რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შეიძლება, ჩემი საკუთარი თავის სიმძიმის გამო, ხერხემალში გადავტყდე და მოვკვდე!

calendar ივნისი 13, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მთელი ამ წლების განმავლობაში, ნანის ბევრი საწყენი სიტყვის მოსმენა მოუხდა, რომელიც ხანდახან, ფიზიკურ ტკივილზე უფრო მტანჯველია ადამიანისთვის. „მახინჯი“, „მოღრეცილი“… ყველას ვერც გაიხსენებს. ახლა, ის არის 65 წლის ძლიერი ქალი. მტკივნეული სიტყვების აღარ ეშინია, მაგრამ მწარე სიტყვებით მიყენებული ჭრილობები დღემდე არ მოუშუშდა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

შეიძლება, ჩემი საკუთარი თავის სიმძიმის გამო, ხერხემალში გადავტყდე და მოვკვდე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ხანდახან, სიტყვები დანაზე უფრო ბასრია“

მთელი ამ წლების განმავლობაში, ნანის ბევრი საწყენი სიტყვის მოსმენა მოუხდა, რომელიც ხანდახან, ფიზიკურ ტკივილზე უფრო მტანჯველია ადამიანისთვის. „მახინჯი“, „მოღრეცილი“… ყველას ვერც გაიხსენებს. ახლა, ის არის 65 წლის ძლიერი ქალი. მტკივნეული სიტყვების აღარ ეშინია, მაგრამ მწარე სიტყვებით მიყენებული ჭრილობები დღემდე არ მოუშუშდა.

 „ჩემი ხელით ვიკეთებ ნემსებს, ტკივილი რამდენიმე წუთით მაინც რომ გავიყუჩო“

ჩვენმა ფონდმა მიმართა თურქეთის სამედიცინო ორგანიზაცია index medikal-ს და ოპერაციის საფასურის გარკვევას ველით! მეგობრებო, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ერთად დავუმტკიცოთ არამზადებს, ვინც მთელი ამ წლების მანძილზე შეურაცხყოფას აყენებდა ამ ღირსეულ ქალბატონს, რომ ის ლამაზია და სულაც არ არის ბებერი! მასაც აქვს ბედნიერებისა და სიცოცხლის უფლება! 
– ნანი, ამჟამად ყველაზე მეტად რა გაწუხებთ? 
ნანი: თქვენს შეწუხებას ვერც გავბედავდი, დღითიდღე რომ არ მძიმდებოდეს ჩემი მდგომარეობა. შემომხედეთ, ასეთი რამ თუ გინახავთ ოდესმე? კისრის კუნთების სისუსტის გამო, თავს სწორად ვერ ვიჭერ, ხერხემლის გამრუდება მაქვს, სუნთქვა მიჭირს, ხორხი დეფორმირებული მაქვს, ხშირად მაწუხებს გულის რევა, ჰაერი არ მყოფნის. მიჭირს მოხერხებული მდგომარეობის მიგნება,  ტკივილისგან ცოტა ხანს მაინც რომ შევისვენო. მაგრამ, ისიც ხშირად არ გამომდის. ხანდახან, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებიც არ მშველის. საწოლიდან წამოდგომაც კი არ შემიძლია… თანაც, ყოველთვის არ მაქვს იმის საშუალება, წამლები რომ შევიძინო.

 „დამცირებამ და შეურცხყოფამ შეიძლება მოკლას სუსტი ადამიანი, ძლიერი კი აგრძელებს ცხოვრებას.“ 

– როგორ ახერხებთ ასე, სულ მარტო ცხოვრებას? 
ნანი: მარტოხელა ადამიანი იძულებულია! ჯერჯერობით, საწოლიდან ადგომას და თავის მოვლას კი ვახერხებ, მაგრამ, ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ უმწეო გავხდები და ვეღარ შევძლებ საპირფარეშომდე დამოუკიდებლად მისვლას. მარტოხელა ადამიანებისთვის, ეს არის ყველაზე დიდი საშინელება. ახლა, იმდენს მაინც ვახერხებ, ჩაი ან საჭმელი მოვიმზადო, მოვწესრიგდე და დამჯდარი როგორღაც იატაკსაც კი ვწმენდ… მერე ძალიან მიჭირს ადგომა, მაგრამ საღორეში ცხოვრება არ შემიძლია!

