რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ბერძნული მითოლოგიის გმირი – სიზიფე, რომელიც ზევსმა დასაჯა ცუდი საქციელების გამო, ბოროტი კაცი იყო, მკვლელი, მაგრამ ღმერთკაცს უდიდესი ძალა ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც კი არ განუცდია ის ტანჯვა, რომლის მოთმენაც ცხოვრების ბოლომდე მიუსაჯეს ქართველ სიზიფეს – ლევან ტოლიაშვილს ადგილობრივმა „ჩინოვნიკებმა“ თავიანთი გულგრილობით.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ბერძნული მითოლოგიის გმირი – სიზიფე, რომელიც ზევსმა დასაჯა ცუდი საქციელების გამო, ბოროტი კაცი იყო, მკვლელი, მაგრამ ღმერთკაცს უდიდესი ძალა ჰქონდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც კი არ განუცდია ის ტანჯვა, რომლის მოთმენაც ცხოვრების ბოლომდე მიუსაჯეს ქართველ სიზიფეს – ლევან ტოლიაშვილს ადგილობრივმა „ჩინოვნიკებმა“ თავიანთი გულგრილობით.
აი ასე, მუხლებზე ხოხვით უწევს ჩასვლა მეხუთე სართულიდან ჩვენს გმირს, ოთხ გაუბედურებულ კედელში, როგორც ციხეში სული რომ არ ამოხდეს. შემდეგ ისევ ბრუნდება შინ. და ასე ყოველ დღე. ამის გადაღება უკვე ვეღარ შევძელით!!! და ჯობს ეს საშინელება თქვენც არ ნახოთ. ამის ყურება შეუძლებელია.
ლევანის დედა – თამარის ცხოვრებაც ერთი უწყვეტი ტანჯვაა. აი მისი ისტორია…
ოცი წლის ასაკიდან ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა! მისი მშობლები ადრე გარდაიცვალნენ. ეგონა მარტოობისგან ქორწინებაში ჰპოვებდა გადარჩენაა, მაგრამ აქაც არ გაუმართლა. მისი ქმრის ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ორსულად მყოფი თამარი შიმშილობდა, უჭმელობისგან გონებას კარგავდა, მაგრამ მისთვის არავის ეცალა.
30 წელი დედა შვილს ხელში ატარებს. მათ ამ სასტიკ სამყაროში არავინ ჰყავთ
თამარი: მძიმე ორსულობის გამო ლევანი ძალიან სუსტი დაიბადა. იმდენად, რომ არც ტირილი და არც ყლაპვა შეეძლო. ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ არანაირ იმედებს არ იძლეოდნენ. “ბავშვისთვის კუბო გაამზადეთ დ არა აკვანი” – ამბობდნენ ექიმები.
– ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ალბათ ბევრი შეიშლებოდა!
თამარი: ბავშვობიდან უბედური ვარ. მე მივეჩვიე ასეთ დარტყმებს, ჩემი ცხოვრება – არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ყოველდღე ხდება ჩემი გამძლეობის გამოცდა. მაგრამ, ალბათ რადგან მაინც ცოცხლები ვართ, შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთს ვუყვარვართ. ექიმის სიტყვები განაჩენივით ჟღერდა, მაგრამ მე შევპირდი ჩემ შვილს, რომ ვიბრძოლებდი მის გადასარჩენად, რომ ვიქნებოდი საუკეთესო დედა.
ალბათ ნებისმიერი დედა ჭკუიდან შეიშლებოდა მისთვის ეს სიტყვები რომ ეთქვათ: „აკვანის მაგივრად კუბო გაამზადეთ”
– როგორ უმკლავდებით ყოველდღიურ სიძნელეებს?
თამარი: არ ვიცი საიდან დავიწყო ჩემ პრობლემებზე საუბარი. ჩემი შვილის ავადმყოფობა? სიღარიბე? ამას როგორღა გავუძლო აღარ ვიცი. ცრემლები მახრჩობს.
– რა იყო ყველაზე ძნელი მომენტი თქვენ ცხოვრებაში ლევანთან ერთად?
თამარი: პირველი – ექიმების სიტყვები, რომ ის ვერ გადარჩება. მეორე კი ის იყო, როდესაც ორი წლის ლევანი კინაღამ დამეღუპა. როგორც ვთქვი, ჩვენ ძალიან ღარიბად ვცხოვრობდით პატარა სივრცეში. ქურაზე წყალს ვადუღებდით. ლევანიკო ჩამოვარდა საწოლიდან და შემთხვევით ქურიდან მდუღარე წყალი ჩამოაგდო და გადაესხა. მისი პატარა სხეული როგორც სანთელი დნებოდა. ის ტკივილისგან ღრიალებდა. მეზობლებმა დამწვრობის ცენტრში გაგვაქანეს, სადაც ლევანი ნაწილ-ნაწილ ააწყვეს. ეს მისთვის იმდენად დიდი შოკი იყო, რომ უკვე ისედაც სუსტი ბიჭი დაკოჭლდა. მას დაუზიანდა მყესები და ქუსლი, რის გამოც, ზრდის პროცესში სიარული ვერ შეძლო. ის ვერ ადგამდა ფეხს, ვერ შლიდ მუხლს. აი უკვე რამდენი წელია რაც ეტლსაა მიჯაჭვული.
უკვე 28 წელი გავიდა მაგრამ დამწვრობები მაინც ეტყობა..
ლევანი: ღმერთო, ისე მომბეზრდა ამ ეტლში ჯდომა, მხოლოდ ერთზე ვოცნებობ – სიარულზე! სულ გადავაგდებდი ამ ცუდ ეტლს და ვირბენდი! წავიდოდი სპორტზე, ვიქნებოდი ბედნიერი. დედაც არ იწვალებდა და არც მე.
“მხოლოდ რწმენა გადაგვარჩენს. ყოველ დღე ლევანი ხატებს კოცნის და სთხოვს მათ რომ სიარულის ძალა მისცენ”
– რა გრძნობთ როდესაც თქვენ შვილს ტანჯვას უყურებთ?
თამარი: მე ვგრძნობ უდიდეს ტკივილს. გული მემსხვრევა როდესაც ვხედავ თუ როგორ იტანჯება და იბრძვის ცხოვრებისთვის ლევანი ყოველ დღე და მე ვერ ვშველი. მხოლოდ იმის დანახვა თუ როგორ ჩადის ლევანი კიბეებზე ცოცვა ცოცვით – მკლავს. სანამ პატარა იყო, ხელში ვიყვანდი და ისე ჩამყავდა ეზოში. ჩვენ მეხუთე სართულზე ვცხოვრობთ! ახლა უკვე ძალა არ მყოფნის ხელში ავიყვანო. ამ ოთხ კედელში ვერ ჩერდება, თვითონ ჩადის. იღებს ბურთს, და ელოდება მეზობლის ბავშვებს, რომ რამენაირად გაერთოს. მისი პრობლემის მოგვარებას ერთი თანამედროვე ინვალიდის ეტლი შეძლებდა. რომელსაც შეუძლია კიბეებზე „სიარული“. ეს რომ დავინახე გული ჩამწყდა. მე მის ყიდვას ვერასდროს შევძლებ, თირკმელიც რომ გავყიდო.
„ამ ძველისძველ ეტლზე ჯდომისას ლევანს ყველაფერი სტკივა. ახალი ეტლი კი მის ცხოვრებას შეცვლიდა“
ლევანი: კი! ჩემხელა ბავშვებს ჩემთან თამაში არ უნდათ. მაგრამ პატარებს – 11 – 12 წლის ბავშვები ჩემთან კარგად ერთობიან. ჩვენ ბურთს ვუგდებთ ერთმანეთს. ყველას კი არ ესმის ჩემი. ზოგი იცინის, ზოგი რაღაც სიტყვებს მეძახის. ალბათ ცუდ სიტყებს.
“აი ასე ჩავდივარ კიბეებზე რომ სხვა ბავშვებს ვეთამაშო მაინც”
თამარი: მინდა ადამიანებმა, ცოტახნით მაინც ჩემ ადგილას წარმოიდგინონ თავი. იცით რამხელა სატანჯველია დედისთვის, გყავდეს შვილი, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება დახმარება. გთხოვთ იყოთ უფრო ლმობიერები. მე ახლობლები აღარ მყავს. მშობლები დამეღუპნენ, ქმარიც დამეღუპა. უმცროსი ქალიშვილი დაქორწინდა და თვითონაც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. მასაც არ აქვს საჭმლის ფული და თან თვეების შვილი ჰყავს. ნათესავებს თავთავისი პრობლემები აქვთ. წლები ისე გავა, არც იკითხავენ, ცოცხალი ხარ თუ არა.
«ადამიანს სხვისი ტკივილის გაზიარება რომ შეეძლოს, ასეთი სასტიკი არ იქნებოდა სამყარო»
– როგორ პოულობთ მოტივაციას, რომ იბრძოლოთ და განაგრძოთ ცხოვრება?
თამარი: ჩემი ლევანისადმი სიყვარული მაძლევს ძალას და მოტივაციას რომ ვიბრძოლო. მინდა, სანამ მოვკვდები, ლევანი ფეხზე დავაყენო, რომ მან უჩემოდ შეძლოს ცხოვრება. ესაა დედის ოცნება. მინდა ღმერთის წყალობით და თქვენ დახმარებით, ლებანი ფეხზე დავაყენო.
«როდესაც ცემი შვილი ღმერთს სთხოვს ძალას ფეხენში, და თან ამის უპირობოდ სჯერა – ცრემლებს ვერ ვიკავებ»
– არის მომენტები, როცა თავს ბედნიერად გრძნობთ?
თამარი: როცა ლევანი მეხუტება და მეუბნება, რომ სჯერა აუცილებლად გაივლის, მაშინ ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველაფერს გავუძლებ და გავძლიერდები ლევანის საკეთილდღეოდ.
– ახლა რა სახის დახმარება გჭირდებათ ყველაზე მეტად?
თამარი: კეთილი სიტყვა, სითბო, ფინანსები, სამედიცინო დახმარება – ჩვენთვის ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანია. მინდა ლევანს რეაბილიტაციის ერთი კურსი მაინც ჩავუტარო. ეს მის კუნთებს გაამაგრებს. მას ისე სჯერა, რომ ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამს. პროდუქტებისთვის თანხას არ ვითხოვ – სასადილოს სადილებით გაგვაქვს თავი. აი, მაცივარი კი ძალიან გვჭირდება. გთხოვთ და თავად სირცხვილით ვიწვი. ვფიქრობ, რა დროს მაცივარიათქო, როცა შვილი ცუდად მყავს.
„მშიერი არ მოვკვდები, სოციალური სასადილოს საჭმელს ყოველ დღე ვიღებ. მაგრამ საჭმლის გარდა ჩემ შვილს იმდენი რამე სჭირდება“
– რა ოცნებები გაქვთ ლევანის მომავალთან დაკავშირებით?
თამარი: მთავარი ოცნებაა – ვნახო, თუ როგორ ართმევს თავს ყოველდღიურ პრობლემებს ჩემი შვილი, მისი ფიზიკური ნაკლის გამო. იქნებ მან, ისევე როგორც თქვენი ფონდის სხვა ბენეფიციარებბა, თავისი გზა იპოვოს ცხოვრებაში? ერთხელ წავიკითხე, უხელო ბიჭი როგორ გახდა სპორტსმენი და რაღაც ტურნირიც კი მოიგო. (საუბარია ფონდის ბენეფიციარზე გოგა ხახალაშვილზე https://chernovetskyifund.ge/ge/projects/769-khakhalashvili/reports/#content) წარმომიდგენია რა ბედნიერია დედამისი. წარმომიდგენია, რა ბედნიერია თავად ეს ბიჭი. ალბათ სიკვდილზე ოცნებობდა და ახლა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.
– ჰო, გოგის ისტორია მართლაც საოცარია! ასე, ფონდის დახმარებით ადამიანები პოულობენ საჭირო ადამიანებს. რას ეტყოდით მათ, ვინც თქვენს დახმარებას გადაწყვეტს?
თამარი: ყველას გთხოვთ ჩვენთვისაც მოახდინოთ სასწაული. მუხლებზე დამხობილი გემუდარებით ყველა დედს, ვისაც ჯანმრთელი შვილი ჰყავს, ვთხოვ ყველა ახალგაზრდას, ვისაც შეუძლია სიარული – დამეხმარეთ! თქვენმა მხარდაჭერამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი მომავალი. გთხოვთ დაეხმარეთ ლევანს!
ლევანის და მისი გმირი დედის ისტორია გულგრილს არავის დაგტოვებთ. ისინი მარტო დარჩნენ გაუსაძლის პრობლემებთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – ისინი ყოველთვის მარტო იყვნენ. უბრალოდ ეს მარტოობა უკვე გაუსაძლისი გახდა. ჩვენ კი შეგვიძლია მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. სულ რომ დავავიწყოთ ტანჯვა და პრობლემები – ეს შეუძლებელია, მაგრამ თითოეული, მცირედი დახმარებაც კი, მათ ახალი ცხოვრების ასაშენებელი აგური იქნება. ერთად – ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია!
შეგიძლიათ ლევანი და თამარი პირადად გაიცნოთ. მათი მისამართია: ავჭალა, ზარზმის ქ. №11. ბინა.14
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
„ძალიან მადლობელი ვარ პატივისცემისთვის!“
„ყოველთვის მარტო ვიყავი. – ამბობს ლევანი. – უნარშეზღუდული ვარ და ამიტომ, თავს მარიდებდნენ ადამიანები. არავის ადარდებს, მეხუთე სართულიდან პირველზე დაჩეხილი მუხლებით როგორ ჩავგორდებოდი, ხოლმე. როგორ ვარსებობ, რას ვჭამ. თქვენი მკითხველებისთვის კი, არ არის სულერთი, ადამიანურად და პატივისცემით მომიდგნენ. საწოლი გამომიგზავნეს, რომ აღარ მეძინოს ძველ ტახტზე, ამოშვერილი ზამბარებით, მაცივარი, მე და დედამ გაფუჭებული საჭმელი რომ აღარ ვჭამოთ, ტელევიზორი, მოწყენილობით რომ არ მოვკვდე… დიდ მადლობას გიხდით ასეთი პატივისცემისთვის!“
„ხანდახან, დღე ისე გავიდოდა, რომ ერთ კოვზ წვნიანსაც კი ვერ მივაწვდიდი ჩემს შვილს“, – ამბობს თამარი.
„ახლაც ძალიან გვიჭირს, მაგრამ, უფლისა და თქვენი წყალობით, ჩვენი მდგომარეობა კატასტროფული აღარ არის. გულში კი გაგვიჩნდა სიხარული და იმის იმედი, რომ ლევანი სიარულს შეძლებს.“
„დიდი მადლობა, იმედი და სიხარული რომ გაგვიზიარეთ!“
– თამარ, გვიამბეთ, რით დაგეხმარნენ ჩვენი მკითხველები და რა პრობლემები მოგვარდა?
თამარ: ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი ფონდით და ვაფასებ თქვენს ყურადღებას. სამზარეულოს ძველ კარადაში აღარ მიწევს ტანსაცმლის შენახვა, მარილსა და ზეთთან ერთად. ხომ გახსოვთ, რა საშინელებაც იყო? კარადის თავზე კი, საჭმელს ვინახავდი, რომელიც სოციალური სასადილოდან მომქონდა იმიტომ, რომ არ გვქონდა მაცივარი. მეორე დღესვე გადასაყრელი იყო და მშივრები ვრჩებოდით.
წამოდი, გაჩვენებ, ახლა რა კოხტად დევს ყველაფერი (კარადას აღებს.) ჩემი და ლევანის ტანსაცმელიც თავის კუთვნილ ადგილას – ტანსაცმლის კარადაშია შენახული. პროდუქტი კი – ახალ მაცივარში.
„ახლა, ყველაფერს თავის კუთვნილ ადგილას ვინახავ: პროდუქტს ახალ მაცივარში, ტანსაცმელს კი – კარადაში.“
ახალი კარადა კუთხის ზომებში ჩაჯდა, ოთახის პატარა ფართის გათვალისწინებით
ახლა, მხოლოდ სასადილოს მწირ საკვებს აღარ ვჭამთ. თქვენი ჩარიცხული თანხით, ლევანი ნორმალურ კვებაზე გადავიყვანე. ქათმის, ბუტერბროდისთვის კარაქის, ბლინების, სხვა ნახევარფაბრიკატებისა და გაყინული პროდუქტის ყიდვის უფლება მივეცი თავს. 300 ლარი ორ ადამიანს საჭმელზე მშვენივრად გვყოფნის. ნეტავ, კიდევ გაგრძელდეს თქვენი პროგრამა! რა კარგი იყო, მთელი ოთხი თვის განმავლობაში საჭმლის დარდი რომ არ მქონდა!
„თქვენი ჩარიცხული თანხით ნახევარფაბრიკატები მოვიმარაგეთ. ლევანს სიგიჟემდე უყვარს პელმენი, ბლინები, ნაგეთსი…“
სიხარულით მოვიშორე მაგიდის გაზქურა, რომელიც ძლივს ინთებოდა და გაზსაც უშვებდა, გაფუჭებული სარეცხი მანქანაც. ტექნიკა მშვენივრად მუშაობს და ნერვებიც აღარ მეშლება. ახალი სარეცხი მანქანა სარეცხს ისე კარგად წურავს, რომ თითქმის მშრალს ვიღებ და მალევე შრება.
„ბევრი არაფერი უნდა: ჩაასხამ სარეცხ საშუალებას და ჩართვის ღილაკს თითს მიაჭერ, მერე კი თვითონ აკეთებს ყველაფერს.“
„გადასარევად რეცხავს, თითქმის მშრალ სარეცხს ვიღებ.“
საფირმო გაზქურასთან კი, თავს ვგრძნობ შეფ-მზარეულად, მაშინაც კი, როდესაც უბრალო წვნიანს ვამზადებ ან ბლინებს ვუწვავ ლევანს (იცინის.) რაც თავი მახსოვს, ასეთი სილამაზე არასდროს მქონია, კარგ განწყობასაც მიქმნის, მაშინაც კი, როდესაც ძალიან დაღლილი ვარ, მთელი გულით ვამზადებ საჭმელს. მერე კი ვწმენდ და ვაპრიალებ, ერთი ლაქაც რომ არ დარჩეს ზედაპირზე.
„საფირმო გაზქურასთან შეფ-მზარეულად ვგრძნობ თავს.“
სანამ სადილი მზადდება, ლევანმა ითხოვა ბუტერბროდი
აი, ეს ტაფაც, სხვათა შორის, მაჩუქა ერთერთმა მკითხველმა ქალბატონმა. ზუსტად გამოიცნო! ჩემს ტაფაზე საჭმელი კი არ მზადდებოდა, იწვებოდა და ეკრობოდა!
– თქვენი სტუმრის სახელი გახსოვთ? კიდევ ვინმე თუ გაიცანით პროექტის მსვლელობის დროს?
თამარი: ძალიან თავმდაბალი აღმოჩნდა ჩვენი სტუმარი, სახელი არ გვითხრა. ძალიან სასიამოვნო ქალბატონია, მეუღლესთან ერთად მოვიდა. ლევანს ლეიბი მოუტანეს, ტანსაცმელი – სპორტული შარვლები და მაისურები. მადლობელი ვარ მათი იმისთვის, რომ ჩვენს დასახმარებლად დრო და შესაძლებლობა გამონახეს.
მინდა, ძმები არაბულების შესახებ დაწეროთ. მათაც მაცივარი მომიტანეს. ორი მაცივარი მაქვს და ისე დაემთხვა, რომ ახლა, მეც შემიძლია ვინმეს დავეხმარო და გადავცე, ვისაც სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა, ბიჭებო! მე და ლევანი მოხარულები ვართ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანით!
მე და ლევანი პირადად არ გიცნობთ ყველას, ვინც დაგვეხმარა. მაგრამ მინდა, ჩემი ლოცვა შეგეწიოთ თითოეულ თქვენგანს. მხოლოდ სიხარული და წარმატება გქონოდეთ ცხოვრებაში! ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! ჩვენი ყოფა იყო უხალისო და მძიმე, თქვენი დამსახურებით კი, ამოვისუნთქეთ! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ იმედი და ბედნიერება გაგვიზიარეთ. ზურგი არ გვაქციეთ და არ მოერიდეთ ჩვენს პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღებას. თქვენი დამსახურებით, სასიხარულო ცვლილებები, კარგი სიახლეები მოხდა ჩვენს ცხოვრებაში.
– სულმოუთქმელად ველით სასიხარულო ამბებს!
თამარი: ძალიან მიხარია, რომ ფონდი ლევანის მდგომარეობით დაინტერესდა და მის შესახებ თურქული კლინიკის წარმომადგენელს, ქალბატონ ნათიას შეატყობინა. ის დაგვიკავშირდა და გვთხოვა, ფეხებისა და მენჯის რენტგენის გადაღება. თურქეთში, ექიმს აჩვენა ვიდეორგოლი, რომელიც თქვენ გადაუღეთ ლევანს. რა თქმა უნდა, არანაირი საშუალება არ მქონდა, რენტგენი რომ გადამეღო და ფონდმა იტვირთა ესეც.
„თურქმა ექიმმა რენტგენის სურათი ნახა და თქვა, რომ შესაძლებელია ლევანის დახმარება.“
იმედის მომცემი ამბავი გავიგეთ თურქეთიდან, რომელმაც მეც და ჩემი შვილიც ძალიან აგვაღელვა. ლევანი ნორმალურად სიარულს შეძლებს, თუ ჩაუტარდება ხუთი ოპერაცია: მენჯის, ტერფის, მყესების გადანერგვისა და სხვა. ქალბატონი ნათია ამბობს, რომ შესაძლებელია თბილისის მერიის, ჯანდაცვის დაფინანსების მოპოვება. შეგვპირდა, რომ მარტოს არ დაგვტოვებს. შესაძლოა, თურქეთის კლინიკამაც გაგვიკეთოს შეღავათი.
სანამ თქვენ გაგიცნობდით, ამაზე ვერც ვიოცნებებდით! ჩემს ბიჭს იმედი მიეცა. იქნებ გამოვიდეს, ღმერთო? ხომ ვხედავთ, რა სასწაულებსაც ახდენთ. როგორ გაგვახარა პატარა ბიჭის, ლაზარე ჯიბლაძის ამბავმა. მასაც თქვენ დაეხმარეთ
– მართლაც, სასიხარულო ამბავია! შენ როგორ განწყობაზე ხარ, ლევან? ახლა რას ფიქრობ?
ლევანი: ძალიან მინდა სიარული რომ შევძლო, ძალიან! ვიქნებოდი უბედნიერესი ადამიანი! რა და როგორ იქნება, არ ვიცი. მაგრამ, მადლობას გიდით იმისთვის, რომ იმედი მაჩუქეთ. მახარებს თქვენი მზრუნველობა. კარგ საწოლზე მძინავს და შემიძლია, ჩემს საყვარლ რაგბს ვუყურო პლაზმური ტელევიზორის ეკრანზე. რაგბის ფანი ვარ, სიგიჟემდე მიყვარს. მუსიკასაც ვუსმენ, კომიკოსები მიყვარს.
„ახალი ტელევიზორი ინტერნეტით. ვუყურებ რაგბს ან მუსიკას ვუსმენ ყველაზე ხშირად.“
„ძველ ტახტზე რომ ვიწექი, ყველაფერი მტკიოდა ამოშვერილი ზამბარებისა და რკინების გამო. კიდევ ეგ მინდოდა? ამ საწოლზე კი მშვიდად მძინავს.“
როდესაც ვიცი, რომ ფონდიდან უნდა გვესტუმროს ვინმე, მზად ვარ მუხლის ჩოქა ჩავიდე მეხუთე სართულიდან, ფეხები დავისერო და სადარბაზოსთან დავხვდე. მეც მინდა პატივი გცეთ ისევე, როგორც თქვენ მე!
– ღმერთმა 100 წელი ჯანმრთელი გამყოფოს, ლევან! თამარ, მინდა გკითხოთ, სახელმწიფო თუ ჩაერთო თქვენი პრობლემების მოგვარებაში?
თამარი: რას გაიგებ? მაგალითად, ლევანს ელექტრო ეტლი პრინციპის გამო არ მისცეს. „პენსიონერი კია, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა. მხოლოდ ხანდაზმულებს ეკუთვნით ეტლი“ – ჯანდაცვის სამინისტროსგან ასეთი პასუხი მივიღეთ. სამაგიეროდ, რეაბილიტაცია დააფინანსეს: ჩემი შვილი ფიზიოთერაპიაზე დამყავს და ტრენაჟორებზეც ვარჯიშობს.
ლევანისთვის გადაადგილება კვლავაც რჩება სერიოზულ პრობლემად და სატანჯველად. მაგრამ მჯერა, რომ თქვენი და უფლის წყალობით შევძლებ, რომ დავეხმარო.
იმის იმედის ნაპერწკალიც კი, რომ ოდესმე სიარულს შეძლებს, საკმარისია, ლევანის სახე რომ გაუბრწყინდეს და გაიღიმოს.
მაგრამ, ჯერჯერობით, ყველაფერი უცვლელი რჩება: იტანჯება, მუხლის ჩოქა ჩადის მეხუთე სართულიდან, თავის ეტლში რომ ჩაჯდეს და ნახოს, რა ხდება გარეთ
– რა სახის დახმარება გჭირდებათ ამჟამად?
თამარი: თუ არის საშუალება, მინდა გთხოვოთ, კვლავაც განაგრძოთ პროდუქტით დახმარება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ, წნევის წამლები მჭირდება, არ შეიძლება, რომ გამოვტოვო. ღმერთმა დაგლოცოთ!
„თითოეულ თქვენგანს შეგეწიოთ ჩემი ლოცვა!“
თქვენი თანაგრძნობა ლევანს უნელებს გულის ტკივილს და გარიყულად აღარ გრძნობს თავს. თქვენი ძალისხმევით, ლევანის და მისი დედიკოს ყოველდღიური ცხოვრება უფრო კომფორტული და მარტივი გახდა, უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა მოგვარდა. ლევანის ცხოვრებაში შეიძლება უამრავი სასიკეთო ცვლილება მოხდეს, ექიმისგან მოსმენილი ბოლო სიახლეებიდან გამომდინარე. მაგრამ, ოცნება რომ აიხდინოს და ფეხზე დადგეს, გრძელი გზის გავლა მოუწევს და ამ გზის ყოველ მონაკვეთზე თქვენი დახმარება სჭირდება. კონკრეტულად ახლა, შეგიძლიათ პროდუქტით დაეხმაროთ
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
6798.83₾დარჩა:
0.02₾