რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ქეთევანი (საბას დედა): დამამშვიდეთ, დამამშვიდეთ! მითხარით, ტირილის გამო, ხომ არ კვდებიან ბავშვები. დამეხმარეთ! არ ვიცი, რა სტანჯავს ჩემს შვილს! მთელი დღე ტირის… რომ დაიღლება, ჩაეძინება ხოლმე, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება… ქეთევანმა ერთბაშად უამრავი კითხვა მომაყარა (კორესპონდენტს): „ხომ არ იცი, ბევრი ტირილის გამო კვდებიან? ბავშვი შეიძლება ტირილით მოკვდეს? და თუ არ ჭამს და მუდმივად ტირის, ეს ძალიან საშიშია? მითხარით… ძალიან გთხოვთ!“.
მე კი ვხვდები, რომ არც ექიმის დასკვნა აქვს, არც თანხა, საზღვარგარეთ ნორმალური გამოკვლევები რომ ჩაუტაროს, და ის წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება, იქნებ, ჩემგან მაინც გაიგოს ნუგეშის სიტყვა! მაგრამ, მე ვჩუმდები და ვარიდებ თვალს, რომ არ ავტირდე და ისტერიკა არ გამოვიწვიო ოჯახში, სადაც ამდენი დღეების განმავლობაში, უჩემოდაც ნიაღვარივით მოედინება ცრემლები!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ნუთუ პატარა საბა მოკვდება?! ქართველი ექიმები მხრებს იჩეჩავენ… ამჟამად ჩვენს ხელთაა ამ პატარა ბიჭუნას სიცოცხლე, რომელიც საშინელი ტკივილებით იტანჯება! მისი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ. ჩვენ კი, უფლის იმედი გვაქვს! საბა ხომ, ჯერ ძალიან პატარაა და თვითონ ვერ ილოცებს…
ასეთი ლამაზია და ასე იტანჯება!
ქეთევანი (საბას დედა): დამამშვიდეთ, დამამშვიდეთ! მითხარით, ტირილის გამო, ხომ არ კვდებიან ბავშვები. დამეხმარეთ! არ ვიცი, რა სტანჯავს ჩემს შვილს! მთელი დღე ტირის… რომ დაიღლება, ჩაეძინება ხოლმე, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ქეთევანმა ერთბაშად უამრავი კითხვა მომაყარა (კორესპონდენტს): „ხომ არ იცი, ბევრი ტირილის გამო კვდებიან? ბავშვი შეიძლება ტირილით მოკვდეს? და თუ არ ჭამს და მუდმივად ტირის, ეს ძალიან საშიშია? მითხარით… ძალიან გთხოვთ!“.
მე კი ვხვდები, რომ არც ექიმის დასკვნა აქვს, არც თანხა, საზღვარგარეთ ნორმალური გამოკვლევები რომ ჩაუტაროს, და ის წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება, იქნებ, ჩემგან მაინც გაიგოს ნუგეშის სიტყვა! მაგრამ, მე ვჩუმდები და ვარიდებ თვალს, რომ არ ავტირდე და ისტერიკა არ გამოვიწვიო ოჯახში, სადაც ამდენი დღეების განმავლობაში, უჩემოდაც ნიაღვარივით მოედინება ცრემლები!
ანა (და, 9 წლის): „ვერც დედიკოს თბილი სიტყვები, ვერც ჩემი ჩახუტება და კოცნა ვერ ამშვიდებს მტირალ ბიჭუნას“.
საბას ცრემლები ტკივილის წვეთებს ჰგავს, დედას და დას გულს რომ უთუთქავენ. იმ წუთებში კი, როდესაც საბა მშვიდდება, ანგელოზები ზეციდან ჩამოდიან, რათა იმედი მისცენ დედას და მოსიყვარულე დას.
„ვერ ვამშვიდებ, ჭამის დროსაც კი ტირის.”
– უკვე რამდენიმე საათია, რაც აქ ვართ, საბა კი გაუჩერებლად ტირის…
ქეთევანი: დაბადებიდან იტანჯება საბა, დღენაკლული დაიბადა 33-ე კვირაზე. წნევამ ამიწია და ამის გამო, მუცლად მყოფ ბავშვს ინსულტმა დაარტყა. ასე ამიხსნეს ექიმებმა. ხელ-ფეხი წაერთვა. საერთოდ ვერ ამოძრავებდა. უფლის სასწაულია, რომ ორივე ცოცხლები გადავრჩით! გავყიდე ყველაფერი, რაც ძვირფასი გამაჩნდა, მისი მკურნალობისა და მასაჟების საფასური რომ გადამეხადა. საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. მაგრამ ახლა, საბა გაურკვეველი დაავადებით იტანჯება, რომლის გამოც, სულ ტირის და ვერაფრით მშვიდდება.
“ბავშვის სიცოცხლისთვის როდესაც იბრძვი, ყველა დანარჩენი პრობლემა უმნიშვნელოა”
თქვენი ფონდი არის იმედი შეჭირვებულთა და უპოვართა. მათთვის მაშველი რგოლი ხართ. არაერთხელ შემხვედრია სასწაულით გადარჩენილი ბავშვების ისტორიები, ვისაც თურქეთში სამკურნალოდ წასვლაში დაეხმარეთ. მეც გადავწყვიტე, რომ მომემართა, ცდა ბედის მონახევრეა! საბას თურქეთის კლინიკაში სჭირდება გამოკვლევა. არარეალური თანხა მომთხოვეს – 3 000 დოლარი. იქნებ, იქ მაინც შეძლონ გარკვევა, რა სჭირს ჩემს შვილს და მკურნალობა დაუნიშნონ. მეშინია იმის, რომ ამდენი ტირილით ბევრ სხვა რამესაც დაიზიანებს.
ანა: „გააკეთეთ ისე, რომ აღარ იტიროს საბამ, დედას რომ არ მოუკლას გული! ის ხომ, დიდხანს ვერ გაუძლებს! მერე, მე რა მეშველება?”
ანა: „მინდა, რომ ამქვეყნად არცერთი ბავშვები და არცერთი დედა არ იყოს ავად. ამიტომ, კარგად ვსწავლობ, რომ გავიზრდები, აუცილებლად ექიმი გამოვალ!“
– ქეთევან, ანამ თქვა, რომ თქვენთვის წამლების ყიდვა უნდა. თქვენც რამე გაწუხებთ?
ქეთევანი: არ მინდოდა ამაზე საუბარი. ზურგი და თირკმელები მაწუხებს. ოპერაცია გამიკეთეს. დაბადებიდან ხელით ვატარებ საბას. ოღონდ არაფერი დაწეროთ ამის შესახებ, დახმარებას მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვითხოვ. მე და ანას არაფერი გვიჭირს, მთავარია გავარკვიოთ, როგორ ვუმკურნალოთ საბას!
ძვირფასო მეგობრებო, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ქეთევანის ოჯახს შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში. თქვენს შემოწირულობას შეუძლია შეცვალოს ამ ოჯახის ცხოვრება და აჩუქოს საბას ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების შანსი. გარდა ამისა, ბიბლიაშია ნათქვამი: „ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი“.
დღეს არჩევანის წინაშე ვდგავართ: დავრჩეთ გულგრილნი სხვის ტკივილისა და სირთულეების მიმართ, თუ გავუწოდოთ დახმარების ხელი და მათი ცხოვრება ერთად შევცვალოთ. ძვირფასო მკითხველო, თქვენი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, ერთად გავუკაფოთ საბას გზა ჯანმრთელი ცხოვრებისკენ და მის დედიკოს ღიმილი დავუბრუნოთ.
ნება მომეცით, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც 2012 წლიდან შემოგვიერთდა ღვთისკენ მიმავალ ასეთ რთულ გზაზე. მაგრამ, ჩვენი მისია ჯერ არ დასრულებულა. კიდევ ერთი ბავშვი ერთად უნდა გადავარჩინოთ. თქვენი დახმარება ქეთევანისთვის, საბასთვის და ანასთვის იმედის სხივია. მოდით, ერთობლივი ძალისხმევით ნათელი მოვფინოთ მათ ცხოვრებას ასეთ ბნელ პერიოდში.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორი, ანწუხელიძის ქ. №1.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: საბა მარანელი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
24059.80₾დარჩა:
851.97₾