რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ულამაზესი ლიკა მშობიარობას გადაჰყვა. ის მხოლოდ 18 წლის იყო. არადა, მთელი გულით სურდა, გიორგის დედიკო ყოფილიყო!..ჩავიკრავდი და არასდროს გავუშვებდი! „ქურთუკს ნუ გაიხდი, ჩვენთან სიცივეა, – მიმართავს კორესპონდენტს. – გარეთ უფრო თბილა, ვიდრე ჩვენს სახლში. ზამთარში, მზიან ამინდში, მე და ბებო ხანდახან მზეზე ვთბებით. სახლში კი, ყველაფერი გვაცვია, რაც გვაქვს და საბანს ვიფარებთ!“ სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად, მოხუცი, ავადმყოფი ელზა ბებო და 9 წლის გიორგი. დედის დაღუპვის შემდეგ, მამამ დალევა დაიწყო, თავს იკლავდა, მერე კი სხვა ქალი გაიცნო და მეორედ დაოჯახდა! „ერთმანეთის გარდა საერთოდ არავინ გვყავს ამქვეყნად, მე ვარ მისთვის დედაც, მამაც და დაც.“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ახალგაზრდა ქალი მშობიარობას გადაჰყვა. მას დარჩა შესანიშნავი ბიჭი — საქართველოს სიამაყე, რომელიც 9 წლის ასაკში ავადმყოფ ბებიასა და ეზო-კარს უვლის! მაგრამ ბავშვი ვეღარ უმკლავდება საქმეს და დახმარებას გვთხოვს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ულამაზესი ლიკა მშობიარობას გადაჰყვა. ის მხოლოდ 18 წლის იყო. არადა, მთელი გულით სურდა, გიორგის დედიკო ყოფილიყო!..
გიორგი (9 წლის): არც კი ვიცი, რას ნიშნავს „დედა“. ვიცი მხოლოდ ის, რომ გულში ჩავიკრავდი და არასდროს გავუშვებდი!
„ქურთუკს ნუ გაიხდი, ჩვენთან სიცივეა, – მიმართავს კორესპონდენტს. – გარეთ უფრო თბილა, ვიდრე ჩვენს სახლში. ზამთარში, მზიან ამინდში, მე და ბებო ხანდახან მზეზე ვთბებით. სახლში კი, ყველაფერი გვაცვია, რაც გვაქვს და საბანს ვიფარებთ!“
„მეშინია, მე ან ბებო ღამით არ გავიყინოთ. ამიტომაც, მარტო ვერ ვიძინებ.“
სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად, მოხუცი, ავადმყოფი ელზა ბებო და 9 წლის გიორგი. დედის დაღუპვის შემდეგ, მამამ დალევა დაიწყო, თავს იკლავდა, მერე კი სხვა ქალი გაიცნო და მეორედ დაოჯახდა!
„ერთმანეთის გარდა საერთოდ არავინ გვყავს ამქვეყნად, მე ვარ მისთვის დედაც, მამაც და დაც.“
ელზა: 5 წუთის განმავლობაში გიორგი გარდაცვლილი დედის მუცელში იმყოფებოდა! ამხელა ტრაგედიის სიტყვიერად გადმოცემაც კი რთულია! ისეთი ბედნიერები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, შვილიშვილი რომ გვეყოლებოდა. ახლა კი, მარტო დავრჩით და ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ, რომ ხანდახან, სახლში ერთი ნატეხი პურიც კი არ გვაქვს. რამდენჯერ მშიერი წასულა სკოლაში ჩემი საბრალო შვილიშვილი.
გიორგი: ერთხელ, სკოლაში ძალიან ცუდად გავხდი, ორი დღის მშიერი ვიყავი. სკოლის დირექტორმა მიყიდა ხაჭაპური. ის გულკეთილია, თან, კარგი მოსწავლე ვარ. ცუდი კი მხოლოდ ის არის, რომ ხშირად, ბავშვები დამცინიან! იმის გამო, რომ გოგოს ჩანთა მაქვს და დახეული ფეხსაცმელი რომ მაცვია. მაგრამ, ბებიაჩემს არ აქვს ფული. რასაც მჩუქნიან, იმას ვიცვამ!
„აი, ამ ხვრელებიდან, ზაფხულში ვირთხები შემოდიან ჩვენთან… ზამთარში არ არიან ხოლმე, სცივათ აქ.“
ბებია: „ხანდახან, რატომ არიან ადამიანები ასეთი ბოროტები? როგორ შეიძლება ბავშვის დაცინვა მხოლოდ იმის გამო, რომ არ აქვს ახალი ფეხსაცმელი ან ჩანთა?“
ახლახან, საავადმყოფოშიც კი წამიყვანეს. ღმერთო, როგორ შემეშინდა გიორგის გამო! სასწრაფოში რეკავდა, ტიროდა და ყვიროდა: „ბებო მიკვდება! არავინ მყავს მის გარდა! გთხოვთ, გადამირჩინეთ!“ არ ვიცი, სიკვდილის უფლება არ მაქვს! არ მაქვს უფლება, ისედაც ობოლი, ხელმეორედ რომ დავაობლო! ვერ გადაიტანს ამას.
გიორგი: „მართლა ძალიან მეშინია, რომ სასწრაფო დაიგვიანებს და ბებო მოკვდება.“
– ესე იგი, მხოლოდ ერთმანეთი გყავთ ამქვეყნად!
ელზა: სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, არ გვიჭირდა ასე ძალიან. მაგრამ, ორი წლის წინ, ის კოვიდმა მოკლა. ვერ გეტყვით, რა გადავიტანეთ. ასე დავრჩით სულ მარტონი. ახლა კი, არაფრის საშუალება არ გაგვაჩნია. რამდენჯერ მშიერი წასულა სკოლაში ჩემი საბრალო შვილიშვილი, რამდენჯერ სახლში ერთი ნატეხი პურიც არ გვქონია.
– ელზა, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ელზა: სითბო და პროდუქტი გვჭირდება! მთავარია, სიცივით და შიმშილით არ დავიხოცოთ. ჩემთვის კი არა, გიორგისთვის გთხოვთ. მე ისედაც სამარეში ვარ ცალი ფეხით.
გიორგი: ჩემთვის მთავარია, ბებო სულ გვერდით მყავდეს და არასოდეს მოკვდეს!
– რასაც შევძლებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ თქვენი ცხოვრება. სითბოს და პროდუქტის გარდა, იქნებ გჭირდებათ კიდევ რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელიც შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?
ელზა: სულ გაფუჭებულია ჩვენი ტექნიკა: არ გვაქვს არც მაცივარი, არც ტელევიზორი. საწოლებიც საშინელ მდგომარეობაშია… ჩემს შვილიშვილს არ აქვს არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი.
გიორგი: შეიძლება, ნორმალური ბიჭური ზურგჩანთა რომ გთხოვოთ? და თბილი ფეხსაცმელი?
– იქნებ, სანუკვარი ოცნებაც გაქვს?
გიორგი: დიახ, პლანშეტზე ვოცნებობ. მაგრამ, განა მექნება ოდესმე? კიდევ, ხანდახან, ველოსიპედზე ვიოცნებო და სათამაშო პულტიან ვერტმფრენზე. მაგრამ, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ გავიზრდები, მაშველი გამოვიდე და ადმიანებს ვუშველო ხოლმე. თუ ვინმეს გაუჭირდება, ყველა პრობლემას მოვუგვარებ.
„ღმერთს დამხმარეები ჰყავს და იმ ადამიანებთან აგზავნის, ვინც შველას ითხოვს.“
– ოჰო, წარმოგიდგენია?! შენ თუ იცნობ ისეთ ადამიანებს, ვინც ყველას ეხმარება ხოლმე?
გიორგი: კი, ერთს ვიცნობ. მას ღმერთი ჰქვია! მე კი, მისი დამხმარე ვიქნები. მაგრამ ახლა, მე და ბებოს გვჭირდება დახმარება. ვიცი, ღმერთს ბევრი დამხმარე ჰყავს და გამოგვიგზავნის.
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17). ჩვენ შეგვწევს ძალა, გიორგის და მისი ბებიის ცხოვრება შევცვალოთ. ამისთვის კი, საჭიროა სულ ცოტა: გაზის დავალიანების დაფარვა, გამათბობლის დაყენება, მაცივრის შეძენა და მისი პროდუქტით შევსება, ახალი საწოლები და თბილი საბნები. ასევე, გიორგის ყველა სურვილის ასრულება. იმდენი ტანჯვა აქვს გამოვლილი ამ ბავშვს, ჩვენ კი შეგვიძლია, ტკივილი შევუმსუბუქოთ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
12753.08₾დარჩა:
6852.74₾