რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ნათიას გადატანილი აქვს იმდენად მძიმე წუთები, რომელსაც ყველაზე ძლიერი გულის გატეხვა. მისი შვილი ზუკა, გაჩენის წუთიდან არსებობისთვის იბრძვის. ნანატრი შვილის გაჩენის სიხარული, მუდმივმა დარდმა და შიშმა შეცვალა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ნათიას გადატანილი აქვს იმდენად მძიმე წუთები, რომელსაც ყველაზე ძლიერი გულის გატეხვა.
მისი შვილი ზუკა, გაჩენის წუთიდან არსებობისთვის იბრძვის. ნანატრი შვილის გაჩენის სიხარული, მუდმივმა დარდმა და შიშმა შეცვალა.
ნათია: გავითიშე მშობიარობის დროს. მშობიარობა ორ დღეს გაგრძელდა! გონს რომ მოვედი, პალატაში ვიწექი, ბავშვი კი ჩემს გვერდით არ იყო. ექიმებს დავუძახე და მითხრეს, რომ ბავშვი არ სუნთქავდა და სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რომ საშიში არაფერი იყო და სამ დღეში „დამიბრუნდებოდა“ ჩემი ბიჭუნა… მე კი, გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა. როდესაც ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე კვირაში რეანიმაციაში შემიშვეს ჩემს შვილთან, დავინახე მისი გასივებული თავი და გული წამივიდა.
„ზუკას ორჯერ გაუკეთდა ტვინის შუნტირება, სითხე ამოუტუმბეს… მადლობა ღმერთს, რომ არ მიგვატოვა!“
– როგორც ჩანს, რაღაც დაუზიანდა მშობიარობის დროს?
ნათია: ყველაფერი დაუზიანდა! თავიც, ფეხებიც და ხელებიც. ბავშვი მუცლიდან ამომაგლიჯეს. მაწვებოდნენ და ძალით ამოიყვანეს! ნამდვილი სასწაულია, ზუკა რომ ცოცხალი გადარჩა. ტვინის შუნტირება ორჯერ გაუკეთეს, სითხე ამოუტუმბეს. შეიძლება ითქვას, იმ წუთიდან იბრძვის სიცოცხლის ყოველი მომდევნო დღისთვის.
– ამჟამად როგორია ზუკას მდგომარეობა?
ნათია: უკვე ოთხი წლისაა ზუკა, მაგრამ მისი დაავადება არ აძლევს საშუალებას, ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვროს. ვერ დადის, ცალ ფეხს ითრევს, ხოხვა არის მისთვის გადაადგილების ჩვეული ხერხი. ყოველდღე ვუყურებ, ჩემი საბრალო ბიჭი როგორ ებრძვის ტკივილს და უუნარობას და გული მიკვდება.
„ჩემი ტანჯული ბიჭი ცოცხალია და მთავარი ეს არის“
– ალბათ, ბავშვს მუდმივად სჭირდება ექიმის კონტროლი?
ნათია: ექიმები გვირჩევენ, რომ კონსულტაციაზე რეგულარულად ვიაროთ, ყოველ სამ თვეში, მაგრამ კლინიკაში უბრალოდ წასვლაც კი, ახლა ფუფუნებაა ჩემთვის. ყოველდღიურად ვებრძვით უდიდეს ფინანსურ პრობლემებს. ფული საჭმელზე ძლივს გვყოფნის, ხანდახან, იძულებული ვარ მეზობლებს ვთხოვო ან ნისიად წამოვიღო პური მაღაზიიდან, სადაც უკვე ისედაც დიდი ვალი მაქვს. დედაჩემის შეწუხებაც არ მინდა, კიბო აქვს და თავადაც ძალიან უჭირს.
„მხოლოდ დედიკო მინდა და შოკოლადი“
– რა არის თქვენი შემოსავალი და რა ხარჯები გაქვთ?
ნათია: ჩემი შვილის პენსია და სოციალური შემწეობა. ახლა, მუშაობას ნამდვილად ვერ შევძლებ. ზუკას მამაც კაპიკებს შოულობს, ჯართს აბარებს. ახლა კი, ხარჯებს ჩამოგითვლით: ბინის ქირა – 150 ლარი, თვეში ორი შეკვრა პამპერსი – 50 ლარი, 15 ლარი კომუნალური გადასახადები და სულ რაღაც 400 ლარი გვრჩება წამლებზე, საჭმელსა და ექიმთან წასასვლელად… ახლა კი მითხარით, როგორ გადავანაწილო 400 ლარი ამ ყველაფერზე? ჩემი სიყვარულია ერთადერთი წამალი, რაც შემიძლია ბავშვს მივცე.
– რადგან მატერიალურ სირთულეებზე ვსაუბრობთ, მითხარით, რა სახის დახმარება გჭირდებათ?
ნათია: ამჟამად ძალიან გვჭირდება საკვები პროდუქტი. ხშირად გვაქვს ასეთი პრობლემები. პამპერსი გვჭირდება და საწოლი ზუკასთვის. დღემდე ჩვენთან ერთად სძინავს, უკვე დიდია და ძალიან მოუხერხებელია მისთვის!
„ყოველი მისი წამოტირება სიცოცხლის წლებს მართმევს…“
– ასეთ სიტუაციაში, სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან რა სახის დახმარებას ელით?
ნათია: მე ხომ, ჩემი მეგობრის, თქვენი ბენეფიციარის გაბრიელ ბოლქვაძის დედის რჩევით მოგმართეთ. მან მითხრა, რომ თქვენ უფლის გზას მიჰყვებით. მატერიალური დახმარების გარდა, იმხელა იმედს აძლევთ ადამიანებს, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ თავისით იცვლება. მითხრა, რომ თქვენთან ერთად ღმერთი გამომიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც დამეხმარება, ამიტომ მოგმართეთ.
– მორწმუნე ადამიანი ხართ?
ნათია: ყველაზე მძიმე წუთებში არაერთხელ ლოცვით მივმართე ღმერთს. ჩემი რწმენა არის სწორედ ის საყრდენი, რომლის დახმარებითაც იმედი და აზროვნების უნარი დღემდე არ დამიკარგავს. თუმცა, ბევრჯერ მიტირია და მიკითხავს ღმერთისთვის, რატომ შეხვდა მაინც და მაინც ჩემს შვილს ეს განსაცდელი.
– დაფიქრებულხართ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, ბავშვის ავადმყოფობა რომ არა?
ნათია: ამის წარმოდგენა მიჭირს. მაგრამ, შემიძლია გითხრათ, ჩვენი ურთიერთობა, ერთმანეთის სიყვარული და იმის აღქმა, რაოდენ ძვირფასია ყოველი წამი, მხოლოდ გაამყარა ბავშვის სიცოცხლისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლის ყოველმა დღემ. ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა, მაგრამ თითოეულ წვრილმანში, რომელსაც სხვები ვერც კი ამჩნევენ, ბედნიერებისა და სიხარულის დანახვას ვცდილობ.
„ვერც კი წარმომიდგენია, ჩემი შვილის გარეშე როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება“
– ზუკას გამოჯანმრთელების გარდა, რაზე ოცნებობთ კიდევ?
ნათია: რა თქმა უნდა, შვილის ჯანმრთელობა არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. ასევე ვოცნებობ იმაზე, რომ შევძლო და უკეთესი მომავალი შევუქმნა, რათა ცხოვრებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს და გაიზარდოს ბედნიერი ადამიანი.
– ძალიან სენსიტიური კითხვა უნდა დაგისვათ და თუ არ გსურთ, ნუ მიპასუხებთ. წინასწარ თუ გეცოდინებოდათ, რომ თქვენი შვილის მდგომარეობა ასეთი იქნებოდა, კიდევ ერთხელ თუ გაივლიდით ამ გზას? თუ, მის დაბადებამდე იტყოდით უარს?
ნათია: რთული კითხვაა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ზუკაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი. ისევე, როგორც ნებისმიერ დედას, ჩემი შვილი მიყვარს და მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, მზად ვარ ვიბრძოლო მისთვის. დედობრივი სიყვარული და ბავშვთან კავშირი იმდენად ძლიერია, რომ უკან დახევას ვერანაირი სირთულე ვერ გვაიძულებს. ყველა მშობელს საკუთარი ფასეულობები აქვს და ბევრი მზად არის გადალახოს ყველანაირი სირთულე, ოღონდ თავისი შვილების გვერდით იყოს, მხარში დაუდგეს, უყვარდეს და იზრუნოს მათზე.
„ზუკა ჩემი ანგელოზია და რადგან ღმერთმა მისი დედობის ბედნიერება მარგუნა, იმაშიც დამეხმარება, რომ ფეხზე დავაყენო“
– რას ეტყოდით მძიმედ დაავადებული ბავშვების მშობლებს?
ნათია: ვეტყოდი, რომ იმედი არ დაკარგონ და უკან არ დაიხიონ. ბავშვის ავადმყოფობასთან ბრძოლა ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მარტონი არ ვართ. ეძიეთ მხარდაჭერა, ითხოვეთ დახმარება, დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ. ძალა ერთობაშია. აჩუქეთ ბავშვს სიყვარული და მზრუნველობა, გწამდეთ რომ ის ძლიერია და აუცილებლად გამოკეთდება. არასოდეს დაკარგოთ იმედი იმიტომ, რომ სიყვარულსა და რწმენას შეუძლია სასწაულების მოხდენა.
არსებობს ისეთი ისტორიები, რომელსაც ნამდვილად შეუძლია გულის სიღრმემდე შეგვძრას და დაგვაფიქროს ცხოვრების ამაოებაზე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია ეს არის. ისტორია დედის, რომელმაც თავისი მძიმედ დაავადებული შვილის გადარჩენისთვის ბრძოლას მიუძღვნა მთელი ცხოვრება.
ნათია არ ითხოვს ბევრს. მათ სჭირდებათ პამპერსი და საკვები პროდუქტი ზუკასთვის. კიდევ, ძალიან სჭირდებათ საწოლი და ტანსაცმელი. გარდა ამისა, გამოკვლევების ჩატარება.
თუ გსურთ მოინახულოთ ეს ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, ბესიკ გეთიას ქ. №18.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ზუკა ვარდოსანიძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სულ ხარჯები:
8447.51₾დარჩა:
3886.01₾