 „ტელევიზორის ყურებაც კი არ მიყვარს… ფანჯარასთან ასე დავჯდები ხოლმე, გავცქერი არემარეს და ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეს დაავადება რომ არა“ 

– როდის აღმოგაჩნდათ ეს დაავადება? 
ნანი: სკოლაში რომ ვსწავლობდი, უკვე მაწუხებდა კისრის არეში ტკივილები და თავს ვერ ვიჭერდი სწორად. სად არ დავყავდი ჩემს მშობლებს, როდესაც საქართველოში ყველა ექიმი შემოვიარეთ, მოსკოვში წამიყვანეს. იქ ოპერაცია ჩამიტარდა, რომელმაც რამდენიმე წლით შეაჩერა დაავადების პროგრესირება. მერე კი, სენმა ახალი ძალებით შემომიტია. უნივერსიტეტში სიარული ძალიან მიჭირდა. დიდხანს ჯდომა არ შემეძლო, ყველანაირ ახალგაზრდულ გართობას ვიყავი მოწყვეტილი… ვხვდებოდი, რომ არ ვგავდი სხვებს, მაგრამ მაინც მტკიოდა გული. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლების წლები მაინც ყველაზე ნათელი ხანა იყო ჩემს ცხოვრებაში! ახლა, რა არის ჩემი ცხოვრება? შესაძლოა, ჩემზე თქვან: „მოხუცია, ცალი ფეხით სამარეშია, არ რცხვენია, დახმარებას რომ ითხოვს?“ მაგრამ, მე ხომ მხოლოდ 65 წლის ვარ, ჩემს თანატოლებს შვილიშვილები ჰყავთ, თეატრებში დადიან, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. მე კი, მოკლებული ვარ ამ ყველაფერს.

ჩაის მომზადება და დალევაც კი, ძალიან რთულია ნანისთვის

 „ბევრი რამ ვიცი ჩემი დაავადების შესახებ, ბევრს ვკითხულობ. ცუდია, ინტერნეტი რომ არ მაქვს და იძულებული ვარ, ძველი წიგნებით შემოვიფარგლო“ 

– რატომ მიმართეთ ჩვენს ფონდს? 
ნანი: გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, მერე კი ვიფიქრე, რომ სულაც არ არის სამარცხვინო, ჩემი ბრალი ხომ არაა, ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ. მე არ გამომიტანია საკუთარი თავისთვის ეს განაჩენი. მე ხომ არც ქურდი ვარ, არც ნარკომანი?  უბრალოდ მარტოხელა ავადმყოფი ქალი ვარ. სიცოცხლე მინდა. ჩემი ნებისყოფა და სიცოცხლის ხალისი რომ არა, სხვა, ჩემს ადგილას, ალბათ, თავს მოიკლავდა. მე კი არ ვიზამ ამას! უნდა ვიცოცხლო. ყველას ვისაც რცხვენია თავისი სენის, ვინც საკუთარი ოთახიდან არ გამოდის, იმის შიშით, რომ ვიღაც რაღაცას ეტყვის. იცოდეთ ერთი! ეს მხოლოდ მათი სისუსტის გამოვლინებაა. მათ ეშინიათ განსხვავებულობის! მათ არ უყვართ ღმერთი და მის მითითებებს არ მიჰყვებიან. იესო ქრისტემ ხომ, კეთროვანი ქალი ჩაიკრა გულში და ჩვენც იგივეს გვასწავლის.

 „ძალა გამონახეთ საკუთარ თავში და უფლის იმედით იცოცხლეთ“ 

– გვითხარით, რა დახმარება გჭირდებათ ამჟამად? 
ნანი: ორი თხოვნა მაქვს: მკურნალობის კურსის გავლა მინდა თურქეთში, ამბობენ, რომ  იქაური ექიმები ახდენენ სასწაულებს. იქნებ, მეღირსოს ტკივილის გარეშე ცხოვრება? იმდენის გადატანა მომიხდა ამ წლების განმავლობაში. კორსეტიც მეცვა, რომელიც ამაგრებდა კისერს, მაგრამ მიჭერდა მკერდსა და ყელზე, ტყავს მაძრობდა. ენით აღუწერელი ტკივილია. ჩემი ოცნებაა, საჭმელი მშვიდად ვჭამო, ჩაი მივირთვა კარაქიანი პურით… მოხერხებულად დავწვე და დავიძინო… ჩემი ოცნებაა მქონდეს ინტერნეტი და პლანშეტი, ჩემი დაავადების მკურნალობის ახალი ტექნოლოგიების შესახებ რომ გავიგო და წავიკითხო… ვოცნებობ მტვერსასრუტზე… ღმერთო ჩემო, გამაჩერეთ, ძალიან მერიდებოდა, თქვენ კი ასე ამალაპარაკეთ…
რა სურს ჩვენგან უფალს? დავაპუროთ ისინი, ვისაც შია, ჩავაცვათ მათ, ვისაც ტანისამოსი არ აქვს, გავათბოთ ისინი, ვინც იყინება, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ ვიცნობთ და ვისგანაც სანაცვლოდ არაფერს ველით. ნანი აღმოჩენაა ჩემთვის! მაგალითია იმის, რომ ძლიერ სულსაა და უფლის რწმენას შეუძლია ნამდვილი სასწაულების მოხდენა. იმ ყველაფრის მერე, რის გადატანაც მას მოუხდა, რწმენა არ დაუკარგავს, პირიქით, უფრო ძლიერი გახდა. ყური უნდა ვუგდოთ მის სიტყვებს.
ეს ქალბატონი ბევრს არაფერს ითხოვს. სჭირდება საწოლი, პლანშეტი, ინტერნეტი, მტვერსასრუტი, საკვები პროდუქტი და ოპერაცია, რომელიც სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. მეგობრებო, თქვენი გულისხმიერებისა და დიდსულოვნების დიდი იმედი გვაქვს. თქვენ უკვე გადაარჩინეთ არაერთი მოხუცი, მარტოხელა ადამიანი! დიდ იმედს ვამყარებთ თქვენს თანადგომაზე რადგან ვიცით, რომ ქართველები ჩვენიანებს გასაჭირში არასდროს ვტოვებთ!
თუ გსურთ მოინახულოთ ეს ქალბატონი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: თბილისი, მოსკოვის გამზირი 36დ ბინა 42.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ!
ეს ძალიან მნიშვნელოვანია!მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ნანი მაზანაშვილი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ივლ 23
სამედიცინო მომსახურება
1116.00₾
2023 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1675.00₾
2023 დეკ 17
მტვერსასრუტი
350.00₾
2024 იან 04
პროდუქტები
396.42₾
2024 იან 04
კომუნალური გადასახადი,გაზი
58.46₾
2024 იან 11
მედიკამენტები
202.78₾
2024 იან 28
კომუნალური გადასახადი,გაზი
77.72₾
2024 თებ 28
კომუნალური გადასახადი,გაზი
68.00₾
2024 აპრ 02
კომუნალური გადასახადი,გაზი
63.15₾
2024 აპრ 04
პროდუქტები
212.68₾
2024 მაი 12
კომუნალური გადასახადი,გაზი
49.11₾
13.06.2024
მედიკამენტები
193.62₾
16.07.2024
მედიკამენტები
77.84₾
26.08.2024
პროდუქტები
200.99₾
07.10.2024
ავიაბილეთები
2040.00₾

სულ ხარჯები:

6781.77₾

დარჩა:

1811.83₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ნიკოლსონ ლიკა
01.10.2024 10:01:15
₾20.00
ზუმბულიძე როინ
30.09.2024 10:10:10
₾10.00
გიორგი შონია
27.09.2024 00:00:00
₾10.00
ხუფენია ირაკლი
06.09.2024 10:00:27
₾5.00
შენგელია ბექა
04.03.2024 20:00:00
₾5.00
ლევან ლევანიშვილი
14.01.2024 20:00:00
₾5.00
ოზბეგაშვილი შოთა
14.01.2024 20:00:00
₾10.00
ლომიძე ეკა
11.01.2024 20:00:00
₾5.00
მახათაძე გოდერძი
11.01.2024 20:00:00
₾5.00
ნიშნიანიძე ზურაბი
02.01.2024 20:00:00
₾9.00
ი/მ ივანე ჯანელიძე,
14.12.2023 20:00:00
₾100.00
სხიერელი მარიამი
30.11.2023 20:00:00
₾10.00
დანელია დავით
21.11.2023 20:00:00
₾10.00
ბადრი მოდებაძე
21.09.2023 20:00:00
₾10.00
ფოფხაძე შავლეგ
24.08.2023 20:00:00
₾100.00
'გიორგი ჯიმშიაშვილი
23.08.2023 20:00:00
₾30.00
ტატალაშვილი ხათუნა
18.08.2023 20:00:00
₾10.00
ნათია ბერაია
26.07.2023 20:00:00
₾5.00
კობრავა მაკა
24.07.2023 20:00:00
₾1.00
ბურდული ნათია
21.07.2023 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾8,593.60

738 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾8,593.60

738 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება