჭმელი!
– მარიკა, თქვენ რაზე ოცნებობთ?
მარიკა: ვოცნებობ, რომ ჩემ შვილებს ოდესმე სახლი ექნებათ. პატარა, თბილი და მყუდრო. რომ ექნება ახალი ტანსაცმელი, რომ ერთმანეთის გამონაცვალში არ ივლიან. ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ სათამაშოებს ვუყიდი, და არ ვინერვიულებ იმაზე, რომ ამის გამო მშივრები ვიქნებით. ვოცნებობ, რომ მათ დაივიწყონ რა არის შიმშილი.
– სახლში რა გჭირდებათ პირველ რიგში?
მარიკა: პროდუქტები, პროდუქტები და კიდევ ერთხელ პროდუქტები. ბავშვებს არ ყოფნით რაც გვაქვს. ვოცნებობ რომ მქონდეს სარეცხი მანქანა და მაცივარი. ბავშვები სათამაშოებზე. ტანსაცმელს ახლობლები ან უცნობი კეთილი ხალხი გვჩუქნის.
მაქსი: მე გაგიჟებამდე მინდა ტელეფონი.
ნიტა: მეც მინდა ტელეფონი და ტელევიზორიც.
მილენა: მე რა მინდა თქვენ უკვე იცით!
***
ეს ოჯახი ჩვენს მხარდაჭერას ელოდება. მარიკა 3 ანგელოზს სრულიად მარტო ზრდის. ბავშვები მოკლებულნი არიან ყველაფერს. მათ არ აქვთ ნორმალური ბავშვობა და მომავლის იმედი. მაგრამ მათ აქვთ მთავარი – ერთმანეთის სიყვარული და კეთილი გულები. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ: პროდუქტის, სარეცხი მანქანის და მაცივრის და ტელევიზორის შესაძენად. ხოლო პლანშეტები და ტელეფონები ბავშვებს სიგიჟემდე გაახარებს. ასევე პატარები ტორტზე ოცნებობენ. მერე რა, რომ დაბადების დღე წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის. ჩვენ ხომ შეგვიძლია ბავშვები უმიზეზოდ გავახაროთ?
თუ გაგიჩნდათ სურვილი პირადად ინახულოთ და დაეხმაროთ, ეს მათი მისამართია: ჩხოროწყუ, ჭავჭავაძის ქ, 1 კორპუსი, ბინა 1.
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს.
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარიკა ძერია)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დალოცვილები ყოფილიყავით!