რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ცხოვრებამ თვალები დაუბნელა. როგორ უნდა იცხოვროს მარტოხელა უსინათლო ქალმა უკუნეთ სიბნელეში? ნუთუ, ის განწირულია? ის შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის ბებია ყოფილიყო.

calendar ოქტომბერი 2, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

უზომოდ თბილ და გულკეთილ, 82 წლის შურა ბებოს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა!
მეგობრებო, დახმარების ხელს თუ არ გავუწვდით, ერთ დღესაც ისე ჩუმად დაგვტოვებს, რომ ვერავინ გაიგებს!
ნუთუ, დახმარების გარეშე უნდა დარჩეს?! შურა ბებო ნამდვილად არ მოგვექცეოდა ასე! უფლის გზები ხომ, შეუცნობადია.
შურა: აი, ახლა, ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ავდგე და მივიდე ჩემს საწოლამდე… (უსინათლო ქალს ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები). გამომიწოდე ხელი, წამოდგომაში დამეხმარე. კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხანდახან, მთელი დღე, ხმის გამცემიც კი არავინ მყავს!
– რით დაგეხმაროთ, ბებო, თქვენმა გულმა კვლავ რომ „გაიღიმოს“?
შურა: წამლები მუდმივად მჭირდება, შვილო, რომ ვიცოცხლო. გულის და ტვინის მკვებავი, წნევის წამალი, თვალის წვეთები. შეშასაც ვეღარ დავანთებ, მგონი. სულ დავუძლურდი. გავიყინები ალბათ, ამ ზამთარს, ღუმელი თუ ჩაქრა და დროულად არავინ მომაკითხავს. რა კარგი იქნებოდა, გაზის გამათბობელი რომ მქონოდა…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ცხოვრებამ თვალები დაუბნელა. როგორ უნდა იცხოვროს მარტოხელა უსინათლო ქალმა უკუნეთ სიბნელეში? ნუთუ, ის განწირულია? ის შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის ბებია ყოფილიყო.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 უზომოდ თბილ და გულკეთილ, 82 წლის შურა ბებოს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა!

მეგობრებო, დახმარების ხელს თუ არ გავუწვდით,  ერთ დღესაც ისე ჩუმად დაგვტოვებს, რომ ვერავინ გაიგებს!

ნუთუ, დახმარების გარეშე უნდა დარჩეს?! შურა ბებო ნამდვილად არ მოგვექცეოდა ასე! უფლის გზები ხომ, შეუცნობადია.

შურა: აი, ახლა, ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ავდგე და მივიდე ჩემს საწოლამდე… (უსინათლო ქალს ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები). გამომიწოდე ხელი, წამოდგომაში დამეხმარე. კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხანდახან, მთელი დღე, ხმის გამცემიც კი არავინ მყავს!

– რით დაგეხმაროთ, ბებო, თქვენმა გულმა კვლავ რომ „გაიღიმოს“?

 შურა: წამლები მუდმივად მჭირდება, შვილო, რომ ვიცოცხლო. გულის და ტვინის მკვებავი, წნევის წამალი, თვალის წვეთები. შეშასაც ვეღარ დავანთებ, მგონი. სულ დავუძლურდი. გავიყინები ალბათ, ამ ზამთარს, ღუმელი თუ ჩაქრა და დროულად არავინ მომაკითხავს. რა კარგი იქნებოდა, გაზის გამათბობელი რომ მქონოდა…

***

 შურა ბებომ დიდი ხნის წინ დაასაფლავა ყველა ოჯახის წევრი, ათი წლის წინ კი, ჯანმრთელობამაც უღალატა და ვეღარაფერს ხედავს. ასე, ვარაუდით გადაადგილდება მშობლიურ სახლში და კიდევ კარგი, რომ მისი თვალები ვეღარ ხედავს სად უწევს ცხოვრება! დაბზარული კედლები, ჩამოშლილი სახურავი, საბჭოთა კავშირის დროინდელი ავეჯი, ძველისძველი ნივთები… უსინათლო მოხუცი ზის და ეფერება გარდაცვლილი ახლობლების სურათებს, რომლებსაც ვეღარ ხედავს. 

უსინათლო შურა ბებო უკვე 18 წელია მარტო ცხოვრობს

 ასეთია მარტოხელა მოხუცების დღევანდელობა ჩვენს ქვეყანაში, შიმშილი, სიცივე, უსახსრობა… ვინ, თუ არა ჩვენ, გაუწვდის მათ დახმარების ხელს და იზრუნებს მათზე? „ღმერთმა ყველას გაშოროთ მარტოსული და უმწეო სიბერე…“ – დღეს, შურა ბებია ელის ჩვენი, სწორედ ჩვენი ფონდისა და მისი ერთგული მეგობრების თანადგომას და მხარდაჭერას.

 – შურა ბებო, გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში, სრულიად მარტო, ამ ნახევრად დანგრეულ სახლში?

 შურა: აბა, რა გითხრა შვილო? დამეღუპა ოჯახის ყველა წევრი, დედა, მერე ორივე ძმა… მერე მხედველობაც დავკარგე, არავინაა ჩემი პატრონი… მტკივა, ყველაფერი მტკივა, ფეხებიც, გულიც და სულიც. ვზივარ აქ მთელი დღე სახლის წინ, სანამ კარგი ამინდებია და ყურს ვუგდებ, იქნებ ვინმე ნაცნობმა გამოიაროს, გამოველაპარაკო, მოვიკითხო… მაგრამ არა, მხოლოდ მანქანები დადიან იქეთ-აქეთ.

შურა ბებო სამწუხაროდ სურათებსაც კი ვერ ხედავს, ახალგაზრდობა რომ გაიხსენოს

 – ახლობელი საერთოდ არავინ გყავთ? დაოჯახებული არასდროს ყოფილხართ?

 შურა: ბედი უნდა ყველაფერს შვილო, ვერ შევქმენი ოჯახი. ძმა მყავდა, იმასაც განგრენა დაემართა და მოკვდა 18 წლის წინ. მას შემდეგ სულ მარტო ვცხოვრობ. კეთილი მეზობლების იმედად. ისინი მაკითხავენ, ხან საჭმელსაც მაწვდიან. ძალიან გულკეთილი ხალხია. მაგრამ, ყველას ხომ საკუთარი ოჯახი ჰყავს, საკუთარი სადარდებელი. მყავს ნათესავები, მაგრამ ეს ოჯახი საკმაოდ შორს ცხოვრობს, შეძლებისდაგვარად ცდილობენ, მაქცევენ ყურადღებას, საჭმელს მაწვდიან. ისინი რომ არა, ალბათ, დღემდე ვერც მოვატანდი. ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ მათიც და მეზობლებისაც მაგრამ, ხომ იცით, დღეს ისეთი ცხოვრებაა, თავის თავი გასჭირვებია ყველას… ტვირთად როგორ დავაწვე მარტოხელა, უსინათლო, უმწეო ქალი?

„ჩემი სახლის კარს ვერ გავცდები – ეზოში რომ წავიქცე, გვერდით არავინ მყავს, რომ ამაყენოს“

 – რა ძნელია… აქ მარტო ცხოვრებას როგორ უმკლავდებით, თქვენ ხომ, თითქმის ვერაფერს ხედავთ?

 შურა: აქ დავიბადე, ამ სახლში, აქ გავიზარდე და გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება. ზეპირად ვიცი, სად რა დევს ოთახში, ამიტომაც შემიძლია, აივნამდე მაინც რომ მივიდე. სახლის კარს კი ვერ გავცდები – მეშინია, სადმე არ წავიქცე. ყველაფრის მეშინია შვილო, რთულია სიბრმავე, რასაც ხელის შეხებით ვაგნებ, ხომ კარგი. ყველაზე მეტად კი, რის მეშინია, იცი? რომ ვჭამ, საჭმელში ფაროსანა არ ჩავარდეს, მე ხომ ვერ დავინახავ და უნდა შემომეჭამოს! აქ ბევრია ეს საზიზღარი მწერები, ხომ იცი…

„ჩემი პენსია წამლებზეც კი არ მყოფნის“

– კი, საშინელებაა, მართლაც, საჭმელსაც კი შიშით რომ ჭამ ადამიანი! როგორც ჩანს, ამ სახლში მართლაც დიდი ხანია არაფერი შეცვლილა, არაფერი შეუკეთებიათ? 

შურა: 90 წლის წინ იქნება აშენებული. აქ, ყველაფერი დედაჩემის ხელითაა მოწყობილი. არაფერი შეცვლილა მისი გარდაცვალების მერე. საბჭოთა კავშირის დროინდელია ეს ავეჯიც, სახურავი კი ბოლოს შეაკეთეს 70 წლის წინ. წლებია არ ავსულვარ მეორე სართულზე. ალბათ, მომსპარიც და დამპალიც იქნება იქაურობა. აქ კი, იატაკიც არ მაქვს, ზედ მიწაზეა დაგებული ლინოლეუმი.

თითქმის ერთი საუკუნის წინ აშენდა ეს სახლი, კედლები ჩამოშლილია, ლინოლეუმი პირდაპირ მიწაზეა დაგებული, საბჭოთა კავშირის დროინდელი ავეჯი „ამშვენებს“ ოთახს

 – გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე, ახალგაზრდობის წლებზე, ტკბილი მოგონებებიც გექნებათ, რომელიც ახლა გულს გითბობთ?

 შურა: რა მახსოვს შვილო? 1942 წელს დავიბადე, როდესაც სამამულო ომი იყო გაჩაღებული. დედა ორსულად იყო მამა რომ ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი საფლავიც კი არ ვიცით, სად არის. ორი უფროსი ძმა მყავდა. მწარე იყო ჩვენი ბავშვობაც, ომი, შიმშილი, გაჭირვება. წარმოიდგინეთ, როგორ გაუჭირდა დედას მარტოს სამი შვილის ფეხზე დაყენება… მახსოვს, სულ ტიროდა, სულ სევდიანი იყო, ძალიან დიდხანს გლოვობდა ომში დაკარგულ მეუღლეს.

 – ბედნიერი არასდროს ყოფილხართ?

 შურა: არ მახსოვს, ვიყავი, ალბათ, სულ ცოტა ხანს, სანამ ოჯახში ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი მყავდა, ბუღალტრად ვიმუშავე წარმოებაში, მთელი 32 წელი. დედა მეუბნებოდა, რადგან არ გათხოვდი, სიბერეში მომვლელი დაგჭირდება, გადადე თანხა. მეც ყველაფერი მოვიკელი, სიმწრით მოვაგროვე რაღაცა და ერთიანად დავკარგე შევარდნაძის დროს. ალბათ, იცით, მაშინ როგორი არეულობაც იყო. ასე დავრჩი სულ მარტო, უსახსროდ და უიმედოდ, დაავადებული და უმწეო. 

ძალიან დიდი ხნის წინ, შურა ბებო სულ ცოტა ხნით იყო ბედნიერი, როდესაც ოჯახის ყველა წევრი ცოცხალი ჰყავდა

 – თქვენ თქვით ოჯახის შექმნას ბედი უნდაო, მაგრამ მაინც გკითხავთ, ხელი რამ შეგიშალათ? ახალგაზრდობაში ალბათ, მოგწონდათ ვინმე. თანაც, ასეთი ლამაზი ქალბატონი ხართ?

 შურა: რა ლამაზი შვილო, ჩემზე ბევრად უკეთესი გოგოებიც დარჩნენ გაუთხოვრები, თან დედა მარტო რომ გვზრდიდა, ძალიან მკაცრი იყო, სულ თან დაგვდევდა მეც და ჩემს ძმებსაც, ეშინოდა ალბათ, უმამოდ გაზრდილებს შეცდომა არ დაგვეშვა ცხოვრებაში. ჩემს დროს სხვანაირად იყო ყველაფერი და თამამი გამოხედვაც კი სირცხვილად ითვლებოდა.

ეს მშვენიერი ქალბატონი, შურა ბებოა

 – გლაუკომა როდის აღმოგაჩნდათ? მის გარდა გაწუხებთ კიდევ რამე დაავადება?

 შურა: 10 წლის წინ დაიწყო… ნელ-ნელა შეუმჩნევლად დავკარგე მხედველობა, ცოტა ხანში დიაგნოზიც დამისვეს და მითხრეს, რომ ოპერაცია არ გაკეთდება. მარცხენა თვალით საერთოდ ვერაფერს ვხედავ, მარჯვენით კი – მხოლოდ შუქს ვარჩევ. წნევა მაქვს ყოველდღე, გულის სარქველიც მაქვს დაზიანებული, საოპერაციო. მაგრამ ოპერაცია რომც გავიკეთო, მერე ვინ უნდა მომიაროს? რა არ მაწუხებს ის მკითხო შვილო, ჯობია, ძნელია სიბერე. ფეხებიც მისივდება, მტკივა, ძლივს დავდივარ. ღმერთს ვთხოვ, არ მიმატოვოს, ტანჯვით სიკვდილისთვის არ გამწიროს.

ნუთუ, ასეთ პირობებში უნდა იცხოვრონ საქართველოში მოხუცებმა?

 – ხშირად მიმართავთ უფალს? რას სთხოვთ თქვენს ლოცვებში?

 შურა: ყოველდღე! უფლის რწმენით მოვედი დღემდე. რა უნდა ვთხოვო? ვევედრები, ტანჯვით არ მოვკვდე და კიდევ ცოტა ხანს მაინც მაცოცხლოს. ხომ იცი, ტკბილია სიცოცხლე, ადამიანი 500 წლისაც რომ იყოს, სიკვდილი მაინც არ უნდა.

 – რა არის თქვენი ოცნება, შურა ბებო? 

 შურა: ოცნება? ვოცნებობ აღარ მტკიოდეს ფეხები, გული. ერთ დღეს გავიღვიძო და უბრალოდ აღარ მტკიოდეს. 

„არავინ მყავს გვერდით, წნევის გაზომვა მაინც რომ ვთხოვო“

 – როგორ ფიქრობთ, ამჟამად რა შეგიმსუბუქებთ ყოფას? რით შეუძლია თქვენი დახმარება ჩვენს მკითხველს?

 შურა: მხოლოდ პენსიითა და სოციალური დახმარებით ვარსებობ შვილო – ჯამში გამოდის 400 ლარი. წამლებში ძლივს მყოფნის, მე კი თვალის წვეთები მუდმივად მჭირდება. თუ მეზობელმა საჭმელი ვერ მომაწოდა, ერთი ცალი პომიდვრითა და ერთი ლუკმა პურითაც გადავაგორებ დღეს, მაგრამ წამლები, მუდმივად მჭირდება, რომ ვიცოცხლო. გულის და ტვინის მკვებავი, წნევის წამალი, თვალის წვეთები. კიდევ, ისე სუსტად ვარ, რომ ვიცი, ვეღარ დავანთებ შეშას. აი, გაზის გამათბობელი რომ მქონოდა, აღარ ვიდარდებდი, რომ შეშა არ მექნება, ან ღუმელი ჩაქრება და გავითოშები სანამ შემოვა ვინმე. იცი, მარტო როცა ხარ და აღარაფერი შეგიძლია, გეშინია ყველაფრის… აი, ეხლა გელაპარაკები და ვფიქრობ, რომ შეიძლება ხვალ სულაც ცოცხალი აღარ ვიყო. მარტოსული სიბერე და უმწეობა გაშოროთ უფალმა ყველას! დამიჯერეთ, ასე ცხოვრებას, მტერსაც არ უსურვებდით!

შურა ბებო მთელი გულით ელის ჩვენს დახმარებას!

***

მეგობრებო, მარტოხელა უსინათო შურა ბებო მთელი გულით ელის ჩვენს დახმარებას და თანადგომას. ის სრულიად უმწეოა, მოხუცი, ავადმყოფი, გარდაეცვალა ყველა საყვარელი ადამიანი. მხოლოდ ჩვენი იმედი აქვს, სრულიად უცხო, ღვთისნიერი ადამიანების, ვისთვისაც არ არის სულერთი მოყვასის ბედი. ყველას გვლოცავს და უფალს სთხოვს, მარტოსული სიბერე გვაშოროს, ჩვენ კი, უბრალოდ ვალდებულები ვართ, გავუწოდოთ მას ხელი, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე და სიბერე გავულამაზოთ.

 შურა ბებო ბევრს არაფერს ითხოვს. ბედნიერებისთვის მას მხოლოდ მედიკამენტები, საკვები პროდუქტი და გაზის გამათბობელი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება და თავზე ენგრევა თითქმის ერთი საუკუნის წინ აშენებული სახლი!

თუ გსურთ, შურა ბებო მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: ჩხოროწყუ, ლესელიძის ქ. 32.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას! არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: შურა ბებია)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ოქტ 12
გაზის გამათბობელი
650.00₾
2023 ოქტ 20
წნევის აპარატი
150.00₾
2023 ოქტ 20
თეთრეული,ბალიში,საბანი
150.00₾
2023 ოქტ 25
რადიო
49.00₾
2023 ოქტ 26
საწოლი
480.00₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
172.21₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
485.00₾
07.06.2024
პროდუქტები
318.83₾

სულ ხარჯები:

2455.04₾

დარჩა:

1.07₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ესიაშვილი გიორგი
07.02.2024 20:00:00
₾9.94
Levan Sharvashidze
04.02.2024 03:40:03
₾5.00
ნიკა გაბაძე
09.01.2024 20:00:00
₾5.00
ჩხაპელია კახაბერ
05.01.2024 20:00:00
₾1.00
ოდიკაძე მირანდა
05.01.2024 20:00:00
₾1.00
კაპანაძე ირაკლი
05.01.2024 20:00:00
₾5.00
ცომაია ნოდარ
04.01.2024 20:00:00
₾1.00
ოზბეგაშვილი შოთა
31.12.2023 20:00:00
₾5.00
ჭანტურია ზურაბი
27.12.2023 20:00:00
₾3.00
ი/მ ივანე ჯანელიძე
14.12.2023 20:00:00
₾100.00
ესიაშვილი გიორგი
12.12.2023 20:00:00
₾5.51
ნიკოლოზ წირღვავა
30.11.2023 13:45:32
₾5.00
ჭელიძე თამარი
09.11.2023 20:00:00
₾50.00
ნათია ბერაია,
29.10.2023 20:00:00
₾10.00
მანუჩარ მეგრელიშვილი
26.10.2023 20:00:00
₾10.00
ხვიბლიანი სოფიო
25.10.2023 20:00:00
₾2.00
ლევან მუმლაძე
25.10.2023 20:00:00
₾20.00
მარიამ დევდარიანი
22.10.2023 20:00:00
₾2.00
ლევან დათუკიშვილი
22.10.2023 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
21.10.2023 06:16:47
₾10.00

შემოწირულია:

₾2,456.11

215 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,456.11

215 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება