რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ვერ მივხვდები, რა ხდება, ტკივილი სადღაც გაქრება, სიკვდილიც უკან დაიხევს, თითქოს, ეს კუზიც არასდროს მქონია“ ის მამაკაცია, კაცები კი, არ ტირიან. მაშინაც კი, როდესაც ტკივილისგან თვალთ უბნელდებათ, ეკეტებათ ფილტვები და ამოსუნთქვა არ შეუძლიათ. ნიკა შუბითიძე 20 წლისაა და მისი ცხოვრება, ტანჯვით აღსავსე არის.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
„დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და ვერ მივხვდები, რა ხდება, ტკივილი სადღაც გაქრება, სიკვდილიც უკან დაიხევს, თითქოს, ეს კუზიც არასდროს მქონია“
ის მამაკაცია, კაცები კი, არ ტირიან. მაშინაც კი, როდესაც ტკივილისგან თვალთ უბნელდებათ, ეკეტებათ ფილტვები და ამოსუნთქვა არ შეუძლიათ. ნიკა შუბითიძე 20 წლისაა და მისი ცხოვრება, ტანჯვით აღსავსე არის.
ნიკა: პატარა ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ სხვებს არ ვგავარ. სამყარო, რომელიც სხვებისთვის უდარდელი და შესაძლებლობებით აღსავსე ჩანდა, ჩემთვის იყო ნამდვილი ბრძოლის ველი. მივხვდი, რომ სკოლაში სირბილი, სხვა ბიჭებისგან განსხვავებით, მე არ შემეძლო. მაშინ ალბათ, ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი, რა მჭირდა და ტკივილიც ასე ძალიან არ მაწუხებდა. მაგრამ, მუდამ ექიმების გარემოცვაში ვიყავი, რენტგენებსა და ანალიზებს კი ბოლო არ უჩანდა… ო, როგორ მძულდა! ტკივილს მაყენებდნენ, ბრძნული მზერით შემომცქეროდნენ, მერე კი, ბებო ყოველთვის ტიროდა.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ, ტკივილმა როდის შეგაწუხათ?
ნიკა: რაც თავი მახსოვს, მუდამ თან მდევს ეს ტკივილი. მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, გაუსაძლისი გახდა. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, ვცდილობდი ისე მოვქცეულიყავი თითქოს, არაფერი მჭირდა. მაგრამ ხანდახან, ისე მტკიოდა, რომ თვალთ მიბნელდებოდა, ჯოჯოხეთში მეგონა თავი. სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო. ასე მეგონა, თითქოს ყოველი ამოსუნთქვა შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო. თითქოს, ფილტვები გასკდომას ლამობდა. უმნიშვნელო გაციებაც კი მაშინებდა, იმიტომ, რომ ჩემს შემთხვევაში, ბევრად უფრო სერიოზული იქნებოდა მდგომარეობა. ყველაზე ძნელი კი, იყო იმ აზრთან შეგუება, რომ გამოსავალი არსებობს, მაგრამ ხელი არ მიმიწვდება.
ასაკის მატებასთან ერთად ნიკას მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება
– უფრო დაწვრილებით მიამბე, თუ შეიძლება!
ნიკა: დღეს, საუბარია ჩემი სიცოცხლის გადარჩენაზე. ქართველი ექიმები თურქეთში მირჩევენ ოპერაციის გაკეთებას. 25 ათასი დოლარი უნდა შევაგროვო, რეალობად რომ იქცეს. და ჩემთვის, ეს უბრალოდ ოპერაცია არ არის, ნორმალური მომავლის, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრების შანსია. ჯანდაცვის სამინისტრომ 5 ათასი დოლარი გამოჰყო და ძალიან მადლობელი ვარ ასეთი დახმარებისთვის. მაგრამ, კიდევ 20 ათასი დოლარი მჭირდება. მჯერა, რომ ნამდვილად არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც გამიგებს და დამეხმარება. ძალიან მჭირდება ეს ოპერაცია! განა იმიტომ, რომ მინდა ტანადი ვიყო, არამედ იმიტომ, რომ უკვე მართლა საშინლად მტკივა და ასე ცხოვრება მიჭირს.
– ოდესმე შენი გარეგნობის გამო, უხერხულად გიგრძვნია თავი?
ნიკა: ალბათ კი, მაგრამ შევეგუე საკუთარ გარეგნობას. ალბათ, დამცინოდნენ კიდეც, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. საკუთარ თავს ტირილი ავუკრძალე. ტირილი ტკივილს არ აყუჩებს. მაშინ, რა აზრი აქვს ცრემლების ღვრას? მუდმივად ვცდილობდი, ისე მოვქცეულიყავი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ალბათ, არ მინდოდა, სხვებს დაენახათ ჩემი სისუსტე. მაგრამ იცით, ძალიან გამიმართლა, ცხოვრებაში შევხვდი უამრავ კარგ ადამიანს. სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც, ძალიან კარგი მეგობრები მყავს.
„ჩემი ხერხემალი 80 გრადუსით არის გადახრილი, რაც ძალიან მიშლის ხელს მოძრაობაში და საშინელ ტკივილს მაყენებს.“
– მოგწონდა სკოლაში სიარული? კარგად სწავლობდი?
ნიკა: სკოლა ჩემთვის გარკვეულწილად თავშესაფარი იყო. კარგად ვსწავლობდი, ყველაფერს ძალიან ადვილად ვითვისებდი. მაგრამ ხანდახან, იძულებული ვიყავი, წამოწოლილს მემეცადინა. ხანაც ვაცდენდი გაკვეთილებს იმიტომ, რომ ჯდომაც კი არ შემეძლო. ექიმებთან დავყავდი მაგრამ, აზრი?! სკოლას რომ ვამთავრებდი და პროფესიას ვირჩევდი, ზუსტად ვიცოდი, რომ არ მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი.
– ისტორიული ფაკულტეტი რატომ ირჩიე?
ნიკა: ისტორია არის უბრალოდ გატაცება, ჩემს ტკივილთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი დახმარებით, რეალობას გავურბივარ, ვიძირები წარსულის ამბებში. უბრალოდ ვცდილობ, ჩემი ადგილი ვნახო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას შევძლებ. მართალი გითხრათ, მასწავლებლობა მინდა, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა. დიდი გეგმები მაქვს, მაგრამ ჩემი სხეული ხელს მიშლის. თუ დაკვირვებას დავიწყებ, შეიძლება ჭკუიდან შევიშალო. მიჭირს ჯდომაც, დგომაც და წოლაც კი. მალე ვიღლები ხოლმე და ხანდახან, საერთოდ ვერ ვსუნთქავ. ახლავე თუ არ გავიკეთებ ოპერაციას, უნივერსიტეტის დამთავრებამდეც კი ვერ მივატან ცოცხალი. მე კი, სიცოცხლე ძალიან მიყვარს!
– როგორ ფიქრობ, რომ არა ხერხემლის გამრუდება, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება?
ნიკა: ვერ გეტყვით. ტკივილი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, მან ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც ვარ. ამაზე არ მიფიქრია… ან, შეიძლება მიფიქრია კიდეც, მაგრამ ვერ მოგიყვებით. ვფიქრობ, ოპერაციის შემდეგ გამოსწორდება ყველაფერი და ჩემი ცხოვრებაც შეიცვლება.
– არ მინდა, შევეხო ისეთ საკითხებს, რომელიც ტკივილს გაყენებს. ნიკა, ბებოსთან ერთად ცხოვრობ. შენი მშობლები სად არიან?
ნიკა: დედა წავიდა, არ ვიცი რატომ. მამა შშმ პირია, ცალი თვალით ვერ ხედავს და ვერ მუშაობს. 17 წლის იყო, როდესაც თვალში ეკლიანი ტოტი მოხვდა და დაკარგა მხედველობა.
„დედა წავიდა და ახლა, ბებო ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“
– შენ თქვი, რომ დედა ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე წავიდა. ალბათ, ეს ძალიან მტკივნეული თემაა შენთვის?
ნიკა: კი, ნამდვილად და მირჩევნია, არ განვიხილოთ. ფიზიკური ტკივილის მოთმენა კიდევ როგორღაც შეიძლება. მაგრამ, არსებობს ისეთი ტკივილი, რომელსაც ოპერაციაც კი ვერ გააყუჩებს. არ გვინდა ამაზე საუბარი.
– კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ნიკა და აღარ გაწვალებ. ვხედავ, რომ უკვე გიჭირს ლაპარაკი. ახლა, ძალიან გჭირდება ოპერაცია. მაგრამ ნუთუ, მისი გაკეთება უფრო ადრე არ შეიძლებოდა?
ნიკა: უამრავი ექიმი შემოვიარეთ. შემიძლია, გვარებიც ჩამოგითვალოთ. რომ დამინახავდნენ ხოლმე, ამბობდნენ: „სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, მაგრამ აქ ვერ გავუკეთებთ. სადმე უნდა წაიყვანოთ.“ არ მგონია, ვინმეს, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ჰქონდეს ამხელა თანხა გადადებული. ჩემს ოჯახს კი, გასაყიდიც არაფერი აქვს. ყოველთვის ხელმოკლედ ვცხოვრობდით. ადრე, ამხელა თანხის შეგროვებაც წარმოუდგენელი იყო. მაგრამ ახლა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროსგან ნაწილობრივი დაფინანსება მივიღეთ, იმედი მოგვეცა, თქვენც აღმოგაჩინეთ. ვირწმუნე, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩემს მდგომარეობას. მოგმართეთ და უკვე მოხვედით კიდეც! ჩავთვლი, რომ ეს პირველი ნაბიჯია ჯანმრთელი ცხოვრებისკენ.
„ვირწმუნე, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩემს მდგომარეობას“
ნიკას გასავლელი აქვს ურთულესი გზა – გზა განკურნებისკენ. ის გვთხოვს თანადგომას და დახმარებას, რათა გაუმკლავდეს ტკივილს და ტანჯვას. შესაძლოა, უკან დაიხიოს და ჩაიაროს ბნელმა დღეებმა, ტანჯვამ და ჯოჯოხეთურმა ტკივილმა, რომელიც ნიკას დაბადებიდან თან სდევს. მომავალი ჩვენს ხელთაა! თითოეული ჩვენგანის ხელთ არის! ამჟამად, ნიკას ყოველი ნაბიჯი, ყოველი მოძრაობა, ნიშნავს ტკივილთან ბრძოლას. ჩვენ კი, შეგვიძლია ამას ბოლო რომ მოვუღოთ, მეგობრებო!
ნიკას ისტორია, არის ბრძოლის, სულიერი სიმტკიცისა და რწმენის ისტორია. შესაძლოა, ასეთმა მრუდე ცხოვრებამ ბევრად მეტი სიმტკიცე შეჰმატა, ვიდრე რიგითი სირთულეები მოუტანდა. ის არ ტირის, მაგრამ დახმარებას გვთხოვს, რათა ნაბიჯი გადადგას თავისუფალი ცხოვრებისკენ, ტკივილის გარეშე. შესაძლოა, სწორედ თქვენი გვერდში დგომა დაეხმაროს, რომ გადაფურცლოს მისი ცხოვრების ახალი თავი, თავისუფლად ამოისუნთქოს და ამაყად აწეული თავით განაგრძოს თავისი ცხოვრების გზა.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორი, აბრამიშვილის ქ. 10ა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
ნიკამ ისწავლა ახალი ცხოვრება – ის ახლა ჯანმრთელი და ბედნიერია!
ნიკას სქოლიოზის და კიფოზის მძიმე დიაგნოზი რომ დაემარცხებინა, ჩვენ, მთელი საქართველოს მოსახლეობამ მისთვის 25000 დოლარი შევაგროვეთ! ნუთუ ეს უფლის სასწაული არაა?
უშველებელი საშინელი კუზი, რომელიც ნიკას ცხოვრებას უმწარებდა, ხელს უშლიდა სუნთქვასა და სიარულში, აღარ არსებობს! ნიკამ ის თურქულ კლინიკაში დატოვა, და იქიდან გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში ახალი ცხოვრების შესახვედრად. ასეთი სასწაულები მხოლოდ ზღაპარში ხდება, ან ჩვენთან, საქართველოში, თუ ფონდის ათასი მეგობარი ერთიანდება!
„დიდი კუზი ჯანმრთელობას ურყევდა და მის სიცოცხლეს ემუქრებოდა“
ამ კუზით ნიკა ნორმალურად ვერც დადიოდა, ვერც ეძინა, ვერც სუნთქავდა…
ახლა ნიკას სწორი ზურგი აქვს და მისი ცხოვრებაც გამართულად წარიმართება.
– როგორ გრძნობ თავს ოპერაციის შემდეგ, ნიკა? რა ცვლილებებს ამჩნევ?
ნიკა: არაჩვეულებრივ თავისუფლებას ვგრძნობ, სიარული და სუნთქვა აღარ მიჭირს. ბებია მეუბნება, ახლა უფრო სწრაფად დადიხარო, ამას თავადაც ვამჩნევ. ის მეუბნება: “გაიმართე!” ყოველდღე თანდათან ვეჩვევი იმას, რომ ახლა სწორი ზურგი მაქვს. ჯერჯერობით ჩემს ეზოში ვსეირნობ. ერთი საათი ვივლი ხოლმე, მერე ცოტა ხანი დაწოლა მომიწევს. რომ ვზივარ ტკივილი მაწუხებს
– Რა თქმა უნდა! ასეთი რთული ოპერაცია გაიკეთე. გამოჯანმრთელებას დრო დასჭირდება.
ნიკა: ექვსი თვე უნდა ვატარო კორსეტი. მისი გახდა შემიძლია მხოლოდ დაბანისას და ძილისას. საკმაოდ მძიმეა როგორც ბაქანი. ჩაცმაში და გახდაში ბებია მეხმარება. კლინიკამ დამიდო ოპერაციიდან მეოთხე დღეს.
– ჩვენს მკითხველებს ყველაფერი მოუყევი, ნიკა: რა გაგიკეთეს ოპერაციის დროს და შენი ექიმის შესახებ.
ნიკა: ვიცოდი, რომ სამსუნში მივდიოდი სანდო ადამიანისა და პროფესიონალის სანახავად და თითქმის არ ვღელავდი. და საერთოდ, იმდენად დავიღალე ჯანმრთელობის პრობლემებით, რომ მათგან თავის დაღწევის ძლიერი შინაგანი სურვილი მქონდა.
ექიმი ენის კურუოღლუ სპეციალიზირებულია ხერხემლის, ზურგის ტვინის და ნერვების ქირურგიაში. ის ძალიან პოზიტიურია, იღიმის და მაშინვე დამარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მას თარჯიმნის მეშვეობით დავუკავშირდით. იმის გამო რომ ექიმი მშვიდი და თავდაჯერებული იყო, ეს მეც გადმომედო და მამიდასაც, რომელიც თურქეთში გამომყვა
ექიმი ენის კურუოღლუ თავის სფეროში დიდი პროფესიონალია, ძალიან პოზიტიური და მომღიმარი. ნიკამ მაშინვე გახდა დარწმუნებული , რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა
ოპერაცია რვა საათი გაგრძელდა. მათ გაათავისუფლეს გაჭედილი ნერვი, რომელიც აუტანელ ტკივილს მაყენებდა. ხერხემალი გამისწორეს და პლატინის ნაწილები დაამონტაჟეს. ნეკნები და ფილტვებიც გამისწორეს.
ოპერაციის შემდეგ მაშინვე ვგრძნობდი ძლიერ ტკივილებს და გადასხმა გამიკეთეს. მაგრამ ძალიან დამეხმარა ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი გვერდში მედგა და ფიქრობდა ჩემზე. ეს სჯობს ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელს (იღიმის).
ოპერაციიდან მეოთხე დღეს პირველი ნაბიჯების გადადგმის დროც მოვიდა…
– გორის საფეხბურთო კლუბმა „დილამ“ სპეციალური ვიდეო მესიჯიც კი ჩაგიწერა! რა კარგად მოიფიქრეს!
ნიკა: ოპერაციიდან მესამე დღეს მივიღე ეს მილოცვა: (https://fb.watch/nU2t9AtVTZ/?mibextid=RUbZ1f) ძალიან სასიამოვნო და თბილი გრძნობა იყო. ბიჭები ჩემი მშობლიური ქალაქიდან არიან, ყველას სახელითა და გვარით ვიცნობ: მეკარეებს, მცველებს, ნახევარმცველებს და თავდამსხმელებს. მე ვუყურებ მათ ყველა თამაშს. მადლობა მათ ჩემი მეგობრის მეშვეობით გადავეცი .
საავადმყოფოში გამგზავრებამდეც ჩემთვის გორში საქველმოქმედო საღამო მოეწყო. ვაუ! ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შემეძლო ამდენი ყურადღების მიქცევა. თამარ ნონიკაშვილმა და დავით დვალიშვილმა ეს ყველაფერი გორის კულტურის ცენტრში მოაწყვეს. მათ მოიწვიეს ჯგუფი SOFT WAVE, საცეკვაო ანსამბლები და მომღერლები. მეც დამპატიჟეს. მითხრეს კიდეც, სცენაზეც გამოდიო. ჩემს გამო ამხელა აურზაურია (იღიმის). ეს ყველაფერი დაიწყო იმ დღიდან, როდესაც თქვენ გამოაქვეყნეთ ჩემი ამბავი.
– ახლა თქვენ შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ მკითხველს, ექიმს და ყველას, არა თქვენი, არამედ ჩვენი არხებით. ხომ იცი რამდენი ადამიანი წაიკითხავს ამას
ნიკა: უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ! თქვენ გაქვთ წვდომა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. დიდ საქმეებს აკეთებთ. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა. ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება. ვიცი, რომ გამართული ზურგისთვის უნდა გავუძლო კორსეტსაც და წამლებსაც. ეს არის დროებითი დისკომფორტი. გმადლობთ, რომ ასე იბრძვით ჩემი ჯანმრთელობისა და ჩემი სიცოცხლისთვის! თქვენი წყალობით მოხდა ის, რაც შეუძლებელი და განუხორციელებელი მეჩვენებოდა! ჩემი ოპერაციისთვის სახელმწიფომ 5 ათასი დოლარი მომცა (ჯანმრთელობის სამინისტრო), მაგრამ ჩემს ოჯახს კიდევ 20 ათასი დოლარი აკლდებოდა. არც კი მეგონა, რომ წარმატებას მივაღწევდით მე, ბებიაჩემი და ავადმყოფი მამა. ხოლო პროექტის გამოქვეყნების შემდეგ გამიჩნდა რწმენა. ხალხმა გამიჩინა რწმენა. როცა ასე ძალიან უყვარხარ ხალხს, შენი ცხოვრება იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ამ პერიოდში როგორც გორის მერიაში, ასევე რაიონის გამგეობაში გადარიცხვები განხორციელდა. აბსოლუტურად ყველას სურდა ჩემი დახმარება. წარმომიდგენია, რამხელა შრომა გასწია ფონდმა ჩემი ოცნების ასასრულებლად და შესანიშნავ ექიმთან მისაყვანად.
ნიკა: „ოპერაციაზე ოცნება არარეალური მეგონა. მაგრამ ახლა საბოლოოდ დავიჯერე რაც ჩემს თავს მოხდა. მშვენიერი ექიმი ვნახე და კუზი აღარ მაქვს
– უკვე წახვედი უნივერსიტეტში, გაიცანით თანაკლასელები?
ნიკა: ჯერ არა, ძალებს ვიკრებ. ცოტას შევისვენებ. ოღონდ ყველა გამოცდას აუცილებლად ჩავაბარებ და არაფერში ჩავიჭრები. შემდეგ კი ყველა მეგობარს ვნახავ. იანვარში ისევ უნდა მივმართო ჩემს ექიმს, ენის კურუოღლუს, რათა შეხედოს, როგორ მიდის ყველაფერი. იანვრამდე წამლები მაქვს. და მერე ვნახოთ… ღმერთმა ქნას, რომ არ დაგვჭირდეს ბევრი წამალები. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, რომ წინასწარ არაფერზე ფიქრი და ნერვიულობა არ მინდა…
ყველას წყალობით, ჩემი ცხოვრებისეული ოცნება ასრულდა! ჩვენი ნიკა ეჩვევა ახალ რეალობას – ჯანმრთელობას და ბედნიერებას! სრულ გამოჯანმრთელებამდე სულ ცოტა დარჩა. ნიკას შესაძლოა წამალები და საკვები მაინც დასჭირდეს. კარგია, თუ ამ პერიოდში ოჯახს მხარს დაუჭერთ! შეგახსენებთ, რომ ნიკა მესამე კურსის სტუდენტია, ბებიასთან და ინვალიდ მამასთან ერთად ცხოვრობს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
16859.43₾დარჩა:
0.02₾