რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ახალგაზრდა და მოსიყვარულე ოჯახი. ამდენი ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვი აჩუქეს საქართველოს და ასეთი უბედურება შეემთხვათ… მეწყერმა მთლიანად დაანგრია მათი სახლი და სადაც მოახერხეს, იქ ნახეს თავშესაფარი. წვიმის დროს, მთელი ოჯახი ლოცულობს, რომ მალე გადაიღოს და საწოლები გაშრეს! წამებაა გუბეში ძილი! ზამთარში კი, შეიძლება ღრმად ჩაეძინოს ვინმეს და ვეღარასროს გაიღვიძოს, გაიყინოს ან დაიხრჩოს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ჩვენი სახლი მეწყერმა წაიღო! არაფერი აღარ დაგვრჩა! დახმარებისთვისაც ვერავის მივმართავთ!
კორ.: რატომ ტირი ასე მწარედ?!
ნიკუშა: „ასე იმიტომ ვტირი, რომ შიმშილისგან მუცელი მტკივა! კიდევ… ახლახან ისე მშიოდა, რომ თავბრუ დამეხვა, მაღალი აივნიდან გადმოვვარდი და გონება დავკარგე!
კორ.: ბავშვი სასწრაფოდ ექიმთან არის წასაყვანი! მაგრამ, ვინ წაიყვანს?!მომხდარი უბედურების მერე, უკიდურესად უჭირთ დედას და მამას!
ნიკუშა: „ეს ძალიან, ძალიან ცუდი სახლია, დეიდა! ის ბოროტია! აქ დიდხანს ნუ გაჩერდები! შენც ტირილის დაიწყებ!“
კორ.: შენ რატომ ცხოვრობ აქ, შენს დაიკოებთან და ძამიკოსთან ერთად?! აქ, არც ფანჯრები გვაქვს, არც კარი. არადა, მალე ზამთარი დადგება!
ნიკუშა: „ჩვენი სახლი მეწყერმა წაიღო! კარგი სახლი იყო, იქ ყველაფერი გვქონდა…“
კორ.: შიმშილს როგორ ითმენ?!
„დეიდა, როდესაც ძალიან მშია, ძალიან ჩუმად გავრბივარ, სადმე კუთხეში ვიმალები და ვიძინებ ხოლმე. ჩემი მუცელიც იძინებს და აღარ მტკივა!“
ახალგაზრდა და მოსიყვარულე ოჯახი. ამდენი ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვი აჩუქეს საქართველოს და ასეთი უბედურება შეემთხვათ… მეწყერმა მთლიანად დაანგრია მათი სახლი და სადაც მოახერხეს, იქ ნახეს თავშესაფარი.
წვიმის დროს, მთელი ოჯახი ლოცულობს, რომ მალე გადაიღოს და საწოლები გაშრეს! წამებაა გუბეში ძილი! ზამთარში კი, შეიძლება ღრმად ჩაეძინოს ვინმეს და ვეღარასროს გაიღვიძოს, გაიყინოს ან დაიხრჩოს!
სახლი კი არა, ნანგრევებია! ძალიან დაზიანებულია სახურავი და ფანჯრებიც არ აქვს! ძალიან ცოდოები არიან ბავშვები!
დალი (12 წლის): „ძლიერი წვიმის დროს, გუბე დგება ხოლმე ჩემს საწოლში.”
„თიკო ბებია 84 წლისაა, თვითონ დადის ტყეში შეშის მოსატანად, რომ არ გავიყინოთ!“
”ჩვენს სახლში ფანჯრები არ არის. ამიტომაც, ძალიან ცივა და შიგნით თითქმის ისევე წვიმს, როგორც გარეთ.”
„არ გეგონოს, რომ შრომა მეზარება, ყველაფერში ვეხმარები მამიკოს!“
საიდუმლოს გეტყვი, თუ გინდა! „ერთხელ, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ხორცის წვნიანი გავსინჯე, – უცებ ალაპარაკდა უფროსი ვაჟი, ლევანი. – ძალიან მომეწონა, ძალიან მენატრება და მინდა, კიდევ რომ ვჭამო. მაგრამ არ ვიცი, როდის მომიხერხდება ისევ. ერთი სული მაქვს, როდის გავიზრდები. ბევრ, ძალიან ბევრ ფულს ვიშოვნი და დავეხმარები ჩემს ოჯახს.”
– უკვე დიდი ბიჭი ხარ, ლევან. ალბათ, ძალიან კარგად ხვდები, რამხელა გასაჭირშია შენი ოჯახი. მითხარი, რაზე ოცნებობ ხოლმე?
ლევანი (14 წლის) ყველაზე მეტად მინდა, საკუთარი ოთახი მქონდეს. მე და ბებიას ერთ ოთახში გვძინავს, მე კი, დიდი ბიჭი ვარ უკვე და ძნელია. წარმოვიდგენ ხოლმე, ჩემი ოთახი, რომ მქონდეს, როგორი იქნებოდა: ლურჯ სამეცადინო მაგიდას დავდგამდი კომპიუტერით და ჩემს საწოლს. ტელეფონიც ძალიან მინდა, ყველა ჩემს მეგობარს აქვს და მეც მინდა ძალიან. ძალიან მჭირდება სწავლისთვისაც და თანაც, ჩემს გარშემო ყველას აქვს და მეც მინდა, მქონდეს.
– ბატონო ზვიად, მიამბეთ თუ შეიძლება, ყოველთვის ასეთ პირობებში გიწევდათ ცხოვრება?
ზვიადი: ყოველთვის არ ყოფილა ასეთი ჩვენი მგომარეობა. ადრე, ხულოში ვცხოვრობდით, თავის გატანასაც ვახერხებდით, ასე თუ ისე. იმ ადგილას, სადაც ჩვენი სახლი იდგა, მეწყერი ჩამოწვა და ისიც თან ჩაიტანა. მერე კი, ეს პატარა ნაკვეთი ვიყიდეთ და აქ გადმოვედით. იმ დროს, სახელმწიფოც ძალიან მცირედით დაგვეხმარა და სულ ეს არის, რის შეძენაც მოვახერხეთ.
„ეს ჩვენი ძველი სარეცხი მანქანაა, არ მუშაობს და დედას ხელით უწევს სარეცხის რეცხვა”
– სკოლაში წასასვლელი ტანსაცმელი თუ გაქვს?
დალი (12 წლის) ერთხელ გვიყიდა დედამ და ისევ ის გვაქვს. დაძველდა უკვე, მაგრამ რა ვქნა? სხვა არ გვაქვს. ფეხსაცმელში კი წყალი შედის. წვიმის დროს დედიკო სკოლაში არ გვიშვებს. რომ დავსველდეთ და გავცივდეთ, მერე? წამლის ფულიც კი არ აქვს, არც ქოლგები გვაქვს, არც ჩანთები. ბებომ ადრე ძველი ჩანთები გვაჩუქა და მარტო ის გვაქვს, დახეულია, მაგრამ წიგნები რამეში ხომ უნდა ჩავდოთ?
ნიკუშა (4 წლის): „მანქანა მინდა, ძალიან მინდა ეს საჩუქარი, ბევრს ვითამაშებდი“
„პატარას 5 წელი შეუსრულდება მალე, მაგრამ დედის რძეს ჭამს, რომ საერთოდ მშიერი არ დარჩეს“
– რა შემოსავალი გაქვთ, რით იკვებებით?
თინა: ჩემი მეუღლე მუშაობს, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, მაგრამ რაც არის, ისიც გვეხმარება ძალიან. მცირეოდენ სოციალურ დახმარებასაც ვიღებთ, მაგრამ არაფერში გვყოფნის. ოთხი ბავშვის აღზრდა, მოგეხსენებათ, რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული. საჭმელიც ბევრი არაფერი აქვთ ბავშვებს, ნახევრად მშივრები იძინებენ. პატარა მალე ხუთი წლის ხდება, მე კი, დღემდე რძეს ვაჭმევ, შიმშილმა რომ არ შეაწუხოს. ძალიან ხშირად შივდება და არ გვაქვს სახლში იმდენი საჭმელი, 4 ბავშვს რომ ეყოს.
– გახსოვს შენი ძველი სახლი? როგორ ცხოვრობდი მაშინ? დალი (12 წლის): დიახ, როგორ არა? ის სახლიც პატარა იყო, მაგრამ ასეთი საშინელიც არ ყოფილა, მთელი ტანსაცმელი და ბევრი საჭმელი არც მაშინ გვქონია, მაგრამ ასეთი საშინელიც არ იყო იქ ცხოვრება, როგორიც ახლა აქ.
მაგული (11 წლის) სკოლის ნივთებიც, თითქმის არაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება: სახატავი ალბომები, ფლომასტერები, მხოლოდ 12 ფურცლიანი რვეულები გვაქვს და ერთი კალამი ყველას, სქელი რვეულები ძვირი ღირს და ვერ ყიდულობს დედა, ფული არ აქვს. და კიდევ ძალიან მინდა, პლასტელინი რომ მქონდეს. ეხლა დაგიხატავდით და გაჩვენებდით, როგორ ოთახზე ვოცნებობ, რომ მქონდეს.
„ახლა, ძალიან გვიჭირს ასე ცხოვრება. მაგრამ, როდესაც გავიზრდებით, ბევრ ფულს ვიშოვნით და დავეხმარებით ჩვენს ოჯახს“
– ვინ უნდა გამოხვიდე, დიდი რომ გაიზრდები?
ლევანი (14 წლის): ჯერ, ჯარში წასვლა მინდა, მერე კი მეზღვაური უნდა გავხდე. ერთი სული მაქვს, როდის გავიზრდები და ბევრ ფულს ვიშოვნი, ჩემს ოჯახს რომ დავეხმარო. ასეთ გაჭირვებაში აღარ იცხოვრონ ჩემმა დებმა და ძამიკომ.
ახალ სახლსაც ავაშენებ, ისეთს, რომელშიც სახურავიდან წყალი არ ჩამოვა და ფანჯრებიდან არ შემოვა სიცივე. კიდევ საკუთარი ოთახი ექნება ყველას. ძალიან ბედნიერი ვიქნები მაშინ.
– შენ ძალიან ჭკვიანი და კეთილი ბიჭი ხარ, ლევან. აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევ ცხოვრებაში.
მაგული: მეც მინდა, ჯარში რომ წავიდე, მერე კი, მინდა გავხდე პოლიციელი.
– რატომ გინდა ჯარში წასვლა და პოლიციელობა?
მაგული: იმიტომ, რომ დავიჭერდი ქურდებს და ბოროტ ადამიანებს. დედამიწაზე კი მხოლოდ კეთილი ადამიანები იქნებოდნენ.
ყველას ერთად შეგვიძლია, ამ პატარებს სიცოცხლის ხალისი და ბედნიერება რომ დავუბრუნოთ. მათ არაფერი აქვთ და მცირედიც კი დიდი ფუფუნება იქნება ამ ბავშვებისთვის.
განა ღირს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც იცი, რომ შენს გვერდით, ბავშვები ტირილით იძინებენ და იღვიძებენ შიმშილის გამო? ისეთ სამყაროში, სადაც ბავშვებს ხალისი წაართვა ცხოვრებამ?
მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ჭერი, საწოლები წვიმამ რომ არ დაუსველოს. თბილი ტანსაცმელი, საკვები, და სასკოლო ნივთები. ეს პატარები ტკბილეულსა და ტელეფონებზე ოცნებობენ. აუცილებელია, გამოკვლევა ჩაუტარდეს პატარა ნიკოლოზს. შესაძლოა, მისი სიცოცხლე სასწორზე დევს, ჩვენ კი არ ვიცით. არანაირი ტექნიკა (სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა, ტელევიზორი) და არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური პირობებიც კი არ გააჩნიათ.
ნუ დაველოდებით, რომ სხვა მივა და დაეხმარება მათ, ეს შენ უნდა გააკეთო დღეს! მათი სიცოცხლე უნდა გადაარჩინო! თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელი აგარა.
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ, მათ ბედნიერი ბავშვობა რომ დავუბრუნოთ!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ბოლქვაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
2881.43₾დარჩა:
676.83₾