რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„მამის გარდაცვალება გადაიტანეს, ძილში ქუჩის ძაღლების ყეფის ხმა ჩაესმით …“- ეს საშინელებათა ისტორიებია? არა, ხვედელიძეების ოჯახის სასტიკი რეალობა

calendar სექტემბერი 24, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ვინმე თუ მეუბნება, რომ სახლი არ მაქვს და „ფარეხის“ ბიჭი ვარ, არ ველაპარაკები. იმიტომ, რომ მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, უბრალოდ ფარეხში ვცხოვრობ. უკვე ყველას ვეჩხუბე, ვინც დამცინოდა. დავიჯერო, ვინმე კორპუსში თუ ცხოვრობს, მე კი – ფარეხში, ჩემი დაცინვის უფლება აქვს?!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„მამის გარდაცვალება გადაიტანეს, ძილში ქუჩის ძაღლების ყეფის ხმა ჩაესმით…“- ეს საშინელებათა ისტორიებია? არა, ხვედელიძეების ოჯახის სასტიკი რეალობა


კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ასეთი საოცარი ბიჭუნა „იმალება“ ძველ და ბნელ ფარეხში

          „ვინმე თუ მეუბნება, რომ სახლი არ მაქვს და „ფარეხის“ ბიჭი ვარ, არ ველაპარაკები. იმიტომ, რომ მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, უბრალოდ ფარეხში ვცხოვრობ. უკვე ყველას ვეჩხუბე, ვინც დამცინოდა. დავიჯერო, ვინმე კორპუსში თუ ცხოვრობს, მე კი – ფარეხში, ჩემი დაცინვის უფლება აქვს?!“
         8 წლის რეზი ფარეხში ცხოვრობს მის დასთან, დედასთან და მამინაცვალთან ერთად. ტკბილი ოცნებებით კი არა, ქუჩის ძაღლების ყეფის, ჩხუბისა და ლოთების ყვირილის ხმაზე იძინებს. ცდილობს, ძილის წინ ისუნთქოს და „ჰაერი მოიმარაგოს“ იმიტომ, რომ ფარეხს ფანჯრები არ აქვს და ისეა ჩახუთული, როგორც წამების კამერა. თან, იქ საშინლად ბნელა და ეშინია.
          „აქ, კაცს მანქანაც კი დაენანება დასაყენებლად, ისეთი ნესტია და ისე ჩამოდის წყალი წვიმის დროს“ – ამბობს ვერიკო, რეზის დედა – „ჩვენ კი, უკვე ათი წელია აქ ვცხოვრობთ“.

ამ ძველმანებით სავსე ჩახუთულ ორმოში ბავშვები ცხოვრობენ!!!

        „შენ რა გგონია, მომწონს აქ ცხოვრება?“ – მეკითხება რეზი. – „მეც მინდა კორპუსში ვიცხოვრო, სხვა ბავშვებივით, იქ სტუმრად ვიყავი. იქ, შხაპის მიღება და ყველგან სინათლის ანთება შეიძლება. ჩვენ კი, რომ დავიბანოთ, სათლით ვაცხელებთ წყალს. ხშირად, გაკვეთილებსაც კი ქუჩაში ვმეცადინეობ, ფარეხის წინ, უკეთესად რომ დავინახო“.
        აქ ბნელა. დასაძინებლად რომ ვწვები, თვალებს მაგრად ვხუჭავ ხოლმე, „უჟასების“ რომ არ შემეშინდეს. მეშინია, იქნებ, „ბუებია“ ამ სიბნელეში. კიდევ იცი, აქ ძალიან ცოტა ადგილია და წარამარა ვეჯახები რაღაცას. სირბილიც კი არ შემიძლია. კიდევ იქ, კორპუსში, სახლში ჩექმა არ აცვიათ, იატაკი არ არის ცივი.

„ამ საშინელ საძინებელში, მხოლოდ კოშმარები თუ დაგესიზმრება!“

ვერიკო სათლით აცხელებს წყალს დასაბანად.

        – თვალი რატომ გაქვს ჩალურჯებული?
       რეზი: ისევ მაწანწალა დამიძახეს, ჩხუბი მომიხდა. მომბეზრდა უკვე.

სილურჯე მალე გაივლის, გულის იარები კი – არა

         ვერიკო: ჭურჭელი ძირს დევს, რომ არ დაიმტვრეს, კარადა თუ დაიშალა. უკვე ძალიან ძველია, ნესტმაც ავეჯი სულ გააფუჭა. ტანსაცმლის შესანახი ადგილიც არ მაქვს, ყველაფერი ინესტება. ამიტომ, სულ ზემოდან მილაგია. ვეღარც გაივლი.

ცხოვრებისთვის ადგილი აღარ დარჩა! კარადები დამპალია, ნივთები ძირს უდევთ

„აქ დასაყენებლად, მანქანაც კი დაგენანება, ისე ჩამოდის წვიმის დროს წყალი. ჩვენ კი, აქ ვცხოვრობთ“

         – ვერიკო, ფარეხში რატომ ცხოვრობთ, აქ როგორ აღმოჩნდით?
         ვერიკო: არაფერი გაგვაჩნია ამ ფართის გარდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩემმა მშობლებმა სახლის ყიდვა ვერ მოახერხეს. ცხონებულმა მამაჩემმა ეს ფარეხი იყიდა, ჩემი შვილები ქუჩაში მაინც რომ არ დარჩენილიყვნენ.
         რეზი: ჩემი ბებო და ძიაც ნამდვილ სახლში კი არა, ფარეხში ცხოვრობენ. იქაც არ მომწონს, არაა ლამაზი. და გემრიელიც არაფერია.
        – მაინც რას ეძებ გემრიელს?
         რეზი: ჰამბურგერს!
         ვერიკო: ოჰ, უცებ არ იპოვო! დედაჩემი და ჩემი ძმაც ასეთივე მდგომარეობაში არიან, როგორც ჩვენ. ჩემს ძმას ბავშვობიდან ფსიქიკური პრობლემები აქვს. მხოლოდ ორი კლასის დამთავრება მოახერხა. სამუშაოდ ვერ გაუშვებ, ადამიანების ეშინია, არ უყვარს. მუდამ საჭმელს ითხოვს და ეს ძალიან ძნელია. შეუძლია, ბავშვს წაართვას, ეჩხუბოს საჭმლის გამო.

ბებო ძალიან ავად არის, ისიც ჩვენსავით ცუდად ცხოვრობს

        რეზი: მე ბრინჯის ფაფის გამო მეჩხუბა.
        ვერიკო: მოკლედ, კოშმარია. 30  წელია უკვე, აი ასე აწვალებს დედას, ის კი, მას პატარა ბავშვივით უვლის. არადა, თვითონაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ფეხებზე წითელი ქარი, 40 სიცხე.
       რეზი: სულიკო პაპას ვთხოვე (მამაჩემის მამას) პენსიიდან ჰამბურგერის ფული გადამიდოს. მაგრამ, მალე ვერ ვნახავ, მხოლოდ მაშინ, როდესაც სოფელში წავალ, მამიკოს საფლავზე. რა გაგიკვირდა? პატარა ვიყავი, რომ დაიმტვრა. კიბიდან ჩამოვარდა. მე არ წამიყვანეს, მაგრამ მივხვდი, რაღაც ცუდი რომ მოხდა. ჩვენთან შავებში ჩაცმული ქალები მოდიოდნენ. ჩემი და, მაია წაიყვანეს, მისთვის შეიძლებოდა იქ წასვლა.
          ვერიკო: კი, ასეთი საშინელება მოხდა. დავრჩი ორი პატარა ბავშვით. მძიმედ გადავიტანე. მაგრამ, ღმერთის წყალობით, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მხარში ამომიდგა, გახდა ჩემი მეორე ნახევარი. ერთად ვმუშაობდით „ჰიგიენ სერვისში“. კარგ ადამიანს ხომ არ ჩაეძიები? მეუღლეს ფეხი სტკივა, ახლა, ეს პრობლემა გამწვავდა. ფეხზე დგომა ორ საათზე დიდხანს არ შეუძლია. უნდა დაჯდეს, ან წამოწვეს. მშენებლობაზე, ორ საათს ვინ გამუშავებს? არ უნდათ, არ აჰყავთ. განათლება არ გვაქვს, არც მე, არც მეუღლეს, რამე სხვა შემოსავლის წყარო რომ მოვიფიქროთ.
          მუდამ ფიზიკურად ვშრომობდით. მე, ახლაც ასე ვარ, ბინებს ვალაგებ, სადაც დამიძახებენ. 20-30 ლარს მომცემენ და უბრალო სადილს მაინც გავაკეთებ – წყალწყალა წვნიანი, ბორში, ან მაკარონი. სხვის სახლს ვალაგებ, ვაწკრიალებ და ჩემს სოროში ვბრუნდები. არ მეღირსება ადამიანური ცხოვრება.
         – ასე რატომ ამბობთ, ვერიკო? მტკივნეულია თქვენი მოსმენა.
         ვერიკო: იმიტომ, რომ ბავშვობაში ნაქირავებ ბინებში დავწანწალებდი მშობლებთან ერთად. რამდენჯერ მიტირია, როდესაც მეპატრონე ქირის გადაუხდელობის გამო ქუჩაში გვყრიდა, მხოლოდ ეს ცრემლი თუ გააჩერებდა. აი ასე, კანკალით დავამთავრე სკოლა. მინდოდა ექთანი გამოვსულიყავი, მაგრამ ამისთვის არც ძალა მეყო, არც სახსრები. მამა მუდამ სვამდა და უბედური ბავშვობა მქონდა.
        რეზი: დედიკო, გინდა, ცხოვრების ბოლომდე შევჭამ შენს წყალწყალა ბორშს? ყველაზე გემრიელია. (გული ეტკინა.)
         ვერიკო: არა, ოქრო. ღმერთს ვთხოვ, რომ შენ და მაიას ჩემზე უკეთესი ცხოვრება გქონდეთ. უფალმა გაგიხსნათ გზა… ახლა, ყველაფერს მოკლებულები ხართ. ობლობის პენსიიდან თანხა ნაწილობრივ მეჭრება, ადრე სესხი ავიღეთ, თავი რომ გაგვეტანა. რჩება სოციალური დახმარება 400 ლარი. ამ თანხით, ბავშვებს ვერც ჩააცმევ, ვერც დაახურავ, ვერც უმკურნალებ, რამე რომ მოხდეს. ღმერთის წყალობით ჯანმრთელი შვილები მყავს, მიუხედავად ამ ნესტისა და უჟანგბადობის. მაგრამ, სულ ვდარდობ.

„გემრიელი ბრინჯია, დედა“

         რეზი: კარატეზეც ვერ ვივლი ამ ფულით.
         – გინდა კარატეზე სიარული?
         რეზი: ძალიან! კიდევ, ბოქსზე, ჭიდაობაზე, ფეხბურთზე და ცურვაზე მინდა.
          – მერე, მოასწრებ ამ ყველაფერს?
          რეზი: ყველგან თითო საათი ვივლი. არ დავიღლები, ძალიან სწრაფი ვარ. კიდევ, სულ ვფიქრობ, მინდა რამე გამოვიგონო. მეცნიერი უნდა გამოვიდე.

„რადგან ვთქვი, გემრიელიაო, ეხლა ეს უნდა ვჭამო“

          – თუ წარმატებას მიაღწევ, შენს ოჯახსაც დაეხმარები?
          რეზი: რა თქმა უნდა! სახლს ვიყიდი, სარეცხ მანქანას და მაცივარს, ბევრ საჭმელს, კაბებს, ჩემი დისთვის, ყველას ზღვაზე წავიყვან.

სხვის სახლს რომ დაალაგებს, ხელით რეცხავს საკუთარ სარეცხს

          ვერიკო: ოჰ, რა გულიანად ოცნებობს (იღიმის.) ყველა ჩემი სადარდებელი „მოიოცნება“. მაცივრის კარი არ იკეტება, საჭმელი ფუჭდება. საერთოდ არ ყინავს, კარადაა რა. ხელით ვრეცხავ, დავიტანჯე.
       – მთავარი საჭიროებები ჩამოვთვალეთ – სარეცხი მანქანა, მაცივარი, პროდუქტი. მაგრამ, ამით ჩვენი მკითხველები არ შემოიფარგლებიან. იქნებ ისურვონ, პირადად ბავშვებს რამით რომ დაეხმარონ. მაიკო, შენც გვიამბე საკუთარ თავზე.
          მაია (11 წლის): მე რეზისავით საზიზღარი მეგობრები არ მყავს. არავინ დამცინის. მაგრამ, მე თვითონ ვდარდობ, რომ სახლში სტუმარი ვერ მომყავს. ყველაზე მეტად მეშინია, რომ მეკითხებიან, სად ვცხოვრობ. მეშინია, არ გაიგონ და არ მთხოვონ, სახლში რომ მოვიყვანო. ვოცნებობ, რომ აღარ მრცხვენოდეს ამის. მინდა, საკუთარი, ძალიან ნათელი ოთახი მქონდეს. და რომ დავწვები, ჭერიდან წყალი არ წვეთავდეს. მაგრამ ახლა, ძალიან მრცხვენია და გული ძალიან მტკივა.
          – კი, მაგრამ გულს როგორ აყოლებ? რამე გასართობი გაქვს?
         მაიკო: ლამაზ სამაჯურებს ვაკეთებ ბისერით. თუ რამე დეტალები, ან თვლები მაქვს – საყურეებსაც. ხანდახან, მასალას მჩუქნიან ხოლმე და ძალიან მიხარია. კიდევ, საჭმლის მომზადება მიყვარს, ცოტა პროდუქტი გვაქვს, მაგრამ მაინც. კარტოფილის პიურე, შემწვარი კვერცხი. ალბათ, მზარეული, ან კონდიტერი გამოვალ. მინდა, სილამაზე შევქმნა! იმედია, შევძლებ და გავაღწევ ამ გარაჟიდან. თორემ, მერეც ასე თუ ვიცხოვრე, გავგიჟდები.
***
        ყველა ბავშვს უნდა, მაგარი, თანატოლებს შორის გამორჩეული რომ იყოს! მაგრამ, არცერთ ბავშვს არ სურს, კოშმარული საცხოვრებლით გამოირჩეოდეს, ძველი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იმით, რომ ჰამბურგერი არასდროს გაუსინჯავს. რეზი და მაია ძალიან იტანჯებიან. სახლშიც და გარეთაც, საშინელი პირობების და თანატოლების გამო.
           მათ უკვე ძალიან ნატკენი აქვთ გული! მამის გარდაცვალებიდან მოყოლებული. ჯერ კიდევ ოცნებობენ და სჯერათ, რომ ამ ფარეხს თავს დააღწევენ! დავეხმაროთ მანამ, სანამ მათ გულებში ჩამქრალა ეს ნაპერწკალი!
          ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც მზადაა და მათ სიხარულით მოინახულებს. საშინელი პირობების მიუხედავად. ხვედელიძეების ოჯახი ცხოვრობს თბილისში. მისამართი: ნუცუბიძების მე-4 პლატო, კორპ. 10ა, ფარეხი 1გ. (ავტოფარეხების ტერიტორია).
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
        გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება! რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ ჩვენი სჯერათ. იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხვედელიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ოქტ 31
მაცივარი
660.00₾
2022 ნოე 29
სარეცხი მანქანა
600.00₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
405.00₾
2023 ივლ 04
სამშენებლო მასალა
220.00₾
2023 ივლ 04
სამშენებლო მასალა
470.00₾

სულ ხარჯები:

2355.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გიორგი შალამბერიძე
15.02.2023 20:00:00
₾5.00
ჯანიაშვილი ჯანო
11.02.2023 20:00:00
₾5.00
მარიამ დევდარიანი
06.02.2023 20:00:00
₾2.00
სალომე თარხნიშვილი,
13.01.2023 20:00:00
₾20.00
სალომე თარხნიშვილი,
12.01.2023 20:00:00
₾20.00
სალომე თარხნიშვილი,
05.01.2023 20:00:00
₾10.00
სალომე თარხნიშვილი,
01.01.2023 20:00:00
₾10.00
სალომე თარხნიშვილი,
29.12.2022 20:00:00
₾10.00
სალომე თარხნიშვილი,
27.12.2022 20:00:00
₾5.00
სალომე თარხნიშვილი,
27.12.2022 20:00:00
₾5.00
"ვახტანგ კონცელიძე
26.12.2022 20:00:00
₾10.00
სალომე თარხნიშვილი,
25.12.2022 20:00:00
₾5.00
სალომე თარხნიშვილი,
24.12.2022 20:00:00
₾5.00
'სალომე თარხნიშვილი
21.12.2022 20:00:00
₾10.00
'სალომე თარხნიშვილი
21.12.2022 20:00:00
₾10.00
'ივანე ჯანელიძე
20.12.2022 20:00:00
₾50.00
'სალომე თარხნიშვილი
20.12.2022 20:00:00
₾10.00
სალომე თარხნიშვილი
19.12.2022 20:00:00
₾20.00
სალომე თარხნიშვილი,
13.12.2022 20:00:00
₾5.00
სალომე თარხნიშვილი,
09.12.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,355.00

187 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,355.00

187 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება