ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ერთი წამიც და მამა შვილს ვეღარ გადაარჩენდა! მაგრამ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ამ ნატანჯი ოჯახის ყველაზე დიდი უბედურება არ არის!!!

calendar ივლისი 6, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

თუკი ამ სათაურმა შეგზარათ, მაშინ გიორგი ჩიკვაიძის ოჯახის ცხოვრების შესახებ პოსტის ბოლომდე წაკითხვას არ გირჩევთ. იმიტომ, რომ ეს ყველაზე დიდი საშინელება ნამდვილად არ არის. ოჯახი შედგება ოთხი ადამიანისგან: გიორგი, მისი მეუღლე ნატო და მათი ორი ულამაზესი შვილი, 4 წლის დიმიტრი და 2 წლის ანა. ამჟამად, ჯანმრთელობას მხოლოდ ანა არ უჩივის, დანარჩენი სამი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სულაც არ არის სახარბიელო. გიორგის აქვს ეპილეფსია და ხერხემლის თიაქარი. ნატოს – ფსიქიკური პრობლემები აქვს, ლაპარაკი უჭირს. ხანდახან, ღრმა დეპრესიაში ვარდება. ჩავარადება, აბა, რას იზამს?! მის შვილებს ხომ, არავინ ჰყავთ ამ ქვეყნად!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ერთი წამიც და მამა შვილს ვეღარ გადაარჩენდა! მაგრამ, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ამ ნატანჯი ოჯახის ყველაზე დიდი უბედურება არ არის!!!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

პატარა დიმიტრის სახეზე დღემდე ემჩნევა ძაღლის კბილების კვალი… შეიძლებოდა, ვერც გადარჩენილიყო ცოცხალი

ერთი წამიც და საყვარელ შვილს ვეღარ გადაარჩენდა!

თუკი ამ სათაურმა შეგზარათ, მაშინ გიორგი ჩიკვაიძის ოჯახის ცხოვრების შესახებ პოსტის ბოლომდე წაკითხვას არ გირჩევთ. 

იმიტომ, რომ ეს ყველაზე დიდი საშინელება ნამდვილად არ არის. ოჯახი შედგება ოთხი ადამიანისგან: გიორგი, მისი მეუღლე ნატო და მათი ორი ულამაზესი შვილი, 4 წლის დიმიტრი და 2 წლის ანა. ამჟამად, ჯანმრთელობას მხოლოდ ანა არ უჩივის, დანარჩენი სამი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სულაც არ არის სახარბიელო. გიორგის აქვს ეპილეფსია და ხერხემლის თიაქარი. ნატოს – ფსიქიკური პრობლემები აქვს, ლაპარაკი უჭირს. ხანდახან, ღრმა დეპრესიაში ვარდება. ჩავარადება, აბა, რას იზამს?! მის შვილებს ხომ, არავინ ჰყავთ ამ ქვეყნად! თანაც, ყველგან საფრთხე ემუქრებათ! მას შემდეგ, რაც პატარა დიმიტრი გაცოფებული ძაღლის კბილებს სასწაულით გადაურჩა, დღემდე ვერ მოსულა გონს. თავში სითხე უგროვდება, ნაკბენები უჩირქდება და ხშირად აქვს მაღალი სიცხე. ძლიერი თავის ტკივილი არ აძინებს. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ შემთხვევას, ჯერჯერობით არავინ იცის. პატარა დიმიტრის კი არაფერი ახსოვს, თავი სტკივა და ხმამაღლა ტირის, თითით აჩვენებს მამას ნაკბენებს. „ვავაო“ – ასე ამბობს, მამიკო კი გვიხსნის, რომ ეს ნიშნავს „მტკივა“.

 – რა საშინელებები გვიამბეთ, გიორგი! არც კი ვიცი, თქვენი ამბის თხრობა საიდან დავიწყო… დავიწყოთ თქვენით. ეპილეფსია როდის აღმოგაჩნდათ?

 გიორგი: ეპილეფსია ბავშვობიდან მდევს თან. 10 წლის ასაკიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და არ მაძლევს საშუალებას, ადამიანურად ვიარსებო. მახსოვს, როგორ ეშინოდა ჩემი ყველას, პირველი შეტევების დროს. ხომ იცით, სოფელში ხალხი დიდი განათლებით არ გამოირჩევა. ეგონათ, რომ ჩემი დაავადება გადამდებია. მახსოვს, ნუგეშის ნაცვლად, როგორ მივლიდნენ გვერდს. უკვე  27 წლის ვარ და მანადგურებს ეს შეტევები. წინასწარ არასდროს ვიცი, როდის დამემართება და მერე რა მოხდება. ხორცისა და ძვლების გროვად ვარ ხოლმე ქცეული, ვკარგავ კონტროლს საკუთარ სხეულსა და გონებაზე. ცუდად ვარ ფიზიკურად და ემოციურად. ყოველ წამს ვაცნობიერებ ჩემი მდგომარეობის სიმწარეს.

ასეთ „ქაღალდის“ სახლში ღორებიც კი ვერ იცხოვრებდნენ

 – თქვენ თქვით, რომ დაავადების გამო, გადაწყვიტეთ სახლიდან წასვლა.

 გიორგი: დიახ, არ მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის სამარცხვინო ხალხის მასხარა ვყოფილიყავი. ჩემს მამაოს ვთხოვე, მონასტერში რომ წავეყვანე. ვტიროდი და ვემუდარებოდი. მინდოდა, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი ღმერთთან. ვიცოდი, რომ უფალი ერთადერთია, ვისაც ვუყვარვართ ყველანაირი დაავადების მიუხედავად. დავრჩი მონასტერში, რომელმაც შემიფარა. ბერებს ვეხმარებოდი მშენებლობასა და ბაღჩის მოვლაში. საღამოობით კი, ვლოცულობდი. მათ ყველაფერი მასწავლეს. მასწავლეს, რომ განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ და ყველაფრისთვის მადლობა შევწიროთ უფალს.

„ამდენი ტანჯვის შემდეგ, უფლისგან ბოძებული ჯილდოა ჩემი ოჯახი. არ მსურს, ისინიც შეეჩეხონ იმ საშინელებებს, რაც მე გამოვიარე“

 – ნატო როგორ გაიცანით?

 გიორგი: ალბათ, უფლის ნება იყო. ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთს. მონასტრიდან მშენებლობაზე გამიშვეს სოფელში, სადაც ის ცხოვრობდა. ერთმანეთი იქ გავიცანით. მივხვდი, რომ უნდა მეზრუნა მასზე, რომ ჩემს გარეშე, ის ამ დაუნდობელ სამყაროში ვერ გადარჩებოდა.

 – ოჯახი ან ნათესავები თუ ჰყავს?

 გიორგი: ჰყავს, მაგრამ მათაც ძალიან უჭირთ. 16 სული ცხოვრობს ერთ პატარა სახლში. ვერ ვიტყვი, რომ ნატო იქ ზედმეტი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ჩემთან ერთად უკეთესად გრძნობს თავს.

ნატო დედიკოს ყოველთვის არ შეუძლია თავისი შვილების მოვლა. სახიფათოა მისი დიდი ხნით მარტო დატოვება!

 – და თქვენ?

 გიორგი: ავად არის, არ არის რთული მასთან საერთო ენის გამონახვა. ძალიან ემოციურია. ხან უმიზეზოდ ტირის, ხან საერთოდ არ იღებს ხმას… ბავშვებს დიდი ხნით ვერ ვტოვებ მასთან. თან, ასეთ გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება.

 – ოდესმე თუ გინანიათ, რომ დაქორწინდით?

 გიორგი: არასდროს! ნატოს გაცნობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მიუხედავად ამდენი გასაჭირისა, უფალს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ოჯახი მყავს. რომ მყავს გვარის გამგრძელებლები… მჯერა, რომ ჩემი შვილები უფრო ბედნიერები იქნებიან, ვიდრე მე და ნატო. მჯერა, რომ უფლისა და თქვენი დახმარებით, ჩვენი საცხოვრებელი პირობების ცოტათი მაინც გაუმჯობესებას შევძლებ.

ოთახს ფანჯარა არ აქვს, მხოლოდ ღრიჭოებიდან შედის სინათლე

ეს ხვრელიც ფანჯრის მაგივრობას ასრულებს

ამ ხვრელსაც „ფანჯარა“ ჰქვია…

 – რთულია, „საცხოვრებელი პირობები“ დავარქვათ თქვენს სახლს.

 გიორგი: მართალია, ასე ცხოვრებას ღორებიც კი არ ისურვებდნენ. ჩვენ კი, ვცხოვრობთ ამ საქათმისოდენა ხის ნაგებობაში, სადაც არც წყალია, არც გაზი. ფანჯრებიც კი არ არის, ხვრელებიდან შემოდის სინათლე. წვიმისა და ქარის დროს, კედელთან დადგომაც კი არ შეიძლება. მხოლოდ წვნიან საჭმელს ვამზადებ შეშის ღუმელზე, ბევრი რომ გამოვიდეს. წყალში ყველაფერს ვყრი, რაც მაქვს: კარტოფილს, მაკარონს, მწვანილს ვუმატებ. ასე ვიკლავთ შიმშილის გრძნობას. მე და ჩემი მეუღლე კი ავიტანთ, ორივე შეჭირვებულ ოჯახებში ვართ გაზრდილი. მიჩვეულები ვართ ასეთ საკვებს და პირობებს, მაგრამ ჩვენს შვილებზე ძალიან ვდარდობთ.

ეს ჟანგიანი ქვაბი, ულამაზესი ანას ერთადერთი სათამაშოა

ბავშვებს სხვა გასართობი არ აქვთ, ქვიშაში ქვაბით თამაშის გარდა

 – დიმიტრი მხოლოდ 4 წლისაა, მაგრამ უკვე იმხელა საშინელება გადაიტანა…

 გიორგი: იმას, რაც ჩვენ შეგვემთხვა, მტერს არ ვუსურვებ. გახსენებაც კი მზარავს. ერთი წლის წინ, შეტევა დამემართა. სანამ მე მიწაზე ვფართხალებდი და ვიკრუნჩხებოდი, როგორც ჩანს, ჩვენს ძაღლს შეეშინდა. არ ვიცი, რა მოელანდა, დიმიტრის ეცა, დაკბინა, თავში ჩაავლო კბილები. 

მისი შეჭმა უნდოდა, მგონი. ჩემი მეუღლე შიშისგან გაქვავდა.

 ხანდახან, ჩემი შეტევები საკმაოდ დიდხანს გრძელდება, მაგრამ ღმერთმა დაგვიფარა, მალე მოვედი გონს. დავინახე, რა ხდებოდა, არ ვიცი, რა ძალამ წამომაგდო, წამოვხტი და ბავშვი პირიდან წავართვი ნაგაზს. ვერ ვიგებდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ მკვდარი, გულში ვიკრავდი მის დასისხლიანებულ პატარა სხეულს… ხელით ვეძებდი მის თვალებს, ცხვირ-პირს… მაპატიეთ, ვეღარ ვლაპარაკობ. მეშინია, ნერვიულობისგან ისევ შეტევა არ დამემართოს.

ოჯახში ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჯერჯერობით ჯანმრთელად არის, 2 წლის ანაა… მაგრამ, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს? ასეთ საცხოვრებელ პირობებში, როგორ უნდა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა?

 – ხსნას რაში ხედავთ?

 გიორგი: ჩემი ხსნა არის უკეთესი მომავლის იმედი. მწამს, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები, ვისაც შეუძლია, ამ უფსკრულიდან ამოსვლაში რომ დაგვეხმაროს. ვეღარ ვუმკლავდები მარტო. ჩვენი სახლი შეკეთებას აუცილებლად საჭიროებს, ხელის შევლებას მაინც. ნამდვილი კედლები უნდა ავაგო, ჩავსვა ერთი ფანჯარა მაინც. მარტო ვერ ვახერხებ და იქნებ, თქვენი დახმარებით მაინც შევძლებ დენის შეყვანას სახლში? სააბაზანოს კეთილმოწყობას. ერთადერთი საწოლი გვაქვს, ისიც დამტვრეული. საწოლიც ძალიან გვჭირდება. არანაირი ტექნიკა არ გაგვაჩნია, დენიც კი არ გვაქვს და რომელ ტექნიკაზეა საუბარი? ბავშვებს არ აქვთ არც სათამაშოები, არც ტანსაცმელი…

 – როგორ ფიქრობთ, რა არის ცხოვრების აზრი?

 გიორგი: ამდენი განსაცდელის, სირთულისა და ტანჯვის მიუხედავად, ჩემი ცხოვრების აზრია უკეთესი მომავლის იმედი და ჩემი ოჯახის სიყვარული. მჯერა, რომ ყოველდღიური სირთულეების გადალახვა ძალას გვმატებს და გვეხმარება, ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი მიზანი გავიგოთ.

 ხანდახან, ბედისწერა ძალიან უსამართლოა და დაუნდობელი. ამ ქვეყნად არსებობენ ოჯახები, ვისაც საშინელ სირთულეებთან გამკლავება ყოველდღიურად უწევს. ტკივილითა და ტანჯვით არის აღსავსე მათი ყოველი დღე. ერთ-ერთი მათგანია გიორგი ჩიკვაიძის ოჯახიც, სადაც ყველა ებრძვის თავის საკუთარ პრობლემას. ალბათ, ეს ისტორია გულგრილს არავის დატოვებს, ვინც მას წაიკითხავს. ბეწვზე კიდია ამ ოჯახის ბედი, ჩვენ კი, ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია მათი ცხოვრების შეცვლა. ერთად ნამდვილად შეგვიძლია, მათ ბედნიერებისკენ გზა გავუკაფოთ.

 მოვუწოდებთ თითოეულ თქვენგანს, ერთად გავაკეთოთ ეს ღვთის მოსაწონი საქმე. შესაძლოა, საბოლოოდ ვერ ვიხსნათ ავადმყოფობისგან და ტანჯვისგან, მაგრამ თანადგომა და დახმარება, რომელსაც გავუწევთ, გახდება იმედის მარცვალი მათ ცხოვრებაში.

 გამოვიჩინოთ დიდსულოვნება და გულუხვობა, დავეხმაროთ მათ ფინანსურად, ემოციურად და მორალურად. შეგვიძლია  შევუგროვოთ თანხა, ბავშვებმაც და მშობლებმაც გამოკვლევები კარგ სპეციალისტებთან რომ გაიარონ, მათი საცხოვრებელი პირობები რომ გაუმჯობესდეს, ტანსაცმელი და სათამაშოები ვაჩუქოთ ბავშვებს… დანარჩენი კი, თქვენი გადასაწყვეტია. უპირველეს ყოვლისა, მათ უბრალოდ გადარჩენაში სჭირდებათ დახმარება.

 ნუ დავრჩებით გულგრილნი და უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ მათ თხოვნას. გავუზიაროთ ეს ისტორია სხვებსაც და დავეხმაროთ. ერთად შეგვიძლია, ყველანაირი სირთულე გადავლახოთ და ნათელი მომავლის მცირე იმედი მაინც ვაჩუქოთ მათ. 

 დავეხმაროთ გიორგი ჩიკვაიძის ოჯახს. დაე, ჩვენი სოლიდარობა და თანაგრძნობა მათ პირქუშ ყოველდღიურობაში გახდეს სინათლის სხივი, შეჰმატოს ძალა და უკეთესი მომავლის იმედი აჩუქოს.

 „მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში.“ (ლუკას სახარება თავი 6 მუხლი 38)

 თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი საირხე.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ჩიკვაიძეების ოჯახი)

            თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ივლ 28
პროდუქტები
299.55₾
2023 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
1925.00₾
2023 ნოე 13
მრტ
400.00₾
2023 ნოე 13
ანალიზები
200.00₾
2023 ნოე 25
კორსეტი,ბინტი
124.00₾
2023 დეკ 04
პროდუქტები
300.34₾
2023 დეკ 04
გენერატორი
550.00₾
2023 დეკ 17
გამოკვლევა
650.00₾
2024 იან 10
სამედიცინო მომსახურება
70.00₾
2024 იან 15
პროდუქტები
349.58₾
2024 თებ 12
მედიკამენტები
63.69₾
2024 თებ 12
მედიკამენტები
418.75₾
2024 თებ 26
საწოლი
780.00₾
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
115.00₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
88.78₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
142.71₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
110.58₾
2024 მარ 20
პროდუქტები
300.23₾
2024 მაი 07
სამშენებლო მასალა
1920.00₾
24.10.2024
პროდუქტები
240.86₾
24.10.2024
პროდუქტები
300.17₾

სულ ხარჯები:

9349.24₾

დარჩა:

914.34₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 10:38:19
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.05.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.03.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.03.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.03.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2024 20:00:00
₾1.40
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.02.2024 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾10,263.58

821 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾10,263.58

821 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება